ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

რეზიკო თუ ტირის, ტირის მთელი მისი ოჯახიც. თან, რა მწარედ ტირის და საცოდავად კვნესის… გვიშველე, ღმერთო!

calendar ნოემბერი 20, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

„წყნარად მოიქეცი, ბევრი არ ილაპარაკო, არ იხმაურო, რეზიკო ძლივს დავამშვიდე. მთელი დღე ტიროდა. მგონი, ყელი სტკივა ან მუცელი. იმხელაა, ჩემზე დიდი, მაგრამ პატარა ბაიასავით იქცევა“ – ამ სიტყვებით შემომეგება საქმიანი გოგონა ლიზი და ამიხსნა, როგორ უნდა მოვიქცე, რეზიკოს რომ არაფერი ვატკინო და როგორ ვილაპარაკო, რომ არ იტიროს მისმა ძამიკომ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
რეზიკო თუ ტირის, ტირის მთელი მისი ოჯახიც. თან, რა მწარედ ტირის და საცოდავად კვნესის… გვიშველე, ღმერთო!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„ოღონდ შენ არ იტირო, არ იტირო, ჩვენო საყვარელო ძამიკო! მთელი დღე ჩურჩულით ვილაპარაკებთ და სხვებსაც გავაჩუმებთ“

         „წყნარად მოიქეცი, ბევრი არ ილაპარაკო, არ იხმაურო, რეზიკო ძლივს დავამშვიდე. მთელი დღე ტიროდა. მგონი, ყელი სტკივა ან მუცელი. იმხელაა, ჩემზე დიდი, მაგრამ პატარა ბაიასავით იქცევა“ – ამ სიტყვებით შემომეგება საქმიანი გოგონა ლიზი და ამიხსნა, როგორ უნდა მოვიქცე, რეზიკოს რომ არაფერი ვატკინო და როგორ ვილაპარაკო, რომ არ იტიროს მისმა ძამიკომ.

„რეზიკოს ყველაზე მეტად უყვარს, დაიკო რომ უმღერის“

რეზიკო თუ ტირის, ტირის მთელი მისი ოჯახიც. თან, რა მწარედ ტირის და საცოდავად კვნესის… ის ხომ სხვაგვარად ვერ ხსნის, რომ რაღაც სტკივა, რაღაც აწუხებს და ამიტომ, თავად უნდა მიხვდნენ დედა და ბებია: „აი, ახლა ზურგი ასტკივდა – უნდა გადავაწვინო. ახლა, სწყურია, ეხლა კი – მარტო დარჩენა, სიჩუმე და სიმშვიდე უნდა.“
         – მომიყვები შენს ძმაზე, ლიზი?
         ლიზი (7 წლის): ჯობია, ბებომ მოგიყვეთ. თორემ მე და დედა ყოველთვის ვტირით, რეზიზე რომ ვლაპარაკობთ. მე შემიძლია გითხრა, რომ ყველაზე კარგი ბიჭია და სულ რაღაც სტკივა.
მზევინარი: მოდით, მე მოგიყვებით. უკვე 10 წელია, რაც გული გახეთქვაზე მაქვს. რეზი ჩემი პირველი შვილიშვილია. როგორ ველოდებოდით, რა ბედნიერები ვიყავით… სრულიად ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა. 8 თვის რომ იყო, უკვე „დედას“ ამბობდა, სიმღერებს ჰყვებოდა. ყველა, ვინც ნახავდა, გვეუბნებოდა: „ნამდვილი გენიოსი იზრდებაო!“

 „ღმერთს ვევედრებოდი, ჩემი შვილიშვილის დაავადებები ჩემთვის მოეცა – ეპილეფსია და დიაბეტი დამემართა“

         – შემდეგ რა მოხდა?
         მზევინარი: 8 თვის რომ იყო, ავად გახდა – ძალიან სტკიოდა ყურები. ვერ იძინებდა – სულ ტიროდა. წავიყვანეთ საავადმყოფოში, სადაც რაღაც გადასხმები გაუკეთეს და გაითიშა. სამ დღეში დავკარგეთ – კომაში იყო. მერე კი, გონს მოვიდა მაგრამ, თითქოს, გონება წაუშალეს: ვერ გვცნობდა, არ ესმოდა, რას ვეუბნებოდით. აი, ასე აქციეს ჩემი შვილიშვილი ხეიბრად. მერე კი, გვითხრეს, რომ ცერებრალური დამბლა აქვს და ეს არ იკურნება. მთელი ცხოვრების განმავლობაში დასჭირდება ისეთი მოვლა, როგორც სიცოცხლის პირველ დღეებში.
– წარმოდგენაც კი ძნელია, რის გადატანა მოგიხდათ.
მზევინარი: არც ეცადოთ. ნამდვილი საშინელებაა! მერე კი, დაიწყო შეტევები, საავადმყოფოები, ექიმები, ოპერაციები, ვალები, სესხები, რეაბილიტაცია… თითქოს, მომჯობინდებოდა ბავშვი და ისევ სიცხე – და ისევ თითქოს, არც გვიმკურნალია. ყველაფერს თავიდან ვიწყებდით, ვბრუნდებოდით იგივე წრეზე. აღარანაირი საშუალება არ გვაქვს, თან ვალები გადავიხადოთ და თან, საჭმლის ფულიც რომ დაგვრჩეს.
– არავინ გეხმარებათ?
მზევინარი: მშობლები სამი წლის წინ გარდამეცვალა – ორივეს კიბო ჰქონდა. დიდხანს ავადმყოფობდნენ, მერე კი, ორივე ერთად დავკარგე. ჩემს ძმებს საკუთარი დიდი ოჯახები ჰყავთ, თავადაც უჭირთ. მეუღლის ოჯახსაც საკუთარი პრობლემები აქვს.
– ახლა სად ცხოვრობთ? აქ ისეთი ხმაურია.
მზევინარი: ეს ყოფილი სატელეფონო სადგურის შენობაა. ახლა, აქ საერთო საცხოვრებელია, 80 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. ჩვენც აქ შეგვასახლეს. არ ვიცი, რამდენი წლით. შეიძლება ნებისმიერ დროს გვითხრან: „წადით!“ და სად წავიდეთ? არც მე, არც ჩემს მეუღლეს საკუთარი ჭერი არ გვაქვს. მეშინია, ქუჩაში არ აღმოვჩნდეთ.
გიგი (5 წლის): როგორ, ქუჩაში? პირდაპირ ეზოში უნდა გვეძინოს? რა უცნაური ხარ! ძაღლები ხომ არ ვართ?!
მზევინარი: სამწუხაროდ, ზოგიერთი ძაღლიც კი, ჩვენზე უკეთესად ცხოვრობს.
– შენ მოგწონს თქვენი ცხოვრება, გიგი?
გიგი: არა! მე, ბებოს და ლიზის ერთ საწოლში გვძინავს, სულ ფეხებს ვურტყამთ ერთმანეთს. კიდევ, ის არ მომწონს, რომ რეზი არ მიჯერებს, ვეუბნები: „ადექი, საყვარელო, ადექი, წავიდეთ, ბურთი ვითამაშოთ“. ის კი, მაინც წევს.
მზევინარი: „ჩემი ძმა ლაპარაკს ისწავლის? მეთამაშება?“ გულს მიკლავს ეს კითხვები, ჩვენ ხომ ყველანი, გიგის გარდა, უკვე შევეგუეთ იმას, რომ რეზი ვერასდროს ადგება, ვერ ილაპარაკებს და ვერ ეთამაშება თავის პატარა ძმას.

 „არცერთი დედა არ იმსახურებს იმას, რომ თავისი შვილების ტანჯვას უყუროს. და თუკი ეს გარდაუვალია, ღმერთმა გააძლიეროს ყველა.“

        – როგორია რეზის ამჟამინდელი მდგომარეობა? 
         მზევინარი: აი, თავადაც ხედავთ: წევს და ტირის. ყოველთვის ვერ ვხვდებით, რა სჭირს. ყოველთვის ვერ ვახერხებთ მის დამშვიდებას. უმეტესად მაშინ ტირის, როდესაც სწყურია, რამე სტკივა, ან სიჩუმე უნდა. ხმაურის დროს ძალიან წუხს. შეიძლება კრუნჩხვებშიც ჩავარდეს.

 „კრუნჩხვების შემდეგ, მისი კუნთების მოდუნება ძალიან ძნელია“

ლიზი: ან, მაშინ ტირის, როცა ჩემთან თამაში უნდა.
– ხშირად ეთამაშები ხოლმე?
ლიზი: მაშინ ვეთამაშები, როდესაც არ მეჩხუბება. თუ ლექსი მაქვს სასწავლი, მაშინაც გვერდით ვუზივარ და ხმამაღლა ვკითხულობ. მაგრამ ჩუმად, ცუდად რომ არ გახდეს.
გიგი: იქნებ, სათამაშო უნდა ვუყიდოთ, რომ ჩაეხუტოს და მშვიდად ეძინოს?
– შენსას არ აძლევ?
გიგი: არა! იმიტომ კი არა, რომ ბოროტი ვარ. უბრალოდ არ მაქვს.
– ესე იგი, სათამაშოები გჭირდება. სათამაშოების გარდა, რაზე ოცნებობ კიდევ? 
გიგი: ბევრ რამეზე. აი, ახლა, სკოლაში უნდა წავიდე და ამიტომ, სასკოლო ნივთებზე ვოცნებობ. სკუტერზე და პლანშეტზე. და კიდევ იმაზე, რეზი რომ არ იყოს ავად და არ კანკალებდეს.

 „ჩემი ოცნებაა, ჩემი ძმა ჯანმრთელი იყოს. კიდევ, სკუტერი. მეტი არაფერი მინდა.“

         ლიზი: ჩვენი მთავარი ოცნებაა, რეზი რომ იყოს ჯანმრთელი ან, ესე ძალიან მაინც არ დაიტანჯოს. იცით, რა ცუდად ხდება? ხანდახან წარმოვიდგენ ხოლმე, რომ მე მაქვს ესეთი ხელები და ფეხები, რომ არ შემიძლია საწოლიდან ადგომა, არ შემძლია, ჩემით ჭამა და ვტირი. საშინელებაა.
        – ლიზი, რეზის გამოჯანმრთელების გარდა რაზე ოცნებობ კიდევ? შენი ასაკის გოგოებს ისეთი ლამაზი ოცნებები აქვთ ხოლმე!
        ლიზი: არც კი ვიცი. ბევრი ფული რომ მქონდეს, ტელეფონებს ვიყიდიდი ჩემთვის და ჩემი ძმისთვის. იცით, რა ძნელია, როდესაც არ გაქვს? ყველას შეუძლია მეცადინეობა, საინტერესო ინფორმაციის მოძიება, ჩემს გარდა.
– მზევინარ, ახლა თქვენ გვითხარით, თქვენთვის რის გაკეთება შეგვიძლია?
მზევინარი: მხოლოდ პენსიითა და შემწეობის თანხით ვარსებობთ. ჩემი მეუღლისა და შვილის ხელფასები კი, ვალებში მიდის. როგორც უკვე გითხარით, ბევრი ვალი დაგვიგროვდა,  რეზიკოს რომ ვმკურნალობდით. ბევრი რამ გვჭირდება. თავად -დათვალეთ: პამპერსი (დღეში 7-8 ცალი), ძვირადღირებული მედიკამენტები. ის გვშველის, რომ რეზიკო ყველაფერს ჭამს და სოციალური სასადილოს საჭმელებიც კი მოსწონს.
– რეზის პამპერსებისა და მედიკამენტების გარდა, იქნებ კიდევ გჭირდებათ რამე?
მზევინარი: სარეცხი მანქანა მჭირდება. რეზის თეთრეულს ყოველდღე უნდა რეცხვა, მე კი უკვე ხელებში ძალა აღარ მაქვს. კიდევ, ძალიან გვჭირდება გაზქურა და გამათბობელი. და იქნებ, ვინმეს ჰქონდეს ძველი, მოსახერხებელი ტანსაცმელი, რეზის რომ ჩავაცვა? საერთოდ არაფერი აქვს. აი, კინაღამ დამავიწყდა: ძალიან გვჭირდება საწოლები ბავშვებისთვის. ახლა, რეზის დედასთან ერთად სძინავს, მე კი, ლიზისთან და გიგისთან ერთად. ძალიან მოუხერხებელია!

რეზის სჭირდება თქვენი დახმარება, ის ხომ ღვთის შვილია!

გიგი: კი, თორემ ლიზი ფეხებს მირტყამს ძილში და ხვრინავს! 
ლიზი: ვინ ხვრინავს?! არ დაუჯეროთ, მე არ ვხვრინავ. ეს რეზის უჭირს სუნთქვა.
– მზევინარ, აუცილებლად დავწერთ თქვენს გასაჭირზე. ჩემი აზრით, ლიზის და გიგის ძალიან სჭირდებათ ორსართულიანი საწოლი, სათამაშოები, პლანშეტი და ახალი ტანსაცმელი.
მზევინარ: ვერც გავბედავ, რომ გთხოვოთ ეს ყველაფერი. ისედაც, ისე გამოდის, თითქოს მხოლოდ ჩემს ავადმყოფ შვილიშვილზე ვფიქრობ, ლიზი და გიგი კი, ვითომ არც არსებობენ. როგორ მტკივა ამის გამო გული! მჯერა, თქვენმა მკითხველებმა უკეთ იციან რამ შეიძლება გაახაროს ჩემი საბრალო შვილიშვილები. მათ სრულიად ვენდობი.

„გაიღიმე, ჩემო ლამაზო ბიჭო, აუცილებლად დაგვეხმარებიან“

***
         აი, კიდევ ერთი ღვთის შვილი, კიდევ ერთი სნეული ბიჭუნა, რომელიც ვერ გვეტყვის მადლობას და ვერც კი მიხვდება, რომ დავეხმარეთ. აი, სწორედ მაშინ, როდესაც ასეთ ბავშვებს ვეხმარებით, გულს ვუხსნით უფალს! ჩვენ ხომ სიკეთეს მადლობის გამო კი არა, არამედ მხოლოდ საკუთარი სულის გადასარჩენად ვაკეთებთ.
რეზი, ლიზი და გიგი ელიან ჩვენს დახმარებას, ჩვენს გარეშე, ისინი უბრალოდ ვერ გადარჩებიან. ეს ოჯახი მარტო ვერ გაუმკლავდება ამ სიძნელეებს, ჩვენს გარდა კი, არ ჰყავთ ახლობელი ადამიანები! თქვენ ხართ ერთადერთი იმედი! ბავშვები უნდა გადავარჩინოთ! შეხედეთ, რა კარგები არიან! 
პამპერსი, მედიკამენტები, პროდუქტი, სარეცხი მანქანა, გაზის გამათბობელი და გაზქურა შეუმსუბუქებდა მათ ცხოვრებას. ბავშვებს კი, სჭირდებათ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, პლანშეტი და ორსართულიანი საწოლიც. ჩვენ ხომ ეს შეგვიძლია? ხომ ასეა?
         თუკი ვინმეს ექნება სურვილი მოინახულოს და პირადად გაუწიოს ამ ოჯახს დახმარება, მათი მისამართია: ქუთაისი, ნიკეას ქ. ბინა 40გ.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას. 
        არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მიქაძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:!
დალოცვილები ყოფილიყავით!

ფონდის ძვირფასო მეგობრებო, უფალი გადაგიხდით მადლობას ყველას!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„სასწაულების მხოლოდ 51 წლის ასაკში დავიჯერე. განა ეს სასწაული არაა, რაც ჩვენს თავს ხდება?! ღმერთო, მადლობა, ამდენი კეთილი ადამიანი რომ გამოგვიგზავნე ყველაზე რთულ დროს. სიცივეში გაყინული ჩემი პატარები, მაღალი სიცხით იწვნენ საავადმყოფოში და უცებ, თქვენი ზარი… უამრავი პროდუქტი, წამლები… და ეს გამათბობელი გამოგვიგზავნეთ. არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ!“ – გვეუბნება  ბებია მზევინარი და პატარა რეზიკოს ეფერება გამხდარ, ძალაგამოლეულ ხელებზე – „შეხედეთ, რა უმწეოა, მას არ შეუძლია, მადლობა რომ გითხრათ, ან სიხარული რომ გამოხატოს, მაგრამ მის მაგივრად უფალი გადაგიხდით მადლობას! თქვენი ხომ, ჩვენამდე სწორედ უფალმა მოგიყვანათ!“

ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს 10 წლის პატარა რეზიკოს. რეზიკო ცერებრული დამბლითაა დაავადებული. 8 თვის იყო, დაავადება რომ გამოუვლინდა. ოჯახმა ყველაფერი გაყიდა, რაც კი რამ ებადა, რათა დახმარებოდა პატარას, მაგრამ… ახლა, ისინი ძველი სატელეფონო სადგურის შენობაში არიან შეხიზნულები. რეზიკოს გარდა, ოჯახში კიდევ ორი პატარაა: 7 წლის ლიზი და 5 წლის გიგი. ბავშვები საკვებსა და სათამაშოებზე ოცნებობდნენ…  გადადით ბმულზე და წაიკითხეთ მიქაძეების ოჯახის სულისშემძვრელი ისტორია.

– მზევინარ, ვხედავ, ბავშვები ძალიან გახარებულები არიან, მოეწონათ ჩვენი საჩუქრები?

მზევინარი: როგორ შეიძლება, არ გვიხაროდეს ასეთი ძვირფასი საჩუქრები?! თქვენმა თანამშრომლებმა  გაზის გამათბობელი და ორსართულიანი საწოლი რომ მოგვიტანეს, ლიზიკომ სიხარულისგან სიმღერა დაიწყო და პირველი, რაც მკითხა, ეს იყო: „ბებიკო, ახლა ხომ, კარგად გავთბებით და მშვიდად დავიძინებთო?“

გიგი (5 წლის): თბილად რომ ვიქნებით, აღარც ავად გავხდებით. ბაღში ვივლი ხოლმე. იქ წვნიანს შევჭამ და მუცელიც აღარ მეტკინება. 

 – გიგი, ლიზი, საწოლი ძალიან მოგეწონათ?

ლიზი (7 წლის): აბა, რა… მე ბებოსთან ერთად მეძინა ხოლმე და ძლივს ვეტეოდით. ახლა, მე ზედა სართულზე ვკოტრიალებ, გიგი კი ქვედა სართულზე. ხანდახან, ვპატიჟებ ხოლმე ზემოთ და ერთად ვთამაშობთ. ეს ისეთი სახალისოა, თითქოს, ორივეს ჩვენ-ჩვენი სახლები გვაქვს. 

ქვევით გიგის „სახლია“, ზემვით კი ლიზის – ეს ისეთი სახალისოა…

მზევინარი: თქვენი ფონდი საკვებით, მედიკამენტებითა და პამპერსითაც დაგვეხმარა. ვერ წარმოიდგენთ, ამით როგორ გაგვახარეთ. ზუსტად ის პერიოდი იყო, როდესაც რამდენიმე პამპერსი მეზობელს გამოვართვით და აღარ ვიცოდით, რა იქნებოდა მერე… ხომ გესმით, რეზიკოს სულ პამპერსი აცვია. მისი მდგომარეობა ძალიან რთულია. მე კი, არც სარეცხი მანქანა მაქვს, არც ძალა, რომ შევძლო ამდენი სარეცხის რეცხვა… თავადაც მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. ექვსი ოპერაცია გადავიტანე. ეპილეფსიური შეტევები მაქვს ნერვიულობის ნიადაგზე. როგორ ვცოცხლობ ამდენი ტანჯვით, ან როგორ ვიბრძვი ჩემი შვილიშვილების მომავლისთვის, მე თვითონ მიკვირს! ალბათ, თქვენნაირი კეთილი ადამიანები მაძლევენ ძალას.

ლიზი: არ გინდათ, ყველაზე მთავარი გაიგოთ? გინდათ, გაჩვენოთ მთავარი საჩუქარი?

 – აბა, რა საჩუქარი?

 (ლიზი გვტოვებს და ორიოდე წუთში ველოსიპედს მოაქროლებს სოციალური საცხოვრებლის დერეფანში, გიგი კი პატარა სკუტერზეა ამხედრებული. ბავშვების ჟრიამული ისმის. ისინი უზომოდ გახარებულები არიან.)

„ისე სწრაფად დავქრივართ, ვერ დაგვეწევით!“

ლიზი: თქვენ არ იცით, რამდენი ხანი ვოცნებობდი ველოსიპედზე. აი, ზუსტად ასეთი მინდოდა!

გიგი: მე კი, ასეთი სკუტერი.

 მზევინარი: თქვენმა თანამშრომლებმა დარეკეს და ჰკითხეს ბავშვებს, თუ რა გაუხარდებოდათ  ყველაზე მეტად. იმ დროს, ისინი ჯერ კიდევ საავადმყოფოში იწვნენ. უნდა გენახათ ჩემი პატარების თვალები, როდესაც ოცნება აუხდინეთ. აქამდე, ისინი ასეთი ცელქები, ასეთი ბედნიერები არასდროს მენახა. ჩემი ლიზიკოს და გიგის ყოველი ღიმილისთვის გიხდით მადლობას.

ერთი სული ჰქონდა, როდის გახსნიდა, ძლივს გადავუღეთ სურათი.

„მალე დამხმარე ბორბლებსაც მოვხსნი და ისე ვიქროლებ! მე ხომ, დიდი გოგო ვარ!“

 – ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ, კიდევ თუ დაგეხმარათ ვინმე?

მზევინარი: ვებ-გვერდზე ჩვენი ისტორიის გამოქვეყნების შემდეგ, კიდევ დიდი დახმარება მივიღეთ. ერთი სათნო ქალბატონი იყო მოსული. მან პროდუქტის ვაუჩერი, ტკბილეული და საკანცელარიო ნივთები მოგვიტანა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მას. ასევე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ აკაკის, ჩვენს სოციალურ მუშაკს, რომელიც შეძლებისდაგვარად გვიდგას მხარში. მან საკვების და მედიკამენტების ვაუჩერი გადმოგვცა საახალწლოდ. ასევე, დიდი მადლობა სარეაბილიტაციო ცენტრ „ნაიოს“ და მის ხელმძღვანელს ბატონ ზაზას ამ მრავალფუნქციური ეტლისათვის, სადაც რეზიკოს შეუძლია ჯდომა, წოლა. ეტლს მასაჟის ფუნქციაც აქვს.

„ჩვენ ვერ შევძლებდით ჩვენი ბიჭისთვის ასეთი ეტლის ყიდვას.“

რეზიკოს ლაპარაკი რომ შეეძლოს, ის ყველას  გეტყოდათ სიტყვას  „მიყვარხართ!“

– მზევინარ, რეზიკოს შესახებ გკითხავთ, თუ შეიძლება. გარდა მედიკამენტებისა, მას ვარჯიში და მასაჟიც ესაჭიროება, ხომ ასეა?

მზევინარი: რეზიკოს ჯანმრთელობა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მასაჟებზე მის ტარებას ვერ ვახერხებთ. ყოველდღიურად მინიმუმ 10 -15 ლარი გვჭირდება, ტაქსით რომ წავიყვანოთ და მოვიყვანოთ. ამის საშუალება კი ჩვენ არ გვაქვს. თუ გამოჩნდება ვინმე ღვთისნიერი ადამიანი და შეძლებს, ამ საკითხის მოგვარებაში რომ დაგვეხმაროს… არ ვიცი… ალბათ, მისთვის მთელი ცხოვრება ვილოცებ…

 – კიდევ რა საჭიროებები გაქვთ?

მზევინარი: საჭიროებებს რა გამოლევს, ჩვენთვის ყველანაირი დახმარება ბედნიერებაა. არ გვაქვს სარეცხი მანქანა, ეს მაცივარი და გაზქურაც არ არის ჩვენი. ნათესავმა გვათხოვა და ერთ თვეში უნდა წაიღოს. მერე რა გვეშველება? 

გიგი: „საჭიროება“ რა არის?

 – ის, რაც ძალიან გჭირდება, პატარავ!

გიგი: მაშინ მე მაქვს ძალიან დი-ი-ი-ი-დი „საჭიროება“! მინდა „ბევრი საჭმელებიანი“ მაცივარი და კიდევ, სათამაშო კუბიკები, სახლი რომ ავაშენო.

ლიზი: მე კი, ცეკვაზე სიარული მინდა, მაგრამ 60 ლარია გადასახდელი და არ გვაქვს ამხელა ფული. ხურდებითაც ვერ მოვაგროვებ… 

ამ პატარა ანგელოზებს ჩვენი დახმარება კვლავ სჭირდებათ!!!

***

მეგობრებო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ამ ბავშვებისთვის გააკეთეთ. ერთად ჩვენ შევძელით ამ პატარების სევდიანი გულების გახარება. თუმცა, პრობლემები ისევ არსებობს. რეზიკოს მასაჟები ესაჭიროება. ბავშვები ოცნებობენ გემრიელ საჭმელზე. ამიტომ, ოჯახს  პროდუქტით რეგულარულად თუ დავეხმარებით, ეს ნამდვილად იქნება ყველაზე დიდი გამარჯვება! 

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მიქაძეების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან.  ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

 არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

  სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 დეკ 08
მედიკამენტები
75.28₾
2022 დეკ 08
მედიკამენტები
8.00₾
2022 დეკ 14
გაზის გამათბობელი
760.00₾
2023 იან 05
პროდუქტები
199.48₾
2023 იან 29
საწოლი
700.00₾
2023 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
310.00₾
2023 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
125.00₾
2023 აპრ 24
პროდუქტები
130.00₾

სულ ხარჯები:

2307.76₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.04.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.04.2023 16:23:27
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.03.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.03.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.03.2023 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.03.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.03.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.02.2023 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.02.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.02.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.02.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.02.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.02.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.02.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.02.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.02.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.02.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.02.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.02.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.02.2023 20:00:00
₾8.00

შემოწირულია:

₾2,307.13

158 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,307.13

158 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება