ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

პროექტები / ბენეფიციარების საჭიროებები

Project

გაჭირვებულები

უბრალოდ წაიკითხეთ: „წვიმა ლამაზად ხატავს ჭერზე, წყალი რომ ჩამოდის საწოლებს ადგილს ვუცვლით ხოლმე, რომ არ დავსველდეთ. ძალიან სახალისოა!” ნუ დავუშვებთ, რომ ამ ანგელოზმა გაიგოს ცხოვრების სასტიკი სინამდვილე!

„იცი, რაზე ვოცნებობ ყველაზე მეტად? ბევრი საჭმელი რომ გვქონდეს, კარგად რომ ვჭამოთ, და გავსუქდეთ. მერე კი, ბევრს ვივარჯიშებ, გავხდები „ხუთასი წონა“ და ყველას მოვერევი, ვინც ახლა გვაბრაზებს მე და ჩემს დას. ჯერ არ შემიძლია. ნახე როგორი სუსტი ვარ. ყველა ბავშვს შეუძლია ცუდი სიტყვები მითხრას და თავშიც კი ჩამარტყას, მე კი, მათ პასუხს ვერ ვცემ. ანისაც აბრაზებენ, ეუბნებიან, რომ ლამაზი არ არის. მე კი ვერ ვიცავ მას. დედიკოსაც ვერ ვიცავდი… – ექვსი წლის გიორგი თავის მძიმე ბავშვურ ცხოვრებაზე თვალცრემლიანი ყვება, მძიმედ ამოისუნთქა და დაამატა: – ნეტა, მალე გავიზარდო“.

შემოწირულია

$1787.40

დონორი

81

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

გაჭირვებულები

ბევრნი ვყავართ დედიკოს. ველოსიპედებს არავინ არასდროს გვთხოვნის. სულაც არ გვშურს! ჩვენ ხომ ღარიბები ვართ! არადა, როგორ გვინდა, ჩვენც გვქონდეს!

ათი წლის გიგას, ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარს ნაყინი. სულ რამდენჯერმე აქვს ნაჭამი, მაგრამ მისი გემო, ახლაც ელანდება სიზმარში. „ხანდახან მგონია, რომ დედიკოზე უფრო მეტად მიყვარს“, – ამბობს გიგა და თვალებს მალავს. რცხვენია, რომ ერთმანეთს ადარებს ტკბილეულისა და ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიყვარულს. მაგრამ, რა ქნას? ბავშვებს ხომ თვალთმაქცობა და ტყუილის თქმა არ შეუძლიათ.

შემოწირულია

$3270.24

დონორი

234

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

გაჭირვებულები

ცეცხლის მეშინია, ცუდია! ნივთები დამიწვა და ჩემი დაწვაც უნდოდა!

ხანძარი ნამდვილად იყო. და თანაც როგორი! მთელ უბანს გაზი და დენი გაუთიშეს, ქარქუსაშვილების ბინაში ცეცხლი რომ ჩაექროთ. ახლა, ისინი ნოლიდან იწყებენ ცხოვრებას, მერიის მიერ გარემონტებულ, მაგრამ სრულიად ცარიელ ბინაში. ახლა, უნდა ეძინოთ იატაკზე, წეროსავით, ცალ ფეხზე დამდგარმა ჭამონ, ითამაშონ სათამაშოების გარეშე. დედა კი, ახალს ვერაფერს იყიდის, მაგის იმედიც არ უნდა ჰქონდეთ – სამსახურს თავი დაანება, „ხიფათიან“ მარის რომ მიხედოს. მამაც ვერ უყიდის, ის ახლა ციხეშია. ამიტომ არის გაბრაზებული ნიკოლოზი მარიზეც და ამ ყველაფერზეც, და ურტყამს თავის დას.

შემოწირულია

$1630.00

დონორი

88

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 6 7 8 9 10 19