რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

მოკრძალებულ, გონიერ და წარმატებით უნივერსიტეტდამთავრებულ 21 წლის ხულოელ ანას ხელზე მაჯა და მტევანი არა აქვს. წარმოიდგინეთ გოგონას ემოციური განცდები! თანაც ის ხომ ცოლიც უნდა გახდეს და დედაც!

წარმოიდგინეთ გოგონას ემოციური განცდები! თანთც ის ხომ ცოლიც უნდა გახდეს და დედაც! ქალისთვის ინვალიდობა ყველაზე დიდი სასჯელია ამქვეყნად! ვინც ახლა კითხულობთ ამ პოსტს, ერთი წამით წარმოიდგინეთ, როგორ დაიტანჯებოდა თქვენი საყვარელი ქალიშვილი ასეთი საშინელი ფიზიკური დეფექტის გამო! მადლობა ღმერთს, თანამედროვე ტექნოლოგიებს შეუძლიათ ეს მშვენიერი გოგონა უნაკლო გახადონ! მაგრამ ამისთვის საჭიროა დასავლური ექიმები და ძალიან ძვირადღირებული მასალები. ანის ერიდება პროთეზირებისთვის დახმარების თხოვნა. „როგორ შევაწუხო უცხო ადამიანები?“ – წაიჩურჩულა გოგონამ და თავი დახარა, რომ მე, კორესპონდენტს, არ დამენახა მის თვალებზე მომდგარი ცრემლი. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ, ფონდში, დარწმუნებულები ვართ, რომ ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ გულკეთილი ადამიანები ამ სასიამოვნო გოგონაში საკუთარ ქალიშვილს, დას ან შვილიშვილსაც კი დაინახავენ. თუ გულმოწყალებას გამოვავლენთ, გადაჭარბების გარეშე ვამბობთ, ჩვენ სიცოცხლეს ვაჩუქებთ ან ლამაზ და მორცხვ ქართველ გოგონას! ის კი თავის შვილებს მოუყვება, რა კეთილი თანამემამულეები ჰყავს და, რაც ყველაზე მთავარია, უფალთან ხომ მხოლოდ კეთილი საქმეები მიგვიყვანს. ამაზე მეტს მთელ ქვეყნიერებაზე ვერც ერთი ადამიანი ვერ გააკეთებს ღვთისთვის! დაეხმარე, ღმერთო!

შემოწირულია

₾2,627.41

დონორი

164

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სარძევე ჯირკვლის კიბო სასიკვდილო განაჩენია ბევრი ქართველი ქალისთვის. ღმერთო, დაეხმარე ამ ქართველ ქალს, ლიანას, აირიდოს ასეთი ხვედრი! ცოტა დრო გვაქვს, მეგობრებო! არა, მას ხელში ვერ ჩავუგდებთ სიკვდილს! ლიანა მოუთმენლად ელის ჩვენგან დახმარებას და ნამდვილი მოწამესავით უძლებს ტანჯვას!

ლიანასთვის ყოველი დღე სიცოცხლისთვის ბრძოლაა. ყოველი მოძრაობა მას ტკივილს აყენებს – ფიზიკურსაც და მორალურსაც, მაგრამ არ ნებდება. ჯოჯოხეთი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალმა იგრძნო, რომ რაღაც ბურთულასავით გაუჩნდა მკერდში. გამოკვლევის შედეგებმა შოკში ჩააგდო – ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მას მეოთხე სტადიის კიბო ჰქონდა…

ლიანა (59 წლის): „არაერთხელ ვიწექი საავადმყოფოში. გამუდმებით მიკეთებდნენ გადასხმებსა და ნემსებს. გარდა ამისა, სეფსისი დამემართა – სისხლის მოწამვლა, მაგრამ სასწაულებრივად გადავურჩი სიკვდილს! მართალია, ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციაში მკურნალობისთვის ჯერ კიდევ დავალიანება მაქვს დარჩენილი – 700 ლარი. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა გადავიხადო. გარდა ამისა, მჭირდება საკონტროლო გამოკვლევების ჩატარება, მაგრამ ფული არ მაქვს. 30 წელი ვიმუშავე კინოლოგად, მაგრამ ახლა ძალა აღარ შემწევს, რომ ვიმუშაო. ჩემი ერთადერთი იმედი თქვენი ფონდია და კეთილი ადამიანების თანადგომა“.

ლიანას სხივური თერაპიის ათი კურსი აქვს ჩატარებული. თუმცა სიმსივნე იმდენად აგრესიული აღმოჩნდა, რომ თავსა და ძვლებში გავრცელდა მეტასტაზები.

ლიანას მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება. ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. ქალი ტკივილითა და სისუსტით იტანჯება…

ქალი პრაქტიკულად ვერ დგება საწოლიდან. ძლიერი თავბრუსხვევის გამო, მას დახმარების გარეშე გადაადგილება არ შეუძლია. თითქმის სამი თვეა, ლიანას მზის შუქი არ უნახავს…

შემოწირულია

₾2,463.94

დონორი

226

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

მხოლოდ ტკივილი, საშინელი სიღატაკე და ტანჯვა! სამი მძიმედ დაავადებული ბავშვი ცხოვრობს ლომთაძეების ოჯახში! სამივეს დაზიანებული აქვს თავის ტვინი! ამაზე უფრო საშინელი საბრალო მშობლებისთვის რა უნდა იყოს?! უბედურება ის არის, რომ ინსულტის შემდეგ მათი მამა ეტლს არის მიჯაჭვული და შვილებს ვერაფრით ეხმარება. ამჟამად, მათ არც წამლები აქვთ, არც საკვები პროდუქტები. კეთილო ადამიანებო, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, ამ ოჯახს დაეხმაროთ, რომ ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს თავი დააღწიონ!

ინსულტის შემდეგ ტარიელი სრულიად უმწეოა. პარალიზებული ჰქონდა მარჯვენა ხელი, მერე კი ფეხი მოკვეთეს განგრენის გამო. ყოველი დღე სიცოცხლისთვის ბრძოლაა მისთვის, ოჯახისთვის კი – შიში და გაურკვევლობა, ტკივილი იმის გამო, რომ ვერაფრით ეხმარებიან.

ალუნა, ტარიელის მეუღლე (49 წლის): „მე და ჩემი მეუღლე სამ უნარშეზღუდულ შვილს ვზრდით. გოგონები შიდა ქალის წნევით დაიბადნენ და დაზიანებული აქვთ თავის ტვინი. დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებენ — მე ვუვლი: ვაცმევ, ვაჭმევ, საკუთარი ხელით ვაბანავებ და კბილებს ვუხეხავ. უკვე 17 წელია, ასე გრძელდება. საკუთარი შვილისთვის რას არ გააკეთებს დედა? ადრე მეუღლე მეხმარებოდა, ახლა კი თავად სჭირდება დახმარება. მისმა გულმა შვილების გამო დარდს ვერ გაუძლო“.

ალუნა: „ბავშვებს ტვინში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი წამლები სჭირდებათ, უსახსრობის გამო კი წელიწად-ნახევარია წამლებს ვერ ვყიდულობ. ვერ ვიმუშავებ, ჩემი მძიმედ დაავადებული შვილები და მეუღლე ვის დავუტოვო?

საბრალო კაცი დანგრეულ ეტლში ზის მთელი დღე. შეხედეთ, ბორბლებზე საბურავები არ არის, ტარიელი ტკივილისგან ყვირის, ყოველი ბორცვი ტანჯვას აყენებს. მეგობრებო, სპეციალიზებული ეტლი სჭირდება ამ კაცს. მაგრამ მისი ყიდვის საშუალება არ გააჩნია.

რა კოშმარია, ტარიელს უკვე ერთი წელია, მეორე სართულიდან არ შეუძლია ჩასვლა! ბოლოს, როდესაც მას სასწრაფოდ დასჭირდა საავადმყოფოში წასვლა, სახლიდან რომ გაეყვანათ, მაშველების გამოძახება მოუწიათ. წარმოგიდგენიათ?

შემოწირულია

₾2,164.58

დონორი

174

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

ელზა (41 წლის): „ფონდის ყველა მეგობარს საქართველოში აუცილებლად უთხარით, რომ ამ საშინელ ტკივილს ვეღარ ვუძლებ. სუნთქვა სულ უფრო მიჭირს დღითი დღე, მეორე მხრიდან კი დიაბეტი მკლავს. ჩვენს ოჯახს ხომ ფული საერთოდ არ აქვს. მე კი მკაცრად, ექიმის დანიშნულების მიხედვით მჭირდება კვება“.

დაუსრულებელი ტანჯვაა ელზას ცხოვრება. სქოლიოზის მძიმე ფორმით არის დაბადებული. მისი ხერხემალი იმდენად არის გამრუდებული, რომ მუდმივი ტკივილისგან ქალს თვალთ უბნელდება, ფილტვები ეკეტება და თავისუფლად ამოსუნთქვას ვერ ახერხებს.

უზარმაზარი კუზი ძილის, სუნთქვისა და სიარულის საშუალებას არ აძლევს

ელზა (41 წლის): „ამ ტკივილს ვეღარ ვუძლებ. გუშინ თვალი ვერ მოვხუჭე! ღმერთს რა შევცოდე ასეთი, რომ დაბადებიდან ასე ვიტანჯები? ამხელა ტანჯვა რით დავიმსახურე?“

მიუხედავად ხერხემლის ტკივილისა, ელზას ძველ, დანგრეულ ტახტზე სძინავს. მთელი ღამე ტკივილებისგან კვნესის. წამლები არ შველის, ექიმთან წასასვლელი ფული კი არ აქვს. შშმ პირის და დედის პენსია არის მისი ერთადერთი შემოსავალი. მაგრამ ეს თანხა საკმარისი არ არის მკურნალობისთვის.

ელზა: „შეიძლება მოვკვდე, წამალი დროულად თუ არ მივიღე. ვფიქრობ, ჯოჯოხეთში მოხვედრისაც კი არ მეშინია სიკვდილის შემდეგ, რადგან აქ უკვე გამოვცადე!“

ამ საბრალო ქალს დიაბეტიც აქვს. არ აქვს სისხლში შაქრის დონის საზომი ჩხირები, არც მედიკამენტები, არც მათი შეძენის საშუალება. ორიოდე დღის წინ ელზას გული წაუვიდა და კარგა ხანს ვერ მოვიდა გონს. ალბათ, გესმით, ეს რასაც ნიშნავს. ყველაზე დიდი საშინელება მოხდება მაშინ, თუკი ერთხელაც კომაში ჩავარდება და ვეღარასოდეს გაიღვიძებს.

შემოწირულია

₾1,510.05

დონორი

111

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

„ჯერ გოგონა დაგვეღუპა, მერე კი საოცნებო ბიჭიც წაგვართვა ვერაგმა სიკვდილმა. ახლა კი ჩვენც ვკვდებით ნელი და მტანჯველი სიკვდილით“ — ცხვირსახოცები მოამზადეთ! ფეხმოჭრილი ბაბუას და მძიმედ ავადმყოფი ბებიას ტრაგიკული ისტორია ცხარე ცრემლებით აგატირებთ.

როდესაც ოთარი და ციური შეუღლდნენ, ბევრჯერ წარმოიდგენდნენ ხოლმე საკუთარ თავს 40 წლის შემდეგ და მხიარულად კისკისებდნენ. ახალდაქორწინებული წყვილი სიბერეში საკუთარ თავს ხედავდა თბილ სახლში, ცხელი ჩაის ფინჯნით, ბევრი შვილითა და შვილიშვილით გარშემორტყმულს. ტკბილ სიბერეზე ოცნებობდნენ, ცხოვრების უკუღმართობამ კი სულ სხვანაირად დაატრიალა ამ ცოლ-ქმრის ბედი. მოემზადეთ, რასაც ახლა გიამბობთ, სულს აგიტირებთ!

შემოწირულია

₾1,261.20

დონორი

88

დიახ! მსურს დახმარება!
43 - 47 of 47 items
1 6 7 8

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

უბედურება!!! 4 წლის ანანო გარდაცვლილი მამის ფოტოს ეხუტება და თვალცრემლიანი კითხულობს:  „მამა როდის დაბრუნდება?“ ანანოს ბიძა, 24 წლის ბიჭი კი სიკვდილს ამ დრომდე ებრძვის. უსუფაშვილების ოჯახის ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა!

ერთ ფოტოზე ასახული უდიდესი ტრაგედია — ეს ანგელოზი 4 წლის გოგონა ლოგინს მიჯაჭვულ ბიძას ეფერება და ევედრება, რომ ისევ მალე წამოდგეს ფეხზე. მეორე ხელში ბავშვს გარდაცვლილი მამის ფოტო უჭირავს. ბავშვმა არ იცის, რას ნიშნავს სიტყვა „გარდაცვალება“. გოგონას ვერ გაუგია, რატომ არ ბრუნდება სახლში მამიკო და რატომ აღარ ეფერება. როდესაც გოგონამ მის სახლში ფონდის კორესპონდენტი დაინახა, გახარებულმა ბავშვმა „უცნობ დეიდას“ ჰკითხა: „მამიკოც მალე დაბრუნდება?“ ღმერთო, როგორი მძიმეა ამ სიტყვების ბავშვისგან მოსმენა. კეთილო ადამიანებო, ამ 4 წლის გოგონას მამას ვერ გავუცოცხლებთ, სამაგიეროდ, მისი ბიძის გადარჩენაა შესაძლებელი, რომელიც ანანოს მამობას გაუწევს და, რაც მთავარია, თვითონაც გახდება მამა. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, კეთილო ადამიანებო, რომ 21 წლის გოგონასა და 24 წლის ბიჭის ახლადშექმნილ ოჯახში გლოვის ზარი ისევ ბედნიერებით შეიცვალოს სიცოცხლის წამზომი ჩართულია! ახლა ყოველი წუთი გადამწყვეტია!

შემოწირულია

₾7,081.29

დონორი

459

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

კიბო ცდილობს, ქართველი პარაოლიმპიური ჩემპიონი მოკლას. თანამდებობის პირთა რამხელა სირცხვილია! უსახსრობის გამო ხომ მამაკაცი შეიძლება ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან გათიშონ! დღეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული ამ მამაცი ქართველის სიცოცხლე!

მეგობრებო, თქვენ უკვე ასობით ადამიანს დაეხმარეთ და ძვირფასი სიცოცხლე შეუნარჩუნეთ მათ! ამჯერად დახმარებას ასევე ელის საქართველოს პარაოლიმპიური ჩემპიონი მკლავჭიდში – ვალერი გაბელია. ის დღეებსა და საათებს ითვლის სიკვდილამდე, რომელიც გარდაუვალია, თუ ის დროულად ვერ მიიღებს დახმარებას… ვალერის მეოთხე სტადიის კიბო აქვს, ჰოჯკინის ლიმფომა. ქიმიოთერაპიის 25 კურსს გაუძლო, მაგრამ ოპერაციის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა მისი მდგომარეობა. შეიძლება ითქვას, კიბომ სულ რაღაც ერთ თვეში შეჭამა ვალერი. ახლა ის 43 კილოგრამს იწონის 45 წლის ასაკში. დაავადებამ ის წარმოუდგენლად შეცვალა.

შემოწირულია

₾7,027.30

დონორი

498

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

ის სამუდამო ტანჯვისთვის არის განწირული. მაგრამ, ღმერთი მოწყალეა და შანსს გვაძლევს, მოვახდინოთ სასწაული და ვაჩუქოთ ამქვეყნიური ბედნიერება!

ბერძნული მითოლოგიის გმირი – სიზიფე, რომელიც ზევსმა დასაჯა ცუდი საქციელების გამო, ბოროტი კაცი იყო, მკვლელი, მაგრამ ღმერთკაცს უდიდესი ძალა ჰქონდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მასაც კი არ განუცდია ის ტანჯვა, რომლის მოთმენაც ცხოვრების ბოლომდე მიუსაჯეს ქართველ სიზიფეს – ლევან ტოლიაშვილს ადგილობრივმა „ჩინოვნიკებმა“ თავიანთი გულგრილობით.

შემოწირულია

₾6,798.85

დონორი

497

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

„ვკვდები და წამლების ფულის გარეშე დამტოვეს! დამეხმარეთ, ძვირფასებო,“ – ლოგინად ჩავარდნილი საბრალო მოხუცი დახმარებას ითხოვს. ჩვენი, ქართველი, ტანჯული მოხუცი! ნუთუ, მის გასაჭირზე თვალებს დავხუჭავთ და დავივიწყებთ?! მოხუცები ხომ, ბავშვებივით არიან, მეგობრებო!

ჩამონგრეულ, ბნელ და ცივ ოთახში 70 წლის მოხუცი წევს, დაჟანგებული საწოლიდან უკვე 9 წელია ვერ დგება. მარჯვენა მხარე მთლიანად პარალიზებული აქვს ვერაგი ინსულტის გამო. მეტყველება უჭირს, სიარული კი საერთოდ არ შეუძლია. პენსიის თანხა მედიკამენტების საყიდლად არ ჰყოფნის, შიმშილობს. ეს ყველაფერი ხდება ჩვენს საქართველოში, სადაც დასაბამიდან მოხუცებს პატივს სცემდნენ და აფასებდნენ! ტარიელი (70 წლის): მეუღლე 30 წლის წინ დამეღუპა. სიკვდილის წინ მთხოვა, ჩვენი ერთადერთი ვაჟისთვის „ახალი დედა“ არ მომეყვანა. სრულიად მარტომ დავიწყე ჩვენი პატარა ვაჟის აღზრდა. ხომ წარმოგიდგენიათ, მარტოხელა კაცისთვის ეს რამდენად რთული იქნებოდა? მაგრამ, ცოლისთვის მიცემული სიტყვა არ გავტეხე.

შემოწირულია

₾6,681.02

დონორი

499

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

ჩემი შვილის თვალებში იმხელა სიყვარულს ვხედავ! ჩემი ოცნებაა, მისგან მხოლოდ ორი სიტყვა რომ მოვისმინო: „მიყვარხარ, დედა!“

„უკვე ოცდაათი წელია ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფება ჩემი ერთადერთი შვილი. გესმით ჩემი ტკივილი და ჩემი უმწეობა? არა, არ გესმით და უფალს ვთხოვ, არც არასდროს არცერთს ეს სიმწარე არ გაგაგებინოთ, არ გამოგაცდევინოთ! შვილის ტანჯვის ყურება ოცდაათი წელიწადის განმავლობაში… ეს… ეს ყველაზე მძიმე განაჩენია, მძიმე ჯვარი, რომლის ტარებაც მარტოს უკვე ძალიან მიჭირს. ამიტომ, მინდა ჩემი განწირული ვედრება თქვენც გაგაგონოთ… ხმამაღლა ამოთქმაც ისეთივე რთულია, როგორც თავად ეს ტანჯვა, მაგრამ ახლა თუ არ ამოვთქვი, თუ არ მომეხმარეთ, თუ არ შემეხიდეთ… ჩვენ დავიღუპებით!“ – ცრემლებს ვერ იკავებს ქალბატონი ლალი კოპლატაძე და ისე გვიყვება თავისი უბედურების შესახებ.

შემოწირულია

₾6,367.89

დონორი

479

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
43 - 48 of 215 items
1 6 7 8 9 10 36