ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დღეს დათუნას გაუმართლა სიტყვებით ამ საშინელების გადმოცემა შეუძლებელია

calendar დეკემბერი 12, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ჩვენი ფონდი დათუნას და მის ოჯახზე იღებს მზრუნველობას! შემოგვიერთდით მეგობრებო! თქვენი მხარდაჭერის გარეშე ქართველი ბავშვები დაიღუპებიან. საქართველო ხომ ჩვენი, ამაყი ადამიანების ქვეყანაა. ერთად დავეხმაროთ დათუნას ნამდვილი მაღაზიების გზა ისწავლოს.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
დღეს დათუნას გაუმართლა სიტყვებით ამ საშინელების გადმოცემა შეუძლებელია
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ეს დათუნას სუპერმარკეტია – კარგი და ლამაზი ბიჭის. და სამწუხაროდ მხოლოდ ის არ „ამარაგებს“ დედას და პატარა დებს ასეთი „ძვირფასი“ პროდუქტებით და საჩუქრებით.

ნუთუ ასეთი მომავალი ელოდება საქართველოს ლამაზ და კეთილ ბავშვებს!
ჩვენი ფონდი დათუნას და მის ოჯახზე იღებს მზრუნველობას! შემოგვიერთდით მეგობრებო! თქვენი მხარდაჭერის გარეშე ქართველი ბავშვები დაიღუპებიან. საქართველო ხომ ჩვენი, ამაყი ადამიანების ქვეყანაა. ერთად დავეხმაროთ დათუნას ნამდვილი მაღაზიების გზა ისწავლოს. 

ყველაზე იღბლიანი დღე დათუნასთვის. მოასწრო სხვისი გადაგდებული პურიანი პარკი პირველმა იპოვა, სადაც თეთრი პური და შოთის პურები იყო.

– საღამოს შვიდ საათზე დავწვებით და დავიძინებთ – აგრძელებს ჩემთან საუბარს ექვსი წლის სალომე, – თორემ უკვე ძალიან გვშია.
– რატომ, ასე ადრე?!
სალომე: ყველას ძალიან, ძალიან გვშია. ამიტომ, ეხლა დავიძინებთ, ხვალ კი ყველანი ერთად შევჭამთ ამ პურს! დედიკოს ხომ, ოთხნი ვყავართ!
დათუნა: ხელი არ ახლოთ, ეს ხვალინდელი პურია. აჩერებს დათუნა პატარა დების გაწვდილ ხელებს. აი ხვალ გავიღვიძებთ და შევჭამთ, თუ მანამდე თაგვებმა არ შეგვიჭამეს. 
 სალომე: აი დედიკოც ჩვენთან ერთად დაწვება, შუქს ჩავაქრობთ. პური ხვალისთვის არის, დღეს აღარ შეიძლება, ხელი რომ ვახლოთ. დილით როგორც კი გავიღვიძებ, მაშინვე გადავსანსლავ. დეიდა, შენ სად უმალავ პურს თაგუნიებს? ჩვენ ქვაბში ჩავდეთ და თავსახურს ქვა დავადეთ ზემოდან. დღესაც მოვლენ ეს უნამუსო თაგვები. იატაკის ქვეშ ცხოვრობენ და ჩვენს სახურავზე. მხოლოდ ღარიბ ბავშვებთან რატომ მიდიან? მდიდრებთან წავიდნენ! მე ვუყვირი, ფეხებს ვუბაკუნებ, მაგრამ მაინც გვპარავენ პურს და შაქარს და ჩვენთან ერთად, საწოლში უნდათ ძილი. ხანდახან ვეუბნები: პატარა ბავშვებისთვის პურის და შაქრის წართმევა არ შეიძლება, მაგრამ მათაც ხომ შიათ…
***
ჟუჟუნას ოთხი შვილიდან თითოეულს, შეუძლია ადამიანის გული გაუხეთქოს და აუტანელი სულიერი ტკივილი მიაყენოს. სამი წლის სოფიას იმით, რომ უკვე ორი კვირაა, წამლების გარეშე, სიცხისგან იწვის. ცხრა წლის ანას იმით, რომ იღიმის, მიუხედავად იმისა, რომ იყინება და ცახცახებს, როდესაც ფეხები უსველდება დახეულ ფეხსაცმელში. უფროსს, დავითს იმით რომ სიგიჟემდე გაუხარდა რამდენიმე სუფთა ფურცელი და კალამი.

სალომეს, ამ პატარა საყვარელ გოგოს გული სტკივა როცა კლასელები დასცინიან, როცა იგებენ, რომ ის მხოლოდ პურს ჭამს. 

        თავად ჟუჟუნასაც შეუძლია საშინლად ატკინოს გული ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად უწყინარი ადამიანია. შეუძლია. როდესაც გაიგებთ, რომ მეორე ჯგუფის შშმ პირია, გონებრივად ჩამორჩენილი, რომელიც გულგრილად მიატოვეს ოთხ შვილთან ერთად.

სოფო მაღალი სიცხის გამო ძალიან სუსტადაა

       – ჟუჟუნა, სოფო ხომ ექიმთან არის წასაყვანი, თავისით არ გაუვლის მაღალი სიცხე. 
        ჟუჟუნა: ღმერთია ჩვენი ექიმი. დათუნა განკურნა. დათუნას მუხლი დაუჩირქდა და გაუსივდა, იმდენი ვილოცე, რომ ნელ-ნელა გაუარა. მეც დამეხმარა, მეც ხშირად მაქვს მაღალი სიცხე. სოფოსაც დაეხმარება. ექიმები კი, ვერ უშველიან. მეუბნებიან: წამალი იყიდე. იმას მთხოვენ, რასაც ვერ ვაკეთებ.
       – ძალიან ჩუმად ლაპარაკობთ, თითქმის ჩურჩულით, რატომ?
        ჟუჟუნა: იმიტომ, რომ მეც ვცივდები. ყელი მეწვის და მაციებს. მე, ანას და სოფოს ერთ საწოლში გვძინავს, ერთმანეთს ვეხუტებით. სხვა საწოლი არ გვაქვს. პატარამ გადამდო. ერთი ბავშვი რომ გამოკეთდება, მეორე ხდება ავად. ვინც ნაკლებად ახველებს და სახლიდან გასვლა შეუძლია, ის უვლის სხვებს. ახლა, სალომე გაკვეთილიდან დაბრუნდება. 70 ლარს ვუხდი მასწავლებელს სოციალური დახმარებიდან, ჩემი გოგონა რომ ამეცადინოს. ერთმა ბავშვმა მაინც ისწავლოს სკოლაში რამე.
      – რატომ, ერთმა, ანა და დავითი?
        ჟუჟუნა: ისინიც ჩემსავით გონებრივად ჩამორჩენილები არიან. ანამ 6 წლის ასაკში დაიწყო ლაპარაკი, წერა-კითხვა კი, ახლახან, 9 წლისამ ისწავლა. ანა და დავითი უბრალოდ გადაჰყავთ კლასიდან კლასში, ისე კი, ძალიან ბევრი რამ არ ესმით. მეც არ მესმის, პირველი კლასის წიგნებშიც კი. მეცადინეობაში ვერ ვეხმარები. ტვინი არ მიმუშავებს. ამიტომაც,  მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ.
        – ბავშვობიდან, ჟუჟუნა?
        ჟუჟუნა: თავიდან, არა. მაგრამ მახსოვს, რომ დედა ბევრს მცემდა ფეხებით. ალბათ, იმიტომ გავხდი სულელი. ჩემს დასაც სცემდა, მაგრამ, იმას ჩემზე უკეთესად უმუშავებს თავი. მას ის აქვს… ეპილაცია.
        – ალბათ, ეპილეფსია?
          ჟუჟუნა: აი, რომ ეცემიან და ფართხალებენ, ის.

დედიკო ჟუჟუნა – კეთილი და უწყინარი ადამიანია. ის მეორე ჯგუფის ინვალიდია. გულუბრყვილო და მზრუნველი ოთხი შვილის დედა, რომელსაც მარტო უწევს გაუმკლავდეს ცხოვრების სიმძიმეებს. მან არც კი იცის, რომ სახელმწიფო ვალდებულია მასზე და მის შვილებზე იზრუნოს

        – ღმერთო, რატომ, ასე… დედას აპატიეთ, გაქვთ მასთან ურთიერთობა?
         ჟუჟუნა: არ ვარ მასზე გაბრაზებული. ვერავის ვუბრაზდები. ძალიან ცუდ ხასიათზე არასდროს არ ვარ. რატომ ტირი? დედა, ხანდახან, ჩემი შვილებისთვის ხუთ ლარს მაძლევს. ბავშვობაში კი, მე და ჩემს დას არ გვინდოდა სკოლა-ინტერნატში ცხოვრება, მაგრამ დედა და მამა სულ მუშაობდნენ და სახლში ვერ მივყავდით. ბევრი წელი მუშაობდნენ.
          – მეუღლეზეც არ ხართ გაბრაზებული? ისიც ხომ აღარ არის თქვენს გვერდით?
          ჟუჟუნა: აღარ არის. სულ ცოტათი ვარ ნაწყენი. ბევრი გოგო შვილი უნდოდა, უხაროდა. ერთად გადმოვედით ამ სახლში, ორსულად ვიყავი. სოფოც ხომ, გოგო დაიბადა. რატომ წავიდა? რა არ მოეწონა?
       – უყვარდით, თბილ სიტყვებს გეუბნებოდათ?
        ჟუჟუნა: არა-ა-ა, ასეთი სიტყვები ჩემთვის ცხოვრებაში არავის უთქვამს. (იღიმის.) უბრალოდ ჟუჟუნას მეძახდა. სახლისთვისაც ყიდულობდა რაღაცეებს. მაგრამ, სტუმრად არასდროს მივყავდი, ყოველთვის მარტო დადიოდა. მერეც, სულ მარტო წავიდა. ჩვენ კი, აქ დავრჩით…

თაგვებით სავსე ხუხულას ქირის ფასია, თვეში 250 ლარი

ორი ციცქნა ოთახია, დაბალი ჭერით. გაზქურა და ღუმელი რომ ანთია, საერთოდ არ არის  ჰაერი

ძველი შპალერი საძინებელში და მოთენთილი სოფო

ბავშვებს ძველი საბნები და ჭუჭყიანი დეფორმირებული ლეიბები აქვთ

კატამ დაინახა თაგვი

        დათომ, როგორც იქნა, გაბედა ჩემთან ახლოს მოსვლა და ძალიან მორიდებით მთხოვა:
         – მომცემ ორ თეთრ ფურცლეს? სკოლისთვის დავალებას გავაკეთებდი და რამეს დავწერდი.
        – რა თქმა უნდა, აიღე.
          მთელი საღამო ცრემლად დაიღვრებოდით, რომ გენახათ, რა ბედნიერი იყო! ჟუჟუნას ყველაზე უბრალო ნივთების ფულიც კი არ აქვს: კალმების, ფანქრების, რვეულების. სახლი სავსეა ნაგავსაყრელიდან მოთრეული ნივთებით: კანადის დროშა, გაფუჭებული  ყავის აპარატი, გაზქურა, ვარდისფერი ცხენი, მაიმუნი… ხშირად, საჭმელიც.

დათუნა ოცნებობს ნაგავსაყრელში ველოსიპედი იპოვოს. წარმოუდგენია, რომ ერთ დღესაც აქ დახვდება ლამაზი ველოსიპედი არადახვრეტილი ბორბლებით 

დღეს მხოლოდ ნაძვის ხის ტოტები და „წვიმა“ გადააგდეს

          ჟუჟუნა: ბავშვებს პური მოაქვთ, ნაგვის ყუთზე (ბუნკერზე – რედ.) პარკით ჩამოკიდებული თუ ნახეს. შეიძლება ჭამა, ვაძლევ, თუ არ არის ძალიან ხმელი და გამწვანებული (დაობებული – რედ.) ან იმას ვჭამთ, რაც სასადილოდან მომაქვს. ხან იქიდან, ხან აქედან ხალხი გვეხმარება, ვინც ჩვენზე იცის.

ჯერ კიდევ დილით ყვითელი კვატი და სარწყავი ნაგვის ბუნკერში ეგდო. სათამაშოების კოლექცია სანაგვიდან

ეს გაზქურა, ჯართიდან არის მოტანილი და გაზს აპარებს!

          სალომე (უკვე დაბრუნდა): წრუწუნებიც ჩვენთან ერთად ჭამენ. დედა, ჩქარა მაჭამე მაწვნის „სუპი“, სანამ წრუწუნა ჩახტება.

   ფეხზე დგას, ჩქარ-ჩქარა ჭამს, გაბრაზებული, თან რაღაცაზე ფიქრობს.

         – სალო, რატომ ხარ ასეთი გაბუტული?
         სალომე: დღესაც დამცინოდნენ ბავშვები სკოლაში, ჩემი საუზმის გამო. „აბა, გვანახე! ჩვენც დაგვპატიჟებ?“ თვითონ ყოველთვის ხაჭაპური აქვთ, ლობიანი, ღვეზელი. მე კი, პური მიმაქვს. წვნიანს ხო არ წავიღებ. დედას კი, სხვა არაფერი აქვს.
        – როგორ შეიძლება ასეთი საყვარელი გოგონას, ასეთი მერცხალის წყენინება?
          სალომე: ყველა ბავშვს ექნება ახალი წელი, ჩვენს გარდა. ნაძვის ხეც არ გვექნება. არც გემრიელი კანფეტები. არც ფეხსაცმელი, არც ტანსაცმელი. არც ველო. ამას კი, (კატისკენ იშვერს თითს.) საჭმელი არ ექნება.
        ჟუჟუნა: წინა წელს კლასელებმა შეუგროვეს დათუნას ფეხსაცმლის ფული. გოგონებს კი, არაფერი აქვთ ფეხზე რომ ჩაიცვან. 
        – სახელმწიფო რა თანხით გეხმარებათ, ჟუჟუნა?
         სალომე: დედამ თვლა არ იცის. კალკულატორი სჭირდება. (ტელეფონში ნახულობს და აწვდის). აი, დე.
          ჟუჟუნა: ოთხმოცდა…ათი. არა, მოიცა… ცხრა…ასი სოციალური დახმარება. ინვალიდობის პენსია – 105. მრავალშვილიანი დედობის – 200. ამას უნდა გამოვაკლოთ ბინის 250 ლარი. აი, ამდენი დარჩა. (მაჩვენებს კალკულატორს.)
         სალომე: ჩემი მასწავლებელიც გამოაკელი.
         ჟუჟუნა: დამავიწყდა. კიდევ, გაზი და დენი. აი, ამდენი გამოვიდა. (მაჩვენებს კალკულატორს.)
         სალომე: არაფერი გვექნება, არც ტანსაცმელი, არც ფეხსაცმელი.
         – როგორი ბრაზიანი პატარა ჩიტუნია ხარ! აი, ანამ იცის, რომ გექნებათ, იღიმის. ტყუილად ხომ არ მოვსულვართ თქვენთან.
          სალომე: ანა სულ იღიმის. ვერაფერს ხვდება და იმიტომ. დათუნაც ვერ ხვდება და იღიმის. მე კი ვდარდობ, ასეთი ცუდი და ულამაზო სახლი რომ გვაქვს.

გაყინული და მშიერი არის, მაგრამ მაინც იცინის

         ჟუჟუნა: ეს ყველაზე იაფიანია, რაც ვიშოვნეთ. ადრე, სამგორში ვცხოვრობდით, ქირით. იქ არც გაზი გვქონდა, არც დენი.
          – გაზი და დენი ხომ საკმარისი არ არის, ჟუჟუნა? ჩვენს მკითხველებს თქვენზე ზრუნვა შეუძლიათ, თქვენ შველა გჭირდებათ.
          ჟუჟუნა: იმდენს ვხვდები, რომ ცუდად ვართ. მაგრამ, რა გავაკეთო? ვალები მაქვს ბაზარშიც და მაღაზიებშიც. ისიც გადასახდელია. ჩემს შვილებს სჭირდებათ 4 ველოსიპედი, უზომოდ გაუხარდებოდათ. ერთი არ შეიძლება, ერთად სხდებიან და უცებ ფუჭდება.
         – სახლისთვისაც ითხოვეთ რამე, ჟუჟუნა.
         ჟუჟუნა: კი, ორსართულიანი საწოლი გოგონებისთვის, ერთმანეთს აღარაფერს გადასდებდნენ. ახალი გაზქურაც, ისეთი, გაზს რომ არ აპარებდეს. ეს აპარებს, იცით? და კიდევ, სარეცხი მანქანა, თორემ პატრონის გაფუჭდა.
         დათუნა (ფრთხილად მადებს ხელს მხარზე): და ცისფერი თუთიყუში.
        ანა (ჩუმად ხითხითებს.): თოჯინის ჭურჭელი.
       სალომე: კარგი საჭმელები, ბავშვებმა რომ აღარ დამცინონ.

ერთი კარტოფილი და გუშინდელი პურის ნატეხი, რომელიც რომელიღაც კეთილმა ადამიანმა დატოვა სანაგვესთან – ამ პატარა გოგონას ვახშამია

***
           ასეთ საშინელებას რომ ნახავ, ტკივილისგან გული ჩერდება. ეს საშინელი ტვირთი, გაუსაძლისი სიბრალული მანამ უნდა ვატაროთ, სანამ მათთვის ყველაფერს არ გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. შაქარაშვილების ოჯახის ბავშვებისთვის და მათი ბავშვი დედისთვის. თქვენი  ყურადღება, მზრუნველობა, დროული დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!
         იმედით გელიან! შაქარაშვილების ოჯახის მისამართია: ქვემო ფონიჭალა, სადგურის აღმართი 6. (ასასვლელი პოლიციის შენობის გვერდით.)
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
         გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: შაქარაშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:!
დალოცვილები ყოფილიყავით!
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 იან 04
საწოლი
800.00₾
2023 იან 06
გაზქურა
855.00₾
2023 თებ 02
მეტალოპლასმასის კარ-ფანჯარა თედიაშვილი
1800.00₾
2023 თებ 02
რეაბილიტაციის კურსი გალოიანი
1706.00₾
2023 თებ 28
ფონდის ზედნადები ხარჯები
1650.00₾
2023 მარ 01
თეთრეული
1020.00₾
2023 აპრ 24
კომოდი
430.00₾
2023 აპრ 24
პროდუქტები
149.90₾

სულ ხარჯები:

8410.90₾

დარჩა:

4.55₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.05.2023 04:50:06
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.04.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.04.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.03.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.03.2023 20:00:00
₾8.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.03.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.03.2023 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.03.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.03.2023 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.03.2023 20:00:00
₾40.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.02.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.01.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.01.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.01.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.01.2023 20:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.01.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.01.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.12.2022 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.12.2022 14:13:14
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.12.2022 08:41:15
₾10.00

შემოწირულია:

₾8,415.45

561 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾8,415.45

561 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება