რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
აი, ასეთ ჯოჯოხეთში ცხოვრობენ და იატაკზე სძინავთ სამ ქართველ ანგელოზს! მოდით, ისევე ჩავიკრათ გულში ისინი, როგორც ეხუტება თავის დათუჩას ეს ტკბილი გოგონა!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270მარიამი (5 წლის): „ეს ჩემი დათუჩაა, დეიდა! ჩვენს სახლში უფრო ცივა ვიდრე გარეთ, ვეხუტები, რომ არ გაიყინოს! ცოდოა!“
აი, ასეთ ჯოჯოხეთში ცხოვრობენ და იატაკზე სძინავთ სამ ქართველ ანგელოზს! მოდით, ისევე ჩავიკრათ გულში ისინი, როგორც ეხუტება თავის დათუჩას ეს ტკბილი გოგონა!
ამ კოშმარულ სახლში, ყველა ბავშვი ოცნებობს გემრიელ საჭმელზე, თბილ ტანსაცმელზე, სათამაშოებზე და ბევრ სხვა რამეზე, რაც მათ თანატოლებს აქვთ შეძლებულ ოჯახებში! 4 წლის ნიკოლოზს კი, ყველაზე მეტად საწოლი და თბილი, ფუმფულა საბანი უნდა! ცხარე ცრემლი ჩამოსდის დიდრონი ქართული თვალებიდან! ტირის, როდესაც თავის ოცნებებზე ლაპარაკობს!
„მინდა ფუმფულა საბანი მქონდეს. ძვირი ღირს, თუ იცით?“
ეს იატაკზე დაგდებული თხელი ლეიბები არის ერთადერთი “საწოლი” ოთხი და-ძმისთვის.
„რა თბილი ფეხსაცმელი გაცვია, დეიდა. მეც ზუსტად ასეთ ფეხსაცმელზე ვოცნებობ“ – სწორედ ეს სიტყვები მითხრა 9 წლის ბარბარემ, ნიკოლოზის უფროსმა დამ, მათ ბნელ და ცივ ოთახში რომ შევაბიჯე. ინსტინქტურად მაშინვე შევხედე მის საშინელ, დახეულ ჩუსტებს, რომელსაც ძირები ჰქონდა ნახევრად მოგლეჯილი… მერე ისევ ჩემს ფეხსაცმელს და შემრცხვა, მართალი გითხრათ! სულის სიღრმეში იმდენად დამნაშავედ ვიგრძენი თავი, რომ ბარბარემაც კი შეამჩნია და ისე სევდიანად გამიღიმა, რომ კიდევ უფრო დავდარდიანდი!
ბარბარეს სიცივისგან ლოყები აუწითლდა! ზრდასრული ადამიანის, ჭკვიანი და კეთილი თვალები აქვს ამ გოგონას! ასე გამოიყურებოდნენ ლტოლვილი ბავშვები ომის შემდგომი პერიოდის ფილმებში, მაგრამ დღეს, მშვიდობიან დროს როგორ შეიძლება ხდებოდეს ასე?!
„ჩვენ მხოლოდ 2 ნაჭერი პური გვაქვს. მე არ შევჭამ. ჩემს ძმებს დავუტოვებ.”
„მე კი, დეიდა, როგორც კი ცოტა დათბება, ჯართის შესაგროვებლად წავალ! შავ ველოსიპედზე ვოცნებობ. უბრალოდ, დედას არ უთხრა, თორემ ისევ დაიწყებს ტირილს! მეცოდება!”
ასე ათბობენ ერთმანეთს ამ მოსიყვარულე ოჯახის წევრები ზამთრის ცივ საღამოებში! სახლში ხომ, გათბობაც არ აქვთ!
კორ.: წასვლის წინ მე თვითონაც ძალიან მომინდა ამ საბრალო ბავშვებისა და მათი დედის გვერდით ჩამოჯდომა, რაღაცით მაინც მათი ნუგეშისცემა – მაგრად ჩახუტება და გულის სითბოს გაზიარება მათთვის! მაგრამ, ჩამოსაჯდომი ადგილიც არ იყო! ფონდში როგორც კი დავბრუნდები, შევთავაზებ მათთვის სკამებისა და ტახტის შეძენას! თორემ, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ვინმეს თუ გაუჩნდა სურვილი, გვერდში დაუდგეს და ამ უდანაშაულო ანგელოზებს გაუზიაროს გულის სითბო, სახლში დასაჯდომ ადგილსაც ვერ ნახავს…
კეთილო ადამიანებო, ალბათ, თავადაც დარწმუნდით, რომ ეს 4 მცირეწლოვანი ბავშვი სიცივითა და შიმშილით სიკვდილისთვის არიან განწირულნი. ჩვენ თუ ვაპატიებთ ოდესმე ამას საკუთარ თავს? ახლა კი, შეხედეთ თქვენს შვილებს. ისინი გამათბობელთან სხედან და გემრიელ საკვებსაც მიირთმევენ. ჩვენო მკითხველო, მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ: ამ 4 ბავშვის სურათი თქვენს შვილებს აჩვენეთ. თუ, მათ ჯერ არ იციან კითხვა, გემუდარებით, თავად წაუკითხეთ ეს სტატია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი შვილები მხოლოდ ამ ფრაზას გეტყვიან: „დედიკო, სად არიან ახლა ეს ბავშვები? ჩვენს საჭმელს გავუნაწილებთ მათ.“
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ 4 მცირეწლოვან ბავშვს, მათი მისამართია: ქ. თბილისი, გლდანი 8 მ/რ; კორპ. 23, ბინა 95.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: მოკვერაშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
მარიამი (5 წლის): „პრინცესას ბალიში მაჩუქეთ და მეც მაშინვე სიცილის პრინცესად ვიქეცი“
„ბავშვებმა მეგობრების მოყვანა დაიწყეს სახლში, ბარბარემაც და გაბრიელმაც, — თბილად იღიმის მათი დედიკო, ქეთი. — ამაყობენ და ბედნიერები არიან! სიხარულით აჩვენებენ ყველას, რომ ყველაფერი ისეა მათ სახლში, როგორც უნდა იყოს: საწოლები, მაცივარი და პლაზმური ტელევიზორი. ყოველთვის რცხვენოდათ, ასეთ გაჭირვებაში რომ გვიწევდა ცხოვრება, თუმცა ეს მათი ბრალი ხომ არ იყო?! ახლა კი, სულ სხვაგვარად გრძნობენ თავს.
სახლისკენ რომ მოვდივარ და ჩვენს ლამაზ, ახალ ფანჯრებს ვუყურებ, გულს უხარია! ადრე გულსაკლავი სანახაობა იყო, რადგან ფანჯრებზე მუყაო გვქონდა გაკრული. გარედანაც ცუდი შესახედავი იყო და სახლშიც ვიყინებოდით.
ბარბარე (10 წლის): თქვენი მანქანა რომ მოვიდა, მე და ჩემი მეგობრები ეზოში ვიყავით. ვეუბნები: „ეს ჩიტიანი მანქანა ჩვენთან მოვიდა“. ისინი მეკითხებიან: „მერე რა?“ მე კი ვპასუხობ: „ახლა თქვენ თვითონ დაინახავთ!“ ჯერ ლეიბები ჩამოიღო თქვენმა მძღოლმა და ლიფტთან წაიღო. მერე კი, უცებ, ჯერ ერთი ველოსიპედი, მერე კი მეორე გადმოიღო საბარგულიდან!!! ბავშვები გაოცებუელები იყვნენ! მე ვეუბნები: „დაინახეთ? ახლა, ჩვენია ეს ყველაფერი!“
ბარბარე: „ბავშვები გიჟდებიან! ასეთი მაგარი ველოსიპედი ხომ ჯერ არავის უნახავს?!“
გაბრიელი (9 წლის): ბავშვებმა მკითხეს: „შეიძლება ჩვენც ამოვიდეთ თქვენთან სახლში, ვნახოთ, რა მოგიტანეს? დავთანხმდი და ყველანი ერთად ავედით ლიფტით ჩვენთან, მეშვიდე სართულზე.
– და რა აჩვენე, გაბრიელ?
გაბრიელი: სახლში ბევრი კარგი რამ არის სანახავი. საძინებელში შევიყვანე და ჩემი ორსართულიანი საწოლი ვაჩვენე. მაგრამ გავაფრთხილე, რომ კიბეებზე ასვლა არ შეიძლება. ამის უფლება მხოლოდ მე, როგორც საწოლის პატრონს და ბარბარეს გვაქვს. პირველი სართული მისია.
ბარბარე: მე ელზას ზეწარი და საბანი მაქვს, გაბრიელს კი — სპაიდერმენის.
გაბრიელი: მერე შუშაბანდი, სამზარეულო და პატარა ოთახი ვნახეთ. მუშებმა ყველგან ახალი ფანჯრები დააყენეს და ყველა ღრიჭო შეავსეს ქაფით.
ბარბარე: მიხარია, ჩვენს სახლს რომ ვაჩვენებ ვინმეს. ასევე, ჩვენი მაცივარი, სარეცხი მანქანა, პლაზმური ტელევიზორი და პლანშეტი ვაჩვენეთ ბავშვებს. ცხოვრებაში არასდროს მიჩვენებია ამდენი რამ!
გაბრიელი: მთელი საღამო ჩვენს ნივთებს ეზიდებოდნენ ლიფტით. საწოლების ნაწილები ამოჰქონდათ, მერე ტელევიზორი, მერე მაცივარი… მეზობლებმა ლიფტი დაგვითმეს და გვითხრეს: „ჯანმრთელობაში და ბედნიერებაში მოიხმარეთო!“
– ველოსიპედებიც ლიფტით ჩაგაქვთ ხოლმე ეზოში?
გაბრიელი: თუ თავისუფალია, კი! თუ დაკავებულია, არაუშავს, მეშვიდე სართულიდანაც ჩავიტან კიბით, ოღონდ რაც შეიძლება მალე დავჯდე და ვისეირნო.
გაბრიელი: „თუ ლიფტი გაფუჭდება, მზად ვარ, ველოსიპედი ხელით ვატარო მეშვიდე სართულზე!“
ბარბარე: მეც ერთი სული მაქვს ხოლმე, ველოსიპედზე როდის დავჯდები. ორ დღეში უქმეებია და ისევ პარკში ვისეირნებთ მე და გაბრიელი. ყველაზე მაგარია პარასკევს სკოლის შემდეგ ველოსიპედით სეირნობა!
გაბრიელი: „ბარბარე, გაჩერდი! არც მელოდები!“
– ქეთი, ჩვენი მკითხველებიდან ვინმე პირადად თუ გაიცანით?
ქეთი: უამრავი ადამიანი გვესტუმრა — ოჯახები, მეგობრები. განუწყვეტლივ რეკავდა ჩემი ტელეფონი. უამრავი საჭმელი მოგვიტანეს: ბანანი და იოგურტი ყუთებით, ფარში, ქათამი, კარგი ხორცი, კარაქი, მაკარონი, ტკბილეული… რითაც ძალიან გაახარეს ჩემი შვილები. ყველა ამ ადამიანისთვის ლოცვას ვკითხულობთ სადილის წინ. აბა, როგორ?! თქვენს მკითხველებს ჩვენი კარგად ყოფნა თავადაც ბავშვებივით უხაროდათ. კეთილი ღიმილი და თვალები აქვთ, მე კი ვგრძნობ, რომ მათგან მოწყალებას კი არა, მეგობრულ დახმარებას ვიღებ.
ქეთი: „გულს უხარია, ქუჩიდან რომ ვუყურებ ჩვენს ფანჯრებს! ღმერთო, როგორც იქნა, ჩვენთან ყველაფერი წესრიგშია!”
სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში უცხო ადამიანებს არაერთხელ უწყენინებიათ ჩემთვის. ხანდახან უბრალოდ უნდათ, მატკინონ გული, ხაზი გაუსვან, რომ მარტო ვზრდი შვილებს. გვაგრძნობინონ, რომ მათგან განსხვავებულები ვართ. ასე რომ, თქვენი მკითხველი სულის წამალია ასეთი ამპარტავანი, ბოროტი ადამიანებისგან. ჩემი შვილები კარგად არიან! მათ აქვთ საჭმელი, ახალი ტანსაცმელი, სათამაშოები და ველოსიპედები. მადლობას ვუხდით თქვენს გულკეთილ მკითხველებს, მათ, ვინც დაგვიდგა გვერდში. მადლობა ჩერნოვეცკის ფონდის მთელ გუნდს ასეთი მზრუნველობისთვის! ღმერთმა გაგახაროთ ასეთი უბრალო და ადამიანური მიდგომა რომ გაქვთ!
კინაღამ დამავიწყდა: გარდა ამ ყველაფრისა, მკითხველებმა ჩვენი კომუნალური გადასახადებიც დაფარეს და „კარმა“, გაზის გამათბობელი მოგვიტანეს. სუპერ დამხმარეები არიან!
გაბრიელი: მე კიდევ ის მომეწონა, რომ საწყობში დაგვპატიჟეს და უფასოდ ავარჩიეთ ყველაფერი, რაც გვინდოდა — ტანსაცმელი, სათამაშოები…
გაბრიელი: „ჩემთვის სპორტული შარვალი ავიღე. ეზოში სასეირნოდ ამაზე უკეთესი რა იქნება?“
ბარბარე: ქურთუკი, სვიტერები, მაისურები და სპორტული ფეხსაცმელი ავიღე ჩემთვის. ყველაფერი ახალი და ლამაზი არის!
ბარბარე: „ოჰ, რა საინტერესოა თქვენი საწყობი! ალბათ, კიდევ მოვალ. ერთ დღეში ხომ ყველაფერს ვერ მოვისინჯავ!“
ნიკოლოზი (4 წლის): „მარიამ, შეხედე! მინი მაუსი ვიპოვეთ შენთვის!“
— მაშ, გახარებულები ხართ?!
ბარბარე: ვგრძნობთ, რომ ვუყვარვართ ყველას. ყველა ცდილობს, რაიმე კარგი გააკეთოს ჩვენთვის, ჩვენც გვიხარია. აქამდე ასე არასდროს მიგრძნია თავი…
— ისიამოვნეთ! და რადგან ყველაფერი იცით, რაც სახლში ხდება, ბავშვებო, მითხარით, მოსაგვარებელი კიდევ რა პრობლემები დარჩა?
გაბრიელი: ძველი ატმორი გვაქვს, დედიკოს აშინებს. ვინმე რომ ბანაობს, გამაცხელებელი ნაპერწკლებს ყრის. სწრაფად უნდა დავიბანოთ ხოლმე, სანამ სულ გაგიჟდება.
ბარბარე: დედას ნამცხვარს ვთხოვთ ხოლმე, მაგრამ ღუმელი არ გვაქვს. ქურაზე გვიმზადებს საჭმელს. იქნებ, გაზქურა გვაჩუქოთ? რადგან იკითხეთ, გამახსენდა. თორემ არც გეტყოდით, ისედაც ძალიან დაგვეხმარეთ.
გაბრიელი: მადლობა დაფასებისთვის, დიდი მადლობა!
მადლობას ვუხდით ჩერნოვეცკის ფონდის ყველა მეგობარს, მოკვერაშვილების მრავალშვილიან ოჯახს კომფორტი რომ შეუქმენით. ოთხი შვილის მარტოხელა დედა, ქეთი, ყოველდღიურად სხვადასხვა განსაცდელის წინაშე დგას. ამ ოჯახისთვის თქვენი მხრიდან ნებისმიერი სახის ყურადღება მნიშვნელოვანია და ღირებული!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სულ ხარჯები:
10172.29₾დარჩა:
0.54₾