ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დაეხმარეთ საქართველოს ობოლ ბავშვებს! სამი ბიჭი მამის გარეშე დარჩა!

calendar დეკემბერი 24, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

შეგვიძლია დავეხმაროთ, „მენაღმეები“ გამოვიძახოთ. მაგრამ, მათი მომსახურება ძვირი ღირს და უფასოდ ნამდვილად არ მოვლენ! – რა მიზეზით გარდაიცვალა? მელანო: 16 აპრილს, დილით ადრე დღიურ სამუშაოზე მიდიოდა, გვაკოცა მე და მძინარე ბავშვებს და გავიდა. ვაცილებდი… ღმერთო, უეცრად, გულზე იტაცა ხელი და ჩემს ფეხებთან ჩაიკეცა. ის ჩვენი მარჩენალი იყო და მსოფლიოში საუკეთესო მამა! ახლა კი, ყველაფერი მე დამაწვა მხრებზე! ბავშვებს ხომ, ჩაცმა და ჭამა სჭირდებათ, კიდევ, ნიკოლოზის ეს საშინელი დაავადება! ყოველდღე ვიღვიძებ და ღმერთს ვთხოვ გადაგვაგორებინოს კიდევ ერთი დღე. თითქოს, ნაღმზე ვსხედვართ. არ ვიცი, როდის რა მოგვკლავს – წუხს მელანო! მე ხომ, სრულიად მარტო ვარ ამქვეყნად! ნიკოლოზს კი, თუ ძვირადღირებულ მედიკამენტებს არ მიიღებს, კრუნჩხვები ემართება ყოველ 15-20 წუთში.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

დაეხმარეთ საქართველოს ობოლ ბავშვებს! სამი ბიჭი მამის გარეშე დარჩა!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

შეგვიძლია დავეხმაროთ, „მენაღმეები“ გამოვიძახოთ. მაგრამ, მათი მომსახურება ძვირი ღირს და უფასოდ ნამდვილად არ მოვლენ!

ნუთუ, ისინი განწირულები არიან?!

სულ ცოტა ხნის წინ საყვარელი მეუღლე დაკარგა, დაქვრივდა მზრუნველი და მოსიყვარულე დედა, მელანო სულ მარტო დარჩა თავის სამ ბიჭთან ერთად! 

– რა მიზეზით გარდაიცვალა?

მელანო: 16 აპრილს, დილით ადრე დღიურ სამუშაოზე მიდიოდა, გვაკოცა მე და მძინარე ბავშვებს და გავიდა. ვაცილებდი… ღმერთო, უეცრად, გულზე იტაცა ხელი და ჩემს ფეხებთან ჩაიკეცა.

ის ჩვენი მარჩენალი იყო და მსოფლიოში საუკეთესო მამა! ახლა კი, ყველაფერი მე დამაწვა მხრებზე! ბავშვებს ხომ, ჩაცმა და ჭამა სჭირდებათ, კიდევ, ნიკოლოზის ეს საშინელი დაავადება! ყოველდღე ვიღვიძებ და ღმერთს ვთხოვ გადაგვაგორებინოს კიდევ ერთი დღე. თითქოს, ნაღმზე ვსხედვართ. არ ვიცი, როდის რა მოგვკლავს – წუხს მელანო! მე ხომ, სრულიად მარტო ვარ ამქვეყნად! ნიკოლოზს კი, თუ ძვირადღირებულ მედიკამენტებს არ მიიღებს, კრუნჩხვები ემართება ყოველ 15-20 წუთში.

“ჩემი საყვარელი მამიკო რომ მახსენედება, ცრემლებს ვერ ვიკავებ…” ჩურჩულებს ნიკოლოზი.

“ისე მწარედ ტირის ხოლმე, გული მიკვდება”, – ამბობს მელანო!

“მამა ველოსიპედს შემპირდა, მაგრამ მოკვდა”

 „როდესაც მამა ცოცხალი იყო, ჩვენ არ ვშიმშლობდით. ახლა კი, მხოლოდ მაკარონს ვჭამთ.”

ლუკა (7 წლის): „ახლა, ოჯახში ერთადერთი მამაკაცი მე ვარ. დედა გოგოა, უფროსი ძმა ავადაა, უმცროსს კი სულ დევნა უნდა“.

მელანო: „ღმერთმა ყველა დაიფაროს ასეთი ტანჯვისგან, შვილის წამებას უყუროს და ვერ შველოდეს! მედიკამენტები დროებით შედეგს იძლევა, თანაც, ძალიან აუძლურებს. შეიძება მშვიდად იჯდეს, მერე კი უეცად გადავარდეს და გაითიშოს. მეშინია, თავი არ დაიზიანოს ასეთ მომენტებში “.

 „ნიკოლოზს ხშირად ეცვლება განწყობა. შეიძლება საყვარლად იღიმებოდეს, ორ წუთში კი, მოულოდნელად საკუთარ ძმებსაც კი გაუწყრეს.“

– რამდენი ხანია, რაც ასეთი შეტევები ემართება?

მელანო: რამდენიმე წლის წინ, შევამჩნიე, რომ ატრიალებდა თვალებს. რამდენიმეჯერ დაეცა, მაგრამ მაშინვე წამოდგა და თქვა, რომ არაფერი სჭირდა. ძალიან აქტიური ბავშვი იყო საერთოდ, სულ ხუმრობდა. და ესეც, მორიგი მაიმუნობა გვეგონა. მაგრამ, ეს ყველაფერი რომ განმეორდა და თან, არაერთხელ, განგაში ავტეხეთ და ექიმთან წავიყვანეთ. საშინელება გავიგეთ: ნიკოლოზს თავში გაურკვეველი წარმონაქმნი აქვს, რომელმაც შეიძლება ხეიბრად აქციოს. ხან უმიზეზოდ ტირის, ხან უმნიშვნელო რამეზე დარდობს. უამრავ წამალს სვამს, რომლისგანაც უკვე გულიც კი ერევა…

– ღმერთო, საბრალო ბავშვი, როგორ იტანჯება…

მელანო: შეტევების გამო, ნიკოლოზი ვერ დადის სკოლაში. ბავშვებს ეშინიათ, თვალები რომ უთეთრდება და ვარდება ხოლმე. მასწავლებლებიც ამხელა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ იღებენ. ჩემი მეუღლეც სწორედ იმიტომ გარდაიცვალა, თავისი პირველი შვილის ტანჯვის ყურება რომ ვერ აიტანა… სანამ ცოცხალი იყო, არაფერს გვაკლებდა, მუხლჩაუხრელად შრომობდა დღედაღამ, ბავშვს წამლები და საჭმელი რომ არ მოჰკლებოდა. მაგრამ, მამის გულმა ვერ გაუძლო…

– ბავშვებმა როგორ გადაიტანეს ეს ყველაფერი?

მელანო: ლუკამ, შუათანამ განიცადა ყველაზე მეტად. ორმოცი გრადუსი სიცხე ჰქონდა. სახლში მიცვალებული მესვენა, მე კი საავადმყოფოებში დავრბოდი ბავშვთან ერთად. დღემდე ტირის, მამა რომ გაახსენდება. ძალიან ენატრებათ ბავშვებს.

– ბავშვების აღზრდაში თუ გეხმარებათ ვინმე, მელანო?

მელანო: არავინ მყავს ისეთი, ვინც დამეხმარება. მშობლები გარდაცვლილი მყავს, ერთადერთი უსაყვარლესი ადამიანი მყავდა, მეუღლე და ისიც ცივ მიწაში წევს… მე ობოლი ვარ და ჩემი შვილებიც დაობლდნენ. ძალიან მიჭირს, გული ძალიან მტკივა. არაფერში მყოფნის შემოსავალი. პატარა ბავშვების მარტო დატოვება მიწევს, რომ ვიმუშაო. შემოდგომაზე ვენახში ვშრომობდი. ახლა კი, სამწუხაროდ, ეს სამუშაოც აღარ არის.

ლუკა (7 წლის): ღმერთო, რა კარგი იყო მამასთან ერთად ცხოვრება! ყოველთვის ბევრი საჭმელი მოჰქონდა სახლში. ხანდახან, კანფეტებიც კი. ახლა, ჩვენთან აღარ მოდის. ვინ მოიგონა ის, რომ ადამიანები უნდა კვდებოდნენ?

 „დედიკო გვეუბნება, რომ ჩვენ ერთმანეთი გვყავს და ვერავინ გვაწყენინებს.“

– როგორი იყო შენი მამიკო?

ლუკა: საუკეთესო იყო. შემპირდა, რომ კალათბურთზე მატარებდა. მაგრამ, დანაპირები ვერ შეასრულა. ეს ჩემი საყვარელი სპორტია. სკოლაში, ფიზკულტურის გაკვეთილზე უფროსკლასელებსაც კი ვჯობნი.

გაბრიელი (5 წლის): მე კი, ველოსიპედს და პიპიას შემპირდა…

– თქვენი აზრით, თქვენი სურვილების ასრულება რატომ არ შეუძლია დედიკოს?

ლუკა: იმიტომ რომ ფული არ აქვს. ვეუბნები: „არ მინდა მაკარონი, ხორცი გვიყიდე“, ის კი არ ყიდულობს და ტირის.

 „ზამთარში ისევ ცელოფნები უნდა გავაკრათ ფანჯრებზე.“

 „კედელზე კი – ზეთის ქსოვილი, ცოტათი მაინც რომ შეაკავოს ქარი და სიცივე.“

 „ფრთხილად უნდა ვიაროთ, სახურავი თავზე რომ არ ჩამოგვენგრეს და ყველანი ადგილზე არ დავიხოცოთ.“

 მელანო: სოციალური შემწეობის თანხით, პირველ რიგში ნიკოლოზისთვის წამლებს ვყიდულობ ხოლმე, მერე კი იმას, რის საშუალებაც მექნება. თუ არ ვიმუშავე, ბავშვები შიმშილისთვის არიან განწირულები და ცარიელ პურს ჭამენ. საერთოდ არაფერი გაგვაჩნია. სახლი საშინელ მდგომარეობაშია, არც საწოლები გვაქვს, არც სააბაზანო. ზამთარში, ბავშვებს სახლში ვერ ვაბანავებ, იძულებული ვხდები, ვინმე რომ შევაწუხო. ყველგან ქარი უბერავს და წვიმა წვეთავს. ბავშვების გამოკვება ერთია, მათთვის ადამიანური, ნორმალურ ცხოვრებასთან მიახლოებული ბავშვობის შექმნა კი – სულ სხვა! მე ვერ ვახერხებ!

ამ ისტორიაში, არა მხოლოდ ამ ოჯახის, არამედ მთელი საზოგადოების ხმა ჟღერს. ის მოგვიწოდებს ვიზრუნოთ სხვებზე, ხელი გავუწოდოთ იმ ადამიანებს, ვინც უფსკრულის პირას აღმოჩნდა, ნათელი მომავლის იმედი ვაჩუქოთ მათ.

მელანოს ოჯახს არა მხოლოდ ფინანსური დახმარება სჭირდება, არამედ ჩვენი თანაგრძნობა და გვერდში დგომა. ჩვენ შეგვიძლია, რომ  მხარში ამოვუდგეთ და ხელი გავუწოდოთ მათ ასეთ მძიმე ჟამს.

ერთნი ვართ ქართველები და ჩვენი კეთილდღეობა დამოკიდებული არის თითოეულ ჩვენგანზე. მოდით, ერთობლივი ძალისხმევით დავეხმაროთ მათ, ვინც გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, შევისმინოთ მათი მუდარა, სრულყოფილად წარმოვაჩინოთ ერთობის ძალა და დავეხმაროთ მელანოს ოჯახს ამ განსაცდელის გადალახვასა და სინათლითა და იმედით აღსავსე მომავლის შექმნაში.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ქალაქი წნორი, მეგობრობის ქ. ბინა 6.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

 არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ნანუაშვილების ოჯახი).

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2024 იან 15
პროდუქტები
299.43₾
2024 თებ 03
სამზარეულოს ავეჯი
1808.00₾
2024 თებ 03
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1235.00₾
2024 თებ 03
სამზარეულოს ავეჯი
300.00₾
2024 თებ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
1700.00₾
07.06.2024
კარადა
850.00₾
07.06.2024
პროდუქტები
299.51₾
05.07.2024
ქვაბების ნაკრები
265.00₾
08.07.2024
თეთრეული
950.00₾
08.07.2024
გაზის გამათბობელი ,წყლის გამაცხელებელი
1518.00₾

სულ ხარჯები:

9224.94₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.07.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.07.2024 00:00:00
₾0.36
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.07.2024 00:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.07.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.07.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.07.2024 00:00:00
₾6.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.07.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.07.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.07.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.07.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.07.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.07.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.07.2024 00:00:00
₾6.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.07.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.07.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.07.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.07.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.07.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.07.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.07.2024 00:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾9,224.57

646 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾9,224.57

646 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება