ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დედა, დედა, მშია!

calendar მაისი 2, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

„დე, მშია!“ – ისმის პატარა ფატიმას განწირული ხმა. „დე, ნეჯოს ისევ შეტევა აქვს.“ – ყვირის რამაზანი. ნეჯო იატაკზე ფართხალებს. ასეთი საშინელი კრუნჩხვები, საბრალო პატარას ემართება თითქმის ყოველდღე. „დე, მარიამს პამპერსი აღარ აქვს!“ – ციალა დისთვის ახალ საფენებს ეძებს…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

დედა, დედა, ნეჯოს უსაშინლესი შეტევა აქვს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი!

დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ

ღვთისნიერ საქმეში!

„დე, მშია!“ – ისმის პატარა ფატიმას განწირული ხმა. „დე, ნეჯოს ისევ შეტევა აქვს.“ – ყვირის რამაზანი. ნეჯო იატაკზე ფართხალებს. ასეთი საშინელი კრუნჩხვები, საბრალო პატარას ემართება თითქმის ყოველდღე. „დე, მარიამს პამპერსი აღარ აქვს!“ – ციალა დისთვის ახალ საფენებს ეძებს…

დედა, ელენე ამ დროს ყურებზე ხელებს იფარებს და უნდა უბრალოდ ფანჯრიდან გადახტომა, უნდა, რომ გაქრეს, რათა თავი დააღწიოს ამ პრობლემებს, რომელიც ყველა მხრიდან უტევენ! მაგრამ, არა! ის ამას ვერ გააკეთებს! მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ამას არასდროს გააკეთებს! ის დედაა – მარტოხელა დედა. ის თუ არ იქნება, მერე? მერე, მის ანგელოზებს რა ბედი ეწევა? რა ბედი ეწევა პატარა ნეჯოს? ის ხომ, საბოლოოდ გაგიჟდება! რა ბედი ეწევა პატარა ლურჯთვალა მარიამს, რომელმაც ეს-ესაა აიდგა ფეხი და მთელი დღე „დედა-დედიკოს“ გაიძახის… ან ციალას, ან რამაზანს, ან ფატიმას – უჭკიანესს და უნიჭიერესს?

ამ პატარებმა არ იციან, როდის აქვთ დაბადების დღე. ისიც არ იციან, ეს სიტყვები რას ნიშნავს. არასდროს აღუნიშნავთ, მეგობრები საჩუქრებით მათთან სტუმრად არასდროს მოსულან, არასდროს ჩაუქრიათ ტორტზე სანთლები…

პატარა მარიამი ჯერ ვერ ხვდება, რომ დედას ფული არ აქვს. ამიტომ, გამუდმებით ითხოვს საჭმელს.

ელენე: ვფიქრობ, როგორ მოვამზადო ორი კარტოფილით წვნიანი მაინც. ჩავსულვარ და ვალად ამიღია ხილ-ბოსტნის ჯიხურში. მიფიქრია, რომ სოციალურს ავიღებ, მერე გადავიხდი – მეთქი. მაგრამ ადამიანებს, ყოველთვის ხომ ვერ შეაწუხებ? სოციალური შემწეობის თანხის ნახევარს ქირაში ვიხდით. ბოლო დროს, სასწაულად გაიზარდა ქირა, ამ საშინელ პირობებშიც კი „გვიხარია“ ყოფნა. მეტს ვერ გადავიხდი. აქედან რომ გაგვიშვან ან ფასი მოგვიმატონ, სად უნდა წავიდეთ? ალბათ, ქუჩაში დავრჩებით…

ეს აბაზანაა, ყველგან წვეთავს, ყველაფერი შესაკეთებელია…

– საკუთარი ბინა არასდროს გქონიათ?

ელენე: გვქონდა. ნეჯიბი რომ დაიბადა, შევნიშნეთ, რომ განვითარების პრობლემები ჰქონდა. მისი მკურნალობა ძალიან ძვირი ჯდებოდა. ბინა დავაგირავეთ. მერე დოლარის კურსმა მოიმატა. პროცენტების გადახდას და თან მკურნალობას ვერ ვახერხებდით და ბოლოს გავყიდეთ. დარჩენილი თანხაც ნეჯიბის მკურნალობაზე დაიხარჯა. ის ძალიან იტანჯებოდა. შვილის ტანჯვისთვის როგორ უნდა მეყურებინა? ყველაფერი ვცადეთ, ბოლომდე დავიხარჯეთ და დავრჩით ღია ცის ქვეშ. მისი მდგომარეობა კი, სულ ოდნავ გაუმჯობესდა: დაიწყო მოკლე წინადადებებით ლაპარაკი.

ახლა, ის 10 წლისაა, მაგრამ მეორე კლასში სწავლობს. ყველა ვეფერებით, ვცდილობთ, არ გავაღიზიანოთ. თუ წყობილებიდან გამოვიდა, ყვირის, ტირის, ვეღარ ვამშვიდებთ. აღრიცხვაზეა ფსიქიატრიულ დისპანსერში, მედიკამენტებს გვაძლევენ. ეს ძალიან ძლიერმოქმედი წამლებია. როდესაც შეტევა აქვს და ვასმევ, მერე მთელი დღე სძინავს, არ შემოდის კონტაქტში. მეცოდება ჩემი შვილი, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ვხედავ. იმის საშუალებაც არ მაქვს, სხვა ექიმებთან რომ წავიყვანო. ალბათ, აღარც მექნება…

როდესაც ნეჯიბი მშვიდად არის, პატარა ანგელოზს ჰგავს. მაგრამ, შეტევების დროს, თითქოს დემონი უსახლდება.

რამაზანი ნეჯიბს სწავლაში ეხმარება. მაგრამ, არაფერი გამოსდის, მას წინადადებების სრულყოფილად წარმოთქმაც კი უჭირს.

– თქვენი მეუღლე არ გეხმარებათ?

ელენე: მეუღლემ წელიწად-ნახევარია მიმატოვა, პატარა მარიამს ველოდებოდი მაშინ. მან ვეღარ გაუძლო სტრესს, გაჭირვებას. კაცები არასასურველ მდგომარეობას თავს ასე აღწევენ, გაქცევით. დედა კი სულ სხვაა, არასდროს მიგატოვებს… ბავშვებთან მოდის ხოლმე მეუღლე. თუმცა, დახმარებით ვერ მეხმარება. დაქირავებული მუშაა. ვერაფერს აკეთებს სხვას. ანაზღაურება იმხელა აქვს, თავად რომ იმყოფინოს. მე როგორ დამეხმარება?!

რამაზანი (13 წლის): მამა გვნახულობს. ხანდახან, კანფეტებიც მოაქვს. მე კი, შაურმაზე ვოცნებობ. ერთხელ ჩემმა კლასელმა დამპატიჟა და ისეთი გემრიელი იყო-ო-ო-ო… ნეტავ, კიდევ ვინმემ მაჭამოს…

„რომ ჩავფიქრდები ხოლმე, ველოსიპედზე ვოცნებობ. მერე კი, მახსენდება, რომ ჩემი ოცნებები არასდროს ხდება… მე ხომ, ძალიან ღარიბი ვარ!“

ფატიმა (6 წლის) : შაურმას გამიყოფ? აღარ მინდა „სუპი“…

რამაზანი: ჰოდა „სუპი“, კიდევ „სუპი“ და სულ „სუპი“ გექნება…

ციალა (12 წლის) : ხანდახან, ეგეც რომ არ გვაქვს, ამაზე თუ გიფიქრია? აგერ, მარიამს რძე და მაწონი სჭირდება, პამპერსიც…

„ძალიან მინდა, ჩემი მეგობრები ჩემთან სახლში რომ მოვიდნენ. მაგრამ, მრცხვენია ჩემი სახლის. მეშინია, არ დამცინონ.“

რამაზანი: რანაირები ხართ? თქვენთან, ოცნებაც კი არ შეიძლება…

ფატიმა: როდესაც ოცნებები არ ხდება, რა აზრი აქვს ასეთ ოცნებას?! ჩვენ, არასდროს არაფერი გვისრულდება! არც აგვისრულდება!

ელენე: ბევრ რამეს მთხოვენ, მე კი ვერაფერს ვუკეთებ. ტანსაცმელს მეზობლები გვჩუქნიან, ჩემს შვილებს არასდროს არაფერი სცმიათ ახალი. ფეხსაცმელი მუდმივი პრობლემაა. ფატი კარგად სწავლობს, რამდენი ხანია პლანშეტს მთხოვს. მისი ყიდვა, წარმოუდგენელია ჩემთვის! რომელ პლანშეტზეა საუბარი, როდესაც რვეულების და კალმების ფულს ვერ ვუყრი თავს. ჩემს შვილებს არასდროს ჰქონიათ დღესასწაულები… ახალ წელს ადრე დავაწვინე ბავშვები, გული რომ არ სტკენოდათ. ეს ხომ, ცხოვრება არ არის, ეს წამებაა…

„ეს ერთადერთი თოჯინაა, რომელიც ვიპოვე. ქუჩაში ეგდო, როგორც ჩემი ძმა ნეჯიბი. ჩემი დაიკოსთვის წამოვიღე, მას ხომ სათამაშოები საერთოდ არ აქვს და ძალიან სჭირდება!“

– ადგილობრივი ხელისუფლებისთვის თუ მიგიმართავთ?

ელენე: მერიას მივმართე, მივწერე წერილი, უბინაოთა სიაში რომ მოვხვედრილიყავი. უარი მივიღე! გესმით, მე ხუთი შვილის დედას, ქუჩაში დარჩენილს, რომელიც თავისი შემწეობის თანხის ნახევარს იხდის ამ სახლში, დარჩენილი ნახევრით კი, ცდილობს ბავშვები შიმშილისგან იხსნას როგორმე, უარი მომივიდა! საინტერესოა, მაშინ ვის ეკუთვნის საცხოვრებელი? იმ დღეს, მთელი დღე ვტიროდი. ჩემი შვილებიც ტიროდნენ ჩემთან ერთად, მათ შიოდათ, სციოდათ…

„ღმერთი გვიფარავს, თორემ აქამდე აირით არ გავიგუდებოდით ან სიცივით დავიხოცებოდით“

– გათბობა არ გაქვთ?

ელენე: აი, ამ ბომბზე ვსხედვართ. (გაზის გამათბობლისკენ იშვერს ხელს.) ხანდახან, გაზი ჟონავს. სუნს თუ ვგრძნობთ, ვაქრობთ. მერე კი, ერთმანეთს ვეხუტებით და ასე ვცდილობთ, რომ გავთბეთ.

ფატიმა: ისედაც სულ ჩახუტებულებს არ გვძინავს?

ელენე: საკმარისი საწოლები არ გვაქვს. საწოლი, რომელზეც გოგონებს სძინავთ, აგურებზე დგას. ეს დივანი კი, ხომ ხედავთ, სულ დაშლილია. არც ღრუბელი ვარგა, არც მისაყუდებელი.

„ყველაზე მთავარი საზრუნავია, რომ მარიამი არ დარჩეს მშიერი. თორემ, ტირილს თუ დაიწყებს, შეიძლება დავყრუვდეთ“

– საწოლებისა გარდა კიდევ რა გჭირდებათ?

ელენე: პირველ რიგში საკვები გვჭირდება. სარეცხი მანქანა გვჭირდება. ეს, რასაც ხედავთ მეპატრონისაა და არ მუშაობს. გაზქურაც გვჭირდება.

რამაზანი: ტელევიზორიც არ მუშაობს. ესეც იმისია… აი, ფულს ვისაც უხდის დედიკო…

ელენე: მარიამი ერთი წლისაა. ჯერ კიდევ სჭირდება პამპერსი. ვცდილობ, გადავაჩვიო, მაგრამ ჯერჯერობით, არ გამომდის. როგორ ვწვალობთ, მოყოლაც მრცხვენია… ო-ო-ოჰ, თქვენ ის მკითხეთ რა არ გვჭირდება, თორემ ჩვენ რაც გვჭირდება, ერთი დღეც არ ეყოფა იმის ჩამოთვლას…

„ჩვენი მაცივარი არ მუშაობს! მაცივარზე არც ვოცნებობ, რა მაქვს შესანახი? საჭმელი არ გვაქვს!“

ფატიმა: დეიდა, რა გვჭირდება, რატომ გვეკითხებით?

– გვინდა, კეთილ ადამიანებს ვუამბოთ, როგორი ლამაზი ბავშვები ცხოვრობენ ამ საშინელ სახლში. როგორ უჭირთ, რაზე ოცნებობენ და რა გაუხარებდა პატარა გულებს.

ფატიმა: მერე, ეს კეთილი ადამიანები ჩვენთან მოვლენ და საჩუქრებს გვაჩუქებენ?

– რა თქმა უნდა, პატარავ! ძალიან ბევრ საჩუქარს.

ფატიმა: მაშინ, თუ შეიძლება გთხოვოთ, თოჯინაც გამოაყოლონ ჩემი პატარა დისთვის? არ მინდა, ისიც ჩემსავით გაიზარდოს… სათამაშოების გარეშე…

ჭელიძეების ოჯახი

„ჩემი გაზრდილია ეს ანგელოზი, დედას ყოველთვის ვეხმარები მის მოვლაში. მინდა, რომ ის მაინც იყოს ბედნიერი ბავშვი!“

„მშიერიც დავრჩები, ოღონდ მარიამის ბოთლში ცოტაოდენი საჭმელი მაინც ესხას!“

***

ფატიმას ამ სიტყვებმა საბოლოოდ მოგვიკლა გული. ამ ბავშვების სევდიან სახეებს, ჩამქრალ თვალებს ვუცქერდით. ვხედავდით, როგორ ეხმარებოდა რამაზანი დედას, როგორ ზრუნავდა თავის უმცროს ავადმყოფ ძმაზე. როგორ უცვლიდნენ ციალა და ფატი პამპერსს პატარა მარიამს, გახუნებულ კაბას როგორ აცმევდნენ მას… ნუთუ ეს ბავშვები არ იმსახურებენ უფრო მეტს? მეგობრებო, ჩემო ძვირფასებო! მათი ნაცრისფერი ცხოვრება როგორმე უნდა შევცვალოთ და გავაფერადოთ. ჭელიძეების ოჯახი თქვენს დახმარებას ელის, ჩვენ კი, მუდამ გვაქვს თქვენი სიკეთის დიდი იმედი!

შეგიძლიათ, თავად მოინახულოთ ეს მრავალშვილიანი, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახი. მათი მისამართია: თბილისი, გლდანის პირველი მ/რ, კორპუსი 16, ბინა 2. ამით მათ ძალიან გაახარებთ.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება: ჭელიძეების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)

ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund
და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

მეგობრებო, სწორედ ასეთი ღიმილი სძენს ჩვენს ცხოვრებას აზრს და გვჩუქნის სიხარულს შემოქმედისა, რომელმაც თავის ხატად და მსგავსებად შეგვქმნა! (ბიბლია, ძველი აღთქმა)

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი!


დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

თქვენ საოცრება ხართ! საჩუქრებისთვის და ემოციებისთვის ათასი მოწონება ბავშვებისგან!

„უკვე სამი თვეა, რაც დედიკო გვყიდულობს იმას რაც გვინდა, – ამბობს რამაზანი. – ასეთი რამ ჯერ არასოდეს ყოფილა. ჩვენ მოგვინდა ხინკალი და პელმენი – დედიკომ გვიყიდა. ე, რა მაგარია! ხაჭოს დესერტი და ნამცხვრებიც გვიყიდა! ნეტავი სულ ასე ყოფილიყო! ეს ხომ თქვენ ეხმარებით დედიკოს? კიდევ ხომ იქნებით ჩვენი მეგობრები? თქვენ კარგი მეგობრები ხართ, ძალიან ბევრ რამეს აკეთებთ ჩვენთვის. ჩემი ახალი ფეხსაცმელი – მაგარია! ახალი ტახტი – მაგარია! ახალ ტახტზე ყველას გვიყვარს კოტრიალი. დედიკოსთვისაც ჩამოვიდა საჩუქრები – მაცივარი და გაზქურა. დედიკო უკვე აღარ ნერვიულობს საჭმელზე, მხოლოდ სახლზე ნერვიულობს, სად ვიცხოვრებთ.“

ელენე მარტოხელა დედაა, რომელმაც შეძლო, რომ ხუთი ბავშვი გადაერჩინა შიმშილისგან, მხოლოდ იმიტომ რომ ენდო ფონდს. შიმშილს გადაურჩნენ, მაგრამ ქუჩაში დარჩენის რისკი კვლავ დიდია.

–ელენე, სულ ცოტათი მაინც შევძელით თქვენთვის ცხოვრების გამარტივება?
ელენე:
ყველაზე მეტად იმის მეშინოდა რომ ჩვენ შიმშილი მოგვკლავდა. თქვენ მე პანიკური შიშებისგან მიხსენით, რომელიც ერთი წუთითაც არ მტოვებდა.ღმერთის და თქვენი წყალობით, მე უკვე მაქვს იმის იმედი, რომ შიმშილით არ მოვკვდებით. როგორც კი გვიმთავრდებოდა საჭმელი, ვრეკავდი ფონდში და ეს პრობლემა უცებ გვარდებოდა. არამხოლოდ მარცვლეულის საყიდლად, არამედ ნორმალური ადამიანური საჭმლისთვის – ხორცისთვის, თევზისთვის, კარაქისთვის და ხილისთვის. ახლა საყინულეში მაქვს ქათამიც და თევზიც. ბავშვებს ძალიან მოსწონთ მაცივრის გაღება, ჩემი აზრით ეს მათთვის საყვარელი საქმიანობა გახდა. (იღიმის.) მაცვარიც არ გვქონდა, ხომ გახსოვთ. მიფუჭდებოდა ერთი დღისთვის განკუთვნილი საჭმლის მარაგიც კი.

ელენე: «ბავშვებს ძალიან მოსწონთ მაცივრის გაღება, ჩემი აზრით ეს მათთვის საყვარელი საქმიანობა გახდა»

როდესაც საჭმელს ვამზადებდი ჩვენ ძველ გაზქურაზე, უნდა სახანძრო ბრიგადისთვის დაგვეძახა. ის ხომ გაზს უშვებდა!


რამაზან (13 წლის):
ცეცხლი ისე მაღლა ადიოდა, თითქოს რაღაცა ჯინი გამოჩნდებოდა! ჩვენ ვყვიროდით და დედიკო უცებ გამორთავდა გაზს. ჩვენ გაზქურასთან მიახლოვების გვეშინოდა. ვჭამდით ბოლომდე მოუხარშავ მაკარონს, კარტოფილს,ოღონდაც ხანძარი არ გაჩენილიყო!

„ახალ გაზქურაზე უკვე ნორმალურად შეგვიძლია კარტოფილის შეწვა!“

საჭმლის გაკეთება უსაფრთხო გახდა. გაზქურიდან უკვე ცეცხლოვანი ჯინი არ ამოდის

ციალა (12 წლის): მეც მახსოვს ეს საშინელება. ეხლა დედიკოს მაგარი გაზქურა აქვს, ის მას უფრთხილდება, რომ არაფერი არ მოძვრეს. მეც ფრთხილად ვხმარობ. კიდევ სამზარეულოში ახალი კარადა გვაქვს, იქ ჩვენ ჭურჭელს ვაწყობთ, ადრე ყველაფერი ზემოდან გვეწყო.


რამაზან:
ძველ ტახტს მთელი ნაჭყაპუტები ( ზამბარები და პოროლონი. – რედ.), და რაღაც რკინებიც გვერჭობოდა გვერდებში. ზიხარ და უცებ რაღაცა შეგერჭობა. ეს კიდე საკაიფოდ რბილია.

“ეს ტახტი ბავშვებს ძალიან მოსწონთ. ის რბილი და კომფორტულია, არ იკბინება როგორც ძველი“

ელენე: სხვა სიახლე? როდესაც ჩემი პატარა ბაია მარი მოვლილია, მას პამპერსი უკეთია და ყველაფერი ისეა, როგორც საჭიროა, ის ბევრს არ ტირის. თქვენი წყალობით ვიყიდე საფენების დიდი მარაგი. თურმე როგორი არაჩვეულებრივი და წყნარი გოგონაა, როცა არ ტირის.

პამპერსი მაქვს, მუცელიც სავსე მაქვს, მეტს აღარ ვიტირებ!

– რომელიმე ჩვენი მკითხველი ხომ არ გაიცანით?


ელენე:
სხავათაშორის გავიცანი, მაგრამ სამწუხაროდ სახელები ვერ დავიმახსოვრე. როდესაც დავინახე, რომ მომიტანეს საკვები, დავიბენი, ავნერვიულდი და სულ დამავიწყდა მათი სახელები.

როდესაც თქვენ განათავსეთ პოსტი, ჩემთან მოვიდნენ ცოლ-ქმარი. მთლიანი საბარგული პროდუქტებით იყო გამოტენილი: შვიდი კილო კარტოფილი, ხუთი კილო ლობიო, იმდენივე შაქარი, ბრინჯი, მაკარონი, ოთხი ლიტრი მზესუმზირის ზეთი, ბავშვებს ლიმონათი, კანფეტები, ორცხობილები, შოკოლადი. კეთილი ხალხია, თბილი, გულუხვი. მიყვარს ასეთი ადამიანები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ცხოვრობენ, გაჭირვებულებს არ ივიწყებენ და ეხმარებიან მათ.

ასევე ჩვენთან მოვიდა ექიმი ნევროლოგი, ბავშვებს ტორტი და ორცხობილები მოუტანა. ფატიმამ კარი გაუღო და მან ბავშვს ტორტი გადასცა. არ დამავიწყდება შვილის გაბადრული სახე!

ერთხელ, თქვენთან ფონდში მოვედით რომ საჩუქრები წამოგვეღო, და კარზე დავტოვეთ პატარა წერილი, ტელეფონის ნომრით. გულმა მიგრძნო ვიღაც სტუმრად მოვიდოდა ჩვენთან. და მართლაც, ამ დროს ერთი კეთილი ქალბატონი მოსულიყო. ჩვენ მერე შევეხმიანეთ და შევხვდით ერთმანეთს. მას უნდოდა რამაზანისთვის და ციალასთვის საჩუქარი ეჩუქებინა.

რამაზანი: სამი თვეა ჩვენ ტკბილეულობები გვაქვს, ნეტავ სულ ასე იყოს..

ვიღაცამ გადაიხადა ჩვენი შუქის ვალი. მე არ ვიცი თქვენი სახელები, მაგრამ უკვე ვიცნობ თქვენს სულს! თქვენი სული ულამაზესია, უწმინდესი და კეთილზე უფრო კეთილი! მე აღფრთოვანებული ვარ იმითი, რომ თქვენთვის კეთილი საქმის გაკეთება სამსახურისავითაა. მეც ხომ ვკითხულობ თქვენ ისტორიებს, ზოგი შემთხვევა იმდენად მძიმე და ტრაგიკულია, იმდენად გამოუვალი ჩანს მათი მდგომარეობა, მაგრამ თქვენ მიუხედავად ყველანაირი დაბრკოლებისა მაინც ეხმარებით მათ. ამის გარდა თქვენ მათ სენისგან და სიღარიბისგან კურნავთ. თქვენ მე გამამხნევეთ, გეფიცებით!

– ელენე, და სახელმწიფო ან ადგილობრივი მმართველობა გეხმარებათ?

ელენე: ციალა და რამაზანი უფასოდ ჩაწერეს საფეხბურთო სექციაში. აქ გლდანში ახალი სტადიონი გვაქვს. ეს კი კარგია მაგრამ, საცხოვრებელზე დახმარების გაწევა არ უნდათ. მე და ბავშვებს მალე, ალბათ ერთ თვეში გაგვყრიან აქედან. სახლის მეპატრონე ამ ბინას ყიდის და მორჩა, სხვა არაფერი არ აინტერესებს. გიჟივით ვეძებ ბინას, 500 – 600 ლარად. მეტის გადახდას უბრალოდ ვერ შევძლებ. მაგრამ რად გინდა! 800 –1000 ლარზე ნაკლები უკვე არაფერი იშოვება. და როცა იგებენ, რომ 5 ბავშვი მყავს, საუბარი მოკლეა – არა. ასეთ სიტუაციიდან შეილება რომ ჭკუიდანაც შეიშალო… ხუთი ბავშვით ქუჩაში… მაგარმ არ ვგიჟდები, იმიტომ რომ თქვენ მყავხართ გვერდში. მე მაქვს იმედი და დიდი თხოვნა: გთხოვთ დაგვეხმარეთ!

ჩვენ უკვე ვიცით რომ ხელის ერთი მოქნევით ყველა ოჯახურ პრობლემას უცებ ვერ მოვაგვარებთ. სწორედ ამიტომ, მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ რეგულარულად გაეცნოთ ოჯახებს და დაეხმაროთ მათ, მაშნაც როდესაც პროექტი უკვე დასრულდა.

ელენეს და მის ხუთ შვილს საცხოვრებელი ადგილის პრობლემა აქვთ. თუ თქვენ იცით, როგორ მოაგვაროთ პრობლემა (მისცემთ ფართს, გადაიხდით ქირის ფულს, შესთავაზებთ სხვა გამოსავალს), დაეხმარეთ ჭელიძეების ოჯახს. ასევე ოჯახს მუდმივად სჭირდება საკვები, პამპერსები და საბავშვო ტანსაცმელი.

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშებია:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: ჭელიძეების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)

ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 მაი 22
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1100.00₾
2023 მაი 25
დივანი
600.00₾
2023 მაი 31
პროდუქტები
199.92₾
2023 ივნ 08
მედიკამენტები
200.89₾
2023 ივნ 08
კარადა სამზარეულოს
900.00₾
2023 ივლ 10
მედიკამენტები
321.35₾
2023 ივლ 19
პროდუქტები
299.93₾
2023 ივლ 19
პროდუქტები
196.68₾
2023 ივლ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
890.00₾
17.10.2024
პროდუქტები
200.00₾

სულ ხარჯები:

4908.77₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾6.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.08.2023 20:00:00
₾40.00

შემოწირულია:

₾4,908.03

348 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,908.03

348 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება