რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

ძალიან ცოდონი არიან ეს პატარები: ისინი სოკოსა და ობის შხამს სუნთქავენ, სიცივესა და შიმშილში ცხოვრობენ, ნორმალური ტანსაცმელი არ აქვთ!!! ჩაიდანიც კი არ არის, მუდმივად გაყინულმა ბავშვებმა ცხელი წყალი მაინც რომ დალიონ! წარმოგიდგენიათ, მეგობრებო, ამ სახლში საერთოდ არაფერია… შეხედეთ ამ საშინელებას, მეგობრებო! მადლობა ღმერთს, საშუალება გვაქვს, დავეხმაროთ ამ საბრალო ადამიანებს… საქართველოს შვილები სიცოცხლით უნდა ტკბებოდნენ! ნეტავ გადარჩნენ, ღმერთო! ფილტვების ხშირი ანთება ხომ, მოახლოებული ტუბერკულოზის ნიშანია!

პატარა სლავიკი შიმშილისგან ტირის. ბავშვი ისე ბჟირდება, ლამისაა დაიხრჩოს. საკვების საყიდელი ფული არ აქვს საბრალო დედას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სანამ სოციალური შემწეობის თანხას არ მიიღებს, მათ სახლში ერთადერთი საკვები ხმელი პური იქნება.

მას შემდეგ, რაც მისმა ქმარმა ოჯახი მიატოვა, დიანა მარტო დარჩა სამი პატარა შვილით. მას კი არც აინტერესებს ბავშვები ცოცხლები არიან თუ არა.

თავად დიანაც დედამ მიატოვა, ახალშობილი ჩააბარა ბავშვთა თავშესაფარში. ამას ხომ მტერსაც არ უსურვებ! მადლობა კეთილ ქალს, რომელმაც იშვილა. მაგრამ რამდენიმე წლის წინ ისიც გარდაიცვალა. ახლა დიანას არავინ ჰყავს ამქვეყნად.

სახლში გათბობა არ არის, ამიტომ ბავშვები ცივდებიან და მუდმივად ავადმყოფობენ. სულ ცოტა ხნის წინ ვასო საავადმყოფოდან გაწერეს, სადაც პნევმონიას მკურნალობდნენ, ახლა კი ისევ გაცივდა ბიჭი. სად უნდა იშოვოს საბრალო დედამ წამლების ფული, როცა სოციალური შემწეობით არსებობს და გადარჩენისთვის იბრძვის თავის პატარა ანგელოზებთან ერთად?!

შემოწირულია

₾3,093.27

დონორი

289

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

სასწრაფო

საქართველოში ჯერ კიდევ დარჩნენ ნამდვილი გმირები! მარტოხელა მამა სამ მცირეწლოვან შვილს ზრდის, აქედან ყველაზე უმცროსი 2 წლისაა, რომელსაც მამა საკუთარი ხელით უცვლის პამპერსებს, ტაშტში აბანავებს. ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ საბრალო კაცს არჩევანის გაკეთება უწევს — 2 წლის შვილს უყიდოს ფაფა თუ 5 წლისას — წიწიბურა? 7 წლის ანტონს ბრინჯი უყიდოს თუ 2 წლის დავითს პამპერსი? სახლში საპირფარეშოც კი არაა. საშინელება!!! საშინელება!!! მთელი საქართველო უნდა გავერთიანდეთ მათ დასახმარებლად!

შეხედეთ ამ საბრალო ძმებს, რამხელა სევდაა მათ კეთილ თვალებში. ბავშვებმა ფონდის კორესპონდენტის, მათთვის უცხო დეიდას, დანახვაზე დაიმორცხვეს, მერე კი მათმა პატარა გულებმა თითქოს იგრძნეს, რომ ეს „უცხო დეიდა“ იმიტომ მივიდა მათ სახლში, რომ ძმების ისტორია მთელი საქართველოსთვის ეამბნა.

აი, ასე იწყება და ასე მთავრდება მერაბიშვილების ოჯახში ყოველი დღე. „სადილად“ მხოლოდ პური და ჩაია. იშვიათად კი წვენიც. ეს მაშინ ხდება, როდესაც საბრალო მამის დღიური შემოსავალი „მაღალია“ — ანუ 15 ლარი, დაახლოებით 5 დოლარი. წარმოიდგინეთ, მეგობრებო, საბრალო კაცი მძიმე ტომრებს ეზიდება, რომ დღის ბოლოს 5 დოლარი აიღოს და შვილებს სახლში პური, ნახევარი კილო მაკარონი და იშვიათად წვენი მიუტანოს ან იაფასიანი კანფეტით გაახაროს ბავშვები.

40 წლის ახალგაზრდა კაცის გული დარდისგან დამძიმებულია. სისხლის შედედების (თრომბის) გამო 2-ჯერ გაიკეთა ფეხზე ოპერაცია. ახლაც ესაჭიროება მედიკამენტები და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა, მაგრამ გმირი მამა საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ფულს დასახარჯად ვერ იმეტებს და უკანასკნელ კაპიკებს 2 წლის დავითის პამპერსისთვის აგროვებს.

შემოწირულია

₾21,108.68

დონორი

1386

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

სასწრაფო

საახალწლო საჩუქრებისა და მხიარული სიმღერების ნაცვლად… ცხარე ცრემლები და ხუთი ქართველი ბავშვის ტანჯვა! დიდია უფალი, რადგან ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა, ძველით ახალ წლამდე თოვლის ბაბუა დავუბრუნოთ ამ საბრალო პატარებს! მეგობრებო, მათ სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება!

შეხედეთ ამ საბრალო ადამიანებს და თქვენს გულებში სევდა დაისადგურებს! ასეთი პირობები, როგორშიც ეს საბრალო ბავშვები და მათი მშობლები ცხოვრობენ, ნამდვილად სამარცხვინოა საქართველოსთვისეს მრავალშვილიანი ქართული ოჯახი არავის სჭირდება ჩვენ გარდა, ჩვენ კი შეგვიძლია ისე გავაკეთოთ, რომ 2025 წელი საუკეთესო გახდეს მათ ცხოვრებაში. მეგობრებო, თქვენ უკვე ათობით, ასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეთ და კიდევ ბევრს გადაარჩენთ. ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე საფრთხეშია, ისინი ცხოვრობენ საშინელ პირობებში! უმცროსი, ლუკა, წლინახევრისაა. მრავალშვილიანი ოჯახი გაჭირვებით ახერხებს თავის გატანას და შვილების გამოკვებას. უფასო სასადილო შველის.

შემოწირულია

₾3,650.21

დონორი

207

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

სასწრაფო

ოთხი ტკბილი პატარა დილიდან ხმელ პურს ლოღნის! მათ, რა თქმა უნდა, არ იციან, რომ ასეთი კვება ხელს უწყობს მომაკვდინებელი დაავადების – ტუბერკულოზის განვითარებას, რომელიც ყველაზე ხშირად მთავრდება სიკვდილით! პატარები სასწრაფოდ უნდა ვიხსნათ შიმშილისგან! აგეტირებათ, როცა ნახავთ, რა საშინელ პირობებში ცხოვრობს ოჯახი შიმშილი, სიცივე, ნანგრევები და დაუყოვნებელი გამოკვლევებისთვის ფულის სრული უქონლობა! (ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფელი წვერი)

ლალი (9 წლის): „ნახე, რა თანაბრად გაგვიყო დედამ ყველას პურის ნატეხი! ცუდი ისაა, რომ ხშირად საერთოდ არ გვაქვს საჭმელი! მაშინ მუცელი მტკივა ხოლმე და საერთოდ არ შემიძლია სირბილი სისუსტის გამო! დედამ თავისთვის არ დაიტოვა პური! ამბობენ, რომ ყველა დედა ასეთია!“

ქეთევანი, დედა (26 წლის): „ჩემი ქმარი მძიმედ არის დაავადებული, ტუბერკულოზი აქვს, ასევე დაავადებული აქვს კუჭი, თითქმის არაფერს ჭამს. მაგრამ ჩვენ ექიმისა და წამლის ფული არ გვაქვს. პირველ რიგში იმაზე ვფიქრობთ, რა ვაჭამოთ ბავშვებს. დაგვეხმარეთ, გთხოვთ, გამოკვლევების ჩატარებაში. თუ ჩემს ქმარს რამე დაემართება, როგორ იქნებიან ჩემი შვილები, ვინ მიხედავს მათ? ჩვენ მხოლოდ სოციალური შემწეობით ვცხოვრობთ, პროდუქტების ნისიად აღება გვიწევს, რომ შიმშილით არ დავიხოცოთ“.

კეთილო ადამიანებო, ბავშვებს სჭირდებათ საწოლები, თბილი საბნები, ტანსაცმელი და, რაც მთავარია, პროდუქტები. ასევე საჭიროა სახურავის შეკეთება და ფანჯრების ჩასმა, რომ წვიმის დროს პატარები თბილად იყვნენ. ბავშვები უკვე საკმაოდ დაიტანჯნენ, ჩვენ კი შეგვიძლია ისე გავაკეთოთ, რომ მათი ტანჯვა შემცირდეს. დაეხმარეთ შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახს და უფალი ასმაგად დაგიბრუნებთ ამ სიკეთისთვის.

შემოწირულია

₾5,595.49

დონორი

287

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ძალიან შიოდა, სამი წლის გიორგიმ პურის ერთადერთი ნატეხი ფონდის კორესპონდენტს უწილადა: „დეიდა, ალბათ, შენც გშია, ჭამე“. დოთიაშვილების სახლი 2008 წლის აგვისტოს ომს შეეწირა. ოჯახი დღემდე სათონეში ცხოვრობს ორ მცირეწლოვანთან ერთად. ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია!

ეს სამი წლის გიორგია. ბავშვს შია, სახლში კი მხოლოდ ერთი ნაჭერი პურია. მშიერმა ბიჭუნამ გემრიელად დაიწყო პურის ჭამა, თუმცა მოულოდნელად გაჩერდა… დიდი ცისფერი თვალები ფონდის კორესპონდენტს მიაპყრო, მერე კი პურის ერთადერთი ნატეხი მორცხვად გაუწოდა: „დეიდა, შენც ხომ გშია? ჭამე“. ამ კეთილი ბიჭუნას ტანსაცმელი ისეთი ძველია, რომ ნაგავსაყრელზეც კი უკეთესს ნახავთ. ბიჭუნა ავად არის, მაღალი სიცხე და გრიპი აქვს, მაგრამ უფულობის გამო მარტოხელა დედა წამალს ვერ ყიდულობს. ბავშვი გაჭირვებას, ავადმყოფობას ვეღარ უძლებს და გულამოსკვნილი ტირის. შეხედეთ ამ თვალებს, თუნდაც მხოლოდ წამიერად შეხედეთ! ფიქრობთ, ეს დრამატული ფილმის კადრია? არა. ვერცერთი მსახიობი როლისთვის თვალებით ვერ გადმოსცემს იმხელა ტკივილს, როგორიც ამ პატარა ანგელოზის თვალებშია. არადა, ის ხომ ჯერ სულ რაღაც სამი წლისაა.

შემოწირულია

₾10,222.68

დონორი

678

დიახ! მსურს დახმარება!
1 3

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

1 40