ბატონი ზურაბ ხელაშვილი განაგრძობს ფონდისთვის შემოწირულობების გაკეთებას

ბატონი ზურაბ ხელაშვილი მიმდინარე წლის დასაწყისიდან აქტიურად ეხმარება ფონდის ბენეფიციარებს სხვადასხვა საკვები პროდუქტით. მის მიერ მოწოდებული პროდუქტები მთლიანად ხმარდება „შინ მოვლის“ პროგრამის ბენეფიციარებს, სადაც ამჟამად 400-მდე ადამიანი ირიცხება. ბოლო ორი კვირის მანძილზე „სოციალურმა პარტნიორობამ“ ბატონი ზურაბისგან მიიღო: 125 კილო წიწიბურა, 125 კილო შაქარი, 125 კილო ბრინჯი და 125 კილო მაკარონი. ფონდი ძალიან დიდ მადლობას უხდის […]

Read More… from ბატონი ზურაბ ხელაშვილი განაგრძობს ფონდისთვის შემოწირულობების გაკეთებას

არდადაგები ზღვაზე

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ აქტიურად განაგრძობს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას. ფონდმა მიმდინარე თვეში ქობულეთში დაასვენა მრავალშვილიანი ოჯახები სხვადასხვა რეგიონებიდან, კახეთიდან დაწყებული აჭარით დამთავრებული. ქობულეთს 2 კვირის წინ ესტუმრნენ საბაშვილების სოციალურად დაუცველი 6 შვილიანი ოჯახი ბათუმიდან. უსახსრობის გამო ბავშვებს არ ჰქონიათ დასვენების საშუალება, ვინაიდან ოჯახის მთავარი საზრუნავი პირველ რიგში ბავშვების გამოკვებაა. ქობულეთში კი მათ ძალიან […]

Read More… from არდადაგები ზღვაზე

საბაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი ზღვაზე!

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ აქტიურად განაგრძობს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას. ზაფხულის პერიოდში ბავშვებს ყველაზე მეტად დასვენება სჭირდებათ. ამიტომ ქობულეთში კეთილმოწყობილ სასტუმროში ფონდი აქტიურად ასვენებს როგორც „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ ბავშვებს, ასევე მრავალშვილიან ოჯახებს. ქობულეთს წინა კვირაში ესტუმრნენ საბაშვილების სოციალურად დაუცველი 9 შვილიანი ოჯახი ვაზისუბნიდან. გამგზავრების წინ ბავშვებისთვის მოსამზადებელი ხარჯებიც ფონდმა თავის თავზე აიღო და […]

Read More… from საბაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი ზღვაზე!

ჩვენი ფონდის ბავშვები ზოოპარკში

 „სოციალური პარტნიორობა“ ყველაფერს აკეთებს, რომ ფონდის „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ ბავშვები საზოგადოებაში სრულად იყვნენ ინტეგრირებული. ცნობილი ადამიანები პერიოდულად სტუმრობენ სახლს სხვადასხვა საჩუქრებით. ამის გარდა ბავშვები ხშირად დადიან მათთვის სასურველ ადგილებში, როგორიცაა მთაწმინდის პარკი, ზოოპარკი და სხვა გასართობი დაწესებულებები. ამჯერად ბავშვები ეწვივნენ ზოოპარკს და ძალიან დიდი ინტერესით დაათვალიერეს სხვადასხვა ცხოველები და ფრინველები. მზიკოს ყველაზე მეტად მოეწონა ბეგემოტი […]

Read More… from ჩვენი ფონდის ბავშვები ზოოპარკში

2014 წელს პროექტი „შინ მოვლა“ ჯამში უკვე 400-ზე მეტ პაციენტს მოემსახურა

პროექტ „შინ მოვლის“ გუნდი აქტიურად აგრძელებს ზაფხულის ცხელ დღეებში მათზე დაკისრებული საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულებას. თითეული ვიზიტით პაციენტთან ისინი ცხოვრებას უმსუბუქებენ და ზრუნავენ სახლს მიჯაჭვულ პაციენტებზე, როგორც მედიკამენტებით, ასევე საკვებით, ჰიგიენური საშუალებებით და სიცოცხლისათვის საჭირო ყველა საშუალებით. 2014 წელს პროექტი „შინ მოვლა“ ჯამში 400-ზე მეტ პაციენტს მოემსახურა. წლის ბოლომდე იგეგმება ამ ციფრის 500-ზე გადაჭარბება. „სოციალური პარტნიორობის“ […]

Read More… from 2014 წელს პროექტი „შინ მოვლა“ ჯამში უკვე 400-ზე მეტ პაციენტს მოემსახურა

„მცირე საოჯახო ტიპის სახლს“ ფინანსირება დაენიშნა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ „სოციალური პარტნიორობის“ „მცირე საოჯახო ტიპის სახლი“ დაფინანსებაზე აიყვანა და ბავშვზე დღეში გამოუყო 17 ლარი დაფინანსება. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 30 ივნისის მდგომარეობით. დღესდღეობით ფონდის „მცირე საოჯახო ტიპის სახლში“ 10 ბავშვი ირიცხება, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული. ბავშვებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. „სოციალური პარტნიორობა“ […]

Read More… from „მცირე საოჯახო ტიპის სახლს“ ფინანსირება დაენიშნა

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის