ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

გიორგი, არ მოკვდე, ძალიან გთხოვ! მამის დაკარგვა, შიმშილი, ავადმყოფობა… ყველა ეს ბოროტი ძალა გაერთიანდა, ამ ბავშვს სიცოცხლე რომ წაართვან! მაგრამ, გიო არ ნებდება!

calendar ნოემბერი 7, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

წელიწად-ნახევრის წინ დაიბადა გიორგი და მისი ცხოვრების ყოველი დღე სიკვდილთან ბრძოლის ველია. სიკვდილს არ უნდა უკან დახევა, მაგრამ გიორგიც არ ნებდება.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
გიორგი, არ მოკვდე, ძალიან გთხოვ!  მამის დაკარგვა, შიმშილი, ავადმყოფობა… ყველა ეს ბოროტი ძალა გაერთიანდა, ამ ბავშვს სიცოცხლე რომ წაართვან! მაგრამ, გიო არ ნებდება!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
წყეულ სიკვდილს უკან დახევა არ უნდა, მაგრამ გიორგიმ ჩვენი დახმარებით უნდა შეძლოს გამოჯანმრთელება და მისი დაძლევა!

„დედას ვერ დამაშორებ!“

         წელიწად-ნახევრის წინ დაიბადა გიორგი და მისი ცხოვრების ყოველი დღე სიკვდილთან ბრძოლის ველია. სიკვდილს არ უნდა უკან დახევა, მაგრამ გიორგიც არ ნებდება.
         „ის ხომ ჯერ ძალიან პატარაა, არ ვიცი, როგორ უძლებს ამხელა ტკივილს. არ მგონია, ამას დიდმა ადამიანმაც რომ გაუძლოს“ 
           – რა სჭირს გიორგის, თამარ?
           თამარი: გიორგი ძალიან იტანჯება, აქვს საშინელი კუჭ-ნაწლავის თანდაყოლილი დაავადება. სიცოცხლის პირველივე დღეებში ოპერაცია გაუკეთდა, ნაწლავი გარეთ გამოუტანეს, მერე ისევ თავის ადგილას დააბრუნეს… და ასე, შვიდჯერ! შვიდჯერ დავაწვინე ჩემი შვილი დანის ქვეშ, ნარკოზით! წარმოიდგინეთ, როგორია?

„კიდევ რამდენ ხანს უნდა იტანჯოს ასე?“

        – ამჟამად როგორია მისი მდგომარეობა?
        თამარი: ახლა, თავს უკეთესად გრძნობს, მაგრამ დროთა განმავლობაში, შესაძლოა ოპერაციები კიდევ დასჭირდეს. არ გეგონოთ, რომ უკვალოდ ჩაიარეს ამ ჩარევებმა. რამდენიმეჯერ კინაღამ მოკვდა ინფექციით. ამდენმა ნარკოზმა ძალიან დაასუსტა. მხოლოდ სპეციალური საკვების მიღება შეუძლია, სპეციალური ფაფების, მე კი, კარტოფილის და პურის ფულიც კი არ მაქვს. წამლები, პამპერსი… ეჰ, ჩვენს ქვეყანაში უბრალო ადამიანის ავადმყოფობა არ შეიძლება.

„პატარა ბედნიერია მაშინ, როდესაც უბრალოდ არ შია“

         – რა შემოსავალი გაქვთ და თვეში რა თანხა უნდა იმ ყველაფერს, რაც აუცილებლად გჭირდებათ?
         თამარი: ჩვენი შემოსავალი არის სოციალური შემწეობა 500 ლარი. მედიკამენტებისთვის დაახლოებით 100 ლარი გვჭირდება, და ამდენივე გზაში, სარეაბილიტაციო ცენტრში რომ ვიაროთ. სახელმწიფო მკურნალობას გვიფინანსებს – მე ვერასდროს გავწვდებოდი ამხელა ხარჯებს. როდესაც ჩემი საბრალო ქმარი ცოცხალი იყო, ასეთ დღეში არ ვიყავით. ახლა კი, ყველა მაღაზიაში ვალი მაქვს. უფროს ბავშვებს, ასეა თუ ისე, შეუძლიათ საჭმლის გარეშე გაძლონ, და გიოს რა ვუყო? ისედაც დატანჯულია. 
         – რა დაემართა თქვენს მეუღლეს?
          თამარი: გიო რომ დაიბადა, ძალიან დარდობდა. ყოველი ოპერაციის დროს უბრალოდ კვდებოდა. ამდენმა ნერვიულობამ თავის საქმე ქნა – ჯერ ფილტვები გაეთიშა, შემდეგ ღვიძლი. რამდენიმე დღეში დაგვტოვა. როგორ დაგვაკლდა. როგორ გვიჭირს მის გარეშე. დღედაღამ მუშაობდა, ბავშვებს ნორმალური კვება რომ ჰქონოდათ. ჩემთვის კი, ქმარიც იყო, ძმაც და მამაც.

„უბრალოდ ვფიქრობ, რომ მამა სამუშაოდ არის წასული და მალე ჩამოვა, ასე უფრო ადვილად მეჩვენება ცხოვრება“

         – დიდი სიყვარულით საუბრობთ მასზე, ერთმანეთი როგორ გაიცანით?
         თამარი: ნათესავმა გაგვაცნო. ის ჩემზე 20 წლით უფროსი იყო. 16 წლის ვიყავი მაშინ და მივხვდი, რომ მასზე მეტად ვერავინ შემიყვარებდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი მასთან ერთად და თავს მშვიდად ვგრძნობდი. მაგრამ, ადამიანს თუ არ უწერია, მუდამ ბედნიერი რომ იყოს…
         – გიოს გარდა, კიდევ ორი შვილი გყავთ, გვიამბეთ მათზე.
         ბარბარე (9 წლის): დედა დავითზე მოგიყვებათ, საკუთარ თავზე კი, მე თვითონ გეტყვით.
         თამარი: საუკეთესო ბავშვები მყავს! მამის გარდაცვალების შემდეგ, დავითია ოჯახის უფროსი. ასე თქვა: „მერე რა, რომ მხოლოდ 17 წლის ვარ, უნდა ვიზრუნო თქვენზე.“ გაკვეთილების მერე, ყურძენს კრეფს, შეშის ჩეხავს, ეზოებს ალაგებს. ფული კი სახლში მოაქვს, გიოს ექიმებისთვის და წამლებისთვის თანხა ყოველთვის რომ გვქონდეს გადადებული. ძალიან გულკეთილი ბიჭია, სულ მამას ჰგავს. არც კი ვიცი, ალბათ, ადამიანს სიკეთეს ვერ ასწავლი – ღვთისგან ბოძებული ნიჭია!

„დედას სულ ვეხმარები. საჭმლის მომზადებაც შემიძლია, ჭურჭლის რეცხვაც და გიოს გართობაც!“

         – ახლა, შენ მოგვიყევი, ბარბარე, როგორი გოგო ხარ?
         ბარბარე: 9 წლის ვარ და ვსწავლობ. ჯერ ვერ ვიმუშავებ, დედას რომ მივეხმარო. ჯერ მხოლოდ სახლის საქმეებში ვეხმარები. ვგვი, ჭურჭელს ვრეცხავ. ზოგჯერ, სარეცხის დარეცხვაც რომ მომინდება, დედა მეუბნება, რომ გოგონებისთვის არ შეიძლება ცივ წყალში ხელები ჩაყოფა, თორემ შვილები არ ეყოლებათ. არ ვიცი, იქნებ მოიგონა ეს ყველაფერი, მე რომ ხელები არ გამეყინოს? 
        – რა ყოჩაღი გოგონა ყოფილხარ! ესე იგი, შენ და შენს დედიკოს, ძალიან გჭირდებათ სარეცხი მანქანა?
         ბარბარე: კი, ძალიან! და კიდევ, საჭმელი გვჭირდება.
        – პირადად შენ რა გჭირდება, რაზე ოცნებობ?
         ბარბარე: კითხვა მიყვარს, გიოს საღამოობით ზღაპრებს ვუკითხავ ხოლმე. კიდევ, ძალიან მიყვარს ხატვა და ცეკვა. მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობ – ტელეფონზე ან პლანშეტზე! რომ გავიზრდები, მასწავლებელი უნდა გამოვიდე. საუკეთესო მასწავლებელი მყავს, მინდა, მას ვგავდე. გაჩვენებ, რა დავუხატე. როგორ ფიქრობ, მოეწონება? ფლომასტერები თუ მექნება, შენც დაგიხატავ!

„მაია „მასწ“ ძალიან მიყვარხართ და მინდა, რომ გგავდეთ“

         – თამარ, მითხარით, გთხოვთ, რით შეგვიძლია თქვენი ცხოვრების შემსუბუქება?
          თამარი: სულ იმაზე ოცნებობდა ჩემი საწყალი ქმარი, როგორ შეაგროვებდა ფულს და გაარემონტებდა სააბაზანოს – თანხა, რომელსაც აგროვებდა რამდენიმე წელი, მისივე დასაფლავებაზე დაიხარჯა… როგორ წვალობდა, საბრალო. ძალიან დაგვაკლდა, ძალიან. საშუალება რომ მქონდეს, სააბაზანოს გავარემონტებდი. კიდევ, პროდუქტი გვჭირდება, პამპერსსა და წამლებზე უკვე გითხარით. თავხედობაში თუ არ ჩამითვლით, გთხოვთ, გვაჩუქოთ სარეცხი მანქანა და პატარა მაცივარი. სხვა არაფერზე ვოცნებობ. რაზე უნდა იოცნებო, როდესაც შვილი ავად გყავს? 
        ბარბარე: შეიძლება, ჩემს ოცნებებზეც რომ გითხრათ? ფანქრები და ფლომასტერები მინდა, კიდევ, პლანშეტი ან ტელეფონი, ყველა გოგოს აქვს. თორემ ხანდახან მავიწყდება, რომ გოგო ვარ.
* * *
         დიდი იმედი გვაქვს, რომ დროთა განმავლობაში, საქართველოში შეჭირვებული ოჯახები აღარ იქნება, იმედი გვაქვს, რომ სიღარიბის დაძლევას შევძლებთ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი შვილები მაინც იცხოვრებენ უფრო ლამაზ და მდიდარ ქვეყანაში. მაგრამ, სანამ არსებობენ ადამიანები, ვინც მარტო ვერ უმკლავდება სირთულეებს და აქვთ სრულიად უცხო ადამიანების იმედი, ჩვენ უნდა მივიტანოთ თქვენს გულამდე მათი ვედრება. ვიცით, გვჯერა, რომ დაეხმარებით როგორც კი მათ შესახებ შეიტყობთ – თქვენ ხომ სხვაგვარად არ შეგიძლიათ, უფალს გულს ერთხელ თუ გაუხსნით, უბრალოდ ვეღარ შეძლებთ, მათი ვედრება არ შეისმინოთ და არ დაეხმაროთ!
        ფროდიაშვილების ოჯახს სჭირდება საკვები პროდუქტი, მედიკამენტები და პამპერსები, ასევე სააბაზანოს რემონტი. თუ მოხერხდება მათთვის სარეცხი მანქანისა და მაცივრის შეძენა – შესანიშნავი იქნება. პლანშეტს, ლამაზ კაბებსა და სახატავ ნაკრებებს კი, შეუძლია უბედნიერესი გახადოს კიდევ ერთი პატარა ანგელოზი!
       თუკი ამ ოჯახის პირადად გაცნობას ისურვებთ, ეს არის მათი მისამართი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კარდენახი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ფროდიაშვილების ოჯახი).
         თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

სიკვდილმა და ავადმყოფობამ წაგვაქცია, თქვენმა სიკეთემ კი ფეხზე წამოგვაყენა
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ამ პატარა ნატანჯი ბიჭის ღიმილი მხოლოდ თქვენი დამსახურებაა

როდესაც სასწაულები ხდება, ქართველები ასე ვამბობთ: „რაღაც მაინც არსებობსო“. ამ „რაღაცაში“ ზოგი რას გულისხმობს და ზოგი რას… მე მჯერა, რომ ამდენი კეთილი ადამიანი, ჩემი გარდაცვლილი მეუღლის სულმა გამოგვიგზავნა. მისმა ლოცვამ გადაგვარჩინა. ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა, არ ვიცოდი, მის გარეშე  როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება… როგორ მერჩინა სამი შვილი? თანაც ჩემს პატარა გიოს ისეთი საშინელი პრობლემები აქვს… შვიდი მძიმე ოპერაცია გადაიტანა. ყოველ ჯერზე, თითქმის ცოცხალ-მკვდარი ბავშვი გამომყავდა საავადმყოფოდან. სწორედ, მასზე ნერვიულობას შეეწირა ჩემი ქმარი!  როდესაც სიკვდილმა და ავადმყოფობამ წაგვაქცია, თქვენმა სიკეთემ ფეხზე წამოგვაყენა! დიახ, დიახ! რაღაც ნამდვილად არსებობს!“

 ხედავთ, ჩემო ძვირფასო მკითხველებო? თქვენ  კიდევ ერთ ოჯახს გაუთბეთ კერა, აჩუქეთ ღიმილი ქვრივ დედას და ლამაზი დღეები გაუთენეთ სამ არაჩვეულებრივ ბავშვს. მადლობა ამისთვის.  მადლობა ყველას  სიკეთისთვის!

„სწორედ ასეთი პლანშეტი მესიზმრებოდა, ამ დროს არ მინდოდა გაღვიძება… ახლა კი, აი, სინამდვილეში მაქვს!

ჩვენ კი ვიცოდით, რომ  ფროდიაშვილების ოჯახის შესახებ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. ჩვენს ფონდში ხომ, სასწაულები ყოველდღიური მოვლენაა, მაგრამ ძალიან ძნელია ხოლმე, ცხოვრებისგან გაუბედურებული ოჯახი, ადამიანების სიკეთეში რომ დაარწმუნო.

ბარბარე (9 წლის): ჩვენთან ბევრჯერ მოვიდა დიდი მანქანა და ბე-ე-ე-ვრი საჩუქრები მოგვიტანა. ჩვენ არ გვქონდა ეს ყველაფერი. არაფერი გვქონდა…

 – აბა, მითხარი, ასე რამ გაგახარა, ბარბარე?

ბარბარე: როგორ არ უნდა მიხაროდეს? შეხედე, აი, შეხედე: დედას სარეცხი მანქანა აქვს! ხელით აღარ გარეცხავს. ტელევიზორი გვაქვს, კიდევ მაცივარი გვაქვს, გიოსთვის წამლები გვაქვს, გაზი გვაქვს! გიოს ფაფები გვაქვს. მე კი-ი-ი-ი… (თვალებში ეშმაკუნები აუთამაშდა.)

„მეც შემიძლია ჩავრთო და ვუბრძანო: გარეცხე სარეცხი, მეგობარო!“

– შენ? შენ რა გაქვს?

ბარბარე: მე მაჩუქეს ჩემი საოცნებო პლანშეტი! ვერც ვიფიქრებდი, ოდესმე თუ მეღირსებოდა! არა, მართლა არ მჯერა! აი, დედიკო გეტყვით, როგორ ვცეკვავდი სიხარულისგან, ეს პატარა კოლოფი რომ გადმომცეს. თან ვნატრობდი: „ნეტა, ახლა არ ავტირდე სიხარულისგან“.

„ასე მოგესალმებით ყველას ჩემი ლამაზი პლანშეტიდან. აქაც შემიძლია ხატვა, სპეციალური პროგრამების გამოყენებით“

– თამარ,პირველ რიგში გიოს მოვიკითხავ. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე?

თამარი:  გიო უკეთესადაა. შვიდი ოპერაციის შემდეგ, ამჟამად უკვე, გავდივართ რეაბილიტაციის კურსს. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა თქვენს ფონდს იმისათვის, რომ დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატს. დაუყოვნებლივი რეაგირება მოჰყვა. ადგილობრივმა სოციალურმა სამსახურმა გადმოგვცა 300-ლარიანი ვაუჩერი გიოს სპეციალური კვებისათვის და 200-ლარიანი ვაუჩერი ჰიგიენური საშუალებებისა და პამპერსებისათვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 

 – თამარ, მცირედით მაინც თუ მოვახერხეთ, თქვენი ცხოვრება  უკეთესობისკენ რომ შეგვეცვალა?

თამარი: რას ამბობთ? მცირედით? თქვენ უსაზღვრო სიხარული გვაჩუქეთ. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო ასეთი მხარდაჭერისთვის. არასდროს დაგვავიწყდება მე და ჩემს ობოლ შვილებს ეს დღეები… როდესაც მკითხავენ, ყველაზე ბედნიერი დღეების ჩამონათვალს, ეს თარიღები აუცილებლად ყოველთვის გამახსენდება! 

„ამ მაცივარს იმედით შევყურებ.  მგონია, რომ საჭმელიც არ გამოგველევა… ნეტავ, მართლა ასე იყოს!“

– რა გაგიხარდათ ყველაზე მეტად?

თამარი: ყველა საჩუქარი ისეთი სიზუსტით შეგვირჩიეთ… რომ იტყვიან: „ზუსტად ამაზე ვოცნებობდიო, ზუსტად აი, ეს გვჭირდებოდაო.“ ასე გამოვიდა! რა კარგად მუშაობს თქვენი ფონდი: მოდიხართ, გვეცნობით, სულიერი კავშირები წარმოიქმნება ჩვენს შორის, ყველა დეტალს უკვირდებით და ყველაფერს იმახსოვრებთ. უკვე ჩვენი ოჯახის წევრებად მოგიაზრებთ… მადლობა თითოეული ნივთისთვის და ჩემი შვილებისთვის მხარდაჭერისთვის. სარეცხი მანქანისთვის განსაკუთრებული მადლობა – შრომა შემიმსუბუქა. ჩემი პატარა ავადაა და ხომ გესმით, როგორი მოვლა სჭირდება? სარეცხი “ტონობით” მიგროვდებოდა. ცივ წყალში ხელით რეცხვა კი, რთული იყო.

პულტს პატარა “ყაჩაღი” დაეპატრონა და მულტფილმები ჩართო

– ბარბარემ გვითხრა, დეტექტივები უყვარსო…

ბარბარე: მაცივარიც ხომ გაგიხარდა? მთელი ზაფხულის განმავლობაში, იმ პაპანაქებაში ცივ წყალს რომ ნატრობდი. რამდენს მუშაობდი და სულ დაღლილი იყავი. ჩვენ კი, სახლში ცივ წყალსაც ვერ გახვედრებდით.

„მაცივარო, მაცივარო, გაივსე!“

 – თამარ, სტატია თქვენი გასაჭირის შესახებ უამრავმა ადამიანმა ნახა. ვინმემ თუ დაგირეკათ? ვინმე პირადად თუ გესტუმრათ და დაგეხმარათ?

თამარი: დიახ! დაგვირეკა ერთმა კარგმა ახალგაზრდამ. მას მათე ჰქვია. თანამშრომელ გოგონასთან ერთად იყო ჩვენთან მოსული. არ ვიცი სად მუშაობენ, მაგრამ საოცრად ჭკვიანი და კეთილი ახალგაზრდები რომ არიან, ნამდვილად ვიცი! მათ უამრავი პროდუქტი და საჭირო ნივთები მოგვიტანეს. ახალი წელი მოდიოდა. ჩვენ კი, შეშაც არ გვქონდა. ვიყინებოდით. აი, მათი წყალობით, ახალი წელი თბილი და ბარაქიანი დაგვიდგა.  გაზის და ელექტრო ენერგიის დავალიანებაც კი გადაგვიხადეს. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო თქვენი სტატიის მეშვეობით. მინდა, ვუთხრა, რომ ყოველთვის მემახსოვრებიან. ყოველთვის ვილოცებ, რომ ეს სიკეთე უფალმა ასმაგად დაუბრუნოს ამ ლამაზ გოგო-ბიჭს.

„შემიძლია, დედას წვნიანის მომზადებაშიც კი დავეხმარო. ახალ გაზქურაზე ეს უფრო სახალისოა“

– თამარ, ყველანი ვეცადეთ, რამენაირად შეგვემსუბუქებინა თქვენი ყოფა, მაგრამ ამით თქვენი პრობლემები არ დასრულებულა. თქვენ კიდევ უამრავი საჭიროებები გაქვთ, რომლის მოგვარებაში დახმარება, ისევ ჩვენს ერთგულ მეგობრებს და მკითხველს უნდა ვთხოვოთ. რა არის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის?

თამარი: ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი გიოს ჯანმრთელობაა. ამ ეტაპზე მას სჭირდება გამოკვლევები, უროლოგის, ნევროპათოლოგის და ქირურგის. ხელოვნური ნაწლავი, რომელიც ჩაუდგეს, მუდმივ დაკვირვებას საჭიროებს. გარდა ამისა, მეხუთე ოპერაციის შემდეგ მას ჰქონდა ეპილეფსიური შეტევები, ამდენი ნარკოზი ასეთ მცირე ასაკში, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამანგრეველია ორგანიზმისთვის? განვითარებაშიც შეინიშნება ჩამორჩენა. გიოს აუცილებლად სჭირდება სამედიცინო გამოკვლევები. ეს ყველაფერი არ ფინანსდება, როგორ უნდა მოვახერხო ამხელა თანხების შეგროვება? ექიმთან ვიზიტიც კი, კოლოსალური თანხა ღირს – ჩემთვის წარმოუდგენლად ძვირია!

  ბარბარე: მე სასკოლო ნივთები მინდა, ჩანთაც დამეხა და ფეხსაცმელიც… შეგიძლიათ, ახალი სასწავლო წლისთვის მაინც რომ მაჩუქოთ ახალი რვეულები და კალმები? გპირდებით სულ „ათიანებზე“ ვისწავლი. მეხუთე კლასიდან ნიშნებს დაგვიწერენ და ნახავთ, ერთდროულად სამ „ათიანს“ მივიღებ ხოლმე, ხან ოთხსაც…

ბარბარეს ხმა დიდხანს ჩამესმოდა ყურში.  წკრიალა ხმა გოგონასი, რომელიც სასკოლო ნივთებზე ოცნებობს. ამ ნივთების ყიდვის საშუალება კი, დედას არ აქვს. მას ჯერ პატარა ავადმყოფი გიო ჰყავს მისახედი. დედას ექიმებთან ვიზიტის ფულიც კი არ აქვს. ღმერთო, რა ძნელია სიღარიბე და ავადმყოფობა ერთად… ისევ თქვენ მოგმართავთ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო! ნუ მივატოვებთ ამ ოჯახს, გავერთიანდეთ! დავეხმაროთ პატარა გიოს და ავუხდინოთ ოცნებები მის ოჯახს!

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ფროდიაშვილების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან.

ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:  0901200270 ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 დეკ 05
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1775.00₾
2023 იან 23
გაზქურა
475.00₾
2023 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
770.00₾
2023 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
250.00₾
2023 მაი 14
გამოკვლევა
700.00₾
2023 აგვ 09
მედიკამენტები
158.68₾
2023 სექ 09
საწოლი
580.00₾
2023 ოქტ 14
მედიკამენტები
354.36₾

სულ ხარჯები:

5063.04₾

დარჩა:

0.27₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.10.2023 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.10.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.04.2023 16:20:14
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.03.2023 20:00:00
₾900.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.03.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.03.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.03.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.03.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.03.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.02.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.02.2023 20:00:00
₾2.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.02.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.02.2023 20:00:00
₾18.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.02.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.02.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.02.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.02.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.02.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.02.2023 20:00:00
₾0.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.02.2023 20:00:00
₾20.00

შემოწირულია:

₾5,063.31

174 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾5,063.31

174 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება