შეხედეთ ამ საბრალო ძმებს, რამხელა სევდაა მათ კეთილ თვალებში. ბავშვებმა ფონდის კორესპონდენტის, მათთვის უცხო დეიდას, დანახვაზე დაიმორცხვეს, მერე კი მათმა პატარა გულებმა თითქოს იგრძნეს, რომ ეს „უცხო დეიდა“ იმიტომ მივიდა მათ სახლში, რომ ძმების ისტორია მთელი საქართველოსთვის ეამბნა.
აი, ასე იწყება და ასე მთავრდება მერაბიშვილების ოჯახში ყოველი დღე. „სადილად“ მხოლოდ პური და ჩაია. იშვიათად კი წვენიც. ეს მაშინ ხდება, როდესაც საბრალო მამის დღიური შემოსავალი „მაღალია“ — ანუ 15 ლარი, დაახლოებით 5 დოლარი. წარმოიდგინეთ, მეგობრებო, საბრალო კაცი მძიმე ტომრებს ეზიდება, რომ დღის ბოლოს 5 დოლარი აიღოს და შვილებს სახლში პური, ნახევარი კილო მაკარონი და იშვიათად წვენი მიუტანოს ან იაფასიანი კანფეტით გაახაროს ბავშვები.
40 წლის ახალგაზრდა კაცის გული დარდისგან დამძიმებულია. სისხლის შედედების (თრომბის) გამო 2-ჯერ გაიკეთა ფეხზე ოპერაცია. ახლაც ესაჭიროება მედიკამენტები და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა, მაგრამ გმირი მამა საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ფულს დასახარჯად ვერ იმეტებს და უკანასკნელ კაპიკებს 2 წლის დავითის პამპერსისთვის აგროვებს.