ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

პროექტები / ბენეფიციარების საჭიროებები

Project

მრავალშვილიანი ოჯახები

გემრიელობები ესიზმრებათ, ცხადში კი, მხოლოდ ბრინჯის ფაფას ჭამენ

უთი მშიერი ბავშვი და სნეული, პენსიონერი მშობლები. ლალი, მალე ჭკუიდან შეიშლება! მისი ამოცანაა, შვიდი ადამიანის მაგივრად ფიქრი. პირველ რიგში რაზე უნდა იფიქროს? დედას მეექვსე ოპერაცია სჭირდება – თიაქარი უნდა ამოკვეთონ. ფული საიდან მოიტანოს – არ იცის. მაღაზიაში ვალი არის გადასახდელი – 200 ლარი, თორემ, აღარ მისცემენ პროდუქტს. ტყუპები ნინო და ციაკო ტირიან და ბაღში ითხოვენ წასვლას, მაგრამ არ აქვთ არც ტანსაცმელი, არც ფეხსაცმელი, ამიტომაც, იძულებულია, სახლში რომ დატოვოს.

შემოწირულია

$1944.20

დონორი

116

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

ერთი კანფეტის გამო, მზად არიან ერთმანეთი დახოცონ!

მათი სახლის სახურავი სულ ხავსით არის დაფარული, კედლებზე იმხელა ღრიჭოებია, რომ შეიძლება „ბუა“ შემოძვრეს და ბავშვები შეაშინოს. „ქარის დროს ასე წუის: „იუუ-იუუუ“. დედა გვეუბნება: კარგად თუ არ მოვიქცევით, თავისთან წაგვიყვანთო“. – ყვება ხუთი წლის ბარბარე და კედლებზე ღრიჭოებს გვაჩვენებს. ის და მისი შვიდი წლის ძმა პაპუნა, ცდილობენ კარგი ბავშვები იყვნენ, არ იტირონ, როდესაც დედას მათთვის საჭმელი არ აქვს. აი პატარა ელენე კი, რომელიც მალე ორი წლის გახდება, სულ ტირის და ტირის… ბავშებს ეშინიათ: უცებ, ბუა რომ ვერ მიხვდეს, ვინ ტიროდა და ყველანი ერთად რომ წაიყვანოს? მათ გარეშე, დედიკომ რა უნდა ქნას? მათ რა უნდა ქნან მის გარეშე?

შემოწირულია

$1729.72

დონორი

144

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

ბავშვებს ჩვენთან თამაში არ უნდათ! დაგვეხმარეთ, დეიდებო და ბიძიებო!

«აი, გავხდები ჰალკი და ვნახოთ, სათამაშოებს როგორ არ გვათხოვებენ! ყველას ვცემ, ვინც მე და ჩემს ძმებს გვაწყენინებს! ნახე, როგორ კუნთებს „გავიზრდი“» – ბრაზობს მალხაზი. ეზოში, მეზობლის ბავშვებმა ისევ არ ათხოვეს ველოსიპედი. მის ძმას კი, პულტიანი მანქანა არ მისცეს. ბიჭუნას უბრალოდ ხელში უნდოდა მისი დაჭერა. ისინი ხომ, არასდროს, არაფერს არ აფუჭებენ. „ბოროტი“ ბავშვები კი, ეუბნებიან: „საკუთარი სათამაშოები უნდა გქონდეთ!“ მაგრამ, 6 წლის რამაზის, 5 წლის მალხაზს და 3 წლის გრიგოლს სათამაშოები კი არა, ხანდახან ლუკმა პურიც კი არ აქვთ.

შემოწირულია

$3380.65

დონორი

173

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 9 10 11 12 13 41