რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

მთელი ოჯახის საერთო დაუსრულებელი უბედურება!

calendar აპრილი 18, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

„თქვენ ხომ, დაღუპავთ ერთმანეთს! საკუთარ თავს ვერ უვლი, როგორ გაზრდი უნარშეზღუდულ ბავშვს? არაფერი გამოგივა, თავსაც დაიღუპავ და ბავშვსაც გადაიყოლებ“. – აი, ასეთი „მისალოცი“ და „გამამხნევებელი“ სიტყვების მოსმენა მოუხდა იას როდესაც მისი შვილი, ქეთი დაუნის სინდრომით დაიბადა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
მთელი ოჯახის საერთო დაუსრულებელი უბედურება!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „თქვენ ხომ, დაღუპავთ ერთმანეთს! საკუთარ თავს ვერ უვლი, როგორ გაზრდი უნარშეზღუდულ ბავშვს? არაფერი გამოგივა, თავსაც დაიღუპავ და ბავშვსაც გადაიყოლებ“. – აი, ასეთი „მისალოცი“ 

და „გამამხნევებელი“ სიტყვების მოსმენა მოუხდა იას როდესაც მისი შვილი, ქეთი დაუნის სინდრომით დაიბადა. 

 ია: მიჩვეული ვარ ასეთ ლაპარაკს. მკიცხავდნენ და მიმტკიცებდნენ, რომ სამშობიაროში უნდა დამეტოვებინა პირველი და მეორე შვილიც. ისინი ჯანმრთელები იყვნენ, მე კი – არა. იცით, რთულია დედობა საქართველოში, მით უმეტეს, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს.

„დედობა რთულია, მით უმეტეს, როდესაც ეტლს ხარ მიჯაჭვული.“

 – ეს ხომ სასწაულია, რომ სამი შვილის დედა ხართ, მიუხედავად თქვენი მდგომარეობისა! ქეთი ნამდვილი საოცრებაა! 

 ია: ის ჩემი ცხოვრების აზრია და უდიდესი სიხარული. მე კი, ჩემი შვილებისთვის ზედმეტი ტვირთი ვარ. მაგრამ, რადგან უფალმა ასე ინება, წუწუნს ვერც გავბედავ. უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ ერთმანეთს უნდა შევეშველოთ. ბავშვებიც გაიზარდნენ და მეხმარებიან. გული მიკვდება, როდესაც ვხედავ, როგორ რეცხავენ ცივ წყალში ჭურჭელს გაბი და ქეთი! საქმის კეთება მხოლოდ დამჯდარს შემიძლია, სახლს ვერ ვალაგებ. ამიტომ, ეს ტვირთი მხრებზე აწევს ჩემს პატარებს. ყოველთვის ერთად აკეთებენ ყველაფერს, ყოველთვის წყვილში.

„მიყვარს წყალი! დედა კი მეუბნება, რომ ცოდო ვარ“

 – ალბათ, უფრო გაგიჭირდებოდათ მათი დახმარების გარეშე.

 ია: ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. სკოლაშიც კი, ყველანი ერთად დავდივართ. ახლახან, ჩვენს სოფელში ბავშვი დაიკარგა და მარტოს ვეღარ ვუშვებ, მეშინია. ამიტომ ასე ვაცილებ, ეტლით, მერე კი იქ ველოდები. ამ გზის ორჯერ გავლა არ შემიძლია, ძალიან ვიღლები და გული მაწუხებს. გზებიც არ ვარგა ჩვენთან! წვიმიან ამინდებში სკოლაში საერთოდ ვერ დამყავს: მეშინია, მარტო რომ გავუშვა და ვერც მივყვები. ტალახში გაიჭედება ჩემი ეტლი და ვეღარ დავძრავ.

უბრალო წვიმაც კი ხელს უშლის გაბისა და ქეთას სკოლაში სიარულსა და სწავლაში

 – რა მომენტში დარჩით მარტო, ია? თქვენ ხომ, მეუღლესთან ერთად ამდენ ხანს იცხოვრეთ. სამი საერთო შვილი გყავთ…

 ია: ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და ძალიან ბედნიერები, ყოველი დღე გვიხაროდა. არაჩვეულებრივი მეუღლე მყავდა, დედამთილი – ნამდვილი ოქრო. სხვა რა უნდოდათ ახალგაზრდებს? 2 თვე ზღაპრულად ვცხოვრობდით, მერე კი ეს ავარია მოხდა. ჩემი დედამთილი იმსხვერპლა, მე კი ხეიბრად მაქცია. ხერხემლის ოპერაციის შემდეგ, ადგომა დავაპირე და დედას ჩუსტები ვთხოვე. ის კი, ატირდა. ასე, ნელ-ნელა გავაცნობიერე, რომ აღარასდროს დამჭირდებოდა ჩუსტები… თავიდან, წლების განმავლობაში ხელის გულზე მატარებდა მეუღლე, მერე ძალიან გართულდა ყველაფერი. ერთი სიტყვით, ვერ გაუძლო, ნერვებმა უმტყუნა. ძალიან გაუჭირდა და დავშორდით. მაგრამ, არაფერში ვადანაშაულებ მას, არ ვემდური. ბევრი ვერ გაუმკლავდებოდა ამ ყველაფერს. სამაგიეროდ, სამი არაჩვეულებრივი შვილი გვყავს და ამიტომ, უსაზღვროდ მადლობელი ვარ მისი.

ნეტავ, რამდენს უნდა გავუძლო კიდევ, მშვიდი ცხოვრება რომ მეღირსოს?

 – ია, მთელი ორსულობა ეტლში ჯდომა ხომ, ძალიან რთულია. თქვენ კი სამჯერ ჩაიდინეთ ასეთი გმირობა!

 ია: ყველა ქალი იმსახურებს დედობის ბედნიერებას, არ აქვს მნიშვნელობა, ეტლს არის მიჯაჭვული თუ არა. ეს ჩემი ოცნებაც იყო. შვილები ყველაზე დიდი ბედნიერებაა ჩემს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ მათი მუცლით ტარება უზომოდ გამიჭირდა. ყველაზე მეტად გამიჭირდა, ქეთოს რომ ველოდებოდი. მშობიარობის მერეც არანაკლებ რთული იყო მდგომარეობა. დაუნის სინდრომით დაიბადა და სამშობიაროდან არ მატანდნენ.

 ქეთა სამი თირკმლით არის დაბადებული, ამიტომ არ ვიცი, რას უპირებდნენ ჩემს გოგონას და ამაზე ფიქრიც კი არ მინდა. აშკარაა, რომ აღსაზრდელად არ უნდოდათ! ყველანაირად ეცადნენ დავერწმუნებინე, რომ მასზე უარი მეთქვა.

ქეთას არ უყვარს, როდესაც მასზე „ცუდ რამეებს“ ლაპარაკობენ. ის ხომ, პრინცესაა!

 ქეთა: არა! ქეთას „ვავა“ არ აქვს! მარტო დედას აქვს „ვავა“!

 ია: არ უყვარს, როდესაც მის დაავადებებზე ლაპარაკობენ, ყოველთვის ბრაზდება. უნდა, რომ ყველამ ჩვეულებრივ, ჯანმრთელ გოგონად აღიქვას. მაგრამ, კუჭზე სიმსივნე აქვს, ამიტომ ონკოლოგთან უნდა ვიაროთ სამ თვეში ერთხელ. თითქოს, შეაჩერეს სიმსივნის ზრდა. მაგრამ, ქეთა მაინც სისხლად გადის კუჭში. უკვე რამდენიმეჯერ გაცვივდა თმა.

ყველაზე მეტად ქეთას დედიკო უყვარს, ყველაზე კარგად ეს გამოსდის

 ქეთა: მოცა! არ შეიძლება ასე ლაპარაკი! ქეთი კარგადაა. ქეთი პრინცესაა, ლამაზია. მე წერა მიყვარს – ჯოხების, ოთხკუთხედების. თეფშებსაც კარგად ვრეცხავ, ისევე, როგორც გაბი. კიდევ, დედიკოსთვის წამლები მომაქვს.

აქ წერია: „დედიკო ია, ძალიან მიყვარხარ“

გაბი: მე კი, გველი ვნახე ჩვენს უნიტაზში. შენ ოდესმე გინახავს, დეიდა? მე ვნახე! ძლივს გავაგდეთ! გველს რა უჭირს. ყველაზე საზიზღრები ვირთხები არიან! გვყავდა, სანამ სამზარეულოში მაგათ სოროს ამომავსებდით.

„აქ გველებიც არიან და ვირთხებიც, ძალიან გვეშინია მათი…“

 – საოცარი შვილები გყავთ. თქვენი ურთიერთობაც ნამდვილად დიდი და წრფელი სიყვარულის მაგალითია.

 ია: კი, ნამდვილად ასეა, უფლის საჩუქარია ჩემი შვილები. ლოცვის თქმა ვასწავლე ქეთას. ხანდახან, ეკლესიაში რომ მივდივარ ისიც დამყვება. დაიჩოქებს ხოლმე და ლოცულობს. სახლშიც ყოველ საღამოს კითხულობს „მამაო ჩვენოს“.

„აღარ შემიძლია ამ უგემური კარტოფილის ჭამა“

 ქეთი: უფალო შეგვიწყალენ… ღმეთმა დაგოცოს…

 – ია, თქვენი საარსებო წყარო რა არის?

 ია: არაფერში გვყოფნის ჩემი და ქეთას პენსია. თვეში 300 ლარით ვცხოვრობთ. ამას თუ „ცხოვრება“ ჰქვია, ვარსებობთ რა… მე პამპერსი მჭირდება, ბავშვებს – საკვები… სულ არჩევანის წინაშე ვდგავარ… ყველაფერს ვერ ვწვდებით.

დაეხმარეთ ამ ულამაზესი გოგონას დედიკოს!

 – არავინ გეხმარებათ? ბავშვების მამა ან ნათესავები? 

 ია: მათი მამა ჩვენს უფროს შვილთან ერთად, სოფელში ცხოვრობს, ცხინვალის მხარეს. ამათ ვერ ეხმარება. ალბათ, თავადაც უჭირს. უფროს ბიჭს ჯერ თავად სჭირდება დახმარება, საკუთარ თავზე უნდა იზრუნოს.   უმცროსი და-ძმის სანახავად მოდის, ხანდახან. მათგან არც ვითხოვ დახმარებას.

 დედაჩემი რამდენიმე წელია არ მინახავს, ახალგორში ცხოვრობს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე. იქ გადასვლა კი, ძალიან რთულია. დიაბეტი აქვს, თავად სჭირდება დახმარება, ვერაფრით ვეხმარები და ძალიან ვდარდობ.

 – მერიისთვის არ გითხოვიათ დახმარება?

 ია: ვთხოვეთ. მერიასაც და უშუალოდ დეპუტატებსაც. მაგრამ, უშედეგოდ. ალბათ, ბევრი ჰყავთ ჩვენნაირი. ყველას ვერ ეხმარებიან. ამიტომ, მოგმართეთ თქვენ. იქნებ, თქვენ მაინც მიაწვდინოთ ხმა.

„ყველაფერს გავაკეთებ ჩემი დისთვის და დედიკოსთვის!“

 – ია, რა გჭირდებათ ამჟამად ყველაზე მეტად? რით დაგეხმაროთ, ყოფა რომ შეგიმსუბუქდეთ?

 ია: თუ შეიძლება, ქეთას მედიკამენტებსა და მკურნალობისთვის რომ გამოყოთ სახსრები. მას ხომ, ყოველ სამ თვეში ერთხელ სჭირდება გამოკვლევა, სიმსივნის კონტროლი. მეც მჭირდება მედიკამენტები. ამის თქმა მერიდება, მაგრამ პამპერსიც მჭირდება, რა თქმა უნდა.

 ბავშვებს ნორმალური საკვები უნდათ. ხანდახან, სახლში ხმელი პურიც კი არ გვაქვს. მე კი მოვითმენ შიმშილს, მთავარია, მათ არ მოაკლდეთ საჭმელი. ყოველდღე მაკარონს ჭამენ.

 დღესაც, ორივე ერთად გავუშვი პურის საყიდლად. პური არ იყო, მათ კი ფული უკან მომიტანეს, ხელუხლებელი, არაფერი იყიდეს თავისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, როგორ უნდათ გემრიელობები… ძალიან გვჭირდება ჭურჭლის სარეცხი მანქანა. მე ჭურჭელს ვერ ვრეცხავ. ძალიანაც მინდა, მაგრამ არ შემიძლია. ბავშვებს სულ ცივ წყალში აქვთ ხელები.

 კიდევ გაზის წყლის გამაცხელებელი გვჭირდება, სახლში ცხელი წყალი რომ გვქონდეს. ახალი იატაკის დაგებაც არ იქნებოდა ურიგო, ეს სულ დაგლეჯილია. ცივია წყალიც და იატაკიც… ეს ყველაფერი ხომ, დაავადებებს იწვევს, ჩვენ კი დამატებით ხარჯებს ვერ გავუმკლავდებით.

* * *

 დედიკო ია, გაბი და ქეთა ყველა ცხოვრებისეული პრობლემისგან სიყვარულით იცავენ ერთმანეთს.  მაგრამ, სიცივისა და შიმშილის გამო, ნელ-ნელა, მაგრამ ყოველდღიურად უახლოვდებიან ტრაგედიას. მათი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეიცვლება, ვინმე თუ არ დაეხმარა. ელემენტარული ჰიგიენის დასაცავად, სჭირდებათ გაზის წყლის გამაცხელებელი, ახალი გაზქურა, გაზით რომ არ მოიწამლონ.

 იას, რა თქმა უნდა, სჭირდება პამპერსი. მას და ქეთას, ორივეს ესაჭიროებათ სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები. ქეთას სიმსივნის მდგომარეობა არ არის სტაბილური. თუ მედიკამენტები არ შეაფერხებს, მან ნებისმიერ მომენტში შეიძლება ისევ დაიწყოს ზრდა. გახსოვდეთ, რომ ანგელოზი ქეთა თქვენთვის ლოცულობს, ღმერთს სთხოვს, სიკეთე ასმაგად დაუბრუნოს ყველა კეთილ ადამიანს, ყველა დაიფაროს და გააძლიეროს. იმედს ნუ გავუცრუებთ ამ წმინდა სულის მქონე პატარა გოგონას. გააკეთეთ ღვთისნიერი საქმე და გაუწიეთ  დახმარება ამ ოჯახს! 

 შეგიძლიათ მოინახულოთ ქოქაშვილების ოჯახი მისამართზე: წეროვანი, ლტოლვილთა დასახლება, მე-16 ქუჩა, ბინა 21. 

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ქოქაშვილების ოჯახი).

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 მაი 04
პროდუქტები
299.79₾
2023 მაი 14
გაზის წყლის გამაცხელებელი
724.00₾
2023 მაი 14
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1265.00₾
2023 ივნ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
505.00₾

სულ ხარჯები:

2793.79₾

დარჩა:

0.16₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
'ანა ჯავახიშვილი
02.07.2023 20:00:00
₾1.00
'გიორგი ხოზრევანიძე
02.07.2023 20:00:00
₾5.00
'ჯუნა ზიმლიცკი
02.07.2023 20:00:00
₾30.00
ხოჯანაშვილი გურამ
02.07.2023 20:00:00
₾50.00
'ბექარ ბრეგვაძე
01.07.2023 20:00:00
₾50.00
მახარაშვილი გიორგი
30.06.2023 20:00:00
₾41.00
დიასამიძე იგნარი
30.06.2023 20:00:00
₾50.00
ზოტიკიშვილი ირინე
30.06.2023 20:00:00
₾29.00
ჭანტურია ზურაბი
28.06.2023 20:00:00
₾3.00
'ეკატერინე ბერიანიძე
28.06.2023 20:00:00
₾5.00
ასანიძე ანა
27.06.2023 20:00:00
₾10.00
ჭულუხაძე სალომე
26.06.2023 20:00:00
₾10.00
'ნინო ნიშნიანიძე
24.06.2023 20:00:00
₾3.00
'ი/მ თემურ გიორგაძე
24.06.2023 20:00:00
₾1.50
'INGA BOTCHORISHVILI
23.06.2023 20:00:00
₾5.00
'ლია ძაგანია
23.06.2023 20:00:00
₾5.00
'სოფიკო იორდანიშვილი
23.06.2023 20:00:00
₾5.00
'ასპანიძე სოფიო
22.06.2023 20:00:00
₾5.00
'მაჭარაძე თამაზ
22.06.2023 20:00:00
₾5.00
'ანი ზმოიან
22.06.2023 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾2,793.95

233 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,793.95

233 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება