რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ყოველდღე, წლიდან წლამდე, 12 წლის განმავლობაში, საქართველოში ვქმნით ფონდს, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს მიიზიდავს შემოქმედისკენ. მთელი გულით და სულით გვჯერა ბიბლიური კანონის, რომელშიც ნათქვამიაროცა მოყვასს ვეხმარებით, მოწყალებას მას კი არა, თავად ღმერთს ვაძლევთ! ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის რწმენის, იმედისა და მოყვასის სიყვარულის გამოხატულება მადლიერების მოლოდინის გარეშე.
ჩვენი მისიაადავუახლოოთ ქართველების სულები ღმერთს სრულიად უცნობი ადამიანისთვის შესაწირავის გაღებით.
ფონდი დაარსდა 2012 წლის 12 აპრილს. მისი მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქის ამ ღვთისნიერ და კეთილშობილურ საქმეში ჩართვასაქართველოს სოციალურად დაუცველ მოქალაქეთათვის დახმარების გაწევა ყველა წარმოქმნილი პრობლემის გადასაჭრელად.

ჩვენ გვსურს ცხოვრება სიდუხჭირის გარეშე

გაჭირვებული, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების დახმარება შიმშილის, სიღატაკისა და საყოფაცხოვრებო სიდუხჭირის დასაძლევად

ჩვენ გვსურს ბედნიერი და მყარი ოჯახები

გაჭირვებული, მრავალშვილიანი ოჯახების სასიცოხლოდ აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფა და მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება

ჩვენ გვსურს ბავშვობა ტკივილის გარეშე

ავადმყოფი ბავშვების ყოვლისმომცველი დახმარება და მათი გამოჯანმრთელებისთვის ხელის შეწყობა. სნეულებამ არავის არ უნდა წაართვას ბედნიერი ბავშვობა და ნათელი მომავალი

ჩვენ გვსურს ჯანსაღი და ხანგრძლივი ცხოვრება

თანხის შეგროვება ავადმყოფი ზრდასრულების სამკურნალოდ, რათა მათ შეძლონ ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნება და ყოველი ახალი დღით გახარება

ჩვენ გვსურს დღეგრძელობა მარტოობის გარეშე

მივიწყებული, მარტოხელა მოხუცი ადამიანების სიდუხჭირისგან, ავადმყოფობისა და გარდაუვალი სიკვდილისგან გადარჩენა

ჩვენ ვეხმარებით საქართველოს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს

უპირველესად, ავადმყოფ ბავშვებსა და მოზარდებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მრავალშვილიან და დაბალშემოსავლიან ოჯახებს, მარტოხელა მოხუცებს.

მეგობრებო, ამ საბრალო ადამიანების ცხოვრება გრძელდება! მათ მუდამ სჭირდებათ ჩვენი დახმარება!

შეხედე, რამხელა ბედნიერება აქვთ თვალებში მათ, ვისაც შენ დაეხმარე, მეგობარო!

Project

მთელი გულით გლოცავთ! რამხელა ბედნიერება, რამხელა სასწაულია, ჩემს შვილს დამოუკიდებლად დგომა და ჯდომა რომ შეუძლია!

„ჩემი ძმის დასახმარებლად მოხვედით? მართლა? მთელი გულით გელოდებოდით! გამვლელ მანქანებს ვუყურებდი და მეგონა, რომ ჩვენთან მოდიოდნენ. აუცილებლად უნდა დაეხმაროთ! ძალიან კარგი ადამიანია! შეხედე, რა ცოდოა! სულ დახოხავს. იცი, რა ძნელია? ერთხელ მეც ვცადე და ისე ძალიან მეტკინა მუხლები, კინაღამ ტირილი დავიწყე. ის კი მთელი ცხოვრება ასე დახოხავს. თუ არ გჯერა, შენ თვითონ სცადე! მართლა! აი, სახლში რომ მიხვალ, გააკეთე ასე და მიხვდები, რა ცუდად არის“, — რვა წლის სერგო, არტიომის ძმა, კართან სწორედ ამ სიტყვებით შემოგვეგება. თითქოს წინასწარ ემზადებოდა — მისთვის ხომ მშველელები ვართ. უფრო სწორად, ჩვენ კი არა, თქვენ, მეგობრებო, ადამიანებო, ვისაც გამგები გული გაქვთ და მზად ხართ, ღვთისნიერი საქმე აკეთოთ!

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ახლა ჩვენ ისეთი მდიდრები ვართ! ისეთი მდიდრები! მადლობა თქვენ და ათასობით ადამიანს, ვინც ჩვენს გასაჭირს გამოეხმაურა! შეხედეთ, რა გააკეთეთ! ეს ხომ ნამდვილი სასახლეა! დედა ამბობს, რომ ღმერთი ათასგზის დაგაჯილდოებთ… ჩვენი თქვენდამი სიყვარული არასდროს განელდება, თუ რამე დაგჭირდებათ, მოგვმართეთ, თქვენს სიკეთეს არასოდეს დავივიწყებთ!

ჩვენო მეგობრებო, ცოტა ხნის წინ ჩვენი თანამემამულეების, კვინიკაძეების მრავალშვილიან ოჯახში დიდი უბედურება დატრიალდა. უეცრად ცეცხლის ალმა მოიცვა ოთახი. ბავშვების განწირული ყვირილის ხმა — „გვიშველე-ე-ეთ!“ — თითქოს ზეცას სწვდებოდა. პატარა ანგელოზების ხმამ, ალბათ, მართლაც მიაღწია ღვთის საუფლომდე და… დიახ… ბავშვები ცეცხლში ჩაწვას და ფერფლად ქცევას სასწაულებრივად გადაურჩნენ, თუმცა ორი წლის ნიკოლოზს დღემდე ატყვია დამწვრობის კვალი.
ადგილობრივი ხელისუფლება კვინიკაძეების ოჯახს დაჰპირდა, რომ დამწვარი სახლის გვერდით ახალი სახლის აშენებაში დაეხმარებოდა, მაგრამ ოჯახი ამის იმედი აღარ აქვს. მეგობრებო, სავსებით ლოგიკური კითხვა გაგიჩნდებათ: რატომ დაკარგა შეჭირვებულმა ოჯახმა იმის იმედი, რომ მთავრობა შეასრულებს ამ დაპირებას? გიამბობთ ამის შესახებ. მას შემდეგ, რაც კვინიკაძეების სახლი მთლიანად დაიწვა და ოჯახი არაფრის გარეშე დარჩა, მათ 1 500 ლარის ოდენობით დახმარების გაწევის თხოვნით მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას. თუმცა მათ ჯერაც არ მიუღიათ ეს თანხა. ამიტომაც საბრალო ოჯახს იმედი აღარ აქვს, რომ სახელმწიფო მათ სახლის აშენებაში დაეხმარება. ახლა, კეთილო ადამიანებო, მათი ერთადერთი იმედი თქვენ ხართ.
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ გორის ადგილობრივი ხელისუფლება შვიდსულიან ოჯახს, რომელიც დროებით ოროთახნახევრიან ბინაში ცხოვრობს, ქირას უხდის. მაგრამ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ასე? გარდა ამისა, ბავშვებს ნორმალური საცხოვრებელი პირობები სჭირდებათ. თუკი თქვენ ერთ ლარს მაინც გაიღებთ, ამ პატარა ანგელოზებს შესაძლებლობა მიეცემათ, თუნდაც პატარა, მაგრამ საკუთარი სახლი ჰქონდეთ. სრულიად საქართველო უნდა გაერთიანდეს! თუ ერთი აგურის შესაძენ თანხას მაინც გავიღებთ, საბრალო ბავშვები უსახლკაროდ არ დარჩებიან და ამ სიკეთისთვის თქვენს ოჯახებს, თქვენს შვილებს, თქვენს შვილიშვილებს ცხოვრების გზაზე დააჯილდოებს უფალი.

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

„შვილებო, გმადლობთ, ტანჯვისგან რომ მიხსენით!“ ეს დისტანციური მართვის საწოლი სასწაულია ლამარა ბებოსთვის!

ლამარა 92 წლისაა. შეხედეთ მის ტირილისგან შეშუპებულ, დაწითლებულ თვალებს. საწოლს მიჯაჭვულ საბრალო მოხუც ქალს თვალის წვეთების ყიდვაც კი არ შეუძლია, რომლის ფასიც მხოლოდ 7 ლარია, რათა საბოლოოდ არ დაკარგოს მხედველობა. ლამარა: „ახლა მშიერი ვწევარ სახლში, სადაც გათბობა არ არის, შვილო. უკიდურესად დასუსტებული ვარ. დღეში ერთხელ ჭამაც კი ჩემთვის ბედნიერება არის. დამოუკიდებლად გადაადგილება არ შემიძლია. ჩემი შვილი და რძალი მივლიან. მაგრამ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მათ მუშაობა არ შეუძლიათ, ჩემი პენსიითა და სოციალური შემწეობით ვარსებობთ. ჩემმა შვილმა ხერხემლის ორი ოპერაცია გადაიტანა, თავადაც სჭირდება დახმარება. კეთილო ადამიანებო, ჩვენი ერთადერთი იმედი თქვენ ხართ!“

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!

ფონდმა 20 000 000 ლარზე

მეტი დახარჯა საქველმოქმედო საქმიანობაზე!

საქმიანობის პირველ წლებში ფონდმა დახმარება აღმოუჩინა საწოლს მიჯაჭვულ 2000-ზე მეტ მოხუცს, გახსნა საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები. აგრეთვე სთავაზობდა საქართველოს მთავრობას ამ საქმიანობის გავრცობას საქართველოს ყველა, განსაკუთრებით კი მთიან, ძნელად მისადგომ რეგიონებში, მაგრამ, რადგან ვერ მიიღო მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისგან, ფონდი იძულებული გახდა, უარი ეთქვა ამ საქმიანობის გაგრძელებაზე.
ჩერნოვეცკის ფონდის მიერ განხორციელებული სპეციალური პროგრამები, რომლებიც, სამწუხაროდ, მხოლოდ ისტორიას შემორჩა:

  • შინმოვლის პროგრამა. შინმოვლის პროექტის 2012 წლიდან 2019 წლამდე მუშაობის პერიოდში მომსახურება მიიღო 5107 ბენეფიციარმა.
  • საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები თბილისსა და ქობულეთში. 2013 წლიდან 2019 წლამდე თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლში 10 ბავშვი, ქობულეთის მცირე საოჯახო ტიპის სახლებში კი 2014 წლიდან 2019 წლამდე 20 ბავშვი გაიზარდა.
  • დღის ცენტრი და სასადილო თბილისში. პროექტის 2017 წლიდან 2019 წლამდე მუშაობის პერიოდში მომსახურება მიიღო 106 716 ბენეფიციარმა.
  • სასადილო ქუთაისში. პროექტის 2018 წლიდან 2019 წლამდე მუშაობის პერიოდში მომსახურება მიიღო 48 167 ბენეფიციარმა.
  • სოციალური პატრული. პროექტის 2017 წლიდან 2018 წლამდე მუშაობის პერიოდში მომსახურება მიიღო 965 938 ბენეფიციარმა.
  • ფონდმა ჩაატარა ცხემლოვანის ეკლესიის სრული რეაბილიტაცია, რომელიც განადგურების პირას იყო, ასევე გაარემონტა მონაზონთა საერთო საცხოვრებელი.

ფონდის კეთილი ახალი ამბები

Project

თქვენ კეთილი სიზმრის ანგელოზებად მოგვევლინეთ ხანდაზმულ ხალხს. თქვენც დაბერდებით და ახალგაზრდობაში გაღებული ეს სიკეთე, კელაპტარივით გაგინათებთ სიბერის წლებს. უფალი იყოს თქვენი მწყალობელი!

ამბების წაკითხვა

01 – 11

prev
next