რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ბებიამ საყვარელი შვილიშვილების დედას ნაჯახი ხელიდან გამოსტაცა! დაიფარე ჩემი შვილიშვილები, ღმერთო!..

calendar დეკემბერი 21, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ქეთისთვის, მათესთვის, ანასტასიასთვის და 2 წლის მარიამისთვის ყველაზე საყვარელი დედა – ბებიაა. ბებია ყველაზე საყვარელი ადამიანია მთელ სამყაროში. „სიცოცხლეს დავთმობდი, ოღონდ ბავშვები დედას გაეზარდა. პატარებს დედის სითბო და სიყვარული სჭირდებათ. მაგრამ ბავშვებს დედის გახსენებაც ეშინიათ. წიწილებივით სულ კუდში დამდევენ. ერთი მოვა, ჩამეხუტება და დანარჩენებიც მომიცუცქდებიან, ბებოენაცვალოთ. ნაბოლარა მარიამი კი სულ ხელში მყავს“- გვიყვება ბავშვების ბებია ქეთინო და თან ტირის.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ბებიამ საყვარელი შვილიშვილების დედას ნაჯახი ხელიდან გამოსტაცა!დაიფარე ჩემი შვილიშვილები, ღმერთო!..

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ქეთისთვის, მათესთვის, ანასტასიასთვის და 2 წლის მარიამისთვის ყველაზე საყვარელი დედა – ბებიაა. ბებია ყველაზე საყვარელი ადამიანია მთელ სამყაროში. „სიცოცხლეს დავთმობდი, ოღონდ ბავშვები დედას გაეზარდა. პატარებს დედის სითბო და სიყვარული სჭირდებათ. მაგრამ ბავშვებს დედის გახსენებაც ეშინიათ. წიწილებივით სულ კუდში დამდევენ. ერთი მოვა, ჩამეხუტება და დანარჩენებიც მომიცუცქდებიან, ბებოენაცვალოთ. ნაბოლარა მარიამი კი სულ ხელში მყავს“- გვიყვება ბავშვების ბებია ქეთინო და თან ტირის.

– გვიამბეთ, თქვენ რატომ ზრდით შვილიშვილებს.
ქეთინო: საიდან დავიწყო არც ვიცი. მათ დედას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ზოგჯერ ძალიან აგრესიული ხდებოდა, შეეძლო ბავშვისთვისაც კი დაერტყა. როცა მისი მდგომარეობა დამძიმდა, გადავწყვიტეთ, რომ რაღაც პერიოდით ბავშვებთან აღარ ექნებოდა ურთიერთობა და სამკურნალოდ კლინიკაში დავაწვინეთ. რაღაც პერიოდი იქ გაატარა,  ახლა თავის მშობლებთანაა. 

მარიამი ყველაზე პატარაა და ჰგონია, რომ ბებო მხოლოდ მისია

– დედას ბავშვებთან სატელეფონო კავშირი მაინც თუ აქვს? 
ქეთინო: არა. ბავშვებს მისი ეშინიათ. არც კი იხსენებენ. ეს ჩემთვის ძალიან დამთრგუნველია, როგორ შეიძლება რომ შვილებს დედის ეშინოდეთ? მაგრამ მისგან ბევრი ცუდი ახსოვთ პატარებს. არ მინდა ახლა ამაზე საუბარი. მჯერა, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება და ბავშვებსაც დაავიწყდებათ რა ტანჯვა გამოიარეს. 

«აი მე წერა არ ვიცი, მაგრამ აქ დავწერე, რომ მე ყველაზე კარგი ბებო მყავს და რომ ყველაზე ბევრი მე ჩამეხუტოს»

– ბავშვების მამა სადაა?
ქეთინო: მე და ჩემი შვილი ბავშვებს ერთად ვზრდით.
მათე: მიყვარს როცა მამიკოსთან ერთად ტყეში მივდივარ შეშის მოსატანად, ან როცა თვითონ მიდის ვინმესთან მისახმარებლად ვენახში, მე მას ვეხმარები და ეს ყველაფერი სწავლაზე მეტად მიყვარს. აი ასეთი ყოჩაღი ბიჭი ვარ. ასევე მე ვუყურებ სახლში რომ ღუმელი არ ჩაქრეს. თორემ მერე ბავშვები გაიყინებიან. 

«თუ ღუმელს დროზე არ შევუკეთებ სახლი გაცივდება და გავიყინებით»

ქეთი: მეც ყოჩაღი გოგო ვარ. ბებიას სადილის გაკეთებაში ვეხმარები ხოლმე. ყველაზე კარგად კონბოსტოს და სტაფილოს სალათს ვაკეთებ და ბავშვებს ორცხობილებს ვუცხობ. დასანაია, რომ ყოველთვის არ გვაქვს ზეთი და შაქარი, თორემ არ დამეზარებოდა და ყოველ დღე გამოვაცხობდი.

«ბებიას სახლის საქმეებში ვეხმარები, საწყალი მთელი დღე ჩვენს ტანსაცმელს რეცხავს ყინულივით ცივ წყალში»

– ანასტასია რა საქმეშია ყოჩაღი?
ანასტასის: ანასტასია ყოჩაღია, რომ არ ტირის და მე ყველაზე კარგად ვეხუტები ბებოს. ყველაზე ძალიანაც მე მიყვარს. ბებოს კიდევ ყველაზე მეტად რეცხვა უყვარს. ყოველ დღე რეცხავს. თვითონ ხელები სულ ტაშტში აქვს ჩაყოფილი და მე არ მიშვებს – ცივიაო. 

«ჩვენ წიწილები ვართ. ბებო ასე გვეძახის»

ქეთინო: ანასტასიამ ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა გააჟღერა. მართლაც ყველაზე მეტ დროს ვრეცხავ. ბავშვებს ჭუჭყიანი ტანსაცმლით ვერ ვატარებ. ისედაც არ აქვთ ახალი ტანსაცმელი. არ დავუშვებ ვინმემ თქვას, ბინძურები არიანო. ასე მიხდება ყოველ დღე ტაშტებში „წუწაობა“. ზაფხულში კიდევ არაუშავს, მაგრამ აი ზამთარი – საშინელებაა.
– სარეცხი მანქანის გარდა, კიდევ რა შეგიმსუბუქებდათ ყოფას?
ქეთინო: ტელევიზორი არ გვაქვს, ბავშვებს ის ძალიან სჭირდებათ. მე ზოგჯერ არ ვიცი ისინი როგორ გავართო და გავამხიარულო. მათ დიდი სულიერი ტრავმა მიიღეს. ცდილობენ არ მაჩვენონ როგორ მოიწყენენ ხოლმე, მაგრამ მე ხომ ვხვდები. ასევე არ გვაქვს გაზქურა, წყლის გამაცხელებელი. ყველაზე დიდი პრობლემა – სველი წერტილების უქონლობაა. ერთია, რომ ბავშვებს ეზოში უწევთ საპირფარეშოში სიარული და მეორეა, რომ სახლში ტაშტში ბანაობა მოუხერხებელია. აი თუ მოხერხდება ამ პრობლემის გადაჭრა, უბედნიერესი ვიქნები. 
– პროდუქტების საყიდლად გყოფნით თანხა?
ქეთინო: შემწეობას ვიღებთ 960 ლარს, ზოგჯერ ჩემი შვილიც მუშაობს. დახმარება რომ დამერიცხება ყველაფრს საჭიროს ვყიდულობ; ფქვილს, შაქარს, მაკარონებს, ზეთს, კარტოფილს. ზოგჯერ თვის ბოლომდე არ გვყოფნის ხოლმე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ბავშვებს შიათ. პური ყოველთვის აქვთ, ხორცი და რძის პროდუქტები კი ენატრებათ. ვერც ახალ ტანსაცმელს და ვერც სასკოლო ნივთებს ვყიდულობ მათთვის. 

«კლასში ყველა პრონცესებს ხატავენ, მე კი – ბებიას»

ქეთი: ხატვა მიყვარს ძალიან, მაგრამ სახლში ფანქრები არ მაქვს. მხოლოდ სკოლაში შემიძლია რომ ვხატო. 
– კიდევ რისი კეთება გიყვარს?
ქეთი: სამზარეულოში ფუსფუსი რომ მიყვარს უკვე გითხარით, მზარეული მინდა რომ გამოვიდე. 
– კიდევ რაზე ოცნებობ
ქეთი: ბევრ რამეზე! ახლა ყველაზე ძალიან მინდა საახალწლო ნაძვის ხე რომ გვქონდეს ლამაზად მორთული. ბავშვებს არ უნახავთ, არასდროს გვქონია. რა მაგარი იქნებოდა! ლამაზად მოვრთავდით, ბავშვებს ლექსებს ვასწავლიდი და ბებოს საახალწლო კონცერტს მოვუწყობდით! 

«როგორ ფიქრობთ, ყველა ბავშვი იმსახურებს საახალწლო საჩუქარს?“

ანასტასია: მე ვიმღერებ კიდევაც და ვიცეკვებ კიდევაც თუ ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრები დამხვდება.
– შენ რას ისურვებდი საჩუქრად?
ანასტასია: კუბიკებს ვისურვებდი და ერთ თოჯინას ჩემთვის და ერთს – მარიამისთვის. მარიამი ჯერ პატარაა, თოჯინით ვერ ითამაშებს და ორივეთი მე ვითამაშებ. ერთს მარიამს დავარქმევდი, მეორეს ტასოს. ჩემი მარიამი იქნებოდა, მარიამის კიდევ – ტასო. ხო კარგად მოვიფიქრე? 
– აბა, მათესაც მოვუსმინოთ, რა უნდა საახალწლოდ?
მათე: მათეს უნდა ველოსიპედი და უნდა რომ პოლიციელი გამოვიდეს! 
ქეთი: მე კიდევ ძალიან მინდა პლანშეტი, ფანქრები, საღებავები, ფლომასტერები. 
მათე: აუ, ფანქრები მეც მინდა! თორე ქეთის ფანქრებით რომ დავხატო, დავხოცავთ მერე ერთმანეთს. 
– ხშირად „ხოცავთ“  ხოლმე ერთმანეთს?
მათე: კიიი, ეს კარგად გამოგვდის. 
ქეთინო: არა, გეხუმრებიან, ძალიან კარგი და დამჯერი ბავშვები არიან. ყველაზე ცელქი ანასტასიაა. 

«მართლა გვექნება საახალწლო ნაძვის ხე? მართლა მოვა ჩვენთანაც ახალი წელი?

– ქეთინო, თქვენც გვითხარით რას ისურვებდით საახალწლოდ?
ქეთინო: პირველად გავიგე რომ ბავშვებს ნაძვის ხე უნდათ. ჩემთვის არც უთქვამთ. არასდროს მეუბნებიან რაზე ოცნებობენ. ჩემთვის რაც მინდა – ეს სარეცხი მანქანაა, ისიც იმიტომ, რომ ბავშვებისთვის მეტი დრო დამრჩეს. ამათ გაასმაგებული ყურადღება და სითბო სჭირდებათ. კიდევ ძალიან მინდა ტანსაცმლის კარადა ან კამოდი. ტანსაცმლის სათავსოები არ გვაქვს და გვიდევს ასე გარეთ. ერთერთი შეტევის დროს დედამ ნაჯახით მთელი ავეჯი დაჩეხა. კიდევ კარგი ბავშვები არ იყვნენ ოთახში.
– აღარ იტიროთ, თქვენთან ვართ. თქვენი ცხოვრება შეიცვლება, გპირდებით. მოხარულები ვართ, რომ გამონახეთ ძალა და დაგვიკავშირდით. ყველაფერს ვიღონებთ, რომ ცხოვრება შეგიმსუბუქოთ და ბავშვები გავაბედნიეროთ. 
* * *
მეგობრებო, ქეთის, მათეს, ანასტასიას და მარიამს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი – დედიკოს სითბო და სიყვარული აკლიათ. ბებია მათ მთელ სამყაროს უცვლის, მაგრამ სამწუხაროდ ვერ აძლევს ყველაფერს, რაც ბავშვებს სჭირდებათ. მოგმართავთ თხოვნით, ცოტახნით მოწყდით ყოველდღიურ რუტინას და სადღესასწაულო აჟიოტაჟს, შეეცადეთ, რომ ახალ წელს არა მხოლოდ „ბარაქიანი“ სუფრით, არამედ სუფთა სინდისითაც შეხვდეთ. დღესასწაული ვერ იქნება სრულყოფილი, როცა თქვენს გვერდით სადარბაზოში, მეზობელ ქუჩაზე ან ქალაქში – ბავშვები დედიკოს, საჩუქრების და ნაძვის ხის გარეშე ხვდებიან ახალ წელს. 
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, იცხოვრეთ თქვენი სინდისის კარნახით და გაახარეთ ღმერთი თქვენი ნათელი ქმედებებით. 
თუ ვინმეს პირადად გაინტერესებთ მათი მონახულება და გახარება, ეს მათი მისამართია: საგარეჯოს რაიონი, სოფელი ქვემო ყანდაურა
ყოველთვის, როცა ვინმეს დახმარება შეგიძლია, დაეხმარე და გაიხარე, რომ ვიღაცის ლოცვებს, ღმერთი შენი მეშვეობით პასუხობს. 
გვჯერა, ერთად შეგვიძლია გადავარჩინოთ ეს ოჯახი. 
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ფონდის ანგარიშებია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ადუაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა 
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ 
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:0901200270 დალოცვილები ყოფილიყავით!

ქეთი (9 წლის): “მხოლოდ ღმერთი თუ მაჩუქებდა ამდენ საჩუქარს!”

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

დედის გარეშე დარჩენილი ოთხი ბავშვის სახეზე ღიმილს რომ დაინახავთ, თუნდაც ერთ ბედნიერ დღეს რომ აჩუქებთ მათ,  საბოლოოდ დარწმუნდებით, რომ სიკეთის კეთება ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა. 

პატარების ღიმილი ყველა კანფეტზე უფრო ფერადი და ტკბილია!

გვინდა, კიდევ ერთი გადარჩენილი ოჯახის ისტორია გიამბოთ. ეს ადუაშვილების ოჯახია. აუცილებლად წაიკითხეთ ბოლომდე პოსტ-ანგარიში და ნახავთ, ჩვენს ერთიანობას და სიკეთეს რა შეუძლია! 

ადუაშვილების ოჯახი საგარეჯოს რ-ნის სოფელ ქვემო ყანდაურაში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ, მათ დიდი უბედურება შეემთხვა. ოთხი შვილის დედა თავს დაესხა ბავშვებს და… უფალმა დაიფარა პატარები.  ბავშვები შეშლილ დედას სასწაულებრივად გადაურჩნენ. დედა სამკურნალო დაწესებულებაში განათავსეს? 9 წლის ქეთის, 8 წლის მათეს, 5 წლის ანასტასიას და 2 წლის მარიამს კი, ახლა ბებია ზრდის.

– ქეთევან, პოსტი თქვენი უბედურების შესახებ ჩვენმა ფონდმა სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა და მას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გიკავშირდებოდნენ და გეხმარებოდნენ უცნობი ადამიანები. როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?

ქეთევანი: არ მინდა, უკან მოვიხედო და კიდევ რამე ვთქვა იმ საშინელ წუთებზე, რაც მე და ჩემმა შვილიშვილებმა გადავიტანეთ. ახლა, მხოლოდ თქვენი სიკეთის შესახებ საუბარი მინდა. გამოჩნდით ისეთ დროს, როდესაც გვჭირდებოდით ყველაზე მეტად. გამოჩნდით იმედად, საყრდენად, ჩემი პატარების მფარველ ანგელოზებად. აბა, როგორ არ შეიცვლებოდა ჩვენი ცხოვრება? ახლა ხომ, თქვენ გვყავხართ, კეთილო ხალხო? თქვენს გვერდით, მე უკვე აღარაფრის მეშინია! 

ქეთი (9 წლის): ძალიან ბევრი საჩუქარი მივიღეთ. არც კი მეგონა, ამდენი საჩუქრის ჩუქება თუ შეეძლო ვინმეს… მხოლოდ ღმერთს, ალბათ… 

– სწორედ ღმერთმა გამოგიგზავნათ კეთილი ადამიანები. სწორად ფიქრობ, პატარავ! მხოლოდ უფალს შეუძლია აკეთოს ამდენი სიკეთე ადამიანების ხელით. 

„ტელევიზორი და ტკბილეული ერთად!  აი, ესაა ნამდვილი სამოთხე!“

ქეთი: მე მიყვარს ღმერთი! თქვენც მიყვარხართ!

ქეთევანი: თქვენი ფონდის წარმომადგენლებმა,  ტელევიზორი რომ მოგვიტანეს, უნდა გენახათ, რა ჟრიამული ატეხეს ბავშვებმა. დიდი ხანი ვცხოვრობდით ტელევიზორის გარეშე… საღამოობით, დასხდებოდნენ ხოლმე ეს პატარა „მსახიობები“ და „ტელევიზორობანას“ თამაშობდნენ. ხან საინფორმაციოს წამყვანები იყვნენ და ხანაც კონცერტებს ატარებდნენ. მერე, უცებ მოიწყენდნენ ხოლმე. ქეთი სულ მეუბნებოდა: „ბებიკუნა, რა მოხდება, ერთი, თუნდაც ძველი, ტელევიზორი რომ გვქონდეს“. ახლა, აუხდათ ეს ოცნება, თქვენი წყალობით, ძველი კი არა, უახლესი მოდელის ტელევიზორი აქვთ. მე სარეცხმა მანქანამ გადამრია… არც ისე პატარა ვარ, რომ  ყოველდღიურად ამდენი საქმის მოსწრება შევძლო. ოთხი ბავშვის მოვლა ძალიან მიჭირდა. არა ცხელი წყალი, არა გათბობა, არანაირი კომფორტი და ხელშეწყობა არ მქონდა აქამდე. ახლა, უცებ ასეთი სიხარული. სარეცხ მანქანასთან ერთად, წყლის გამათბობელიც…  ეს ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც კი ოდესმე მიმიღია. 

„ახლა, უკვე ცხელი წყალიც გვექნება და აღარ გავცივდებით!“

მათე (8 წლის): ჩემთვის კი, ყველაზე დიდი საჩუქარი  ველოსიპედია. განახო, როგორ დავგრიალებ? სწორედ ასეთზე ვოცნებობდი. ბიჭების ცხოვრება ძალიან მოსაწყენია ველოსიპედის გარეშე. თან, სხვა სათამაშოებიც არ მქონდა… ისეთი უბედური ვიყავი… როდესაც ძალიან მინდოდა შემწვარი კარტოფილი და არ გვქონდა, ჩავფიქრდებოდი ხოლმე. 

  • რაზე ?

მათე: აი, ვფიქრობდი, ახლა ველოსიპედი რომ მქონდეს, დავჯდები, გავქანდები და კარტოფილზე აღარ ვიფიქრებ – მეთქი. 

„ველოსიპედი ყველა ბიჭს უნდა ჰქონდეს!“

  • ანასტასია, შენ რა გაგიხარდა, პატარავ?

ანასტასია (5 წლის): ჩემი საჩუქარი ყველაზე კარგია. ახალი, ლამაზი თოჯინა მაქვს. ეს ოცნება თოვლის პაპას დავაბარე, ფანჯრიდან ვუყვიროდი – თოჯინა მომიტანე, თო-ჯი-ნა – მეთქი. გაუგონია… (კისკისებს.)

  • რა ჰქვია შენს ახალ თოჯინას?

ანასტასია: მარიამი, როგორც ჩემს პატარა დაიკოს. ახლა სახლში ორი მარიამი გვყავს და ორივე ძა-ა-ა-ალიან  მიყვარს! ერთი ბებიკუნას შვილია, მეორე კი – ჩემი. 

„ჩემს შვილს ყოველთვის უნდა ჰქონდეს საჭმელი! შიმშილი ძალიან ცუდია, მუცლის ტკივილი იცის!“

– ქეთევან, უცნობი ადამიანები თუ გირეკავდნენ და თუ გსტუმრობდნენ?

ქეთევანი: როგორც კი სტატია დაიდო, ერთი ლამაზი ოჯახი გვესტუმრა. გურჯაანიდან ჩამოვიდნენ 30 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი, სამი ბავშვით. რა დამავიწყებს იმ დღეს… წყლის მიწოდება გვქონდა შეჩერებული, მე და მათე მოსატანად მივდიოდით. უცებ, მაქანა გაჩერდა და ერთმა ლამაზმა გოგომ გვკითხა: ადუაშვილები სად ცხოვრობენო? მეც ვუპასუხე: ჩვენ ვართ – მეთქი! ბავშვებმა თავები გამოყვეს მანქანის ფანჯრიდან და შემოგვძახეს: „ჩვენ თოვლის ბაბუები ვართ და თქვენთან მოვდივართო!“ მთელი საბარგული  საჩუქრებით იყო სავსე. იმდენი პროდუქტი და ტანსაცმელი მოგვიტანეს… ახალი წელი მართლაც უჩვეულო დაგვიდგა: ხორციც გვქონდა, თბილი ტანსაცმელიც… მინდა, თქვენი სტატიის მეშვეობით, დიდი მადლობა გადავუხადო ამ ადამიანებს. ბავშვებიც თან რომ ჰყავდათ და სიკეთის კეთებას ასწავლიან, ეს ორჯერ მეტად დასაფასებელია. 

 მერე, ერთი მამაკაცი გვესტუმრა თბილისიდან, სახელი არ უთქვამს. მანაც მოგვიტანა პროდუქტი. ასევე მოგვიტანა ტკბილეული და სათამაშოები ჩემი პატარებისათვის, საბავშვო საწოლი მარიამისთვის. ო-ო-ო, როგორ გვჭირდებოდა პატარა საწოლი…  ტანსაცმელიც ძალიან ბევრი მოგვიტანა, თითქმის ყველა სეზონის. ისე ლამაზად ჰქონდა ჩალაგებული… აი, გულიანად…  ყველა კეთილ ადამიანს ვენაცვალე გულში! 

ანასტასია: მე ტკბილეული მომეწონა. გემრიელი იყო. კანფეტები რომ მაქვს ბედნიერი ვარ ხოლმე!

„როცა კანფეტები მაქვს, ბედნიერი ვარ!“

 – ბედნიერი რომ იყო, კანფეტები უნდა გქონდეს? უი, არ ვიცოდი…

ანასტასია: ბევრი კანფეტები, თოჯინები და ბებიკუნას კოცნები. კიდევ არის რაღაც ბედნიერება, მაგრამ ის ჯერ არ მაქვს. 

„ამ ფერით აუზი დამიხატე, ოღონდ გაბერილი და შიგნით წყალიც დაუხატე, კარგი?“

  • რა ბედნიერებაა, ასეთი?

ანასტასია: გასაბერი აუზი, ზაფხულში თოვლის პაპა არ მოვა, რომ მომიტანოს და აბა, საიდან მექნება?

  • სამაგიეროდ, კეთილი ფერიები დადიან ზაფხულში…

ანასტასია: ჰა-ჰა-ჰა-ჰა, კეთილი ფერიები წიგნებში ხატია. კიდევ, ქეთი ხატავს ხოლმე იმ სახატავებით, თქვენ რომ მოუტანეთ… სინამდვილეში კი, კეთილი ბიძიები და დეიდები ცხოვრობენ… ზუსტად ისეთები, ჩვენთან რომ იყვნენ სტუმრად. 

„ბებოსავით მეც ბევრი შვილი მეყოლება, ოღონდ მე დედა ვიქნები…“

 – ქეთი, კეთილი ფერიების გარდა, კიდევ რას ხატავ?

ქეთი: ყვავილებს, მინდორს, ტყეს და ბებიკუნას. ბებიკუნა ჩვენი დედიკოცაა და კეთილი ფერიაც. ის რომ არ გვყავდეს, რა გვეშველებოდა?! 

 – ქეთევან, ძალიან კარგი შვილიშვილები გყავთ, გამორჩეულები.

ქეთევანი: ყველა ბავშვი კარგი და გამორჩეულია. ჩემმა პატარებმა რაც გადაიტანეს, იმის მერე მძიმე პერიოდი დაგვიდგა. ფინანსურ გაჭირვებას სხვა პრობლემებიც დაემატა.  ვცდილობ, მათთვის დედაც ვიყო, ბებიაც და კარგი ფსიქოლოგიც. მოფერებას არ ვაკლებ. მინდა, კარგ ადამიანებად აღვზარდო. ბევრი სიყვარული სჭირდებათ. ერთმანეთსაც დიდი ადამიანებივით უდგანან გვერდში. პატარებს დიდები ეხმარებიან… 

 აი, ერთ ამბავს გიამბობთ. ანასტასია 5 წლის ისე გახდა, მისთვის დაბადების დღე არასდროს გადაგვიხდია. ის 8 ნოემბერსაა დაბადებული. ვფიქრობდით, ეს 8 ნოემბერიც ჩვეულებრივი დღეების მსგავსად გაგვითენდებოდა და დაგვიღამდებოდა. არც კი გვითქვამს ბავშვისთვის, მისი დაბადების დღე რომ მოდიოდა. უფროსებმა – ქეთიმ და მათემ კი, სიურპრიზი გაუკეთეს. მთელი სამი თვე უგროვებიათ ბავშვებს 5-თეთრიანები. მერე წასულან მაღაზიაში, ორცხობილა, სანთელი, ფერადი ბუშტები და ფერადი ქაღალდები უყიდიათ. ღამით მალულად გაულამაზებიათ ოთახი. დილით უმღერეს კიდეც… ისეთი სანახავი იყო… ჩემმა გულმა ვერ გაუძლო და ცრემლები გადმომცვივდა. ორცხობილებში ჩარჭობილი სანთელი ახლაც მიდგას თვალწინ. არ ვიცი ანასტასიამ რა ჩაიფიქრა, მაგრამ თქვენც, მას შემდეგ გამოჩნდით… 

ანასტასია: მე ბებიკუნას „სიცილები“ ჩავიფიქრე, თორემ სულ მოწყენილია…

 – ქეთევან, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გეხმარებათ რამით?

ქეთევანი: თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, მათაც მოგვიტანეს საახალწლო საჩუქრები. ამანათებში იყო პროდუქტი და ტკბილეული. ბავშვებს სათამაშოებიც გადასცეს სათითაოდ:  ქეთის – ლეგო, მათეს – ბოულინგი, ანასტასიას – ბარბის სახლი, მარიამს – თოჯინის ეტლი.  მადლობელი ვარ ამისთვის. 

– მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევძელით თქვენი ყოფა-ცხოვრება ოდნავ მაინც შეგვემსუბუქებინა, კიდევ დაგრჩათ გადასაჭრელი მნიშვნელოვანი პრობლემები. იქნებ გვითხრათ, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

ქეთევანი: შეშა არ გვაქვს და ძალიან ვწვალობთ. ახლაც, მეზობელმა მოგვცა ერთი კვირის სამყოფი ნაფოტები. მერე, ალბათ, გამოიდარებს. დიდი იმედი მაქვს, დათბება, თორემ დამეყინებიან ჩემი პატარა შვილიშვილები.  გაზქურა და გაზის გამათბობელი რომ გვქონდეს, კიდევ უფრო გაგვიმარტივდებოდა ცხოვრება. 

„მადლობა, ბედნიერ ბიჭად რომ მაქციეთ! ყველას გიგზავნით გულთბილ სალამს და ბევრ სიყვარულს“

* * *

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ადუაშვილების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus 

არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 იან 23
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1140.00₾
2023 თებ 28
ფონდის ზედნადები ხარჯები
425.00₾
2023 მარ 01
გაზის წყლის გამაცხელებელი
762.00₾
2023 მარ 11
პროდუქტები
104.50₾
2023 აპრ 28
ფონდის ზედნადები ხარჯები
190.00₾
2023 მაი 05
გაზქურა
709.00₾

სულ ხარჯები:

3330.50₾

დარჩა:

5.32₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
კეთილი გული
16.05.2023 04:55:05
₾5.00
რატი კობახიძე
16.04.2023 20:00:00
₾105.00
კოკოზაშვილი გოდერძი
15.04.2023 20:00:00
₾50.00
გიორგი ღლონტი
14.04.2023 20:00:00
₾50.00
ზანგური ივანე
13.04.2023 20:00:00
₾2.00
გეგია სალომე
13.04.2023 20:00:00
₾6.00
'ზურაბ შაიშმელაშვილი
10.04.2023 20:00:00
₾1.00
კეთილი გული
09.04.2023 13:27:38
₾600.00
გიორგი შალამბერიძე
08.04.2023 20:00:00
₾5.00
კეთილი გული
01.04.2023 10:40:05
₾20.00
მარტყოფლიშვილი მარი
30.03.2023 20:00:00
₾5.00
ტერმინალი
30.03.2023 20:00:00
₾5.00
ხოჯანაშვილი გურამ
24.03.2023 20:00:00
₾50.00
ზუხბაია ალექსი
23.02.2023 20:00:00
₾50.00
ანუჩა კაევკონგ
22.02.2023 20:00:00
₾1.00
ნინო ნიშნიანიძე
22.02.2023 20:00:00
₾3.00
ანუჩა კაევკონგ
22.02.2023 20:00:00
₾148.00
ონიანი გრიშა
20.02.2023 20:00:00
₾100.00
გურგენი ტყეშელაშვილი
17.02.2023 20:00:00
₾15.00
გიორგი შალამბერიძე
15.02.2023 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾3,335.82

182 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,335.82

182 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება