ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ნატა, ნიცა, სანდრო, ლალი ისე ტიროდნენ! ისე ტიროდნენ! სახლი დაიწვა და მასთან ერთად ყველაზე საყვარელი ნივთებიც. დათუნია ტასოც კი, ხანძრის დროს დაიღუპა!!!

calendar აგვისტო 2, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

„ვკიოდი, ვტიროდი, სახლში კი, იწვოდნენ და ტიროდნენ ნატა, ნიცა, სანდრო, ლალი და დათუნია ტასო. ჩემი ველოსიპედიც კი, იწვოდა და ტიროდა – მესმოდა!“ – ამბობს 4 წლის ნია და თავს მალავს. ტრაგედიის შემდეგ, უკვე რამდენიმე თვე გავიდა, გოგონა კი, დღემდე ღამით კივილით იღვიძებს და ჰგონია, რომ ცეცხლი უკიდია… და სულ ეკითხება დედას: „შეიძლება, ადამიანებს ცეცხლი ორჯერ რომ წაეკიდოთ?“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ნატა, ნიცა, სანდრო, ლალი ისე ტიროდნენ! ისე ტიროდნენ! სახლი დაიწვა და მასთან ერთად ყველაზე საყვარელი ნივთებიც. დათუნია ტასოც კი, ხანძრის დროს დაიღუპა!!!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
 „ვკიოდი, ვტიროდი, სახლში კი, იწვოდნენ და ტიროდნენ ნატა, ნიცა, სანდრო, ლალი და დათუნია ტასო. ჩემი ველოსიპედიც კი, იწვოდა და ტიროდა – მესმოდა!“ – ამბობს 4 წლის ნია და თავს მალავს. ტრაგედიის შემდეგ, უკვე რამდენიმე თვე გავიდა, გოგონა კი, დღემდე ღამით კივილით იღვიძებს და ჰგონია, რომ ცეცხლი უკიდია… და სულ ეკითხება დედას: „შეიძლება, ადამიანებს ცეცხლი ორჯერ რომ წაეკიდოთ?“

 „არ მინდა, დავიწვათ“

16 მარტს, ღამის 4 საათზე, ყველას რომ ეძინა, 16 წლის ანას განწირული კივილი გაისმა. ყველას აღვიძებდა და ყვიროდა: „ეხლა ყველანი დავიხოცებით! ვიწვით! გავიქცეთ!“ 
        სახლიდან გამოიქცნენ ფეხშიშველები, საღამურებით, ვერაფერი გამოიტანეს. გამოცვივდნენ და პირველი წუთების განმავლობაში, ვერ აცნობიერებდნენ, რა ხდება. ნუთუ, ყველანი ერთსა და იმავე კოშმარს ხედავენ სიზმარში? ნუთუ რეალურად ხდება ეს ყველაფერი, თუ ახლა გაიღვიძებენ ყველანი?.. რამდენიმე წუთში კი, ნაცარტუტად იქცა მათი დიდი და ლამაზი სახლი. ისეთიც აღარაფერი დარჩა, რაც იქ გატარებულ ბედნიერ და ლამაზ ცხოვრებას გაახსენებდათ. შვიდი ადამიანი ქუჩაში, საღამურების ამარა დარჩა. შიგნით კი, იწვოდა სათამაშოები, ტანსაცმელი, ავეჯი, წიგნები, ყველაფერი, რასაც აგროვებდნენ, ყიდულობდნენ, საკუთარი ხელით ქმნიდნენ მრავალი წლის განმავლობაში.

 „აქ იყო ჩემი ოთახი. ეს კი, ჩემი თაჯინაა, ვითომ“

         – რა საშინელებაა, ინგა! აი ასე, რამდენიმე წუთში რომ დაკარგავ ყველაფერს!
         ინგა: არა, ძვირფასო, საშინელებაა, როდესაც კარგავ ოჯახის წევრებს, საყვარელ ადამიანებს, ამას კი, ალბათ, რამე ეშველება. აი, ჩემი შვილი მანქანამ რომ გაიტანა, ეს ნამდვილად საშინელება იყო. 22 დღე კომაში იყო, არც ვიცოდით, ცოცხალი გადარჩებოდა, თუ არა…
         – შეგიძლიათ, უფრო დაწვრილებით რომ მიამბოთ? რა მოხდა, როგორ არის ახლა?
         ინგა: ოთხი წლის წინ, მისი კლასი სკოლიდან თეატრში წაიყვანეს, მერე ექსკურსიაზე. სკოლის ავტობუსით სახლში რომ მოჰყავდათ მის დასახვედრად გამოვედი. ქუჩაში ველოდებოდი, სახლთან. უცებ მეტალის საშინელი ღრჭიალი, მუხრუჭების ხმა და კივილი „ვაიმე“ გავიგე. გულმა მიგრძნო, რომ ლუკას რაღაც საშინელება შეემთხვა… გზაზე გამოვვარდი, და სისხლის გუბეში დავინახე… მერე, აღარაფერი მახსოვს. 22 დღის განმავლობაში, უფალს მხოლოდ იმას ვევედრებოდი: „ჩემი შვილი არ წამართვა, ყველაფერი წამართვი, რაც გინდა, ოღონდ ლუკამ იცოცხლოს“.
          – და სასწაული მოხდა?
          ინგა: როგორც ხედავთ, ახლა ლუკა ცოცხალია და ჯანმრთელი, საკუთარი ფეხით დადის, ლაპარაკობს, თანატოლებს ეთამაშება, სკოლაში სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ  ვერავინ გვაძლევდა იმის გარანტიას, რომ ის იცოცხლებდა და „მცენარედ“ არ იქცეოდა.
ლუკა (12 წლის): კი ცოცხალი ვარ და ჯანმრთელი, იმას თუ არ ჩავთვლით რომ მილი მაქვს ყელში. ხანდახან, ძალიან მტკივა. ხშირად მიწევს საავადმყოფოში წასვლა და მისი გამოცვლა.

„ეს მილი, ყელში, ლაპარაკის დროს ხელს მიშლის, მაგრამ უკვე მივეჩვიე. მამაჩემი კი, ნამდვილი ექიმივით წმენდს მას”

ინგა: მე და ჩემმა მეუღლემ, უკვე ვისწავლეთ ამ საშინელი მილის გაწმენდა. ყველაფერი სტერილური უნდა იყოს: სპირტი, ბინტები, ბეტადინი. არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ყოველთვის ექთანი გამოვიძახოთ, ამიტომაც, ვისწავლეთ. გაწმენდა ყოველდღე უნდა, შეცვლა კი – თვეში ერთხელ. თბილისში სიარული გვიწევს ამისთვის. ყოველ ჯერზე, ანესთეზია უკეთდება. ექიმთან ყოველი ასეთი მისვლა, 300 ლარი ჯდება. მაგრამ, ღმერთის წყალობით ლუკასთვის პენსია „მოვიპოვეთ“, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ თავად იხდის მისი პროცედურების საფასურს.

 „პენსიონერი ვარ, როგორც ჩემი ბებო და ბაბუ“

         ლუკა: კი, პენსიონერი ვარ, როგორც ჩემი ბებო და ბაბუ. ნეტა ვის აქვს უფრო მაგარი პენსია?
         ინგა: შენ, შვილო, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, საერთოდ რომ არ გქონოდა.
         ლუკა: ცუდია, რომ ვერ ვაგროვებ.
        – შეგროვილი თანხით რას იყიდიდი?
        ლუკა: ერთი ოცნება მაქვს. კომპიუტერი მინდა, ან პლანშეტი. მინდა, ბევრი მეგობარი მყავდეს და ველაპარაკო. მიყვარს ლაპარაკი. სკოლაშიც მყავს მეგობრები.
        ინგა: ვერც კი წარმოიდგენთ, რა გადავიტანე, როდესაც კომიდან გამოვიდა და ხმას არ იღებდა. მას ხომ ყოველთვის ბევრი ლაპარაკი უყვარდა! და უცებ, წევს, გიყურებს და დუმს… 45 დღის განმავლობაში, ხმა არ ამოუღია. ვერც გვცნობდა. და როდესაც 45 დღე გავიდა, პალატაში შევედი და „დედა“ დამიძახა, სიხარულისგან და მოულოდნელობისგან ისე შევკივლე, რომ ექიმები ყველა სართულიდან მოცვივდნენ. ისე უხაროდა ყველას ჩვენი ამბავი! „დედა“ – ეს, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე იყო!  

 „მე რომ „დედას“ ვამბობ, დედა სიხარულისგან არ კივის. რატომ?“

ნია (4 წლის): მეც ვიცი სიტყვა „დედა“. ცეკვაც ვიცი. ეხლა არ შემიძლია, ყელი მტკივა. თუ ლამაზ კაბას მომიტან, ვიცეკვებ!
         – კიდევ რა მოგიტანო? 
         ნია: ყველაფერი მომიტანე, რაც დამეწვა. ველოსიპედიც დამეწვა, ტასოც, „სამაკატიც“,  საწოლიც. იწვოდნენ და ტიროდნენ. ჩემს გარდა არავის ესმოდა, ჩემი დათუნია ტასო როგორ მეძახდა: „მიშველე-ე-ე-ე-ე!“ ძილში ახლაც ჩამესმის მათი ტირილის ხმა.
         ინგა: ვაიმე, ნია დღემდე ტირილით იღვიძებს და მეხვეწება,  ისიც და მისი სათამაშოებიც გადავარჩინო. ძალიან შეშინებულია. რომ იძინებს, სულ მეკითხება ხოლმე: „ცეცხლი ხომ არ წაგვეკიდება?“  იმხელა სტრესი მიიღო. და ჩვენც, ყველამ.

 „მგონი, ჩემი თოჯინის ნაწილები ვიპოვე“

ანა (16 წლის): მე კი, ჩემი ოთახი მენატრება. ისეთი ლამაზი იყო. მთელი ჩვენი სახლი ლამაზი იყო. ახლა კი, ისეთ სივიწროვეში ვცხოვრობთ. მეზობლებმა შეგვიფარეს. ჩვენ ცალკე, ბებო და ბაბუ კი – ცალკე. მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს, იმედია, კიდევ ოდესმე მექნება საკუთარი ოთახი.
         ნია: მეც მაქვს ოცნება: თოჯინები და დათუნიები, „სამაკატი“, სამზარეულო და კაბები ზუსტად ისეთი, როგორიც დამეწვა.
         ლუკა: ამას უყურე, რამდენი სურვილები აქვს. დარჩა კიდევ რამე?

 „ლუკა, როგორ ფიქრობ, სათამაშოები კიდევ გვექნება?“

ნია: დარჩა! კანფეტი „ბევრი ცალი“! შენც გაგიყოფ, ლუკა, ნუ გეშინია! 
        – ინგა, იქნებ თქვენც გვითხრათ, რაზე ოცნებობთ?
        ინგა: ახლა, ამაზე საუბარი ძალიან მიჭირს… ეს ოცნებები კი არა, აუცილებლობაა. ყველაფერი გვჭირდება. არაფერი დაგვრჩა. ყველაფერი, რაც გვაცვია, სხვისია. ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, მეზობლების და კეთილი ადამიანების ნაჩუქარია. ცხოვრებას ნულიდან ვიწყებთ! არც საწოლები გვაქვს, არც ჭურჭელი – ა-რა-ფე-რი! დახმარებისა და პენსიის თანხა, ელემენტარული პროდუქტის საყიდლად გვყოფნის, მაგრამ ვერაფრის გადადებას, ან შეგროვებას ვერ ვახერხებთ.

„საკუთარი ხელით მივეხმარები მამას სახლის რემონტში“

         – რისთვის გსურთ თანხის შეგროვება?
         ინგა: იმისთვის, რომ გავარემონტოთ ის, რაც სახლისგან დარჩა. მეორე სართული მთლიანად არის დამწვარი, პირველზე მხოლოდ კედლებია შემორჩენილი. სახელმწიფოც დაგვპირდა თვეში 300 ლარის გადახდას, თუ ქირით ვიშოვნით ბინას. მაგრამ ქობულეთში, ამ თანხაში შეუძლებელია ისეთი სახლის შოვნა, სადაც შვიდივე ვიცხოვრებდით! იქნებ, ვინმემ წაიკითხოს და დაგვეხმაროს ამ საკითხის მოგვარებაში?
         – ბინის გარდა?
         ინგა: საწოლები გვჭირდება, კარადა, ტანსაცმელი, ჭურჭელი, მაცივარი, ტელევიზორი, პლანშეტი, კომპიუტერი, წამლები. ყველაფერს ვერც გავიხსენებ. აი, წარმოიდგინეთ, რომ არაფერი გაგაჩნიათ, რას ითხოვდით?

 „გეხვეწებით, ისე გააკეთეთ, რომ ცეცხლი აღარ წაგვეკიდოს“

        – მართალს ამბობთ, ძნელია რაღაცის გამოყოფა, თავად განსაზღვრონ ჩვენმა მკითხველებმა.
       ინგა: თქვენ რომ მოგმართეთ, იმის იმედი მქონდა, რომ ჩვენი გასაჭირის შესახებ რაც შეიძლება მეტი ადამიანი თუ გაიგებს, ცხოვრება შეგვიმსუბუქდება. მხოლოდ მატერიალურ დახმარებას არ ვგულისხმობ. თუკი ვინმე ილოცებს ლუკას ჯანმრთელობისთვის, ერთ-ორ თბილ სიტყვას გვეტყვის – ესეც უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს!
***
მეგობრებო, სურმანიძეების ოჯახმა ყველაფერი დაკარგა. მათი სახლი, ქონება, ყველაფერი, რასაც მძიმე შრომის ფასად აგროვებდნენ მრავალი წლის განმავლობაში, ცეცხლმა შთანთქა. საერთოდ არაფერი დარჩათ. ცოლ-ქმარი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა, ბავშვებთან და მოხუც მშობლებთან ერთად. ხან მეზობელთან ცხოვრობენ, ხან ნათესავებთან. მაგრამ, ამ შესანიშნავი ადამიანების სიკეთით, ბოროტად ვერ ისარგებლებენ. ახლა, ჩვენი თანადგომა ძალიან სჭირდებათ!
         სურმანიძეების ოჯახს სჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება, ყველაზე ელემენტარული ნივთები, მათ ხომ, ფაქტობრივად ნულიდან უნდა დაიწყონ ცხოვრება. პირველ რიგში, სჭირდებათ საკვები პროდუქტი, ჭურჭელი, სამშენებლო მასალა, ტექნიკა, საწოლები, მაგიდა, სკამები და პლანშეტი ბავშვებისთვის. ასევე, განსაკუთრებული თხოვნა იქნება – სათამაშოები და ტკბილეული!
        თუკი ვინმეს ექნება სურვილი, პირადად მოინახულოს და გაუწიოს მათ დახმარება, ოჯახის მისამართია: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვედა ბობოყვათი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
         გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, ისინი გარდაუვალ დაღუპვას გადავარჩინოთ.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: სურმანიძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ოქტ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
230.00₾
2022 დეკ 01
საწოლი
1200.00₾

სულ ხარჯები:

1430.00₾

დარჩა:

0.97₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.11.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.11.2022 11:16:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.11.2022 11:14:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.11.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.11.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.11.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.11.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2022 20:00:00
₾54.10
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.11.2022 20:00:00
₾13.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.10.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.10.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.10.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.10.2022 20:00:00
₾21.87
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.10.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.10.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.10.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2022 20:00:00
₾17.00

შემოწირულია:

₾1,430.97

104 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,430.97

104 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება