ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

მეგობარო, წარმოიდგინე, რა საშინელებაა! უკუნეთ სიბნელესა და გაჭირვებაში ცხოვრება!

calendar ოქტომბერი 27, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„ეს წყევლა მოსდევს ჩვენს ოჯახს – ყველანი უსინათლოები ვართ. დროთა განმავლობაში, თვალები გვიშრება და საერთოდ ვეღარაფერს ვხედავთ. სამწუხაროდ ეს არ იკურნება და სიბნელეში ცხოვრებისთვის ვართ განწირულები. თითქოს ვცოცხლობთ, მაგრამ უკვე მკვდრებივით ვართ“ – ამბობს 33 წლის ნიკა, მთასავით კაცი.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
მეგობარო, წარმოიდგინე, რა საშინელებაა! უკუნეთ სიბნელესა და გაჭირვებაში ცხოვრება!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „დედა, არ გამიშვა ხელი, მეშინია!“

 „ეს წყევლა მოსდევს ჩვენს ოჯახს – ყველანი უსინათლოები ვართ. დროთა განმავლობაში, თვალები გვიშრება და საერთოდ ვეღარაფერს ვხედავთ. სამწუხაროდ ეს არ იკურნება და სიბნელეში ცხოვრებისთვის ვართ განწირულები. თითქოს ვცოცხლობთ, მაგრამ უკვე მკვდრებივით ვართ“ – ამბობს 33 წლის ნიკა, მთასავით კაცი.
ნიკას დიდ ბაბუას ცუდი მხედველობა ჰქონდა. მემკვიდრეობით ეს გადაეცა მის ბაბუას და თავის ორ შვილს – ნათელას და ნანულის. ნათელას დიდხანს ვერ გადაეწყვიტა, გაჰყოლოდა თუ არა ცოლად ბიჭს, რომელსაც ის შეუყვარდა. არ უნდოდა, მომავალი შვილი ტანჯვასა და სიბნელეში ცხოვრებისთვის რომ გაეწირა. მაგრამ, მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ირწმუნეს ზღაპრის, რომ სიყვარული დაძლევდა ავადმყოფობას და წყევლა მათ შვილს გვერდს აუვლიდა. სამწუხაროდ, ასე მხოლოდ ზღაპრებში ხდება…
გაჩნდა ნიკა. სამწუხაროდ დაავადებამ ისიც არ დაინდო. ყველაფერი გაყიდეს, რაც შეიძლებოდა, ყველა ნაცნობისგან ისესხეს თანხა, უამრავი ოპერაცია გაუკეთეს თვალზე, ნაწილობრივ მაინც რომ შეენარჩუნებინათ მხედველობა. მხოლოდ 10%-ით მოხერხდა. შეღავათი კი ის არის, რომ ნიკას შეუძლია გაარჩიოს ღია და მუქი საგნები, ოთახში გადაადგილდეს, ასევე, დედამისსა და დეიდამისს დაეხმაროს.
მამა მალევე გარდაიცვალა – მისმა გულმა ვერ გაუძლო შვილის ტანჯვის ყურებას. სამნი დარჩნენ: დედა, დეიდა და შვილი. გვერდში არავინ ჰყავთ, უკუნეთ სიბნელეში ცხოვრობენ.

„სამნი ვართ ამ ბნელ სამყაროში: მე, დედა და დეიდა“

– ნიკა, როგორ ცხოვრობთ სამი უსინათლო ერთად? ვინ ვის უვლის?
ნიკა: ყველანი ვუვლით ერთმანეთს. ვერც იტყვი, ვისი მდგომარეობაა უფრო მძიმე. ახალგაზრდა ბიჭი ვარ, ამიტომ დედაჩემისთვის და დეიდაჩემისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთო. სიმწრით გამზარდეს. ვერც კი წარმოვიდგენ, რის გადატანა მოუხდათ, რა ჯოჯოხეთი გამოიარეს, ფეხზე რომ დავეყენებინე. სკოლაც კი დამამთავრებინეს.
– ეს როგორ მოახერხეთ?
ნიკა: ეს ყველაზე ბედნიერი დრო იყო ჩემს ცხოვრებაში. სკოლა ახლოსაა, ყოველ დილით კლასელები გამომივლიდნენ ხოლმე, ხელჩაკიდებულს მიმაცილებდნენ სკოლაში, მერე კი სახლში მოვყავდი. რა კარგი იყო! მეგონა, ნამდვილი მეგობრები მყავდა! მაგრამ, თურმე როგორ ვცდებოდი… სკოლა დავამთავრეთ და მეგობრობაც დასრულდა. მას შემდეგ აღარავისთან მაქვს ურთიერთობა. სულ მარტო დავრჩი ავადმყოფობის პირისპირ.
– როგორ წარმოგედგინათ თქვენი ცხოვრება? როგორი იქნებოდა, რომ არა ეს ავადმყოფობა?
ნიკა: რამდენჯერ მიფიქრია ამაზე, რამდენჯერ მიოცნებია… მინდოდა, მომღერალი გამოვსულიყავი, სცენაზე მემღერა. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არავის სჭირდება ხეიბრები. მერიდებიან, როგორც კეთროვანს. არავის არ უნდა ჩვენთან ურთიერთობა, რა ჩვენი ბრალია, უსინათლოები რომ ვართ?
        – შეგიძლიათ, გვიმღეროთ?
         ნიკა: მერიდება, მხოლოდ დედაჩემისთვის და დეიდაჩემისთვის ვმღერი ხოლმე. მეშინია, რომ დამცინებენ. მეშინია, რომ გამაკრიტიკებენ. მაგრამ, თქვენთვის ვიმღერებ. 
         (ნიკამ ფონოგრამა ჩართო და თემურ თათარაშვილის სიმღერა იმღერა საქართველოზე. ყველაზე გულის ამაჩუყებელი სიმღერა იყო, რაც კი ოდესმე მსმენია.)
 

„ურჩხულს ვგავარ, რომ შემომხედავთ, მაგრამ გულით ბავშვი ვარ“

ნიკა: ნუ ტირი, ვიცი, რომ ძალიან განხვავდება ჩემი გარეგნობა და სულიერი მდგომარეობა. შეიძლება შეგაშინო კიდეც, მაგრამ გულით ბავშვი ვარ. ამას ყველას ხომ ვერ ავუხსნი. როდესაც ვამბობ, რომ ვშიმშილობთ, ხალხს ეცინება. ამბობენ, ჩემისთანა კაცს ძროხა ერთ ლუკმად არ ეყოფაო. მაგრამ, მათ ხომ არ იციან, რატომ ვიწონი 200 კილოგრამს? მათ ხომ არ იციან, რა დამემართა? ყველას ვერ ავუხსნი, ყველა ვერც გაიგებს.
– და რა დაგემართათ, მართალი გითხრათ, თავიდან მეც შემეშინდა.
ნიკა: ჰორმონალური პრობლემები მაქვს, მხოლოდ პურს და მაკარონს რომ ვჭამ. უკვე ათი წელია, დეპრესიით ვიტანჯები. როდესაც ახალგაზრდა ბიჭს არ აქვს ფული, ტანსაცმელი რომ იყიდოს, მედიკამენტები, დედამისისთვის და დეიდამისისთვის, კბილები რომ ცვივა და ექიმთანაც ვერ მიდის, საღ ჭკუაზე როგორ დარჩება? 2017 წელს გონება დავკარგე, წავიქეცი და თავი დავარტყი. ძლივს მომასულიერეს. არ ვიცი, დედამ და დეიდამ მდგომარეობიდან როგორ გამომიყვანეს. ქალები კი არა, ჩემი ანგელოზები არიან. სულ ვამბობ, მათ გვერდით ღვთისმშობელია. მისი დახმარების გარეშე, ვერაფერს გახდებოდნენ.

 „ყველა ასეთი დედის გვერდით ღვთისმშობელია, ის ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილების აღზრდაში“

– ნიკა, ალბათ, პირველ რიგში, თქვენს ჯანმრთელობას უნდა მივხედოთ, მერე კი, აუცილებელი ნივთები შევიძინოთ.
ნიკა: ჩემი თვალები არ იკურნება, მხედველობას ვერ დავიბრუნებ, მაგრამ არის წვეთები, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია მისი ასეთ დონეზე შენარჩუნება. ძალიან ძვირი ღირს, ვერ ვყიდულობთ. ჩვენი შემოსავალია, ჩვენი პენსიები და სოციალური შემწეობა (60 ლარი). ჩემი პენსია არის 140 ლარი.
– როგორ ფიქრობ, სრული ბედნიერებისთვის რა თანხა გჭირდება თვეში?
ნიკა: იცით მიფიქრია ამაზე, დავიანგარიშე კიდეც. ალბათ, თვეში 500 ლარი, საკმარისი იქნებოდა ადამიანური ცხოვრებისთვის. ეს ხომ არ არის ძალიან ბევრი?
– პირველ რიგში, რას გააკეთებდი ამ თანხით?
ნიკა: კბილებს ჩავისვამდი, ვიყიდიდი პროდუქტსა და მედიკამენტებს. რაც დარჩებოდა, იმით ჩემი ზომის ტანსაცმელს შევიძენდი. მრცხვენია, ასე რომ მაცვია. ამიტომ, საერთოდ აღარ გავდივარ სახლიდან. კიდევ, თანხას გადავდებდი და სააბაზანოს მოვაწყობდი. ტაშტში დაბანა ძალიან უჭირთ ჩემს მოხუც დედას და დეიდას, ასევე მეც. კიდევ, ერთი ოცნება მაქვს, გაგანდობთ საიდუმლოს, თუ არ დამცინებთ.

 „ჩემი ოცნებაა, გვქონდეს სააბაზანო და აღარ მოგვიწიოს ოთახში „წუწაობა“

– არა, რას ამბობ! აუცილებლად უნდა გვითხრა!
ნიკა: არის ისეთი მიკროფონი დინამიკებით და ტელეფონი ინტერნეტით, ფონოგრამა რომ ჩართო. საღამოებს გავულამაზებდი დედას და დეიდას. სხვა რა ვაკეთოთ? ისედაც სიბნელეში ვცხოვრობთ, ვერაფერს ვხედავთ, ასე კი, სამარისებურ სიჩუმეში მაინც აღარ მოგვიწევს ჯდომა. არ ვიცი, შესაძლოა, ძალიან სულელური ოცნება არის, შეუფერებელი 33 წლის ბიჭისთვის, მაგრამ ვიცი, რომ თქვენ არ დამცინებთ.
– არაჩვეულებრივი ოცნებაა და აუცილებლად აგისრულებთ! სხვაც გვითხარით!
ნიკა: ახლა, ავტირდები სიხარულისგან! ვერც კი წარმოიდგენთ, ახლა რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის. გამამხნევებელი სიტყვები ნებისმიერ წამალზე უკეთესია!
         – ჯერ ახალგაზრდა ხართ, ნიკა, ყველაფერი წინ გაქვთ. დარწმუნებული ვარ, ერთად, თქვენი დეპრესიის დაძლევასაც შევძლებთ!
          ნიკა: ადრეც რომ მყოლოდა გვერდით თქვენისთანა ადამიანები და თქვენი ფონდის თანამშრომლები, ამდენად არ გამიჭირდებოდა ყველა სირთულის დაძლევა!
– რომელია ყველაზე მძიმე მოგონება თქვენს ცხოვრებაში?
ნიკა: ის, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ყველამ მიმატოვა. ის, რომ დაბადების დღე არასდროს აღმინიშნავს. არასდროს, არავის არ მოულოცია. არასდროს, არავის, არაფერი უჩუქებია. უკვე დიდი ვიყავი, როდესაც ვტიროდი და საკუთარ თავს ვეუბნებოდი: „იქნებ, არც არსებობ, ნიკა? იქნებ, უბრალოდ არ ხარ ამ ქვეყნად ეს ყველაფერი კი, უბრალოდ საშინელი სიზმარია? იქნებ სულაც ჯობდა, არ დაბადებულიყავი? რისთვის იტანჯები ამდენს?“ ასეა, ასე. მადლობა, რომ მკითხეთ.
         – კიდევ გვითხარით, ნიკა! იქნებ არის კიდევ რაიმე საკითხები, რომლის გადაჭრასაც თავად ვერ ახერხებთ?
         ნიკა: მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. ჩემი პენსიაა 140 ლარი. პირველი ჯგუფის ინვალიდობის სტატუსს არ მაძლევენ. აი, მითხარით, რატომ? ყველამ იცის, რომ მხედველობას ვერასდროს დავიბრუნებ. რატომ მაწვალებენ? ვიცი, რატომაც, პირველ ჯგუფს თუ მომანიჭებენ, პენსიაც 275 ლარამდე უნდა გაზარდონ. ეს თანხა ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
– ნიკა, მადლობა, გული რომ გადაგვიშალეთ, თქვენი სანუკვარი ოცნებები რომ გაგვანდეთ. პირობას გაძლევთ, აუცილებლად გადავცემთ იმ ადამიანებს, ვინც გულთან ახლოს მიიტანს თქვენს ტკივილს. იმ ადამიანებს, ვისი გული ღმერთს გაუხსნა!
***
        მეგობრებო, გვჯერა, რომ თქვენ ხართ სწორედ ის ადამიანები, ვინც წიგნს ყდით არ აფასებს. თქვენ ისინი ხართ, ვინც გული გაუხსნა უფალს და შეუძლია სხვა ადამიანების ტკივილის გაზიარება. ასეთ შეჭირვებულ ადამიანებს, სწორედ ამიტომ ვეძებთ. სწორედ მათი ტანჯვის გაზიარებით ვუახლოვდებით უფალს!
ნიკას და მის ოჯახს სჭირდება საკვები პროდუქტი, საწოლები, სააბაზანო და ტანსაცმელი. ნიკა ახალგაზრდაა, მას ძალიან სჭირდება სტომატოლოგის დახმარება. ვიცით, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ ნიკამ გვთხოვა მიკროფონი და დინამიკები. იქნებ, ავუსრულოთ ეს ოცნებაც?
თუკი ვინმეს ექნება სურვილი, ოჯახი მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბაკურციხე.
         ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! 
       გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
        არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ნიკა გულაშვილი)
          თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
        თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
        შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund 
         სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ნოე 23
პროდუქტები
199.66₾
2022 დეკ 12
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1900.00₾
2022 დეკ 12
პროდუქტები
150.00₾
2022 დეკ 12
პროდუქტები
49.49₾
2022 დეკ 16
კომუნალური გადასახადი-გაზი
70.59₾
2022 დეკ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
670.00₾
2023 იან 05
პროდუქტები
199.87₾
2023 იან 17
კომუნალური გადასახადი-გაზი
108.16₾
2023 იან 23
კომუნალურები-დენი
17.22₾
2023 იან 31
პროდუქტები
176.95₾

სულ ხარჯები:

3541.94₾

დარჩა:

0.01₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.01.2023 20:00:00
₾1.52
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.01.2023 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.01.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2022 20:00:00
₾40.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.12.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.12.2022 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.12.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.12.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.12.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.12.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.12.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.12.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.11.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.11.2022 15:16:56
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.11.2022 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.11.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.11.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.11.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.11.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.11.2022 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾3,541.95

213 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,541.95

213 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება