ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ქართველი ვარსკვლავები გაჭირვებას და დამცირებას არ იმსახურებენ!

calendar იანვარი 6, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

როდესაც პურის საყიდელი ფულიც კი არ აქვს, იუზა ხელის გულზე დაიდებს ხოლმე და სინანულით უყურებს თავის ყველაზე ძვირფას ნივთს – ღირსების ორდენს. საინტერესოა, თუ გაყიდის, ნეტავ, რამდენი დღის სამყოფი პურისა და მედიკამენტების ყიდვას შეძლებს? მაგრამ ისეთი ადამიანები, როგორიცაა იუზა, ღირსებას არ ყიდიან! „არსებობს იმდენად ფასდაუდებელი ნივთები, რომელიც არ იყიდება. და რადგან არ იყიდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს უკვე ნივთი კი არა, ცხოვრების აზრია“ – ამბობს იუზა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ქართველი ვარსკვლავები გაჭირვებას და დამცირებას არ იმსახურებენ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

         როდესაც პურის საყიდელი ფულიც კი არ აქვს, იუზა ხელის გულზე დაიდებს ხოლმე და სინანულით უყურებს თავის ყველაზე ძვირფას ნივთს – ღირსების ორდენს. საინტერესოა, თუ გაყიდის, ნეტავ, რამდენი დღის სამყოფი პურისა და მედიკამენტების ყიდვას შეძლებს? მაგრამ ისეთი ადამიანები, როგორიცაა იუზა, ღირსებას არ ყიდიან! „არსებობს იმდენად ფასდაუდებელი ნივთები, რომელიც არ იყიდება. და რადგან არ იყიდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს უკვე ნივთი კი არა, ცხოვრების აზრია“ – ამბობს იუზა.

 „არის ისეთი ნივთები, რომელიც არ იყიდება, მაგალითად, ღირსება“

– ახლა, 85 წლის ხართ. რა არის თქვენთვის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი?
იუზა: ამ 85 წლის განმავლობაში, ყველანაირი განსაცდელი გამოვიარე. გავიარე ცხოვრების ყველა ეტაპი: თავბრუდამხვევი დიდებაც, სიმდიდრეც და სიღატაკეც. აღარაფერი მიკვირს და აღარაფრის მეშინია. 12 წლის ასაკში უკვე სპორტის მასტერი ვიყავი ფეხბურთში. 16 წლის რომ ვიყავი, ნაკრებში გადამიყვანეს. ვთამაშობდი იმისთანა ფეხბურთის ლეგენდებთან ერთად, როგორიცაა მიშა მესხი, იაშინი… ჩემი სახელი საბჭოთა კავშირში იცოდა ყველამ, ვისაც ფეხბურთი უყვარდა. ქუთაისის „ტორპედოს“ „ა“ კლასში 320 თამაშია ჩემს ანგარიშზე. გუნდის კაპიტანი ვიყავი და 1960-1961 წლებში სსრკ-ს ჩემპიონიც კი.

„კაპიტანი იუზა ლოცაბერიძე მზადაა შერკინებისთვის“

         – გუნდის კაპიტნად რატომ აგირჩიეს ?
         იუზა: ალბათ, დისციპლინისა და კარგი ფიზიკური ფორმის გამო. თან, ბიჭებიც პატივს მცემდნენ.
         – და კიდევ, ალბათ იმიტომ, რომ გუნდის სახე ყველაზე სიმპათიური ბიჭი უნდა ყოფილიყო?
         იუზა: უი, რას ამბობთ. ყველა კარგი შესახედაობის იყო ჩვენს გუნდში.
         – ახლა თუ გაქვთ ვინმესთან კავშირი?
         იუზა: ჩემი თაობის ფეხბურთელებიდან, ერთად ვინც ვთამაშობდით მხოლოდ სამი კაცი დარჩა. ნოდარ სარჯველაძე 87 წლისაა, გურამ ნიშნიანიძე – 84-ის და მე – 85-ის. არ ვიცი, კიდევ რამდენი ხანი გვაქვს დარჩენილი, რომ ვიმეგობროთ. 

„ა“ კლასის ფეხბურთელებიდან დარჩა მხოლოდ სამი ადამიანი“

         – ფეხბურთელებს შორის მეგობრობა არსებობს, თუ ყველანი ერთმანეთის მეტოქეები ხართ?
         იუზა: ყველანი ვმეგობრობთ, რა თქმა უნდა, მაგრამ მეგობრობა მეგობრობად რჩება, მოედანზე კი, ნამდვილი ბრძოლა იმართება! ნამდვილი ომი! ამიტომაც, ვეტერანებს გვეძახიან.
        –  ხელის გულზე უნდა გატარონ! თქვენ ხომ საქართველოს სიამაყე ხართ!
         იუზა: რომელ „ხელის გულზეა“ საუბარი, თითქოს, ვერც მამჩნევენ. უკვე რამდენიმე წელია ვითხოვ, ვიხვეწები, ვემუდარები რომ დამინიშნონ პენსია, რომელიც სპორტის ყველა ვეტერანს ეკუთვნის. ამ საკითხის მოგვარებას თავად კობიაშვილი შემპირდა. მაგრამ პირობა კაცურად ვერ შეასრულა. მე კი ვფიქრობ, რატომ შემპირდა, თუ დახმარებას არ აპირებდა? კაცს ასეთი საქციელი არ შეშვენის. იმას ხომ არ ვითხოვ, რაც არ მეკუთვნის? 150 ლარზეა საუბარი!
        – ნუთუ, ეს არის „ვეტერანობის“ ფასი? არ გიფიქრიათ იმაზე, თუ როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება, სხვა ქვეყნის ფეხბურთელი რომ ყოფილიყავით?
         იუზა: იცით, როდესაც თამაში დავიწყე, სხვა ქვეყანაში წასვლაზე ფიქრიც ზედმეტი იყო. რომც გვეფიქრა, ვინ გაგვიშვებდა. მაგრამ ალბათ, სხვა ქვეყანაში ასეთი დამსახურებებით თავს ასე, მათხოვარივით არ ვიგრძნობდი.
         – მართლაც, ძალიან საწყენია. იგივეს თუ გააკეთებდით, მაშინ რომ გცოდნოდათ, ყველაფერი ასე რომ მოხდებოდა?
        იუზა: კი! მე ამას ვაკეთებდი პირველ რიგში ჩემი ქალაქის, ჩემი ქვეყნის სიყვარულის გამო. მაგრამ, იცით, ყველაზე მეტად რა მიკლავს გულს? 1973 წელს ქალაქ ქუთაისში დავაარსე ფეხბურთის სკოლა „მართვე“, 600-ზე მეტი ნიჭიერი ბავშვი შევკრიბეთ მთელი დასავლეთ საქართველოდან. ამ წლების მანძილზე, კლუბმა გაზარდა არაერთი ცნობილი ფეხბურთელი. და იცით, რა არის ყველაზე საწყენი, წელს, კლუბი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს,  ჩემი დაპატიჟება კი, არც ჩათვალეს საჭიროდ. ასეა, ასე. ოდესღაც გმირი ვიყავი, ახლა კი,  პენსიით ძლივს გამაქვს თავი, და იმის ნახევარიც სესხის დასაფარად ბანკს მიაქვს. რუსული რულეტი ყოფილა ცხოვრება, არასდროს იცი, როდის მოგხვდება ტყვია.

მთელი სსრკ-ს გოგონები ეტრფოდნენ ცისფერთვალება, სიმპათიურ ბიჭს

          – ისეთი თავბრუდამხვევი კარიერა გქონდათ, ალბათ, უამრავი გოგონა გეტრფოდათ!
         იუზა: უი, რას ამბობთ! მაგრამ, ვერ მოგატყუებთ – იყო ასეთი შემთხვევებიც, ხშირად ვუყვარდებოდი გოგონებს.
– და თქვენ?
იუზა: 20 წლის ვიყავი, ის პირველად რომ დავინახე, ყველაზე ლამაზი, ყველაზე საყვარელი და მომხიბვლელი გოგონა – თამრიკო. მართალი გითხრათ, დღემდე, ამდენი წელია გასული და ჩვენი პირველი შეხვედრის დღე რომ მახსენდება, იგივე გრძნობებს განვიცდი. იცით, რა ლამაზი იყო? ვეღარც ვუყურებდი სხვა ქალებს მის მერე. ჯერ ძალიან პატარა იყო. ველოდებოდი, სკოლა რომ დაამთავრა, ხელი ვთხოვე, სამუდამო სიყვარული შევფიცე. მისი ერთგული ვიყავი მთელი ცხოვრება და მისი გარდაცვალების შემდეგაც.

ასეთ სიყვარულზე მხოლოდ წიგნებში თუ წაიკითხავთ.

          – როგორც ზღაპრებში, ღმერთო! ასეთ სიყვარულზე მხოლოდ წიგნებში წამიკითხავს.
          იუზა: ელიზაბეთ თეილორს ჰგავდა ჩემი თამრიკო. არა, უფრო ლამაზი იყო. ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა, 53 წლის ასაკში. სამი წელი ვებრძოლეთ მის დაავადებას, სად არ ვუმკურნალე, მაგრამ ვერ გადავარჩინეთ. ბოლო დღეებში სულ ვეკითხებოდი, რაზე ოცნებობდა, რა უნდოდა? მაგრამ, იცით, რა მითხრა? „მინდა, ყოველთვის შენს გვერდით ვიყო!“ – ეს იყო მისი ბოლო სურვილი. რომ მახსენდება, ცრემლი მადგება თვალზე… იმის მერე კი, ჯოჯოხეთი გამოვიარე.

წინა ცხოვრებაში სპორტის ოსტატი ვიყავი

         – გვიამბეთ ამ ჯოჯოხეთზე.
         იუზა: როგორც უკვე გითხარით, ფეხბურთში თავბრუდამხვევი კარიერა მქონდა, ძალიან მაგარი ბიზნესი, დიდი სახლი. ღირსების ორდენითაც კი დამაჯილდოვეს. ეს ყველაფერი მქონდა… 2006 წელს კი, ბიზნესი წამართვეს და უარაფროდ დავრჩი. აღარ ჩავეძიები. უბრალოდ, 2009-დან 2017 წლამდე ბარსელონაში ვცხოვრობდი. აქ რა უნდა მეკეთებინა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ. სახლთან, სადაც ვცხოვრობდი, იყო სტადიონი. როდესაც ვხედავდი, ბავშვები რომ თამაშობდნენ, გავდიოდი და ვასწავლიდი. შემომთავაზეს მევარჯიშებინა, მერე, კიდევ გამოჩნდნენ მსურველები, ასე გავხდი მწვრთნელი.
          – რატომ დაბრუნდით?
           იუზა: შვილიშვილის გამო. ფეხბურთელი იყო, ერთხელაც მეგობრებთან ერთად რომ თამაშობდა, თავი დაარტყა. ტრავმა იმდენად მძიმე იყო, რომ გაითიშა. საქართველოში გვითხრეს, რომ ვერ გადარჩებოდა. ყველაფერი გავყიდე, რაც კი თანხა მქონდა გადადებული თავი მოვუყარე და გერმანიაში წავიყვანე. გვითხრეს, რომ იყო შანსი, იქ დაეყენებინათ ფეხზე. მაგრამ, იქაც ვერაფერი უშველეს და მოგვიწია საქართველოში დაბრუნება. აი ასე, რამდენიმე წუთში იცვლება ადამიანის ცხოვრება. დიდების მწვერვალზე ხარ, მერე კი, უცებ, აღარავის ახსოვხარ და პურის ფულიც კი არ გაქვს…
 

„ახლა, ველი ჩემს ბოლო დღეებს ამ ოთახში, სადაც უფლება მომცეს მეცხოვრა.“

– ოდესღაც ყველაფერი გქონდათ, ახლა კი, არაფერი გაგაჩნიათ, საკუთარი კუთხეც კი. რის გაკეთება შეგვიძლია თქვენთვის, თავი კვლავ ადამიანად რომ იგრძნოთ?
იუზა: ტელევიზორიც კი არ მაქვს, რომ გავიგო, რა ხდება ქვეყანაზე. არ მაქვს არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა. რამე პატარა, ერთ ადამიანზე გათვლილი რომ მაჩუქოთ, ნამდვილად ბედნიერი ვიქნები. ერთი პენსიით შეუძლებელია პროდუქტიც იყიდო და წამლებიც. სულ ეს არის, რასაც ვითხოვდი.
***
         სულ ეს არის. აი, კიდევ ერთი ისტორიაც მიუახლოვდა თავის დასასრულს. ერთი პოსტი ვერ იტევს ყველა დარდსა და პრობლემას. მაგრამ, ეს ამბავი გაკვეთილია ჩვენთვის. ცხოვრების გაკვეთილი აღმაფრენასა და დაცემაზე, ბედნიერებასა და სიღატაკეზე. აქ ყველაფერია, რაც შეიძლება ცხოვრებაში გადახდეს ადამიანს. არ დავიღლებით ამ ფრაზის გამეორებით: დაეხმარე დღეს სრულიად უცნობ ადამიანს იმიტომ, რომ არ იცი რა გელის ხვალ. ხვალ, შეიძლება თავად დაგვჭირდეს სრულიად უცხო ადამიანების დახმარება.
თუკი ვინმეს ექნება სურვილი მოინახულოს ბატონი იუზა და დახმარება პირადად გაუწიოს, მისი მისამართია: წყალტუბოს რაიონი, სოფელი ბანოჯა, 39-ე ქუჩა, ბინა 38.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
         გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ
        არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: იუზა ლოსაბერიძე)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901 200 270 თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:!
დალოცვილები ყოფილიყავით!

ქართული ფეხბურთის ვარსკვლავის, 85 წლის იუზა თხოვნას, მთელი საქართველო გამოეხმაურა! მან თქვენგან მიიღო ცხოვრებაში ყველაზე ძვიფასი საჩუქარი – პატივისცემა! დასანანია მხოლოდ ის, რომ სახურავის შეკეთებისთვის თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა…

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „პირში ვეუბნები ყველას, რომ მხოლოდ ფონდი დამეხმარა. ასეთი გულიანი ხალხი როგორ მიყვარს! თქვენ ნამდვილი ადამიანები ხართ!

 „ადამიანს სჭირდება ყურადღება, ქმედება, გულს სიყვარული სწადია. მაგრამ ალბათ, იქ ვითხოვდი ამ ყველაფერს, სადაც არ უნდა მეთხოვა. ამ ყურადღებისა და დახმარების მიღება სახელმწიფოსგან მსურდა.“ – ამბობს ფეხბურთის ვეტერანი იუზა ლოსაბერიძე.

 ცნობილი სპორტსმენი, ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი კაპიტანი სიბერეში დიდ გაჭირვებაში აღმოჩნდა:

 იუზა: ჩვენს ხალხზე უკეთ სიყვარული არავინ იცის. არავის მოუცია ჩემთვის იმდენი ყურადღება და სითბო, რამდენიც თქვენი ფონდის მკითხველმა მაჩუქა. კეთილშობილი, კეთილსინდისიერი, ნადვილი ადამიანები არიან! უპატიოსნესი, კაცთმოყვარე, ნამდვილი ქრისტიანები!

 ყველაზე მეტად პატივისცემა, სიკეთე და ყურადღება მიხარია. ახალ ნივთებს შეუძლია უკეთესობისკენ შეცვალოს საცხოვრებელი პირობები, მაგრამ როგორც ასეთი, ბედნიერება არ მოაქვს ადამიანისთვის. მაგრამ, როდესაც იცი, რომ ეს ტელევიზორი, მაცივარი, ეს ახალი საწოლი მთელი გულით გაჩუქა ძალიან ბევრმა ადამიანმა, ხალხმა გაჩუქა – სულ სხვა გრძნობა გეუფლება! 

 „ახალ ნივთს შეუძლია კომფორტი შეგიქმნას, მაგრამ ნამდვილ ბედნიერებას ადამიანს ანიჭებს ყურადღება!“

 იუზა: გენაცვალეთ! ჩემო ძვირფასო ადამიანებო! თქვენ სწორი შეხედულება გაქვთ ამ ცხოვრებაზე. გულით გრძნობთ, რა არის მთავარი. ჩემი შეხედულებაც ასეთია. ადამიანები ჭირშიც და ლხინშიც, მხარში უნდა დაუდგნენ ერთმანეთს. სწორედ მაშინ ხარ ძლიერი, როდესაც გიყვარს, აფასებ და პატივს სცემ ადამიანებს, ზრუნავ მათზე, სიკეთეს აკეთებ. ამიტომაც, თქვენს მკითხველებს აქვთ ამხელა ძალა! გენაცვალეთ! როგორ მიყვარს ასეთი გულიანი ადამიანები! სულ იმას ვამბობ: „ღმერთო, გადაარჩინე ჩემი ქვეყანა, ჩვენი ხალხი გადაარჩინე“. ერთად უნდა დავდგეთ და მეტი ძალაც  გვექნება.

 – შესანიშნავი სიტყვებია და არაჩვეულებრივი განწყობა! როგორ გიხდებათ თქვენი ახალი სპორტული ფორმა.  ფეხბურთის მოედანზეც ხომ არ დაბრუნდებოდით ისევ?

 იუზა: გმადლობთ კომპლიმენტისთვის! (იცინის.) მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი ფეხი არ მომცემს ამის საშუალებას. ყველანაირად ვცდილობ, მხნე და აქტიური რომ ვიყო. უკეთესად მძინავს ახალ საწოლზე, გამოძინებული ვდგები და ამიტომ,  ძალა და ენერგიაც მეტი მაქვს.

 „ბევრად უკეთესად მძინავს ამ ახალ საწოლზე, ძალა და ენერგიაც მეტი მაქვს“

 სიხარულით ვაკეთებ ყველაზე უბრალო საქმესაც კი: დავდივარ საყიდლებზე, საჭმელს ვიმზადებ, რაღაცას მაშინვე მივირთმევ, რაღაცას ვინახავ. რაც მთავარია, უკვე მაქვს მაცივარი და აღარ მეშინია იმის, რომ პროდუქტი გაფუჭდება. ქუჩაში ბევრჯერ გავუჩერებივარ ნაცნობებს, ვისაც ნანახი აქვს ფონდი პროექტი და მეკითხებიან: „აბა, იუზა, თუ დაგეხმარა მთავრობა?“ მე კი, პირში ვეუბნები, რომ მხოლოდ თქვენი ფონდი დამეხმარა პროდუქტიც თქვენი მოტანილია და უბრალოდ, ადამიანურად დამიდექით გვერდში.

 „ახლა, პროდუქტის დარდი აღარ მაქვს, ახალ მაცივარში ვინახავ საჭმელს“

 ძალიან მაინტერესებს, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რა მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩვენი მთავრობა სხვა სახელმწიფოებთან, რა ხდება ჩვენი ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ. ინტერესით ვუყურებ სპორტულ გადაცემებსა და კარგ ფილმებს. ტვინიც მუშაობს, არ ბერდება, გონებას მუდმივად სჭირდება ვარჯიში, რომელიც ახლა არ მაკლია – მე ხომ, ინტერნეტით მაქვს ტელევიზორი. რასაც მინდა, იმას ჩართავ.

 „ახლა, ახალ ამბებს ყოველთვის ვუყურებ: პოლიტიკა, სპორტი. კარგ ფილმებსაც ვუყურებ, ხოლმე“

 ამდენი გააკეთეთ ჩემთვის და ახლაც ზრუნავთ: მკითხულობთ, ხომ არ მჭირდება რამე… ფონდის თანამშრომლებიც და თქვენი მკითხველებიც უზომოდ კეთილსინდისიერი ადამიანები არიან. ჩემს ასაკში ყურადღება არის ყველაზე ღირებული რამ. მე ხომ, კარგად ვიცი რომ საქართველოში ცხოვრობს უამრავი სნეული, შეჭირვებული, მშიერი, უსახლკარო ადამიანი და ყველას სჭირდება ყურადღება… ბედნიერი ვარ და თქვენი მკითხველის მზრუნველობას ძალიან ვაფასებ.

 – მაინც იგრძნობა, რომ გულში წყენა გაქვთ ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ.  ნუთუ, არაფრით დაგეხმარნენ, თუნდაც პროექტის მსვლელობის დროს?

 იუზა: გარკვეულწილად კი დამეხმარნენ, ვერ მოგატყუებთ. ქუთაისის მერიამ სახურავის შესაკეთებლად სამშენებლო მასალა გამომიგზავნა. მაგრამ, მაინც… არის ასეთი გამოთქმა: ნახევარი გულით სიყვარული. თუ რაღაცას აკეთებ, ბოლომდე უნდა მიიყვანო, შუა გზაზე არ უნდა მიატოვო, ნუ გააკეთებ სანახევროდ. სამშენებლო მასალა დევს, მაგრამ შემკეთებელი არავინაა. ხელოსნები არ გამომიგზავნეს. პენსიონერი ვარ, სახურავის შესაკეთებლად მე უნდა ავიდე? ვუყურებ ამ მასალას და მხოლოდ სანერვიულო მემატება. სახურავიდან კი, ისევ ჩამოდის წყალი.

 ან კიდევ, ფეხბურთის ფედერაცია… დააკმაყოფილეს ჩემი თხოვნა და დამთანხმდნენ, რომ პენსიის თანხას გამიზრდიან, როგორც ფეხბურთის ვეტერანს და ცნობილ სპორტსმენს. წერილი გააგზავნეს კულტურის სამინისტროში. იმის მერე, ნახევარი წელიწადია გასული და ყველაფერი უცვლელი რჩება. თითქოს, უსასრულოდ ვიცხოვრებ ამქვეყნად… ალბათ, არც მომიმატებენ, უკვე იმედიც გადამეწურა…

 ქუთაისის „ტორპედოს“ წარმომადგენელიც მესტუმრა. მაშინვე, (როგორც კი პროექტი გამოაქვეყნეთ), რას არ დამპირდა: ბინას, დახმარებას… და უკვალოდ გაქრა.

 ადამიანს უბრალოდ კეთილი გული უნდა ჰქონდეს და პატიოსნად შეასრულოს მიცემული სიტყვა. ჰქონდეს ინტერესი და სიყვარული ადამიანების მიმართ. ამის ახსნა თქვენი ფონდის მკითხველს არ სჭირდება. დახმარებისთვის და თანაგრძნობისთვის ძალიან მადლობელი ვარ თქვენი. ხელისუფლებას შეიძლება გააგებინო რამე, მაგრამ საქმის გაკეთებას ვერ აიძულებ.

 – ესე იგი სახურავის შეკეთების საკითხი კვლავ ღია რჩება. მოსაგვარებელი რა არის კიდევ? 

 იუზა: არა, არა ძვირფასო. ბევრი პრობლემა კი მაქვს, მაგრამ არ მინდა ადამიანებს თავს მოვახვიო. ჩემს გარდა ხომ, სხვებსაც სჭირდებათ მზრუნველობა. იყოს რაც იქნება.

***

 ბატონ იუზას გულდაწყვეტილს და იმედგაცრუებულს ვერ დავტოვებთ. მითუმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს საერთო აზრი: ადამიანები მხარში უნდა დაუდგნენ ერთმანეთს. ეს არ უნდა იყოს უბრალოდ ლამაზი სიტყვები და დაპირება, ეს უნდა იყოს ქმედება.

 ახალი სახურავი მხოლოდ სახლს კი არ გაათბობს, ჩვენს ძვირფას ფეხბურთის ვეტერანს გულს გაუთბობდა ასეთი საჩუქარი.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: იუზა ლოსაბერიძე)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

 არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

  სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 თებ 10
პროდუქტები
100.88₾
2023 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
260.00₾
2023 აპრ 19
მაცივარი
719.00₾
2023 მაი 14
საწოლი
370.00₾

სულ ხარჯები:

1449.88₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.06.2023 19:26:55
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.06.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.06.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.05.2023 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.05.2023 20:00:00
₾40.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.05.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.05.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.04.2023 13:24:06
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.03.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.03.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.02.2023 11:31:24
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.02.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.02.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.02.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.02.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.02.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.02.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.01.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.01.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.01.2023 20:00:00
₾20.00

შემოწირულია:

₾1,449.80

100 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,449.80

100 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება