დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

დავითი – კეთილშობილი და გულისხმიერი ახალგაზრდა ქართველი ბიჭია, რომელმაც გვერდი ვერ აუარა ბანდიტებს, რომლებიც გამვლელს უმოწყალოდ სცემდნენ! გონება რომ დაკარგა, მთვრალმა ნაძირლებმა პირდაპირ საძილე არტერიაში ჩაარტყეს მინის ნამსხვრევი. საშინელებაა! ასე გაწირეს გარდაუვალი სიკვდილისთვის 23 წლის ბიჭი – ორი მცირეწლოვანის მამა. მეგობრებო, ეს ნამდვილი მკვლელობაა! ჩვენ, ფონდის თანამშრომლები, თქვენი დახმარებით, სასამართლოსგან მკვლელებისთვის მაქსიმალურ სასჯელს მოვითხოვთ! მეგობრებო, დაწერეთ კომენტარები და თანხის შეგროვებაში დაგვეხმარეთ, დავითი თურქეთში რეაბილიტაციაზე რაც შეიძლება მალე უნდა გავგზავნოთ, რადგან, ჯანდაცვის სამინისტროს თუ დაველოდებით, სანამ გამოყოფს თანხას, დავითი შეიძლება უბრალოდ მოკვდეს… ქართველი ექიმები მხოლოდ ერთ პროცენტს აძლევენ გადარჩენის შანსს. რა თქმა უნდა, ადგილობრივ კლინიკებში მკურნალობაზე, საუბარიც კი ზედმეტია. სახლში კი, დავითს მისი ვაჟი იოანე და ულამაზესი გოგონა ნიკოლი ელოდებიან… დავითი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. უფალო, ახალგაზრდა მამას გადარჩენაში დაეხმარე! დაეხმარე, უფალო! აუცილებლად გავიგებთ, დამნაშავეებს რამდენ წელს მიუსჯიან და მოგახსენებთ. მით უმეტეს, რომ ჩვენი ფონდის დამფუძნებელი უკრაინის პროკურატურის ყოფილი, უდიდესი გამოცდილების მქონე უფროსი გამომძიებელი და სამართლის დოქტორი გახლავთ. მაგრამ, საქმე მარტივად არ არის, მეგობრებო! დავითის სიცოცხლის ფასი, მისი შეჭირვებული ოჯახის წევრების თქმით, დღეს, 50 000 დოლარია. ეს დიდი უბედურებაა, მეგობრებო!უდიდესი ადამიანური უბედურება!

შემოწირულია

₾9,647.06

დონორი

549

დიახ! მსურს დახმარება!
1 13

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

წაიკითხეთ იმ ადამიანების ისტორიები, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ ერთი წუთითაც ნუ დაივიწყებთ, მეგობრებო, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება. არასოდეს დატოვოთ ისინი მარტო. დაუმეგობრდით მათ. ამისთვის საჭირო არ არის ფულის ხარჯვა. ფინანსურ საკითხებს კი, ერთობლივი ძალისხმევით მოვაგვარებთ.

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

მხოლოდ ერთ წამს შეუძლია, ადამიანის ცხოვრება ჯოჯოხეთად რომ აქციოს. ამიტომაც, მშვიდობით გათენებული ყოველი დილისთვის, უფალს მადლობა უნდა შევწიროთ ადამიანებმა. ამბავი რომელსაც ჩერნოვეცკის ფონდი გიამბობთ დღეს, სულს აგიფორიაქებთ. კეთილო ადამიანებო, ამ ტრაგიკულ ისტორიას მხოლოდ იმ მიზნით გიამბობთ, რომ დაგანახოთ: განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანებისთვის უფლის შემდეგ, ერთადერთი იმედი თქვენ ხართ. მრავალი წლის წინ, 23 წლის სიცოცხლით სავსე გოგონა როზა ავარიაში მოყვა. თუმცა, ეს ავარიაზე უარესი იყო. მანქანა ჰაერში ავარდა დიდ სიმაღლეზე და… მიჭირს ფრაზის დასრულება. მანქანაში მჯდომი ულამაზესი, ნიჭიერი და სიკეთით სავსე როზას ცხოვრება, ჯოჯოხეთად იქცა ზუსტად ერთ წამში. 

შემოწირულია

₾2,617.75

დონორი

283

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

ფრთხილად იყავით!!! საქართველოში ძალიან გახშირებულია შემთხვევები ე.წ. ფონდების საქმიანობისა, როდესაც საქველმოქმედო ორგანიზაციების საფარქვეშ, მძიმედ დაავადებული და მომაკვდავი ბავშვების სამკურნალოდ შეგროვებულ თანხებს ითვისებენ. სინამდვილეში, ისინი მკვლელობას სჩადიან! რადგან მოტყუებული ოჯახები ძვირფას დროს კარგავენ და სიკვდილისთვის წირავენ საყვარელ ადამიანებს. აქ, ორი საშიში დანაშაულია ჩადენილი: თაღლითური გზით თანხის მითვისება და მკვლელობის მცდელობა. დარწმუნებული ვართ, რომ ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე არც აღიძვრება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თაღლითობა საშიში დანაშაულია. მაგრამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, შესაბამისი დეპარტამენტიც არ არსებობს, რომელიც ასეთ საქმეებს გამოიძიებს. ერთ-ერთი მსხვერპლი, ოთხი წლის გურამი აღმოჩნდა. ბავშვის საფრანგეთში გადაყვანის და ყველანაირი საბუთის მოწესრიგებაში დახმარების ნაცვლად, ერთ-ერთმა ასეთმა თაღლითმა ფონდმა ბავშვის ოჯახს ცამეტი ათასი ლარი მოტყუებით გამოართვა, რადგან ფონდში შეგროვებული თანხა, მათი თქმით, საკმარისი არ იყო. აეროპორტში მისულმა საბრალო დედამ კი, რომელსაც სნეული შვილი ეჭირა ხელში და იმედით ელოდებოდა საფრანგეთის რეისს, საბოლოო ჯამში შეიტყო, რომ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი თაღლითების მიერ, რომლებიც ამოფარებული იყვნენ საქველმოქმედო ფონდის სახელს. მას შემდეგ, რაც დედამ ბავშვის გადასარჩენად, ბანკიდან სესხად გამოტანილი ცამეტი ათასი ლარი თაღლით ქალს გადასცა, ოჯახს ბავშვისთვის საკვების საყიდელი ფულიც კი აღარ დარჩა. ამასობაში, გურამიკოს მდგომარეობა დამძიმდა. ახლა, მისი გადარჩენა ბევრად უფრო რთული იქნება. ღვთისნიერო ადამიანებო, მოდით, თაღლითების გამო დაკარგული რწმენა აღვუდგინოთ საბრალო დედას. მოდით, გადავარჩინოთ გურამიკო!

შემოწირულია

₾2,305.12

დონორი

216

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

კიდევ ერთი უკიდეგანოდ უბედური და სნეული, ჩვენი თანამემამულეების ოჯახი, მეგობრებო! საქართველოს ეს ღირსეული მოქალაქეები სადაცაა ქუჩაში დარჩებიან! სიბერით გამოწვეული საშინელი დაავადებები და სულიერი ტკივილი უსამართლობის გამო, მტანჯველი სიკვდილით მოკლავენ მათ! გახდით მათი ნათესავები! ისინი სულიერად ჩვენზე უკეთესები არიან… არც ისე ცოდვილები და მომთხოვნები! მათ არავისთვის არაფერი დაუშავებიათ ცხოვრებაში! ახლა, მათი ერთადერთი იმედი ჩვენ ვართ! ჩვენ კი, უნდა დავიმსახუროთ, სხვა ადამიანებმა ასე რომ ილაპარაკონ ჩვენზე!

შემოწირულია

₾1,413.73

დონორი

94

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
103 - 108 of 1260 items
1 16 17 18 19 20 210

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის