რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ფონდის გულშემატკივრებო, დღეს დიდი ზეიმი გვაქვს და გვსურს, თქვენც გაგიზიაროთ ეს ბედნიერება. 4 წლის მათე, რომელსაც ფეხზე დადგომა არ შეეძლო და რომელსაც საბრალო დედა ოპერაციასაც ვერ უკეთებდა უფულობის გამო, ახლა უკვე ფეხზე დადის. ეს როგორ მოხდა? სწორედ თქვენი დიდი გულისხმიერების შედეგად, კეთილო ადამიანებო. 13 ათას ლარზე მეტი შეგროვდა ბავშვის საზღვარგარეთ ოპერაციისთვის. მარკოიძეების ოჯახში მათე ხელახლა დაიბადა და ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებით, ფონდის ერთგულო მეგობრებო.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ექიმებმა თქვეს, რომ მათეს გადარჩენის შანსი არ ჰქონდა! მაგრამ, ღმერთმა სხვაგვარად გადაწყვიტა! ეს ბავშვი ცოცხლობს! და იცოცხლებს კიდეც, თუ ძვირადღირებული წამლებით დავეხმარებით!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ადგილობრივი ექიმების თქმით, გადარჩენის მცირედი შანსიც კი არ ჰქონდა. ისე უმკურნალეს, რომ… კინაღამ მოკლეს!
ეს პატარა ტკბილი ბიჭუნა – მეხუთე შვილია მარკოიძეების მრავალშვილიან ოჯახში და ყველანაირი დაავადება სჭირს, რაც კი ამ ქვეყნად არსებობს! ასე ინება ბედისწერამ. „ღმერთი იდუმალი გზებით მუშაობს“, – იმეორებს დედიკო ბავშვის გაჩენის წამიდან. ბუნებამ ბიჭუნასთვის საშინელი დიაგნოზები არ დაიშურა: წვივების გამრუდება, გონებრივი ჩამორჩენილობა, უსინათლობა, ქვედა ყბის დისფუნქცია, თანდაყოლილი მძიმე სეფსისი. „ვერ გადარჩება.“ – ექიმებმა ასეთი განაჩენი გამოუტანეს. მაგრამ მედიცინის ყველა კანონის მიუხედავად, მათე გადარჩა! ახლა, უკვე ოთხი წლისაა ეს ანგელოზი. ოჯახი ბედნიერია თუნდაც იმიტომ, რომ ის უბრალოდ ცოცხლობს. ვერ დადის, მაგრამ ხოხვა შეუძლია, ვერ ლაპარაკობს, მაგრამ აგებინებს, რა უნდა.
„მათე უსაყვარლესი ბიჭია, ჩვენიც და დედიკოსიც. ხელის გულზე ვატარებთ ყველანი.“
ანა-მარია (13 წლის): ბევრნი ვართ და ყველას სიცოცხლეზე მეტად გვიყვარს მათე. როდესაც სახლში პირველად მოიყვანეს, მეშინოდა, უბრალოდ ხელით რომ შევხებოდი. ისე საწყლად გამოიყურებოდა, ერთი ბეწო იყო, საშინლად ტიროდა, კნუტივით. ახლა კი, ხელშიც ვერ ამყავს. ერთად გავიზარდეთ!
აბა, კიდევ ერთი ნაბიჯი. ერთიც, შენ გამოგივა!
მორჩა, მათე დაიღალა, მეტი აღარ შეუძლია.
მათე დაიმალა. „არალი“ მათე. ფეხების ტკენა არ შეიძლება… მათე დაიღალა სიარულით.
ანასტასია (12 წლის): როდესაც დედიკომ გვითხრა, რომ ის ვერაფერს ხედავს და ყურში არ ესმის, ვერ მივხვდით, რას ნიშნავდა ეს. მაშინ გვთხოვა, თვალებისა და ყურების ცოტა ხნით დაფარვა და ასე ჯდომა ან სიარული. საშინელება იყო. ამის მერე ისე შემეცოდა, მეტირებოდა რომ ვუყურებდი.
ნუცა (10 წლის): დედიკოს ვკითხე: „ხელებზე რომ ვაკოცო, შეიძლება? სად სტკივა?“ მაგრამ, მგონი ყველაფერი სტკიოდა. ახლაც, შეხედეთ, „ქვის ფეხები“ აქვს! ვერც კი წარმოვიდგენ, როგორ გრძნობს თავს, თან ამ სიცხეში. მე მართლა ვერ გავძლებდი.
„არასწორი მკურნალობის გამო, მათე იძულებული გახდა ეს „ქვის ფეხები“ ეტარებინა.“
ხათუნა: მხოლოდ მათეზე ლაპარაკობენ. თავად კი, არც სათამაშოები აქვთ, არც ტანსაცმელი. საიდან ექნებათ, როდესაც ყველაფერს მხოლოდ პატარას მკურნალობაზე ვხარჯავთ.
მალე გამოკეთდები, პატარავ!
– ხათუნა, გთხოვთ, გვიამბეთ, რა აწუხებს მათეს?
ხათუნა: ჩემი პატარა მათე მძიმე თანდაყოლილი დაავადებებით დაიბადა. უკიდურესად მძიმე დაავადებებით! ბავშვი ოთხი წლისაა, მაგრამ ვერ დადის და ვერ ლაპარაკობს, დამოუკიდებლად ვერ ჭამს. ძალიან ცუდი მხედველობა და სმენა აქვს. ვერც კი წარმოიდგენთ, რა საშინელებაა ეს ყველაფერი! ყველა დიაგნოზს ვერც ჩამოგითვლით. მუდმივად რეანიმაციაში, გარშემო თეთრხალათიანი ადამიანები… ნამდვილი კოშმარი იყო!
სამშობიაროდან გაწერისას, გვითხრეს, რომ მათე ვერ გადარჩებოდა. ბათუმში წავიყვანეთ. იქ, რეანიმაციაში 45 დღე გაატარა, მაგრამ იქაც არ დაგვაიმედეს. მაშინ ბავშვი თურქეთში წავიყვანეთ. ორმა კლინიკამ უბრალოდ არ მიგვიღო, გვითხრეს, რომ მომაკვდავი იყო. მესამეში კი, როგორღაც დაგვტოვეს. მაშინ, ყველაფერი გავყიდეთ, რაც კი გაგვაჩნდა: ტრაქტორი, ძროხები, აბსოლუტურად ყველაფერი. სესხი მხოლოდ ჩვენ კი არა, ნათესავებმაც გამოიტანეს. ყველა შევაწუხეთ! თურქმა ექიმებმა საქართველოში გამოგვიშვეს და გვითხრეს, რომ ჯერ ფეხების მდგომარეობა უნდა გამოვასწოროთ, მერე კი აუცილებლად დასჭირდება ქვედა ყბის ოპერაცია.
„ექიმები ამბობდნენ, რომ წესით, მათე საერთოდ ვერ უნდა დაბადებულიყო!“
იცით, რა გვითხრეს? რომ პატარა მათე საერთოდ ვერ უნდა მოსულიყო ამ ქვეყნად! წარმოგიდგენიათ, როგორია დედისთვის ამ სიტყვების მოსმენა?! თბილისის კლინიკებშიც დაახლოებით სამი თვე გავატარეთ, ყველა შესაძლებლობა ამოვწურეთ, მაგრამ უშედეგოდ. ბავშვის გაწერაზეც კი უარი გვითხრეს, დამოუკიდებლად ვერ მოუვლითო. გაიხაროს ჩემმა დედამთილმა. ციური ქალი კი არა, ნამდვილი წმინდანია! შვილივით ვუყვარვარ. ერთი წუთითაც არ გვტოვებდა მარტოს. სწორედ მისი დამსახურებაა, ბავშვი სახლში რომ წამოვიყვანეთ. და ახლაც, როდესაც მე და ჩემი მეუღლე მუხლჩაუხრელად ვშრომობთ ყანაში, სწორედ ის უვლის ჩემს ბიჭს.
„ბავშვის გაწერაზეც კი უარი გვითრეს, გვეუბნებოდნენ, რომ დამოუკიდებლად ვერ მოვუვლიდით.“
– ახლა რას ამბობენ ექიმები? როგორია მათი პროგნოზები?
ხათუნა: ფეხებთან დაკავშირებით ზუსტი დიაგნოზი დაისვა – კოჭ-წვივის სახსრის დეფორმაცია. ოპერაციები ჩაუტარდა და რამდენიმე ხნის განმავლობაში თაბაშირში ჰქონდა ორივე ფეხი. მერე გვითხრეს, რომ არასწორად ვმკურნალობთ. ამიტომაც მოგმართეთ თქვენ. ერევანში უნდა წავიყვანოთ გამოკვლევებზე. იქ გვეტყვიან, რა სჭირს ბავშვს და საერთოდ შეძლებს თუ არა ოდესმე დამოუკიდებლად სიარულს. დღესდღეობით, გაუსაძლის ტკივილს ანიჭებს ყოველი ნაბიჯი.
„მათეს სიყვარულმა გააერთიანა ჩვენი ოჯახი. ბავშვები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, ის როგორ გაამხიარულონ და გაახარონ.“
– დანამდვილებით იცით, რომ იქ შეძლებენ თქვენს დახმარებას?
ხათუნა: კი! მჯერა, რომ საშველი არსებობს. თბილისში გვითხრეს, რომ მათე სრულიად უსინათლოა. მაგრამ, ეს ასე არ არის. ძალიან სუსტი სმენა და მხედველობა აქვს, მაგრამ ნამდვილად ხედავს და ესმის. დაიკოებთან თამაშიც უყვარს. ექიმები იმედს არ გვაძლევდნენ. მეუბნებოდნენ, რომ მთელ სიცოცხლეს მცენარესავით გაატარებდა ჩემი ბიჭი. მაგრამ, უბრალოდ შეხედეთ, როგორ ეთამაშება თავის დებს. ჩვენ ამ სისულელეების დაჯერება არ გვსურს! ღმერთი მოწყალეა, თავის შვილს არ მიატოვებს! ამიტომაც მივმართე თქვენს ფონდს. უბრალო ხალხი ვართ, გვეშინია, ბავშვის მკურნალობის დროს რამე არ გამოგვრჩეს. თქვენ კი, ზუსტად ვიცი, სწორ გზაზე დაგვაყენებთ, ჩემი ბიჭი რომ გამოვაჯანმრთელო. არაერთ გულმოკლულ დედას დაეხმარეთ.
ყველა ექიმს ვერ დავუჯერებთ. მათი თქმით, მათეს მხედველობა და სმენა საერთოდ არ ექნებოდა, ის კი თავის დებს ეთამაშება.
– რა არის უნარშეზღუდული ბავშვის აღზრდაში ყველაზე რთული?
ხათუნა: როდესაც მის ტანჯვას უყურებ და ვერაფერს შველი, ეს არის ნებისმიერი მშობლისთვის ჯოჯოხეთური ტკივილი. ყველაფერი რთულია, განსაკუთრებით იმის გააზრება, რომ შენი შვილი ვერასდროს იქნება სრულფასოვანი და ვერ იცხოვრებს ყველა ნორმალური ადამიანივით.
მათემ უნდა იცოცხლოს, ყველა დიაგნოზის მიუხედავად.
– კონკრეტულად რა სახის დახმარებისთვის მიმართეთ ჩვენს ფონდს?
ხათუნა: როგორც უკვე გითხარით, რაც გაგვაჩნდა, ყველაფრის გაყიდვა მოგვიწია. მათეს მკურნალობის გარდა, კიდევ ხუთი ბავშვი გვყავს გამოსაკვები. სოციალური შემწეობა გვერიცხება, მეუღლეც ხანდახან მოსავლის კრეფაზე დადის, მე ქუჩებს ვხვეტავ, მაგრამ მაინც არაფერში გვყოფნის ეს შემოსავალი. ვერ ვიტყვი, რომ ბავშვები შიმშილობენ, მაგრამ კვების გარდა, ვერაფერს ვაკეთებთ მათთვის. წარმოიდგინეთ, ტელევიზორიც კი არ გვაქვს! აბსოლუტურად არაფერი გაგვაჩნია! ეს სახლიც, სადაცაა თავზე დაგვენგრეს. ჭერში იმხელა ხვრელია, წვიმის დროს წყალი თქრიალით ჩამოდის. მაგრამ ახლა, ჩვენი ერთადერთი თხოვნაა, ბავშვის მკურნალობაში დაგვეხმაროთ! დღეს, ჩვენი პატარა მათეს ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იმედს არ ვკარგავთ, რომ მისი დახმარება შესაძლებელია.
ჩვენი სახლი ნახევრად დანგრეულია. მაგრამ, ამჟამად პატარა მათეს ჯანმრთელობაა ჩვენთვის ყველაზე მთავარი.“
– რატომ გადაწყვიტეთ, კონკრეტულად ჩვენი ფონდისთვის რომ მიგემართათ?
ხათუნა: იმიტომ, რომ მართლაც ძალიან ბევრს ეხმარებით! თქვენ უკვე დაგვეხმარეთ ორი წლის წინ. მაშინ ეს ჩვენთვის გადარჩენის ტოლფასი იყო. მაგრამ ახლა, კვლავ გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. ძალიან გვეუხერხულებოდა ისევ გვეთხოვა დახმარება, რადგან საქართველოში ისედაც უამრავი შეჭირვებული ადამიანია. მაგრამ, თქვენს ფონდს უამრავი მეგობარი ჰყავს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყველაზე გულკეთილი ადამიანები არიან, რადგან ეხმარებიან ამდენ ტანჯულ ადამიანს. ჩემს შვილს თქვენი დახმარება ნამდვილად სჭირდება. მარტო ვერ გავუმკლავდებით!
„ჩემი საბრალო ბიჭუნა თქვენი დახმარების გარეშე ვერ გადარჩება.“
– როგორ ფიქრობთ, პირველ რიგში რა გჭირდებათ?
ხათუნა: მათეს მკურნალობა მუდმივად მოითხოვს თანხებს, რომელიც უბრალოდ არ გაგვაჩნია და ვერსად ვიშოვნით. მთელი ჩვენი მცირედი შემოსავალი ექიმებთან სიარულში იხარჯება. დანარჩენი ბავშვები კი, ამის გამო, ყველაფერს მოკლებულები არიან. მაწანწალებს ჰგვანან, არც ტანსაცმელი აქვთ, არც სათამაშოები. აღარაფერს ვამბობ ჩვენს საშინელ საცხოვრებელ პირობებზე. ნებისმიერი სახის დახმარება გაგვიხარდება. უფალმა დალოცოს ყველა, ვინც წაიკითხავს ამ ამბავს და გულთან ახლოს მიიტანს ჩვენს ტკივილს. მათაც, ვისაც არ აქვს საშუალება, რამით რომ დაგვეხმაროს, გვთხოვთ, ჩვენი მათეს ჯანმრთელობისთვის ილოცეთ!
პატარა მათეს ბედი თქვენს ხელთაა. თქვენი გადასაწყვეტია, დადგება თუ არა მისგან სრულფასოვანი ადამიანი. მათი უკანასკნელი იმედი თქვენ ხართ.
მეგობრებო, მარკოიძეების ოჯახის, როგორც მორალური, ასევე მატერიალური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა! პატარა მათე ქვეყანას მოევლინა უამრავი დაავადებით, ბედისწერამ ინება ასე. ბავშვების მკურნალობას კატასტროფული თანხები სჭირდება, რომელსაც ვერ გაწვდება მოკრძალებული ქართული ოჯახი. ჩვენ ვერ დავრჩებით გულგრილნი მშობლების ტკივილის მიმართ და ჩვენი ვალია, მხარში დავუდგეთ და ფეხზე დავაყენებინოთ შვილი!
მარკოიძეების ოჯახს სჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება, პამპერსი, ბავშვის ტანსაცმელი და საოჯახო ტექნიკა. გასაჭირში ვერ მივატოვებთ.
თუ გსურთ, მოინახულოთ და პირადად გაუწიოთ დახმარება ამ ოჯახს, მათი მისამართია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაგომარი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: მარკოიძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
ვაშა! ვაშა! სიხარულით გაცნობებთ, რომ თქვენმა სიკეთემ ცხოვრების ხარისხი გაუუმჯობესა 4 წლის მათეს! გახსოვთ, ბავშვი საწოლიდან ვერ დგებოდა, ახლა კი კეთილი ადამიანების დახმარებით სიარული შეუძლიაკეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
აი, ასე გამოიყურება ბედნიერება…
…აი ასე კი – უსაზღვრო მწუხარება
აი, ასე იტანჯებოდა ბიჭუნა ოპერაციამდე. ბავშვს ერთი წამითაც კი არ შეეძლო ფეხზე დადგომა. ოთხი წლის მანძილზე ერთხელაც არ გაუხედავს სათამაშოებისკენ.
ფონდის გულშემატკივრებო, დღეს დიდი ზეიმი გვაქვს და გვსურს, თქვენც გაგიზიაროთ ეს ბედნიერება. 4 წლის მათე, რომელსაც ფეხზე დადგომა არ შეეძლო და რომელსაც საბრალო დედა ოპერაციასაც ვერ უკეთებდა უფულობის გამო, ახლა უკვე ფეხზე დადის. ეს როგორ მოხდა? სწორედ თქვენი დიდი გულისხმიერების შედეგად, კეთილო ადამიანებო. 13 ათას ლარზე მეტი შეგროვდა ბავშვის საზღვარგარეთ ოპერაციისთვის. მარკოიძეების ოჯახში მათე ხელახლა დაიბადა და ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებით, ფონდის ერთგულო მეგობრებო.
ასე გამოიყურება ბედნიერი დედა. შეხედეთ მის გაბრწყინებულ თვალებს!
ეს კი მათეს დედა ხათუნაა. 4 წლის განმავლობაში ამ ახალგაზრდა ქალის თვალებზე მხოლოდ ცრემლი იყო, რადგან თავისი შვილის ტანჯვას ყოველდღე უყურებდა. დედის გული ხომ ყველაზე მეტად იტანჯება, როდესაც ავადმყოფ შვილს ვერაფრით ეხმარება. ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა დედა–შვილის ტანჯვა. მაგრამ მადლობა უფალს, პატარა საქართველოში უამრავი კეთილი ადამიანია, რომლებსაც სხვისი შვილების ტანჯვა ისე მიაქვთ გულთან ახლოს, თითქოს მათი შვილები იყვნენ. საქართველო ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და, ალბათ, ამიტომ ქართველი დედები მსოფლიოში ყველაზე მგრძნობიარეები არიან.
ოპერაციის შემდეგ დედა პირველად აცმევს ბავშვს ფეხსაცმელს
მათეს ფეხები ისე ჰქონდა გამრუდებული, რომ საბრალო ბავშვს ფეხსაცმელსაც კი ვერ აცმევდა დედა. ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რა საშინელება იქნებოდა?! ოპერაციის შემდეგ ბიჭუნას ფეხები გაუსწორდა და ახლა უკვე ბედნიერი დედა პირველად აცმევს შვილს ფეხსაცმელს.
ღმერთო! ღმერთო! ეს რამხელა ბედნიერება დატრიალდა მარკოიძეების ოჯახში!
აი, ასე საშინლად ჰქონდა მათეს ფეხები გამრუდებული, ერთმანეთზე გადაჯვარედინებული. ენით აღუწერელია ის ტანჯვა, რომელსაც პატარა მათე ყოველდღე განიცდიდა.
ეს ფოტოც ოპერაციამდეა გადაღებული. შეხედეთ, სიმწრის ცრემლები სდის ბავშვს თვალებიდან
ფეხების გამრუდების გამო საბრალო ბიჭუნას საშინელი ტკივილები ჰქონდა. ბავშვს სიმწრისგან ცრემლები სდიოდა გაუჩერებლად, მისი მშველელი კი არავინ იყო. თქვენი დახმარებით კი, კეთილო ადამიანებო, დატანჯული ბიჭუნა მხიარულ ბავშვად გადაიქცა.
ოპერაციის შემდეგ მათეს უკვე თამაშის განწყობა აქვს
შეხედეთ, ოპერაციის შემდეგ ბავშვი დედიკოსთან და დაიკოებთან უკვე ბურთით თამაშობს. დღეიდან მათეს ლაღი ბავშვობა ექნება. ხოლო, როცა დიდი ბიჭი გაიზრდება, დედიკო მოუყვება, რომ უცნობმა კეთილმა ადამიანებმა აჩუქეს მას ასეთი ბედნიერი ბავშვობა.
მათეს დამოუკიდებლად შეუძლია ფეხზე დგომა
შეხედეთ, ბიჭუნა ფეხზე როგორ მყარად დგას. კიდევ ერთი ქართველი ვაჟკაცი ეზრდება ჩვენს სამშობლოს. როცა გაიზრდება, მაშინაც ასე მყარად იდგება ფეხზე სამშობლოს სადარაჯოზე.
ამ ფოტოდანაც მიხვდებით, რა უბედურება ტრიალებდა მარკოიძეების ოჯახში
ოთხი წლის განმავლობაში, ყოველდღე, აი, ასეთი აცრემლებული თვალებით იყვნენ მათეს დაიკოები და ძამიკოები. შეხედეთ, რამხელა ტკივილია თითოეული მათგანის თვალებში.
ეს ფოტო კი ოპერაციის შემდეგ არის გადაღებული. ღმერთო, რა ბედნიერები არიან!
„ჩემო ძამიკო, შენმა გამოჯანმრთელებამ ყველაზე ბედნიერი გამხადა!“
ოპერაციამდე პატარა ანასტასია ძლივს დაატარებდა ხელით ძამიკოს
მათეს დაიკოები ასე ხელში აყვანილს დაატარებდნენ საყვარელ ძამიკოს. დღეიდან კი აღარ მოუწევთ ამის გაკეთება. ახლა უკვე მათე ამყად ჩასჭიდებს ხელს თავის დაიკოებს და ერთად შემოივლიან სოფლის ლამაზ მდელოებს.
ანასტასია (12 წლის): „როდესაც ჩემი ძამიკოს ვიდეო ვნახე ჩერნოვეცკის ფონდის ვებგვერდზე, სიმართლე გითხრათ, მაინც ვშიშობდი, რომ საზღვარგარეთ ოპერაციისთვის საკმარისი თანხა ვერ შეგროვდებოდა. როდესაც ფონდიდან დაგვირეკეს და შეგვატყობინეს, რომ მათესთვის ოპერაციის თანხა შეგროვდა, სიხარულისგან ტირილი დავიწყეთ მე და ჩემმა დაიკოებმა. სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება ის ემოციები. არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადავუხადო იმ უცხო ადამიანებს, რომლებმაც გულთან მიიტანეს მათეს ამბავი და თუნდაც ერთი ლარი ჩარიცხეს».
შეხედეთ ამ ბებოს, როგორი ბედნიერია მათეს გამოჯანმრთელებით
ეს გულიკო ბებოა. მარკოიძეების მეზობლად ცხოვრობს. როდესაც გაიგო, რომ ოპერაციის შემდეგ ბავშვის მოსანახულებლად ჩერნოვეცკის ფონდის წარმომადგენლები იყვნენ მოსული, გულიკო ბებო სახლში ვეღარ გაჩერდა და მარკოიძეებთან მოვიდა. მისი მოსვლის მიზეზი კი იცით, რა იყო? ფონდის კორესპონდენტს სთხოვა, მისი მადლობა გადაეცა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მათეს დახმარა.
გულიკო (74 წლის): „მთელი სოფელი განვიცდიდით, რომ მათე ფეხზე ვერ დგებოდა. მაგრამ საზღვარგარეთ ოპერაცია ძვირი ჯდებოდა და ვერაფრით ვეხმარებოდით ბავშვს. გული ამაზე ძალიან გვტკიოდა, რომ უფულობის გამო ასე იტანჯებოდა ჩვენი პატარა პრინცი. შვილო (მიმართავს კორესპონდენტს), მე უკვე მოხუცი ვარ და სიბერისგან დაუძლურებული, მაგრამ, როცა გავიგე, რომ მათეს ოპერაციისთვის თანხა შეგროვდა, სიხარულისგან ლამის სირბილი დავიწყე ამ ხნის ქალმა. უფალმა დაგლოცოთ ყველა ის ადამიანი, ვინც წვლილი შეიტანეთ ბავშვის გამოჯანმრთელებაში“.
ფონდის მეგობრებო, თქვენი დახმარებით კიდევ ერთი ოჯახის დრამატულ ისტორიას ასეთი ბედნიერი დასასრული აქვს. თუმცა, არა! ეს დასასრული არაა! პირიქით, ახლა იწყება ყველაზე ბედნიერი დღეები მარკოიძეების ოჯახში.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
– საქართველოს ბანკიGE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკიGE42LB0115113036665000
(დანიშნულება: მარკოიძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus).
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით ღმერთს!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
13874.75₾დარჩა:
0.02₾