ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„დილით პურს ვჭამთ, საღამოს ისევ პურს… შეგიძლია, ეს პური ხორცად აქციო?..“ – რას სთხოვს ღმერთს ექვსი წლის ანდრია

calendar მაისი 15, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

„იცი, რა ცუდია, შიმშილი მუცელზე რომ „მოგიჭერს“?! სულ გვშია და ძალიან ღარიბები ვართ. დედას კი, ფული არ აქვს, ერთი ცალი კანფეტი მაინც რომ გვიყიდოს ყველას. სულ პური გვაქვს, მხოლოდ პური. სადილად პური, ძილის წინ პური… პურის ბატონს დავემსგავსებით მალე.“ – ხითხითებს პატარა ანდრია და ვერ ხვდება, რომ სულაც არ არის სასაცილო მისი ნათქვამი სიტყვები. უკვირს, ასეთი მაგარი ხუმრობის მერე, დედიკო რატომ ტირის… რა ქნას საბრალო დედამ, როდესაც ბავშვებისთვის საჭმელი არ აქვს? როდესაც ისინი ღმერთს სთხოვენ, ხმელი პური რამე გემრიელად რომ გადააქციოს? „ხომ შეგიძლია?“ – ანდრია გულუბრყვილოდ შესცქერის ცას და პურის ნაჭერს აჩვენებს ღმერთს. – „ჩემი პური ხორცად გადააქციე, გთხოვ!“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„დილით პურს ვჭამთ, საღამოს ისევ პურს… შეგიძლია, ეს პური ხორცად აქციო?..“ – რას სთხოვს ღმერთს ექვსი წლის ანდრია

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „იცი, რა ცუდია, შიმშილი მუცელზე რომ „მოგიჭერს“?! სულ გვშია და ძალიან ღარიბები ვართ. დედას კი, ფული არ აქვს, ერთი ცალი კანფეტი მაინც რომ გვიყიდოს ყველას. სულ პური გვაქვს, მხოლოდ პური. სადილად პური, ძილის წინ პური… პურის ბატონს დავემსგავსებით მალე.“ – ხითხითებს პატარა ანდრია და ვერ ხვდება, რომ სულაც არ არის სასაცილო მისი ნათქვამი სიტყვები. უკვირს, ასეთი მაგარი ხუმრობის მერე, დედიკო რატომ ტირის… რა ქნას საბრალო დედამ, როდესაც ბავშვებისთვის საჭმელი არ აქვს? როდესაც ისინი ღმერთს სთხოვენ, ხმელი პური რამე გემრიელად რომ გადააქციოს? „ხომ შეგიძლია?“ – ანდრია გულუბრყვილოდ შესცქერის ცას და პურის ნაჭერს აჩვენებს ღმერთს. – „ჩემი პური ხორცად გადააქციე, გთხოვ!“

პატარა შოთა ხელს სტაცებს და პირში მიაქვს ყველაფერი, რაც იჭმევა

 თამარი: აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის ჭამეს ნორმალური საჭმელი ჩემმა შვილებმა. მაღაზიებიდანაც ნისიად ვეღარ მომაქვს პროდუქტი. უკვე ყველგან საკმაოდ დიდი ვალი მაქვს.  არ ვიცი, რა ვქნა, ბავშვები შიმშილობენ. ახლა, შეიძლება ითქვას, ყველაზე რთული პერიოდი მაქვს ცხოვრებაში. შოთა ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა, სამსახურში რომ გავიდე, არავინ მყავს დამტოვებელი. მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ჰოდა, ვცხოვრობთ ასე, თუკი ამას ცხოვრება ჰქვია.

ამ კედელთან, რომელიც იფშვნება, ბავშვებს სძინავთ

 – კი, საშინელ პირობებში ცხოვრობთ ნამდვილად. თქვენია ეს ბინა?

 თამარი: არა, თვითნებურად დავიკავეთ 8 წლის წინ. ვერ ვიტყვი, რომ უკეთეს პირობებში ვცხოვრობდით მანამდე, მაგრამ ის ბინა ჩვენი იყო. მერე, მისი ჩადება მოგვიწია, იპოთეკა ვეღარ გადავიხადეთ და დავკარგეთ. არ გვაქვს ქირის გადახდის საშუალება, ამიტომ ამ ნაგებობაში შემოსვლა მოგვიწია. საერთო საცხოვრებელი იყო ადრე. მცირე თანხაც ვერ გადაგვიდია, რომ კედლები მაინც შევღებოთ. სულ დაობებულია. ღმერთს მხოლოდ ერთს ვთხოვ, ბავშვების ჯანმრთელობაზე არ იმოქმედოს. რომელიმე უბრალოდ რომ გაცივდეს, მედიკამენტებს ვერ ვუყიდი. შეიძლება ითქვას, უფლის წყალობით იზრდებიან ეს ბავშვები!

„არ ვიცი ეს რა არის, მაგრამ პური ნამდვილად არაა“

 – მორწმუნე ხართ?

 თამარი: რას ლაპარაკობთ! ჩემი რწმენა რომ არა, დიდი ხანია თავს მოვიკლავდი. იცით, რა ხდება, როდესაც ძალაგამოლეული ხარ, დახმარებას არსაიდან ელი და სახლში საჭმელი არ არის, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე და დაგეხმარება, ერთი დღეც რომ გადააგორო. აი ახლა, თქვენ მოხვედით! ეს ყველაფერი ხომ, უბრალოდ არ ხდება? ალბათ, ასობით ადამიანი მოგმართავთ, თქვენ კი, ჩვენთან მოხვედით. ყველაზე რთულ დროს.

„ამ სახლში ცხოვრების მეშინია. აქ, კედლებიც კი, საშინელია“

 კახა (8 წლის): ღმერთს მხოლოდ საჭმელს ვთხოვთ. მაგრამ, არა ცარიელ პურს. ერთხელ გავსინჯე, არ ვიცი, რა ჰქვია, პურზე რომ უნდა წაუსვა, ტკბილი პასტა. ყავისფერია და მსოფლიოში ყველაზე გემრიელი. ტკბი-ი-ი-ილი! მინდა, რომ მთელი ჩვენი საჭმელი ამ გემრიელ პასტად გადაიქცეს!

ანდრია (6 წლის): მე კი, ველოსიპედი მინდა! და მულტფილმები! და ბურთი. და ლამაზი სახლი!

 კახა: მეც მინდა ლამაზი სახლი. კედელთან ახლოს გავლის მეშინია. თითქოს, მე მიყურებს და მაშინებს.

„უბრალოდ მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იცხოვრონ და არა იარსებონ“

 – თქვენ რა სურვილები გაქვთ, თამარ?

 თამარი: მხოლოდ ერთი! მქონდეს საშუალება, ჩემს შვილებს შევუქმნა სიმყუდროვე ამ ნანგრევებში. უპატრონო კნუტებივით არ გაგვყარონ და ბავშვებმა არ ისუნთქონ ობი. აქაურობა ვერაფრით მოვაწესრიგე. ვალაგებ და ისევ სავსეა ჭუჭყით და მტვრით… კედლები იფშვნება, ჭერიდან წყალი ჩამოდის, ყველაფერი დამპალია. არც მაგიდა გვაქვს, არც სკამები, საწოლებიც იშლება. გაზიც კი არ გვაქვს. ჩაიდნის ასადუღებლად შეშის ღუმელი უნდა ავანთო. ვერავის ვთხოვ დახმარებას, ყველას საკუთარი საზრუნავი და სადარდებელი აქვს. ვის უნდა ადარდებდეს სხვისი შვილები?

„მინდა, ეს პური კანფეტად გადაიქცეს“

 – პატარებისთვის ტანსაცმელი ან სპეციალური კვება არ გჭირდებათ?

 თამარი: საბა 2 წლისაა, შოთა 1 წლის. რომელ სპეციალურ კვებაზეა ლაპარაკი? ხუმრობთ? ხანდახან, წყალს ვასხამ პურს, ფაფას რომ დაემსგავსოს. ხანდახან, შაქარიც კი არ მაქვს, ბავშვებს ჩაი რომ დავალევინო. მეზობელმა საბას პომიდორი აჩუქა და ხელიდან არ უშვებს. ხან კბეჩს, ხან გულში იკრავს… ლამისაა გული გამისკდეს, ამას რომ ვხედავ.

ეს საჭმელი ბავშვებმა მთელი დღე უნდა იმყოფინონ

 – თქვენი საარსებო წყარო რა არის?

 თამარი: სოციალური შემწეობა. ორი კვირა მყოფნის. ბურღულეულს, ყველაზე დაბალფასიან ბოსტნეულს ვყიდულობ ხოლმე. შაქრის და ზეთის ყიდვის საშუალება იშვიათად მაქვს. სათამაშოები კი… ბავშვებმა არც იციან, სათამაშოებით თამაში როგორ უნდა. არასდროს ჰქონიათ.

შოთა შიმშილისგან ტიროდა, დაიღალა და ჩაეძინა

* * *

 ესეც, კიდევ ერთი ქართული ოჯახის ამბავი. თქვენთვის არაფერი გვითქვამს ახალი. მთელ საქართველოში, ათასობით ოჯახი წვალობს ასე! ჩვენ კი, გვსურს ამ უკუნეთი სიბნელიდან, ამ ჭაობიდან გამოვიყვანოთ, სადაც უნებლიედ აღმოჩნდნენ. პირველების ოჯახს, კარს გაჭირვება მიადგა. ბავშვების მამა ვერ მუშაობს. ძალიან უნდა, მაგრამ, არ შეუძლია! ზის და ტირის, და ამის გამო, მისი მდგომარეობა უარესდება! თამარი კი, პატარებს ვერ ტოვებს, რომ გავიდეს და იმუშაოს. ასე, კაპიკებით გააქვთ თავი. 

 მხოლოდ თქვენი იმედი გვაქვს. ბავშვები უნდა გადავარჩინოთ, შეხედეთ, რა კარგები არიან! საწოლები, სარემონტო მასალა, მაგიდა, სკამები, პროდუქტი, მაცივარი – სულ ეს არის, რასაც ისინი ითხოვენ. კიდევ, ბავშვებს უნდა ვაჩუქოთ ტანსაცმელი, სათამაშოები და ტკბილეული, ამ ყველაფრის გარეშე ხომ, ბოროტები გაიზრდებიან. ბავშვებს სათამაშოები აუცილებლად უნდა ჰქონდეთ!

 თქვენი დახმარების დიდი იმედი გვაქვს, რადგან ვიცით, რომ ქართველები ჩვენიანებს გასაჭირში არასდროს ვტოვებთ!

 თუ გსურთ ეს ოჯახი მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: თბილისი, თემქა 11 მ/რ ბინა 1 (ლტოლვილთა საერთო საცხოვრებელი).

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: პირველების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 მაი 22
პროდუქტები
72.47₾
2023 ივნ 20
პროდუქტები
299.22₾
2023 ივლ 10
მედიკამენტები
155.20₾
2023 ივლ 16
პროდუქტები
299.89₾
2023 ივლ 16
საწოლი
740.00₾
2023 ივლ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
660.00₾
2023 აგვ 09
მედიკამენტები
402.40₾
2023 სექ 20
პროდუქტები
370.09₾
2023 სექ 25
პროდუქტები
299.89₾
2024 იან 11
პროდუქტები
205.04₾
2024 იან 14
პროდუქტები
219.72₾

სულ ხარჯები:

3723.92₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.01.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.01.2024 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.01.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.01.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.01.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.01.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.01.2024 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.01.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.01.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.01.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.01.2024 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.01.2024 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.12.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.12.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.12.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.12.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.11.2023 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.11.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.09.2023 09:25:05
₾200.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.08.2023 20:00:00
₾2.00

შემოწირულია:

₾3,723.45

236 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,723.45

236 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება