რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

რას წარმოვიდგენდი, რომ სიკვდილი სანატრებელი გამიხდებოდა…

calendar დეკემბერი 23, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ეს სიტყვები 54 წლის ქალს ეკუთვნის, ევროპაში რომ გაფურჩქვნის ასაკს ეძახიან.მაგრამ ელისო სიკვდილს გაუმიჯნურდა…
როცა თითქმის მთელ ოჯახს მიწაში ჩადებ – მამას, დედას, ძმას, დას, დისშვილს – საკუთარ სიცოცხლეს აღარ აქვს მნიშვნელობა. დარდმა ელისო გაანადგურა, უბედურებებს კი ბოლო არ უჩანდა. დღემდე გრძელდება.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
რას წარმოვიდგენდი, რომ სიკვდილი სანატრებელი გამიხდებოდა…
     კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მიუახლოვდნენ ღვთისნიერ საქმეს!
ეს სიტყვები 54 წლის ქალს ეკუთვნის, ევროპაში რომ გაფურჩქვნის ასაკს ეძახიან.მაგრამ ელისო სიკვდილს გაუმიჯნურდა…
როცა თითქმის მთელ ოჯახს მიწაში ჩადებ – მამას, დედას, ძმას, დას, დისშვილს – საკუთარ სიცოცხლეს აღარ აქვს მნიშვნელობა. დარდმა ელისო გაანადგურა, უბედურებებს კი ბოლო არ უჩანდა. დღემდე გრძელდება.
ელისო უკვე რვა წელია სიმსივნესა და სიღატაკეს  ებრძვის – ავადმყოფ მეუღლესა და საწოლად ჩავარდნილ დედამთილთან ერთად.  ნაქირავებ, ერთ ციცქნა ოთახში სამი ავადმყოფისთვის სუნთქვაც კი ჭირს – კედლები ნესტისგან დახეთქილია, საწოლის თეთრეული კი გასაწური. ნესტი თანდათანობით ისე აღწევს სხეულში, რომ ჯანმრთელი ადამიანიც კი დაკარგავს განძრევის უნარს. დროდადრო თაგვების საზარელი წრიპინი და ფაციფუცი ისმის. ხშირად, სიმწრით მომზადებულ საჭმელსაც ანადგურებენ. ჩვენი მასპინძლის ტანჯვით აღსავსე, აცრემლებულ თვალებში აუცილებლად ამოიკითხავთ – „რისთვის, ღმერთო?“ ზამთრის ყინვები ახლოვდება, ფანჯრებიდან კი ქარი უბერავს. გათბობა, რა თქმა უნდა, არ აქვთ.
         ელისო იბრძოდა, ვიდრე ამის უნარი შესწევდა. მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, ხან ძიძად მუშაობდა, ხან ოჯახის დამხმარედ. მაგრამ მეორე წელიწადია უკვე, რაც სახლში ზის, სახსრების გარეშე დარჩენილი. ხშირად, საავადმყოფოში წასვლაც კი არ შეუძლია, იმიტომ, რომ მკურნალი ექიმი შორსაა. უკვე ორი წელია, რაც ყველანაირი მკურნალობა საერთოდ შეწყვიტა. ზის და ელის… გამოცხადებულ სიკვდილს.

„ერთადერთი ნატვრა მაქვს – ერთი პატარა ქოხი მომცა, რომ საკუთარი ქოხიდან გასვენება მე მაინც მეღირსოს“.
       – ელისო, როგორ აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში? რა არის თქვენი მთავარი პრობლემა?
ელისო: ეჰ, შვილო, რომელი ერთი მოგიყვე, პირველი, მეორე ჩემთვის არ არსებობს, ჩემთვის ყველაფერი სატანჯველად იქცა, მაგრამ უმთავრესი მაინც უსახლკარობაა. ამ ტკივილსაც, ამ დარდსაც – ამ ავადმყოფობასაც – ყველაფერს გავუძლებდი, სახლი რომ მქონოდა. ჩემი სახლი… შემრჩენოდა.
– რა მოხდა, ელისო, როგორ დაკარგეთ სახლი?
ელისო: წარმოშობით ჭიათურიდან ვარ, სოფელ პერევისიდან, 5 დედ-მამიშვილი ვიყავით. პატიოსანი, მარჯვე მშობლები გვყავდა- მამა ელმავალზე იჯდა, დედა მეაბრეშუმე იყო. გვზრდიდნენ სიყვარულში. ერთ დღესაც, ჩვენს ეზოზე მაღარომ გაიარა და კარგი კომპენსაცია მივიღეთ მთელმა ოჯახმა – ვიყიდეთ ბინა და მოვაწყვეთ კიდეც. იცით რა ლამაზი იყო? გემოვნებით გაწყობილი. მაგრამ… 1991 წლის აპრილში, როგორც იცით, საშინელი მიწისძვრა მოხდა, რაჭის მიწისძვრას რომ ეძახიან.
დავრჩით უსახლკაროდ. ღია ცისქვეშ, თავშესაფარში. მამაჩემმა ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. დედამ გვთხოვა, თავშესაფარში ნუ მომკლავთ, სოფელში წამიყვანეთო – წავიყვანეთ – იქ ქოხი გვქონდა პატარა, დარჩენილი, პატარა მიწის ნაგლეჯზე. სამ თვეში დედა გარდაიცვალა. მალევე დარდისგან ჩემი ძმაც მიჰყვა უკან. მერე ჩემი დაც – მკერდის კიბოთი. გენეტიკურია ეს წყეული დაავადება. ზედიზედ ოთხი სიკვდილი (ელისო თვალებს ცხვირსახოცით იმშრალებს.)

დავრჩით ასე გაუბედურებულები. დაიცალა ჩვენი სავსე ოჯახი.
— ღმერთმა გაგაძლიეროთ, ერთი ოჯახისთვის ამდენი სიკვდილი, ამდენი განსაცდელი, ან თქვენ როგორ გადაიტანეთ? როგორ?!
ელისო: ეჰ, შვილო, ესეც არ გვაკმარა ბედისწერამ და გარდაგვეცვალა უნიჭიერესი ჩემი დისშვილი – მთელი საქართველო იცნობდა, თქვენც იცნობდით – საოცარ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ – ობოლა ციმაკურიძე. მოუკვდეს დეიდა, დაგვეხრჩო წყალში. ასე გავუბედურდით….
არა – სამსახური, არა – მომკითხველი, დავრჩით ასე. ვიფიქრეთ, იქნებ, თბილისში რამე გამოვიდეს – მართლაც არაფერი გვეზარებოდა – ძიძად ვმუშაობდი, მართალია, მაშინაც ნაქირავებში ვცხოვრობდით, მაგრამ კარგი სახლები გვქონდა. ჩემი მეუღლეც უკეთესად იყო, არ ავადმყოფობდა. ჩემი დედამთილი კი სუსტი ჯანმრთელობისაა, მაგრამ ვუვლიდით, ხელს ვუწყობდით. ასე კი არ ვიყავით. (ტირის)

 „ამ ნესტიან ოთახში ჯანმრთელი ადამიანიც კი დაავადდება, მიუხედავად ამისა ამ ჭერქვეშ სამი ავადმყოფი ცხოვრობს“.
        – ელისო, როდის შეიტყვეთ, რომ სიმსივნე გქონდათ?
ელისო: რვა წელიწადია, სიკვდილს ვებრძვი. მკერდი რომ მომკვეთეს, მეგონა, ცხოვრება დამთავრდა. მეგონა, რომ სამყაროს აღსასრული დადგა, თან ჩემი დის მწარე გამოცდილებაც მქონდა. მაგრამ კეთილმა ექიმებმა დამარწმუნეს იმაში, რომ ცხოვრება აუცილებლად გაგრძელდება. გაუსაძლისი ტკივილები გადავლახე, მაგრამ შრომა ვეღარ შევძელი. მალე ჩემი მეუღლეც ცუდად გახდა – კობა 55 წლისაა. ცალი თირკმელი აქვს და მეორეზეც პრობლემები აქვს.
მაინც შრომობს, მაინც ხან ვის გაყვება ცოტა იოლ სამუშაოზე, ხან – ვის. მაგრამ განა რამდენი უნდა იშოვოს, სამ ავადმყოფს რომ გვეყოს?! მაგრამ რა უნდა შეძლოს იმდენი, რომ სამ ავადმყოფს გაგვწვდეს?! მარტო მე, მინიმუმ, 150 ლარამდე წამლები მჭირდება თვეში. ჩემი დედამთილი ჩავარდნილია, პამპერსი, წნევის, გულის წამლები – ამას როგორ უნდა გაწვდეს ჩვენისთანა ოჯახი? სიკვდილისთვის ვართ განწირულები. არ ვიცი, რა გვეშველება. საჭმელი და ტანსაცმელი აღარც გვახსოვს, მაგრამ, როცა სხვანაირად ხარ გაზრდილი გინდა ყველაფერი, ყველაფერიც გინდა ადამიანს. (ტირის.) მრცხვენია ამას რომ ვამბობ, მაგრამ უნდა ვთქვა, არ მაქვს გამოსავალი.
მრცხვენია ამას რომ ვამბობ, მაგრამ უნდა ვთქვა, სხვა რა გზა მაქვს. წინდები რომ არ მქონდა ამ სიცივეში, ვიღაცისგან სამადლოდ მოტანილ ჯემპრს სახელოები მოვაჭერი და ამოვკერე. ახლა წინდებად მაცვია, რა ვქნა, რომ არ გავიყინო, სხვა რა შემიძლია. გათბობის ჩართვაზე ოცნებაც არ შემიძლია, ვინ გადაიხდის მის გადასახადს. არადა, კი ხედავთ, როგორ ცივა, ეს ნესტი კიდევ ლამის საწოლებზე წვეთავს. 
– ასეთ მდგომარეობაში, როცა ასე მძიმედ ავად ხართ, ალბათ ძნელია მოხუცი, ლოგინს მიჯაჭვული მოხუცი დედამთილის მოვლა?
ელისო: ამ მოხუცს უფრო ვდარდობ, როგორი სიბერე აქვს, გამისკდა გული, თუკი რამე თბილი გვაქვს, ამას ვახურებ, რომ არ გამეყინოს, არ შესცივდეს.
მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, ოჯახში ძიძად ვმუშაობდი, სანამ პანდემია დაიწყებოდა. მერე ცხოვრება გაიყინა, ყველა უმუშევარი დარჩა. ავადმყოფი ადამიანი რაღას ვიშოვნიდი? ახლა თანდათან ავადმყოფობაც მომერია, გარდა მკერდისა, მჭირდება ფილტვების გამოკვლევა, თავზე გადაღება. მაგრამ, სად მაქვს ამის ფული? რომელ გამოკვლევაზეა საუბარი? ღმერთმა დალოცოს სანდრას კლინიკა. მირეკავენ, გამოკვლევები მეკუთვნის, მაგრამ მხოლოდ მკერდის. ამის გარდა იმდენი რამ მაწუხებს! არ ვიცი, შვილო, არ ვიცი…

 „მეშინია, სიცივის და ნესტისგან არ გამეყინოს, თუკი რაიმე თბილია სახლში, ყველაფერს ვაფარებ…“
– ელისო, ნუთუ არავინ გეხმარებათ?
ელისო: რა თქმა უნდა, შვილო, მეხმარებიან, ბევრია კეთილი ადამიანი, მაგრამ მათ თავადაც უჭირთ. ასეთებს უფრო კეთილი გული აქვთ: ხან ერთი ჩარიცხავს 5 ლარს, ხან მეორე – 10-ს. მდიდარი ადამიანები, ჩვენნაირ გაჭირვებულებზე არ ფიქრობენ. ისევ ჩვენნაირ ადამიანს თუ შევეცოდებით, მაგრამ როდემდე?
საოცარი მეზობლები მყავს: 10-15 ლარის დენი რომც დავწვა, გადაიხდიან. მაგრამ, მეც ხომ მაქვს ნამუსი. ასეთ მძიმე დროში, თვითონ სად აქვთ? მე თუ ვერ გადავიხდი, მათაც გაუთიშავენ ელექტროენერგიას, ამიტომაც ვარ ასე. ამ ნესტის გამო, შარშან ზაფხულში ფილტვების ორმხრივი ანთება მქონდა. მაშინ, სწორედ კეთილმა ადამიანებმა გადამარჩინეს: თითო ნემსი 45 ლარი ღირდა, მე კი 450 ლარის დამჭირდა. საიდან მექნებოდა? მიყიდეს ყველაფერი, გაახაროთ ღმერთმა.

 „გაზსა და ელექტროენერგიას არ ვხარჯავთ, მეზობლებს გადახდა რომ არ მოუწიოთ“
– ხშირად მიმართავთ უფალს?
ელისო: ძალიან. მე მჯერა, შვილო, რომ აქამდე ცოცხალი რომ ვარ და ამდენ განსაცდელს რომ გავუძელი, სწორედ მისი დამსახურებაა. ვცდილობ, სიკეთე ვაკეთო. ახლახან, ტანსაცმელი მომიტანეს, არ მომერგო და ტაძარში წავიღე. იქნებ სხვას მოერგოს, იქნებ სხვამ ჩაიცვას. ეს აზრი მოსვენებას არ მაძლევდა. უფალი სიკეთეა, შვილო.
– რადგან იმედი ახსენეთ, გაიხსენეთ ის დრო, როდესაც ბედნიერად გრძნობდით თავს. როგორ შეხვდით თქვენს მეუღლეს, როგორ გაიხსენებდით იმ დროს?
ელისო: ეჰ, ეს როდის იყო, შვილო, აღარც მახსოვს. ჩემი მეუღლე, ჭიათურაში გავიცანი, თავად გურიიდან არის წარმოშობით, მაგრამ იქ მეგობარი ჰყავდა, ჩემი ნათესავი, ერთმანეთი მან გაგვაცნო. ბედნიერად ვცხოვრობდით, ვზრდიდით ჩვენს გოგონას. ვის ეგონა, რომ ასე შემობრუნდებოდა ყველაფერი. ახლა, მასაც არ აქვს საცხოვრებელი, – ორი შვილის დედაა, კასპში ცხოვრობს, სახლი ბანკმა გაუყიდა, მისი მეუღლე კი ციხეშია. არ ვიცი, არ ვიცი შვილო, ამდენ განსაცდელს როგორ ვუძლებ. ქვა ყოფილა თურმე ადამიანი.
– ელისო, როგორ ფიქრობთ, რა დაგეხმარებათ ყველაზე მეტად თქვენი პრობლემის გადაჭრაში?
ელისო: ყველაფერს დავძლევდით, სადმე ერთი პატარა ქოხი მაინც რომ გვქონდეს. სულ სხვაა, როცა საკუთარი ჭერი გაქვს თავზე. რას წარმოვიდგენდი, რომ ქოხში სიკვდილი სანატრელი გამიხდებოდა? ჩემი ოცნებაა, არავის არ ეღირსა ჩემი ოჯახიდან, იქნებ, მე მაინც მეღირსოს საკუთარი სახლიდან გასვენება. (ტირის)
არ ვიცი, შვილო, რა არ გვჭირდება. მხოლოდ მაკარონით ვიკვებებით. სხვას რას იყიდი? ჩემი დედამთილის პენსია – 270 ლარია, სოციალური დახმარება – 100, რა უნდა დაგვრჩეს? წამლები, წამლები… წამლების გარეშე, არცერთ ჩვენთაგანს არ შეუძლია. საჭმელზე ფიქრიც არა ღირს. სიტყვა „ მაკარონის“ გაგონებაც კი მეზიზღება. ძნელი ყოფილა შვილო, ძნელი…

„არავინ შემრჩა არც დამხმარე, არც გულშემატკივარი… სახლი მაინც რომ მქონოდა, კიდევ გავუძლებდით ყველაფერს…“
– ელისო, რამ გადაგაწყვეტინათ, ჩვენი ფონდისთვის რომ მიგემართათ?
ელისო: სასოწარკვეთილებამ, დარდმა, გადაღლამ. მაგრამ, იმედმაც. ძალიან დიდხანს ვიფიქრე, ვერ ვბედავდი, მერიდებოდა. ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში. მაგრამ ის, რასაც თქვენი ფონდი აკეთებს, იმდენს, რასაც ის აკეთებს, არავის შეუძლია. და მეც მაქვს იმედი, რომ თქვენი ფონდისა და მისი კეთილი მეგობრების დახმარებით, ჩემი პრობლემაც მარტივად გადაიჭრება. თქვენ უყურადღებოდ არავის ტოვებთ. ღმერთმა ასმაგად გადაგიხადოთ ამ სიკეთისთვის.

„მხოლოდ კეთილი ხალხის იმედად ვართ, თორემ ამ სამ ავადმყოფს ან სიცივე შეგვიწირავს, ან შიმშილი“.
– რას ეტყოდით ჩვენს მკითხველებს, ელისო?
ელისო: მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ოჯახის ტკივილს გულთან ახლოს მიიტანს! უფალმა დაგლოცოთ! ჩემს ადგილას ყოფნას, არავის, არასდროს ვუსურვებ! ღმერთმა ყველა დაიფაროს! მე თქვენს იქეთ გზა არ გამაჩნია! ნუ გაგვწირავთ სამ ავადმყოფს სიღარიბით სიკვდილისთვის.
– მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ!
***
ერთად ყველაფერს შევძლებთ! ახლა, ჩვენს სიკეთეს ელისოს ოჯახი ელის, კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ იმაში, რომ მის გვერდით ვართ, და სიღარიბით სიკვდილისთვის არ არის განწირული! ახლა ჩვენი ჯერია – ერთმანეთს მხარში კიდევ ერთხელ ამოვუდგეთ და ტკივილისა და გაჭირვებისგან კიდევ ერთი ოჯახი ვიხსნათ!
შეგიძლიათ თავადაც მოინახულოთ ოჯახი და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება, მისამართზე: თბილისი, ვარკეთილი, კაკლიანის ქ. 7
აუცილებლად გააზიარეთ პოსტი, რათა მუმლაძეების ოჯახის გასაჭირის შესახებ თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! 
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ჭელიძეების ოჯახი)
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund 
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! 
დალოცვილები ყოფილიყავით!

ნანული ბებია გულდამშვიდებული წავიდა იმ ქვეყნად. ის ზეციდან გლოცავთ
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც, მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ტკბილად დაბერდით ამ სიკეთისთვის!

როგორ უხაროდა ნანული ბებიას, როდესაც ელისო აწვდიდა თქვენი ხელით მორთმეულ ტკბილეულსა და ხილს. სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში, სწორედ ეს უნდოდა ყველაზე მეტად. სითბოთი და ცრემლით ევსებოდა მქრქალი თვალები, უხმოდ ჩურჩულებდა მადლიერების სიტყვებს. დიდი მადლია, ტანჯულს სიცოცხლეშივე რომ  მიაწვდი იმას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება, სიყვარულს რომ აჩუქებ. ნანული ბებომ გაზაფხულზე დაგვტოვა. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ბოლო რამდენიმე თვე მან დარდის და ტანჯვის გარეშე იცხოვრა.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/812-chelidze/   
 „ის ზეციდან გლოცავთ – თვალცრემლიანი ამბობს ელისო. – ეს გაჭირვება და უბედურება, ყველას დიდ ტვირთად გვაწვა, დიდი ხნის განმავლობაში. სანამ თქვენ მოხვიდოდით, და გადააგორებდით ამ მძიმე ლოდს. როდესაც ადამიანი მარტო რჩება შიმშილის, ტკივილის, უსახლკარობის წინაშე, ის უმწეოა, დაკარგული აქვს ყველაფრის იმედი. მაგრამ, მცირედს მაინც რომ მიაწვდი სიყვარულით, მისი მადლიერება გაგაოცებს და გაგაოგნებს.
ასეა ჩვენი ოჯახიც. გვიხარია ერთი ზარიც, ერთი პურიც კი, კეთილი ადამიანი რომ მოგვაწვდის. უცებ აღმოჩნდა, რომ ისინი ძალიან ბევრნი არიან და ბევრი რამ გვაჩუქეს. თქვენი და უფლის დახმარების დიდი იმედი მაქვს. და ჩემი თქვენდამი მადლიერება უსაზღვროა!“

 „ბებოს ლაპარაკი არ შეეძლო, მაგრამ იღიმოდა, ხვდებოდა, რომ კარგად გრძნობს თავს მისი ოჯახი

– ქალბატონო ელისო, თქვენი გასაჭირის შესახებ მთელმა საქართველომ შეიტყო. გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?
ელისომ: ფონდმა ყველაფერი გააკეთა ჩვენს დასახმარებლად. ღმერთმა ის ადამიანებიც დალოცოს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი გასაჭირი.

აი, ასეთი მდიდრული სუფრა გაშალეთ ჭელიძეების ოჯახში!

პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ისეთი სითბო და სიყვარული ვიგრძენით ადამიანების მხრიდან. მოდიოდნენ, გვეხმარებოდნენ. მრავალმხრივი იყო მათი თანადგომა. ერთმა კეთილმა ადამიანმა, დარეკა, პოსტი როგორც კი გამოქვეყნდა. კომენტარებშიც მაშინვე დაწერა, რომ ჩვენთან უნდოდა მოსვლა. ღმერთო, რა ბედნიერი იყო, თავადაც როგორ უხაროდა, რომ ჩვენ გაგვახარა! დიდი სითბო გამოიჩინა, ბევრი პროდუქტი მოგვიტანა. მერე, კახეთიდან ჩამოვიდნენ, დაგვასაჩუქრეს. პროდუქტი ჩამოგვიტანეს და მედიკამენტი. და ეს ყველაფერი, ისეთი გულით და სიყვარულით.
თქვენი და უფლის წყალობით, უცებ გადაიჭრა ბევრი პრობლემა. მრავალი წლის განმავლობაში, საწოლის თეთრეული არ გვქონია. გადასაფარებლებზე ვიწექით მთელი ოჯახი. პოსტი რომ გამოქვეყნდა, გამოჩნდა კიდევ ერთი მადლიანი ადამიანი, თეთრეული გვაჩუქა, და წამლებიც. ხილიც მოგვიტანეს და კიდევ ბევრი ისეთი რამ, რაც ჩვენთვის არ იყო ხელმისაწვდომი, რის ყიდვის საშუალებაც, მრავალი წლის განმავლობაში არ გვქონდა. დაგლოცო უფალმა!
პოსტმა ჩვენი ძველი ნაცნობებიც გააქტიურა. მათ თქვენი სტატია წაიკითხეს, მერე დაგვირეკეს და დახმარების სურვილი გამოთქვეს. ჩემთვის ძვირფასია ყველა, ნებისმიერი სახის თანადგომა. დღევანდელ დროში, აღსანიშნავია ლუკმა პურს რომ გაგიზიარებს ვინმე! და ეს თქვენი დამსახურებაა!!!
თქვენ მოასწარით და გაახარეთ ჩემი საბრალო დედამთილი. ყველაფერს მოკლებული და ნაწყენი არ წასულა იმ ქვეყნად. უბრალო სიხარულმა გაალამაზა მისი უკანასკნელი დღეები. მას ხომ ბავშვივით უნდოდა ხილი და ტკბილეული. დიდი მადლია, მოხუცს იმას რომ მიაწვდი, რაც მთელი გულით სურს. ახლა, ის უკეთეს სამყაროშია… ჩუმად იღიმის და გლოცავთ ზეციდან. (ცრემლს იწმენდს.)
კი, ძალიან გახარებული იყო. გამუდმებით, ჩურჩულით ლოცავდა სტუმრებს. მეტის ძალა არ შესწევდა. შესაძლოა, უკვე ვეღარც ხვდებოდა პირდაპირ დანიშნულებას იმ ნივთებისა, რომელიც გვაჩუქეს, მაგრამ გრძნობდა ყურადღებას და სიყვარულს. 
– ძალიან დასანანია, ბებო ჩვენთან ერთად რომ აღარ არის. მკითხველების დამოკიდებულება მის მიმართ, ძალიან გულის ამაჩუყებელი იყო. ყველას სურდა, მოფერებოდა და სითბო ეჩუქებინა მისთვის.
ელისო: თქვენ ეს შეძელით, ჩემო კარგებო. მადლობა! ღმერთი ამას ხედავს. მე და ჩემს მეუღლეს შეგუება გვიჭირს. ეს გაზაფხულზე მოხდა… ჩვენ კი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როგორი  გვერდში დგომა შეგიძლიათ.
კობა: მადლობას გიხდით, ჩვენს ოჯახზე ასე რომ იზრუნეთ. დედაჩემის მიმართ ამხელა სითბო და ყურადღება გამოიჩინეთ. ძალიან დიდ პატივს ვცემ თქვენს ფონდს, თქვენი შრომისთვის და ღირსეული საქმიანობისთვის. ჩვენს ქვეყანაში, თქვენ უკეთესობისკენ ცვლით გაჭირვებული ადამიანების ცხოვრებას. დიდი ავტორიტეტი გაქვთ, უამრავ ადამიანს სჯერა თქვენი.
გმადლობთ, ჩვენს შესახებ ასეთი სიუჟეტი რომ გააკეთეთ, აჩვენეთ, როგორ ვცხოვრობთ. იქ, ვიდეოში, ჩემი საბრალო დედა ჯერ კიდევ ცოცხალია, ისიც ლაპარაკობს… ძალიან კარგი საქმე გააკეთეთ.
– ახლა როგორ შეაფასებდით თქვენს საცხოვრებელ პირობებს?
ელისო: ბევრად უკეთესია! მედიკამენტების, საკვებისა და ტანსაცმლის გარდა, ფონდის წყალობით, საოჯახო ტექნიკაც მივიღეთ. ეს საჩუქრები ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის. თქვენ გვაჩუქეთ მაცივარი, რომელიც დიდი ხანია, ნებისმიერი ოჯახისთვის ფუფუნების საგანი კი არა, აუცილებელი ნივთია. მაგრამ ჩვენ ხომ სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, ჩვეულებრივი ადამიანებივით ცხოვრების გემო. როგორც იქნა, ცივ წყალს მაინც დავლევთ ზაფხულში. როგორც იქნა, აღარ გაგვიფუჭდება ამხელა წვალებით ნაშოვნი საჭმელი.
ტანსაცმელს ხელით ვეღარ ვრეცხავდი. ცივ წყალში, შეუძლებელი იყო ამის კეთება. ყოველი გარეცხვისთვის, წყალსაც კი ვერ ვაცხელებდი. რა დროული საჩუქარია სარეცხი მანქანა! პურის საცხობიც გვაჩუქეს. ფქვილი თუ მექნება, სახლში შევძლებ პურის გამოცხობას, და ნაკლები ხარჯიც გვექნება.

„ახლა, ჩემს საქმეს ის აკეთებს“

 „უკვე დაგვავიწყდა კიდეც, გაფუჭებული სადილი როგორია“

სახლში გამომცხვარი პირველი ნამცხვარი

– თქვენ ჭიათურაში ხართ ჩაწერილი, მაგრამ თბილისში ცხოვრობთ. ალბათ, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიტყო თქვენი გასაჭირის შესახებ. გამოგეხმაურათ ვინმე?
ელისო: არც მერიამ, არც რაიონის გამგეობამ თავი არ შეიწუხეს. არც იქ, არც აქ. მხოლოდ ერთი ფაქტი იყო. ერთ გოგონას ვიცნობ ჭიათურის მერიაში. მან განცხადება დაწერა ჩემი სახელით და მისი დახმარებით, ერთჯერადად 200 ლარი მივიღეთ. სულ ეს არის. ჩვენით მეტი არავინ დაინტერესებულა. ვერ დავიჯერებ, რომ მათ ყურამდე არაფერი მისულა. ამხელა, სერიოზულმა ფონდმა დაწერა ჩვენს შესახებ.
რა თქმა უნდა გაიგეს, რა თქმა უნდა იციან – თბილისშიც და ჭიათურაშიც. მაგრამ გულთან ახლოს არ მიაქვთ სხვის ტკივილი. მხოლოდ ის მაიმედებს, რომ ეს პოსტი, ხელისუფლების წარმომადგენლებს კიდევ ბევრჯერ მოხვდება თვალში. ის ხომ არ წაიშლება. გაეჩხიროს თვალში და აიძულოს იფიქრონ იმაზე, რის დავიწყებაც ურჩევნიათ.
– როგორც ვხედავ, განიცდით, რომ ხელისუფლება არ აქტიურობს. მაგრამ კეთილ ადამიანებს ხომ ახსოვხართ. ისინი თქვენთან მოვიდნენ, და ვიმედოვნებ, რომ კიდევ მოვლენ. მითხარით, რას ნიშნავს ეს მხარდაჭერა პირადად თქვენთვის? 
ელისო: რას ჰგავდა ჩვენი ცხოვრება თქვენი დახმარების და თანადგომის გარეშე? რა გვქონდა კარგი? დავიღალე ტირილით და ნერვიულობით, ხელჩასაჭიდიც კი არ მქონდა, სიცოცხლე რომ გამეგრძელებინა. სასოწარკვეთილებასა და უკუნეთ სიბნელეში ვცხოვრობდით. არც წამალი მქონდა, არც საჭმელი. ასეც გაგრძელდებოდა, თქვენთვის რომ არ მომეწერა.
იმდენი ტანსაცმელი მომიტანეს, ალბათ ცხოვრების ბოლომდე მეყოფა. ზოგმა კომუნალური გადასახადები დაგვიფარა, ზოგმა წამალი მოგვიტანა, ზოგმა საჭმელი. ათობით ადამიანმა დარეკა ჩვენთან. ვისაც როგორ, და რითაც შეეძლო, დღემდე გვიდგანან მხარში. ძალიან მადლობელი ვარ თქვენი ფონდის, ჩვენს დასახმარებლად რომ გააერთიანა ეს არაჩვეულებრივი ადამიანები.

ჩემთვის ერთნაირად აუცილებელია წამლებიც და საკვებიც

– ქალბატონო ელისო, ჩვენი ფონდის მეგობრებს, კიდევ რა პრობლემას გაუზიარებდით? რა გაწუხებთ? რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?
ელისო: ვიცი, რომ თქვენს პროექტებში იღებენ მონაწილეობას ძალიან კეთილი ადამიანები. ასე არც დაგვეხმარებოდნენ, სხვაგვარად რომ ყოფილიყო. ამიტომაც, გავრისკავ და ვიტყვი. თქვენ უკვე იცით ჩვენი მდგომარეობა. იცით, რამდენად რთულია ის, ავადმყოფობის, წარუმატებლობის და გაჭირვების გამო. დამოკიდებულები ვართ ქირაზე, წამლები და ლუკმა პური მუდმივად გვჭირდება. ჩემი ოცნებაა, მქონდეს პატარა სახლი. საკუთარი სახლიდან არ გაგვისვენებია ოჯახის არცერთი წევრი. მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ ასე გავაცილეთ ჩემი დედამთილიც… მგონი, მეც ასეთი ხვედრი მომელის, თუ ღვთისნიერი ადამიანი არ გამოჩნდა. ვოცნებობ, სულ პატარა ქოხზე, რომელსაც ჩვენი სახლი ერქმევა. ვდარდობ და ყოველდღე ვოცნებობ საკუთარ ჭერზე. ხანდახან, ხომ ხდება სასწაულებიც. ჯერ კიდევ არსებობენ კეთილი ქართველები, გულისხმიერი ადამიანები, ვისაც გულთან ახლოს მიაქვს სხვის ტკივილი.
***
კეთილო ადამიანებო, ვფიქრობ, ვისაც უკვე უნახავს, და კიდევ ნახავს ამ პოსტს, გულგრილი ვერაფრით დარჩება. ჭელიძეების ოჯახს  აწუხებს გაჭირვება, უსახლკარობა, ავადმყოფობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ელისოს და მისი მეუღლის სიცოცხლეს… როგორ შეიძლება, მათი გასაჭირი და დარდი გულთან ახლოს არ მიიტანო? როგორ შეიძლება, გულისხმიერება არ გამოიჩინო. თქვენი აქტიური მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ. დიახ, ეს გაჭირვებაა! და თქვენ გაქვთ შანსი, იყოთ ემპათიურები. შანსი გაქვთ, ღვთისნიერი საქმე გააკეთოთ. ყველაზე დიდი პრივილეგია და უდიდესი ბედნიერება, სწორედ ეს არის – უკეთესობისკენ შეცვალო სხვა ადამიანის ცხოვრება.
         თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენი „ფეისბუქის“ პოსტებზე. ან, უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, შედარებით მათთან, ვისაც მათი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
         მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ ხართ უბედნიერესი ადამიანი! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
          სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
         მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
         თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
        მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ჭელიძეების ოჯახი)
ასევე, შეგიძლიათ თანხის ჩარიცხვა ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/812-chelidze
         თანხის ჩარიცხვა, ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund 
       სპეციალურ ნომერზე, თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 იან 26
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1388.00₾
2022 თებ 28
ფონდის ზედნადები ხარჯები
430.00₾
2022 მარ 29
მედიკამენტები
99.26₾
2022 მარ 29
პროდუქტები
99.52₾
2022 ივლ 21
პროდუქტები
269.11₾
2022 ივლ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
60.00₾
2022 სექ 27
პროდუქტები
119.96₾

სულ ხარჯები:

2465.85₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ცაგარეიშვილი ლუკა
07.07.2022 20:00:00
₾5.00
ქებურია კახაბერ
07.07.2022 20:00:00
₾14.00
დვალიშვილი მარიამ
05.07.2022 20:00:00
₾10.00
ი/მ შოთა კავსაძე
05.07.2022 20:00:00
₾1.00
ანა წილოსანი
03.07.2022 20:00:00
₾10.00
ზურაბ შაიშმელაშვილი
03.07.2022 20:00:00
₾1.00
ირაკლი გაბაიძე
02.07.2022 20:00:00
₾10.00
ზუხბაია ალექსი
01.07.2022 20:00:00
₾50.00
თამარი ჯიაძე-აბაშვილი
30.06.2022 20:00:00
₾1.00
კეთილი გული
14.05.2022 23:49:27
₾10.00
მრ. ანუჩა კაევკონგ
13.05.2022 20:00:00
₾0.50
საიდ ქამალი
13.05.2022 20:00:00
₾20.00
ხატია გელაშვილი
10.05.2022 20:00:00
₾10.00
ხატია გელაშვილი
10.05.2022 20:00:00
₾10.00
ირაკლი კანჭურიშვილი
09.05.2022 20:00:00
₾10.00
გიორგი გაჩეჩილაძე
09.05.2022 20:00:00
₾1.00
მარინე ბერიძე
09.05.2022 20:00:00
₾5.00
მარიამი ჯიქიძე
08.05.2022 20:00:00
₾2.00
რეზო ფახურიძე
08.05.2022 20:00:00
₾20.00
ნოშრევან დარახველიძე
08.05.2022 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾2,465.80

142 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,465.80

142 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება