ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ჯერ დაბადებული არ იყო, სახელიც არ ჰქონდა და უკვე სიღატაკისთვის იყო განწირული

calendar ივლისი 18, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ნუთუ ვერ შევძლებთ ისე ვიზრუნოთ ამ ბავშვებზე, რომ მათ იამაყონ, რომ ქართველები არიან? ნუთუ ეს საყვარელი ბავშვები განწირულები არიან უბედურებისთვის? ჩვენ ვალდებულები ვართ შევცვალოთ მათი ოჯახის ბედი. ისინი ხომ ჩვენი, საქართველოს შვილები არიან!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ჯერ დაბადებული არ იყო, სახელიც არ ჰქონდა და უკვე სიღატაკისთვის იყო განწირული
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი!  დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ  ღვთისნიერ საქმეში!

ნუთუ ვერ შევძლებთ ისე ვიზრუნოთ ამ ბავშვებზე, რომ მათ იამაყონ, რომ ქართველები არიან? ნუთუ ეს საყვარელი ბავშვები განწირულები არიან უბედურებისთვის? ჩვენ ვალდებულები ვართ შევცვალოთ მათი ოჯახის ბედი. ისინი ხომ ჩვენი, საქართველოს შვილები არიან!
„ყველას მაგრა მოხვდება ვინც ჩემი ოჯახის გაბრაზებას შეეცდება! გასაგებია? აი ამის გამო არ მატარებს დედა კრივზე – ეშინია, ვინმეს კბილები არ დავულეწო. რა ეგონათ, ეს სიტყვები ვინმეს შერჩებოდა?“ – ბრაზობს ვერ მშვიდდება დავითი. 
– დათო, მოდი ყველაფერი თანმიმდევრობით მიამბე. ვინ გაგაბრაზა, ვის ცემას აპირებ?
დავითი (12 წლის): მე არა, ჩემი დაიკო გააბრაზეს. ძალიან საწყენია, როცა დახეული ფეხსაცმლის გამო, შეუძლიათ  ადამიანს გული  ატკინონ და ატირონ. არავის გავაბედინებ ჩვენ ღარიბები და მათხოვრები გვეძახოს! 
– ხშირად მოგმართავენ ასე?
დავითი: არა, ვინ გაბედავს? სკოლაში ყველაზე ძლიერი ვარ. დედას კრივზე იმის გამო არ შევყავარ, ჰგონია, იქ ყველას უკბილოდ დავტოვებ. მაგრამ სიმართლე  გითხრა, არ მიყვარს ჩხუბი. თუ არ გამაბრაზებენ, გიჟი კი არ ვარ, ვიჩხუბო?

ასეთია დავითის ხვედრი, თავისი და-ძმის მცველი, დედას მარჯვენა ხელი და ყველაზე უფროსი მამაკაცია ოჯახში.

– ასეთი ძლიერი როგორ გახდი?
დავითი: ნახე, ეს ხე მე მოვათრიე, ახლა ის უნდა დავხერხო და დავჩეხო. ახლა კიდევ კარგი ცხელა, თორე ზამთარში შეშა რომ არ გვაქვს, ერთმანეთს ვეხუტებით, რომ გავთბეთ. 
– ლარისა, გვიამბეთ, როგორ დარჩით ექვს შვილთან სრულიად მარტო და თან ახლა ორსულად ხართ, ხო?
ლარისა: ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ყველა ჩემი შვილი ჯანმრთელია. რა კარგები არიან, შეხედეთ. ძალიან გამიმართლა, რომ მათი დედა ვარ. ერთმანეთს ვეხმარებით, მხარში ვუდგავართ და ეს სირთულეები ისე გადაგვაქვს, რომ ადამიანის სახე არ დავკარგოთ. 
როგორ დავრჩი მარტო? როგორც მილიონობით ქალი რჩება. სხვა ნახა, გამოგვიცხადა, რომ მასთან ურჩევნია და წავიდა. ორსული დამტოვა, რა უნდა ვილაპარაკო? ღმერთმა განსაჯოს. მასზე ცუდ სიტყვას ვერ დამაცდევინებთ, ის ჩემი შვილების მამაა, არ მინდა ჩემმა ემოციურად ნათქვამმა სიტყვებმა ბავშვებს გული ატკინოს. არ მინდა იმ განცდით იცხოვრონ, რომ მათი მამა – არაკაცია. ვეუბნები, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, რომ შვილები უნდა ეცადონ თავიანთ მშობლებზე უკეთესები იყვნენ. 

ყველაზე ძნელი 7 შვილის დედისთვის ცივ წყალში სარეცხის რეცხვაა. თან ორსული ქალისთვის ეს უბრალოდ სახიფათო იყო.

თემური (11 წლის): აი, მე როცა „ვიოჯახებ“, არასდროს დავტოვებ ჩემ შვილებს და სულ მათთან ერთად ვიქნები!
– საცოლე ხომ არ შეგირჩევია ჯერ?
თემური: არა, გაგიჟდი? ჯერ რა დროსია! ჯერ უნდა გავიზარდო, მერე სკოლა დავამთავრო, მერე ინსტიტუტი, მერე პოლიციელი უნდა გავხდე, და მერე ცოლსაც ვიპოვი სადმე.

თერთმეტი წლის თემური ფიქრობს, რომ სანამ მუშაობას არ დაიწყებს, ცოლს არ მოიყვანს.

ლამაზი უნდა იყოს, სახლს უნდა უვლიდეს, გემრიელ საჭმელებს აკეთებდეს, ბავშვებს უვლიდეს, დედას უვლიდეს. აი ასეთი ცოლი უნდა ვეძებო.
– შენ დაეხმარები?
თემური: როგორ? მე ხო პოლიციელი ვიქნები! იცი პოლიციელებს რამდენი საქმე აქვთ? მე ძალიან დაღლილი მოვალ სახლში და ჩემი ცოლი გემრიელ საჭმელებს დამახვედრებს.
დავითი: მე კიდევ ყველაფერში მივეხმარები ჩემ ცოლს. 
– როგორ? 
დავითი: ერთი გოგო მომწონს ძალიან. მგონი ძალიან მიყვარს. ამის შესახებ ვუთხარი კიდევაც. მაგრამ მის სახელს თქვენ არ გეტყვით. საიდუმლოა. 

დედიკოს ყველა უნდა დაეხმაროს, ვისაც როგორ შეუძლია.

– რატომ შეგიყვარდა? როგორია?
დავითი: ძალიან ლამაზია! არა, ის ყველაზე ლამაზია!
– და როდის აპირებ ოჯახის შექმნას?
დავითი: ჯერ ადრეა. ჯერ მდიდარი უნდა გავხდე და მერე მოვიყვანო ცოლი. ნუ, ალბათ 17 წლის რომ გავხდები, ან 18-ს.
– რა მაგარია! ვფიქრობ, შენ შესახებ რომ დავწერთ, ძალიან ბევრ გოგოს მოუნდება შენი გაცნობა და შენთან მეგობრობა. წინააღმდეგი ხომ არ იქნები? 
დავითი: არა, პირიქით, მაგრამ როგორ? ჩვენ არც ტელეფონი გვაქვს, არც კომპი. რანაირად დამიკავშირდებიან?
 – გამოდის, რომ ტელეფონი და კომპიუტერი გჭირდება?
დავითი: ეს ახლა მნიშვნელოვანი არაა. ყველაზე მეტად სარეცხი მანქანა გვჭირდება, ძალიან ვწვალობთ რეცხვისას. ყოველ დღე ტანსაცმლის მთები გროვდება. დედიკოს აღარ შეუძლია მე და ჩემ დებს კიდევ ძალიან გვეძნელება რეცხვა. 

„როცა დიდი გავხდები ლამაზი მაცივარი მექნება, ბევრი გერიელი საჭმელით“

ლარისა: ყველა ბავშვი ამას გეტყვით, რომ სარეცხი მანქანა გვჭირდება. მართლა ძალიან გვიჭირს სარეცხის რეცხვა ხელით. სასწაულად ბევრი გროვდება. 
– სარეცხი მანქანის გარდა რა შეგიმსუბუქებდათ ცხოვრებას?
ანა (8 წლის): მე ვიტყვი რა!
– აუცილებლად! შენც და შენმა დებმაც უნდა თქვან რაზე ოცნებობთ. 
ანა: მე მონიკა და ჟანა ერთ დიდ ოცნებაზე ვოცნებობთ – ეს ტელევიზორია. იცი ჩვენ რა უცნაური ტელევიზორი გვაქვს? წამო, გაჩვენო. ხან აჩვენებს, ხან არა. ხმაც ხან აქვს, ხან ეკარგება. პრინცესებიან მულტფილმებს არ აჩვენებს. სულ ვიღაც გიჟი ქალები და კაცები არიან, სულ ყვირიან, ჩხუბობენ. ვერ გავიგე რა უნდათ.

„ჩვენი ულამაზო ტელევიზორი, სულ ულამაზო რაღაცებს აჩვენებს“

მონიკა (6 წლის): მე კიდევ მხოლოდ ერთზე ვოცნებობ. „სამაკატი“ მინდა, მეტი არაფერი. აი რომ მქონდეს ჭამაც არ მომინდება. ოღონდ მართლა! და დედიკოს არასდროს ვთხოვ კამფეტები მიყიდოს. არასდროს „მთხოვნიან“ ხოლმე სხვა ბავშვები, მე კიდევ ისე მინდა, ისე მინდა. სიზმარშიც მესიზმრება როგორ დავქრივარ. დედას გეფიცები!
ჟანა (5 წლის): მეც ერთი ოცნება მაქვს. ფანქრები მინდა ბევრი-ბევრი, რომ ყველა ერთად დავსხდეთ და დავხატოთ! 

„ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ყველაფერს-ყველაფერს ვათხოვებთ ხოლმე ერთმანეთს“

ზურა (4 წლის): მე ნაყინი მომიტანე! ფანქრები არაა გემრიელი.
– გაგისინჯავს?
ზურა: ფუუუ! არააა! 
– და იქნებ რამე ნაყინზე გემრიელიც არსებობს?
ზურა: დედიკოა ყველაზე გემრიელი, მაგრამ არ იჭმევა!

„ეს კარტოფილი ნაყინად რომ გადაიქცეს ყველას გვეყოფოდა“

ლარისა: ვცდილობ ეკონონომია გავაკეთო ყველაფერზე, რომ ბავშვები მშივრები არ მყავდეს. მომთხოვნები არ არიან, ყველაფერს ჭამენ, მაგრამ სასუსნავებისთვის ფული არასდროს მრჩება. ყოველ დღე სადილი სოციალური სასადილოდან მომაქვს, ეს ძალიან მეხმარება. როცა ვიცი, რომ დღეში ერთხელ მაინც შევძებ შვილების დაპურებას – ისე აღარ მეშინია. 
 – თქვენი საჭიროებების შესახებ მითხარით.
ლარისა: ეს ზამთარი ძლივს გადავიტანეთ, კინაღამ გავიყინეთ. ერთი შეშის ღუმელი გვაქვს, დათოს მოჰქონდა ფიჩხები ან ხის ნაჭრები, რომ ყინვისგან სული არ გაგვძრომოდა. საშინელი ზამთარი გამოვიარეთ. სანამ მამაჩემი ცოცხალი იყო, ძალიან მეხმარებოდა. ის იყო ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჩემი შვილების ბედი ადარდებდა. ის დამყვებოდა სამშობიაროში, ის იყვანდა პირველი შვილიშვილებს ხელში… და აი ასეთი მამა დავკარგე. ახლა კი დათომ ითავა ფუნქცია გვერდში მედგას და დამეხმაროს ყველაფერში.   

„აი ეს ძირგავარდნილი ტაშტი ასრულებს სარეცხი მანქანის ფუნქციას“

– თქვენ აუცილებლად გჭირდებათ წყლის და ოთახის გამათბობელი, ხომ ასეა? 
ლარისა: კი, ასეა. ჩემით ამას ვერასდროს ვიყიდი. კიდევ გავკადნიერდები და ტელევიზორს და ტელეფონსაც გთხოვთ. ჩვენ დროს ტელეფონის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია ცხოვრება. ვიცი, ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთები არაა და მათ გარეშეც შეიძლება სიცოცხლე, მაგრამ მართლა ძალიან გვჭირდება. ტანსაცმელს გვჩუქნიან და ძალიან ვუფრთხილდებით, მაგრამ ფეხსაცმელებზე დიდი პრობლემა გვექმნება. ნახმარი ფეხსაცმელი მალე ცვდება. მორჩა, აღარფერს ვიტყვი, ისედაც ზედმეტი მომივიდა. ზოგი დედა შვილებისთვის საჭმელს ვერ ყიდულობს, ზოგ დედას შვილი ავად ყავს, მე კიდევ ჩემი პრობლემებით შეგაწყინეთ თავი. მაგრამ ღმერთია მოწმე, სანამ მამაჩემი ცოცხალი იყო, ყველანაირ პრობლემას თავს ვართმევდი, ახლა კი ძალიან გამიჭირდა. ამიტომ თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს.

სახლი ფანჯრების და ბავშვები მომავლის გარეშე

***
მეგობრებო, ეს ოჯახი დახმარებას თქვენ გთხოვთ, რადგან სხვა უფრო ახლობელი, მათ არავინ გააჩნიათ. ვიცით, რომ შვიდი პატარას ბედი და მომავალი თქვენთვის სულ ერთი არ იქნება. მათ არაფერი აქვთ და დახმარებასაც არსაიდან ელიან. 

ეს საქართველოს შვილები არიან , ჩვენი შვილები. ისინი უნდა გადავარჩინოთ, მათ აქვთ უფლება ბედნიერად იცხოვრონ.

ნებისმიერი სახის დახმარება ამ ოჯახის გადარჩენის საწინდარია. პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები, სარეცხი მანქანა, გაზის გამათბობელი, ტელევიზორი და ტელეფონი – ეს ის მცირედია, რაც ამ ოჯახს ძალიან სჭირდება. შესანიშნავი იქნებოდა, თუ ბავშვებს პლანშეტებთ, ველოსიპედებთ, და სხვა სათამაშოებსაც გავახარებდით. ერთიანი ძალისხმევით ამ ოჯახოს გახარებასაც შევძლებთ, ისევე, როგორც უკვე ათასობით ოჯახი გავახარეთ. 
თუ ვინმეს პირადად გაინტერესებთ მათი მონახულება და გახარება, ეს მათი მისამართია: სენაკი, ჩხეტიას ქ. 39
ყოველთვის, როცა ვინმეს დახმარება შეგიძლია, დაეხმარე და გაიხარე, რომ ვიღაცის ლოცვებს, ღმერთი შენი მეშვეობით პასუხობს. 
გვჯერა, ერთად შეგვიძლია გადავარჩინოთ ეს ოჯახი. 
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ფონდის ანგარიშებია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(назначение: ახვლედიანების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა 
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ 
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270! დალოცვილები ყოფილიყავით!

მან შვიდი ჯანმრთელი და ლამაზი შვილი აჩუქა ქართველ ერს. ალბათ, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ასეთ გმირ დედას ექნებოდა ყველაფერი, ყურადღება და დიდებაც კი…
მოდით, გავახაროთ ჩვენი ყურადღებით ეს გმირი დედა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

სუფთა ტანსაცმელით დავაძინებთ ხოლმე ჩვენს პატარას…

          ლარისა მიეკუთვნება იმ ქალბატონების რიცხვს, ვინც საქართველოს შვიდი შვილი აჩუქა. გმირის სტატუსი არ მიუნიჭებიათ მისთვის, მაგრამ სტატუსის გარეშეც, იმსახურებს ამ წოდებას. შვიდი შვილის აღზრდა და მათი ფეხზე დაყენება, ადვილი საქმე ხომ არ არის?! თანაც ისეთ პირობებში, სადაც საცხოვრებლად არავის შეუშვებენ, ბავშვებს კი არა…
         შეიძლება ითქვას, რომ მათ არაფერი გააჩნდათ ცარიელი კედლების გარდა, იქამდე სანამ თქვენმა სიკეთემ მათ ოჯახშიც არ შეაღწია. ახლა, ბაშვები ტელევიზორით ერთობიან, ერთად სხედან და უყურებენ სახალისო გადაცემებს. მათი ცარიელი კედლები მხიარულებამ შეავსო. ლარისა კი, სარეცხმა მანქანამ გააბედნიერა… შვიდი ბავშვის ტანისამოსი დახეული, მაგრამ სუფთა მაინც იქნება… ყველაზე მეტად კი, რამდენიმე თვის საკვების მარაგმა გაახარა ლარისას გული… დედისთვის რა არის იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ის, რომ ბავშვები მშივრები არ იყვნენ და ელემენტარული სისუფთავე მაინც ჰქონდეთ…
         

  „ესეც ჩვენი მეშვიდე ბარტყი საქართველოს…“

        – ლარისა, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
        ლარისა: ჩემი ცხოვრება შედარებით შემსუბუქდა. სახლის საქმეები ძალიან გამიმარტივა სარეცხმა მანქანამ, ხომ წარმოგიდგენიათ, შვიდი ბავშვის ტანსაცმლის რეცხვა… უკვე გაუსაძლისი იყო… წელი, ხელები, სახსრები – ყველაფერი მტკიოდა. გარდა ამისა, ტელევიზორმაც ხალისი შემოიტანა ჩვენს დანგრეულ და ცივ კედლებში. ბავშვები ხან რას უყურებენ, ხან რას.. ძირითადად, სახლში არიან და აღარ მიიწევენ სულ ქუჩაში… ხომ იცით, ახლა, უფროსებს  ის ასაკი ეწყებათ, გარეთ რომ უნდათ და აინტერესებთ გარე სამყარო, სახლის კედლების მიღმა ცხოვრება… ამიტომ, ძალიან ვფრთხილობ და ცოტა მეშინია კიდეც, ამ ასაკში ასეთი დაუცველები, რამე შარს არ გადაეყარონ.  სწორედ ამიტომ მიხარია ტელევიზორის არსებობაც… 

„ამდენს რა დათვლის, მაგრამ მემგონი ყველას გვეყოფა…“ 

        – ლარისა, ასევე გვაინტერესებს, ახალი მეგობრები თუ გაიჩინეთ? ყველაზე მეტად ვინ დაგამახსოვრდათ?
ლარისა: მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გამოგვეხმაურა და გვესტუმრა. პატარებს ისე უხარიათ, ჩვენთან ვინმე რომ მოდის.
   

  მოწყენილი არ ვარ, უბრალოდ დაღლილი ვარ… 

        – ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
        ლარისა:  ამ კითხვაზე ძალიან თავისუფლად და თამამად გიპასუხებთ… ძალიან კარგი ხალხია გამგეობაში,  გვეხმარებიან ხან ტანსაცმლით, ხან საკვებით… მოკლედ, ყურადღებას გვაქცევენ და ამისთვის, დიდი მადლობელი ვარ მათი.
        – რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
        ლარისა: ამ დახმარებას, ვერ დავარქმევდი მხოლოდ რაიმე ნივთების სახელებს… ჩემი ოჯახისთვის, ეს ადამიანობის მაგალითია. როდესაც სახლში შვიდი ბავშვი გეზრდება, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში კარგი მაგალითების ნახვა, რომ ისწავლონ კეთილის და ბოროტის გარჩევა… რომ თვითონაც დაეხმარონ სხვებს და ა.შ. ამ ასაკში, ისინი ყველა ქმედებას ისრუტავენ და საკუთარ გულებში ამრავლებენ. როდესაც მათ მკითხეს, თუ რატომ გვეხმარებოდა ამდენი ხალხი, რატომ მოგვიტანეს უანგაროდ ეს ნივთები, ვუპასუხე, რომ ამქვეყნად აუცილებლად უნდა არსებობდნენ ისეთი ადამიანები, ვინც სიკეთეს გააკეთებს და ამით გადაარჩენს სხვებს… ვუთხარი, რომ სხვა შემთხვევაში, ჩვენც ვერ გადავრჩებოდით.

 „ურა-ა-ა… მოდი მოვიფიქროთ, სად დავდგათ…“

        – ლარისა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი ადამიანი და დედა ბრძანდებით… ნებას თუ მომცემთ, ბავშვებსაც გავესაუბრები… დავით, მოდი შენგან დავიწყოთ… მინდა გკითხო, რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში? ახლა, რით ხარ დაკავებული? 
         დავითი (12წლის): ჩვენი ცხოვრება კი იცით, სულ დედას ვეხმარებით, ერთად ვფენთ სარეცხს, ერთად ვრეცხავთ ჭურჭელს… ახლა კი, ტელევიზორი დაგვემატა… ყველაფერს რომ მოვრჩებით, ყველა ერთად დავსხდებით და ტელევიზორს ვუყურებთ ხოლმე. ვიცინით, ვხალისობთ და ვცდილობთ ერთმანეთს დავავიწყოთ ცუდი დღეები… ახლა, ვინც ამას კითხულობს, ყველას მადლობას ვეტყვი… დიდი რომ გავიზრდები, მეც დაგეხმარებით… 
     

 „კომედი შოუ“ დაიწყო-ო-ო-ო“

        – თემურ, შენ რას მეტყვი ახალს? ტელევიზორში რას უყურებ ხოლმე? რომელი გადაცემა მოგწონს ყველაზე მეტად? 
         თემური (11 წლის ): მ-მ-მ… ყველაზე მეტად?.. ალბათ, „კომედი შოუ“… ძალიან ბევრს ვიცინი ხოლმე.  ყველა ერთად ვუყურებთ და მერე რიგრიგობით ვიმეორებთ როლებს… მერე, ცალკე ამაზე გვეცინება და ასე… ძალიან სახალისოა… 
         – გოგონებო, თქვენ რა გაგიხარდათ საჩუქრებიდან ყველაზე მეტად? 
         ანა ( 8 წლის ): მე, მონიკას და ჟანას, ყველაზე მეტად ის გვიხარია, რომ სახლში აღარ არის მოწყენილობა… მე ძალიან მომწონს სარეცხი მანქანიდან ტანსაცმლის გამოღება და  გაფენა. მონიკა და ჟანაც სულ მეხმარებიან. როდესაც დედას საქმეები აქვს და არ სცალია, ყველაფერს ჩვენ ვალაგებთ და ვაკეთებთ… ბოლოს კი, ყველაზე, ყველაზე ფერად და ლამაზ ტელევიზორს ვუყურებთ… ერთი სული გვაქვს ხოლმე, როდის დავასრულებთ დალაგებას და საქმეებს, რომ ტელევიზორს მივუსხვდეთ ყველანი ერთად ვიყოთ… 
– ლარისა, იქნებ გაქვთ კიდევ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენი ფონდის მეგობრებს შეუძლიათ დახმარება? 
          ლარისა: ჩემო საყვარელო, ჯერ რაც ამ კეთილმა ხალხმა ჩვენთვის გააკეთა, ამისთვის მინდა გადაგიხადოთ მადლობა… განუზომელია ის სიკეთე, რასაც თქვენი ფონდის მეგობრები აკეთებენ… მინდა მათ ვუთხრა, რომ არ გაჩერდნენ, სიკეთე აუცილებლად გამოისხავს ნაყოფს და გამრავლდება… 
          ახლა კი, რაც შეეხება ჩვენს დარჩენილ პრობლემებს…  კი ხედავთ, რომ ფანჯრები არ გვაქვს … ზამთრის ძალიან გვეშინია… ასეთ სიცივეში ბავშვები მეცოდებიან… ამიტომ, გული წინასწარ მიჩქარდება, რომ წარმოვიდგენ… ასევე, არ გვაქვს ლოგინები, სკამები, ჭურჭელი… რაც თავში მოგივათ, ნებისმიერ დახმარებაზე თანახმა ვარ… მაგრამ პრიორიტეტი მაინც გთბობა და პანჯრების ჩასმაა, თორემ დავიღუპებით… 

„ვიცი, რომ ზამთარში ძალიან ცივა, მაგრამ არ ვიცით როგორ გავთბეთ…“

                                                 ***
           მეგობრებო, შვიდი ბავშვის ბედ-იღბალი ისევ დამოკიდებულია თქვენს სიკეთეზე… მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მხიარულები არიან და სიცივის საშიშროებას ვერ ხედავენ, მათ არ იციან, რომ ადამიანს მხოლოდ თბილი ტანსაცმელი ვერ უშველის, ყინვების დრო რომ დადგება… კიდევ ერთხელ უნდა ვიზრუნოთ, გავცეთ და გადავარჩინოთ… დიახ, გადავარჩინოთ… რადგან ახლა, მათ ბედს,  ან თქვენ გადაწყვეტთ, ან კიდევ ცივი ზამთარი…
         თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
       მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
         თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
         მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
        ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ახვლედიანების ოჯახი).
        თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
         სპეციალურ ნომერზე: 0901200270, განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
         ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 სექ 04
სარეცხი მანქანა,ტელევიზორი
1160.00₾
2022 სექ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
375.00₾
2022 დეკ 08
პროდუქტები
200.00₾
2022 დეკ 16
გაზქურა
475.00₾

სულ ხარჯები:

2210.00₾

დარჩა:

0.02₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.12.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.12.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.12.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.12.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.12.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.12.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.12.2022 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.12.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.12.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.12.2022 20:00:00
₾1.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.12.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.12.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.12.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.12.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.12.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.12.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.12.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.12.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.12.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.12.2022 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾2,210.02

156 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,210.02

156 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება