ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ng ng ng ng ng ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

აფხაზეთის ომში ოთხჯერ ჩახედა სიკვდილს თვალებში და ოთხჯერ დაღვარა საკუთარი სისხლი, რათა დღეს მაწანწალა ძაღლზე უარესად ეცხოვრა! რა გვჭირს, მეგობრებო? ნუთუ საერთოდ ვკარგავთ სინდისს გმირების წინაშე!

აი, ასე შუაზე გადატეხა ხმელი პურის ერთადერთი ნატეხი აფხაზეთის ომის ვეტერანმა. რობერტ ჯახია აფხაზეთის ომში ოთხჯერ დაიჭრა, მაგრამ არცერთხელ არ შეშინებია სიკვდილის, იმიტომ რომ მზად იყო, საკუთარი სიცოცხლე გაეწირა სამშობლოსთვის. დღეს კი ყველასგან დავიწყებული გმირი ამ ნანგრევებში ცხოვრობს. საბრალო კაცს წლების წინ მანქანა დაეჯახა. ხერხემალი დაუზიანდა და ოპერაცია ჩაუტარდა. ასევე ორჯერ ჩაუტარდა ოპერაცია თიაქარზე. მარცხენა ყურში საერთოდ არ აქვს სმენა, მარცხენა თვალშიც სრულიად დაკარგა მხედველობა აფხაზეთის ომში მიღებული ჭრილობის შედეგად.

შემოწირულია

₾319.03

დონორი

11

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

დალის განგრენა დაემართა და ფეხი მოჰკვეთეს, მხედველობა თითქმის დაკარგა და ეტლს არის მიჯაჭვული. აკაკი ყავარჯნებით დადის ინფარქტის შემდეგ. მეზობლები რომ არა, შიმშილის, სიცივისა და წამლების უქონლობის გამო, დიდი ხნის წინ დაიღუპებოდა ეს ცოლ-ქმარი. მეგობრებო, ისინი პატარა ბავშვებივით, აბსოლუტურად უსუსურები არიან!

ისე მოხდა, რომ ჩვენ, მეგობრებო, ამ მარტოხელა ცოლ-ქმრისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები ვართ. მხოლოდ ჩვენი იმედი აქვთ, სხვა არავის. მძიმედ დაავადებულ დალის და აკაკის არც სახლი აქვთ, არც წამლები და არც საკვები. ყველაფერი რაც გააჩნდათ, მკურნალობისთვის გაყიდეს. იძულებული გახდნენ, ერთი სახლიდან მეორეში იხეტიალონ, რომ არ იხადონ ქირა. დალი (60 წლის): „ჩვენი მეზობლები რომ არა, დიდი ხანია აღარ ვიარსებებდით ამქვეყნად, შიმშილით ან სიცივით დავიხოცებოდით. ყველაზე გულკეთილი ქალია თეა, ლუკმა პურსა და შეშას გვიზიარებს. არადა, თავადაც ხომ ოჯახი ჰყავს, მრავალშვილიანი დედაა. ძალიან მადლობელი ვართ მისი. ღმერთმა დალოცოს! საკუთარი შვილები არ გვყავს, საერთოდ არავინ გვყავს, ვინც იზრუნებს ჩვენზე.“ განა, რამდენ ტკივილს და განსაცდელს შეიძლება გაუძლოს ადამიანმა?

შემოწირულია

₾1,949.82

დონორი

172

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

მეგობრებო, ჩვენი დახმარების გარეშე ოთხი წლის საბა უფლის სინათლეს ვერასდროს დაინახავს! ბიჭუნას მხედველობა რომ შეუნარჩუნდეს, სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ ოპერაციის გაკეთება!

საბა მხოლოდ 4 წლისაა. ბიჭს აქვს ბადურის საშიში დაავადება ­— რეტინოპათია, რამაც შეიძლება სულ რამდენიმე დღეში საბოლოოდ დააკარგვინოს მხედველობა. ამჟამად მხოლოდ ძალიან ახლო მანძილზე ხედავს. ირგვლივ კი ყველაფერი ბურუსით არის მოცული. მისი მხედველობა სწრაფად უარესდება და ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია. საბას ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი უნდა ყოფილიყო ის დღე, როდესაც ქვეყანას მოევლინა. მაგრამ სამშობიაროში გაიჟღერა სიტყვებმა, რომლებმაც გული მოუკლა დედას: „თქვენი შვილი არ სუნთქავს“. რეანიმაცია, ექიმები და გადარჩენისთვის უმძიმესი ბრძოლა სიცოცხლის პირველივე წამებიდან. სასწაულებრივად გადარჩა საბა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბავშვს თვალის თანდაყოლილი პრობლემა – ბადურის ჩამოშლა ჰქონდა. ბიჭუნამ მხედველობა დაკარგა.

შემოწირულია

₾3,450.14

დონორი

266

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

გაჭირვებულები

სასწრაფო

რა უარესია: მომაკვდინებელი კიბო თუ მთლიანად დამწვარი სახლი? დიდი ოჯახი ორი პატარა ბავშვით (ერთი თვისაა, მეორე კი – ორი წლის) დახმარებას ითხოვს! მაგრამ მათი დამხმარე არავინაა… ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოყოფილი 6 ათასი ლარი – მათი უზარმაზარი მწუხარების დაცინვაა… მათი ერთადერთი იმედი ჩვენ ვართ

რა უარესია: მომაკვდინებელი კიბო თუ მთლიანად დამწვარი სახლი? დიდი ოჯახი ორი პატარა ბავშვით (ერთი თვისაა, მეორე კი – ორი წლის) დახმარებას ითხოვს! მაგრამ მათი დამხმარე არავინაა… ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოყოფილი 6 ათასი ლარი – მათი უზარმაზარი მწუხარების დაცინვაა… მათი ერთადერთი იმედი ჩვენ ვართ

შემოწირულია

₾2,011.00

დონორი

105

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

ერთმა ტრაგიკულმა დღემ მირიანის ცხოვრება მთლიანად შეცვალა. სიცოცხლით სავსე ბიჭი, ოჯახის შექმნის ნაცვლად, მანქანის ბორბლებქვეშ მოყვა და ახლა ყოველდღიურად უწევს სიცოცხლისთვის სასტიკი ბრძოლა

მირიანი 35 წლის იყო, როდესაც ერთ ავბედით საღამოს, ტროტუარზე მიმავალს, ავტომობილი დაეჯახა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ახალგაზრდა უდანაშაულო ბიჭის სისხლი დაიღვარა. მირიანმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო. თავის იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა, რომ ექიმები მისი გადარჩენის 1%-საც კი არ ვარაუდობდნენ. ბიჭს თავის ქალის ძვლები ჰქონდა დამტვრეული. ალბათ, ხვდებით, ეს რასაც ნიშნავს. სამი თვის განმავლობაში მირიანი კომაში იყო. პირველი ოპერაცია ბიჭს მოსკოვში ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ, მირიანი რეანიმობილით საქართველოში გადმოიყვანეს. ჯამში, საბრალო ბიჭს თავის ტვინზე ოთხი ოპერაცია ჩაუტარდა. ბიჭს არც მგრძნობელობა ჰქონდა, არც აღქმის უნარი. მიცვალებულისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ სუნთქავდა. მიუხედავად ამისა, ბიჭის გმირი დედა არ დანებდა. საბრალო ქალმა შეუძლებელი შეძლო შვილის გამო და მართლაც, უფლის შემწეობით, თავის ტვინზე ჩატარებული მეოთხე ოპერაციის შემდეგ, მირიანი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდა და მისი სიცოცხლის გადარჩენის რეალური შანსები გაჩნდა.

შემოწირულია

₾16,330.66

დონორი

955

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

სასწრაფო

ეს ექვსი საბრალო ადამიანი კინაღამ ცოცხლად დაიწვა ბავშვებთან ერთად, ახლა კი შიმშილითა და სიცივით იხოცებიან! თუ არ დავეხმარებით, საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებთ ამას! მათ არავინ ჰყავთ ჩვენ გარდა, რომ დაეხმაროს! უფალო, გახსენი ჩვენი გულები მოწყალებისთვის!

სამი წლის ანგელოზმა, ფონდის კორესპონდენტის დანახვისას, ვედრების ნიშნად ყელთან მიიტანა პატარა ხელი. ბავშვი თვალებით ითხოვდა გადარჩენას. ძნელია, ადამიანის გულმა ასეთ სულისშემძვრელ სცენას გაუძლოს. სამი წლის ტყუპი ძმები ლევანი და დავითი, ხანძრის შედეგად დამწვარი სახლის ნანგრევებში მჭედლიშვილების ოჯახში ნამდვილი უბედურება დატრიალდა. სახლი, სადაც ტკბილად ეძინა ექვს მცირეწლოვან ბავშვს, მოულოდნელად ცეცხლის ალში გაეხვა. ზეცას სწვდებოდა სასოწარკვეთილი დედის კივილი: „შვილები გადამირჩინე, უფალო!“ეს პატარა ანგელოზები ცეცხლში ჩაიწვებოდნენ და მათგან ფერფლიც კი არ დარჩებოდა, უფლის სასწაული რომ არა! სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი 3 წლის ტყუპები — ლევანი და დავითი ასე ეხუტებიან ერთმანეთს. საბრალო ბავშვებს აღარაფერი გააჩნიათ ამქვეყნად, დამწვარი კედლების გარდა.

შემოწირულია

₾30,238.39

დონორი

1351

დიახ! მსურს დახმარება!
1 22
ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

შენ დაეხმარე

„რა გემრიელი ხარ, პურო, არ გაგიშვებ ხელს!“

ძველ, ღრიჭინა მაგიდასთან, გატეხილ სკამზე, გაცვეთილი და დახეული ტანსაცმლის გროვაში, თბილად შეფუთული ბავშვი ზის, პურის ნამცეცებს, თავისი პატარა თითებით აგროვებს და ხარბად ყლაპავს. ძირს, არც ერთი ნამცეცი არ უნდა დავარდეს… ოქროს ტოლფასია! ხან ყნოსავს თავის პურის ნაჭერს, ხან ლოყას ადებს… თითქოს, ამაზე გემრიელი, არასდროს არაფერი უჭამია. და ეს მართლაც ასეა, პურზე გემრიელი, მხოლოდ მაღაზიის ერთჯერადი სუპია, მაგრამ, ძვირი ღირს – მთელი 70 თეთრი!

შემოწირულია

₾2,036.64

დონორი

225

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

შენ დაეხმარე

ბავშვებს ჩვენთან თამაში არ უნდათ! დაგვეხმარეთ, დეიდებო და ბიძიებო!

«აი, გავხდები ჰალკი და ვნახოთ, სათამაშოებს როგორ არ გვათხოვებენ! ყველას ვცემ, ვინც მე და ჩემს ძმებს გვაწყენინებს! ნახე, როგორ კუნთებს „გავიზრდი“» – ბრაზობს მალხაზი. ეზოში, მეზობლის ბავშვებმა ისევ არ ათხოვეს ველოსიპედი. მის ძმას კი, პულტიანი მანქანა არ მისცეს. ბიჭუნას უბრალოდ ხელში უნდოდა მისი დაჭერა. ისინი ხომ, არასდროს, არაფერს არ აფუჭებენ. „ბოროტი“ ბავშვები კი, ეუბნებიან: „საკუთარი სათამაშოები უნდა გქონდეთ!“ მაგრამ, 6 წლის რამაზის, 5 წლის მალხაზს და 3 წლის გრიგოლს სათამაშოები კი არა, ხანდახან ლუკმა პურიც კი არ აქვთ.

შემოწირულია

₾3,380.65

დონორი

173

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

შენ დაეხმარე

ვირთხები შემოგვირბენენ ხოლმე, ადამიანებს არ ვახსოვართ

კრავჩენკოების ოჯახში საშინელება ხდება! ოჯახის უფროსს, კობას ატროფიამ და გლაუკომამ მხედველობა წაართვა. მისმა მეუღლემ, ირინამ, ორი ჩვილი დაკარგა და მას შემდეგ, გაუთავებლად გლოვობს. მაგრამ, მშობლების თავის ტკივილი – ორი გაზრდილი ბავშვია, რომლებიც ცერებრალური დამბლით იტანჯებიან! 20 წლის დიანას ცერებრალური დამბლის გარდა, აუტიზმიც აქვს. სიარული უჭირს. ფეხებზე ორი ოპერაცია გაუკეთდა და მესამეც სჭირდება. დიანას ძმა, 13 წლის იგორი ბევრად უარეს მდგომარეობაშია. სიარულიც კი არ შეუძლია. ის მთლიანად დამოკიდებულია დედასა და მამაზე.

შემოწირულია

₾4,426.00

დონორი

291

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
253 - 258 of 974 items
1 41 42 43 44 45 163