მასზე იყო დამოკიდებული არხოშაშვილების დიდი და მეგობრული ოჯახი, რომელიც ერთ წამში ბედნიერი ოჯახიდან ყველაზე უბედურ ოჯახად იქცა საქართველოში. „პაპა, პაპა, გტკივა? რატომ არ მეთამაშები?“ – ოთხი წლის მშვენიერი, მოუსვენარი ბიჭი, გოდერძი, საყვარელ პაპას ნაზად ეფერება და ცდილობს აალაპარაკოს. საწოლს გარშემო უტრიალებს, მაგრამ მისი კითხვები უპასუხოდ რჩება; თუმცა ქეთინო ბებოსგან იცის და დარწმუნებულია – მიუხედავად იმისა, რომ ნოდარი პაპა ძალიან ავად არის, ოდესმე ის მას მშვენიერ ზღაპარს მოუყვება… ოჰ, როგორ უნდა!..