ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ადგილობრივ ხელისუფალთათვის, ისინი გარიყულებად ითვლებიან. არადა, იცით რა კარგი, უბრალო და კეთილი ადამიანები არიან? და ამავდროულად, უსაშველოდ უბედურები, რასაც ამჩნევენ მხოლოდ ისინი, ვისაც უფალი ჰყავს სულში და გულში!

calendar მარტი 11, 2024

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

რვა ადამიანი ცხოვრობს ერთ პატარა ოთახში. მათგან ზოგი ფიზიკურად ავად არის, ზოგი კი – სულიერად! ვისი მდგომარეობა არის უფრო რთული, მტკივნეული და გაუსაძლისი? მოდით, ერთად გავიგოთ, მეგობრებო! მაგრამ, საქართველოს მთელს ამ რეგიონში, არავის ექნება ამაზე რთული მდგომარეობა! მადლობა ყოვლისშემძლე უფალს, მათ შესახებ ჩვენს ფონდს რომ შეატყობინეს! ახლა, მათ მომავალზე პასუხს მხოლოდ ჩვენ ვაგებთ…

ყოველ ჯერზე, როდესაც ამა თუ იმ გასაჭირის შესახებ ვიგებთ, ვფიქრობთ, რომ ამაზე უარესი აღარაფერია! რომ აღარაფერი იქნება ამაზე უფრო მტკივნეული!
მერე კი, ვხვდებით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია უფლისკენ მიმავალი გზის! მას ხომ, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ტანჯული ადამიანები უყვარს ყველაზე მეტად! გაუგებარია მხოლოდ ის, თუ სად ქრება არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თანამდებობის პირების სული და გული?! ძალაუფლება მოქმედებს ასე, თუ მერიასა და გამგეობაში ბოროტმა ძალამ დაიდო ბინა?! ამ პრობლემის მიზეზი რა უნდა იყოს?

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ადგილობრივ ხელისუფალთათვის, ისინი გარიყულებად ითვლებიან. არადა, იცით რა კარგი, უბრალო და კეთილი ადამიანები არიან? და ამავდროულად, უსაშველოდ უბედურები, რასაც ამჩნევენ მხოლოდ ისინი, ვისაც უფალი ჰყავს სულში და გულში!

რვა ადამიანი ცხოვრობს ერთ პატარა ოთახში. მათგან ზოგი ფიზიკურად ავად არის, ზოგი კი – სულიერად! ვისი მდგომარეობა არის უფრო რთული, მტკივნეული და გაუსაძლისი? მოდით, ერთად გავიგოთ, მეგობრებო! მაგრამ, საქართველოს მთელს ამ რეგიონში, არავის ექნება ამაზე რთული მდგომარეობა! მადლობა ყოვლისშემძლე უფალს, მათ შესახებ ჩვენს ფონდს რომ შეატყობინეს! ახლა, მათ მომავალზე პასუხს მხოლოდ ჩვენ ვაგებთ…

ყოველ ჯერზე, როდესაც ამა თუ იმ გასაჭირის შესახებ ვიგებთ, ვფიქრობთ, რომ ამაზე უარესი აღარაფერია! რომ აღარაფერი იქნება ამაზე უფრო მტკივნეული!
მერე კი, ვხვდებით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია უფლისკენ მიმავალი გზის! მას ხომ, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ტანჯული ადამიანები უყვარს ყველაზე მეტად! გაუგებარია მხოლოდ ის, თუ სად ქრება არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თანამდებობის პირების სული და გული?! ძალაუფლება მოქმედებს ასე, თუ მერიასა და გამგეობაში ბოროტმა ძალამ დაიდო ბინა?! ამ პრობლემის მიზეზი რა უნდა იყოს?

ხათუნა (დედა, 4 წლის): „ხანდახან მგონია, რომ საკუთარ სამშობლოში, საქართველოში არ ვცხოვრობთ, რომ ზედმეტები ვართ აქ! ჩვენს სახლში ბუდობს მტანჯველი სიკვდილის შიში, ავადმყოფობა და გასაჭირი, რომლიდანაც გამოსავალი არ ჩანს“

ახლა კი, მეგობრებო, დროა, ამ საბრალო ოჯახის ყველა წევრი რომ გაგაცნოთ! 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და სუსტი ნერვების მქონე ადამიანებს, ვურჩევთ, არ წაიკითხონ!

გაიცანით, ამ ულამაზეს გოგონას ლიკა ჰქვია! თანდაყოლილი გულის მანკი აქვს. რა საშინელებაა, ყოველდღიურად ეპილეფსიის შეტევები რომ ემართება

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ეს კი ბექაა. მას აქვს ცერებრული დამბლა და მიკროცეფალია. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, ბავშვს ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს და არ უთქვამს არცერთი სიტყვა!

ეს კი ჩემი მეუღლე, ვალერი გახლავთ. უპატივცემლობაში ნუ ჩამოართმევთ, საწოლიდან რომ არ დგება. ძალიან კარგი ადამიანია. მაგრამ, ორი წლის წინ, ვალერი შეშას ჩეხავდა, წაიქცა, ფეხი მოიტეხა და ახლა, საერთოდ ვერ დგება საწოლიდან 

ახლა, ეს საბრალო კაცი, მთელი დღე წევს და პამპერსი აცვია! დიახ, პამპერსი! რადგან გადაადგილება საერთოდ არ შეუძლია! მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამშვიდებდნენ საბრალო ქალს, ეუბნებოდნენ, რომ ის ისევ შეძლებდა სიარულს და მუშაობას! 

– გიყურებთ და საკუთარი თვალების არ მჯერა… მარტო როგორ უმკლავდებით ამხელა ტვირთს?!
ხათუნა:
18 წლის ასაკში გავთხოვდი და მას შემდეგ, ერთი ბედნიერი დღეც არ მახსოვს. მეგონა, რომ ჩემი ბედნიერება ჩემი შვილები იქნებოდნენ. მაგრამ არც მათ გაუმართლათ. ზაქრო გონებრივად ჩამორჩენილია, სკოლაშიც ვერ დადის. მძიმედ ავად არის 17 წლის ბექაც, პირველი ჯგუფის შშმ პირია. ცერებრული დამბლა და მიკროცეფალია აქვს. მთელი დღე წევს. ვერ ლაპარაკობს და საშინლად ღმუის, თუ ყურადღების მიქცევა უნდა. თუ შია, ხმამაღლა წივის და კივის… ჩემი საბრალო ბიჭი! ამ ყველაფრის ფონზე, 14 წლის ანას ნევროზი განუვითარდა. ყველაფერი აშინებს, მამის და ძმის ყვირილის გამო, შეიძლება დაემართოს ისტერიკა, ტირის და ვერაფრით ვამშვიდებთ. ორი წლის ლიკას კი თანდაყოლილი გულის მანკი აქვს. გულის სარქველი ჰქონდა ღია! ოპერაცია ახლახან ჩაუტარდა. გვითხრეს, რომ გულის სარქველი დაიხურა, მაგრამ მისი მდგომარეობა უცვლელია. კრუნჩხვებში ვარდება, შეტევები ემართება… განვაგრძო მოყოლა?

– არა, არა, არ გინდათ, გთხოვთ, თორემ შეიძლება გული წამივიდეს, ამ ყველაფერს რომ ვისმენ და ვხედავ! მართალი გითხრათ, დიდი ხანია, კივილი მინდა! მჯერა, ფონდის მეგობრებიც გაოგნებულები არიან თქვენი ოჯახის ამხელა გასაჭირით! ის ხომ, ცდება ადამიანური გამძლეობის ყოველგვარ ფარგლებს! სიცოცხლეშივე ძეგლი გეკუთვნით! ალბათ, ოდესმე საქართველოში ასეც იქნება! ერის პატივისცემას და დაფასებას იმსახურებენ ადამიანები, ვინც მთელი ცხოვრების განმავლობაში იტანჯება და საკუთარი თავი მთლიანად მიუძღვნა სხვებს! ისინი ხომ, ნამდვილი გმირები არიან! არ დანებდეთ! მალე მიიღებთ დახმარებას! თქვენი ოჯახის გასაჭირის შესახებ, ხელისუფლებას შევატყობინებთ! უფალი გფარავდეთ! ჯვარი გწერიათ… ხათუნა, ოჯახში ჯანმრთელი თუ არის ვინმე?
ხათუნა:
მეუღლე ჯანმრთელი იყო, მაგრამ ორი წლის წინ, ფეხი მოიტეხა. ოპერაცია გაუკეთეს, ექიმმა გვითხრა, რომ სიარულს შეძლებდა და კარგად იქნება ყველაფერი. მაგრამ, მას შემდეგ, ერთხელ არ დაურეკავს, რომ ეკითხა მაინც, როგორია მისი მდგომარეობა. ამ დროს კი, დაასახიჩრა!
ოდესღაც ჯან-ღონით სავსე კაცი, ახლა მთელი დღე წევს, პამპერსი აცვია და მასაც, პატარა ბავშვივით სჭირდება მოვლა. ხასიათიც შეეცვალა, აუტანელი გახდა. ალბათ, სულ ეს არის.

– თქვენი საარსებო წყარო რა არის?
ხათუნა:
ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური შემწეობაა 1 000 ლარის ოდენობით და ბექას პენსია – 280 ლარი. ეს თანხა კი, მხოლოდ პამპერსის საყიდლად მყოფნის, მეუღლისთვის, ბექასთვის, ლიკასთვის და ჩემი შვილიშვილისთვის, გაბრიელისთვის.

– რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
ხათუნა:
უპირველეს ყოვლისა, მინდა, პამპერსი და პროდუქტი გთხოვოთ, ამის გარეშე დავიღუპებით. გარდა ამისა, ფანჯრების ჩასმა. მერიას მივმართეთ, მაგრამ გვითხრეს, რომ სოფლის ბიუჯეტი არ ითვალისწინებდა ასეთ ხარჯებს. ბედნიერი ვიქნებოდი, სარეცხი მანქანა რომ მქონდეს. საწოლები, ტელევიზორი… მგონი ბევრს ვითხოვ, არა?

„ავეჯი სულ დამტვრეულია, სახლიც დანგრეული ისევე, როგორც ჩვენი ოჯახის ცხოვრება!“

– ვფიქრობ, მხოლოდ მატერიალური დახმარება საკმარისი არ იქნება. იქნებ, ექიმის კონსულტაცია სჭირდება ანას?
ხათუნა:
ძალიან კარგი იქნება. გვიშველეთ! გვიშველეთ!!! გთხოვთ, დაგვეხმარეთ! დედობა გაუწიეთ ჩემს შვილებს. ცხოვრება დამენგრა და შვილებიც მეღუპებიან! გთხოვთ, ისინი მაინც გადაარჩინეთ!

მეგობრებო, ერთად აუცილებლად შევძლებთ, მათ დაუსრულებელ ტანჯვას რომ მოვუღოთ ბოლო! ხათუნას ხომ, ჯანმრთელი შვილიშვილი ჰყავს, შვილიც, ძალიან კარგი გოგონა, რომელიც ქმარმა მიატოვა ბავშვის გაჩენის მერე. წაიკითხეთ სტატია, უფრო დაწვრილებით რომ შეიტყოთ მათი ამბავი!

„ნეტარ არიან მგლოვიარენი, რამეთუ ნუგეშისცემით იქნებიან“ (მათე 5:4) ღმერთი მუდამ მართალია! და ალბათ, ჩვენ ვართ სწორედ ის ადამიანები, ვინც მისი ნება უნდა აღასრულოს! ნუ დარჩებით გულგრილნი! საქართველოში ზედმეტი არავინ არის! ჩვენ ხომ, ისედაც ძალიან ცოტანი დავრჩით!

მოსიაშვილების ოჯახი ამ სიტყვების ჭეშმარიტებას, თითქოს საკუთარ თავზე განიცდის, იტანჯებიან და ნუგეშს ეძებენ. თუ ჩვენ დროულად არ ჩავერევით, დაავადების და სიღარიბის ავისმომასწავებელი აჩრდილი ამ ოჯახს შთანთქავს. მათ შეიძლება არა მხოლოდ სიცოცხლე, არამედ მომავლის იმედიც დაკარგონ.

ამ გასაჭირთან და ტკივილთან ბრძოლაში მოსიაშვილების ოჯახს სჭირდება დახმარება, რომელიც მოიცავს როგორც მატერიალურ, ასევე სამედიცინო ასპექტებს. მაგრამ მთავარია, თანაგრძნობა და თანადგომა, რაც შეიძლება გახდეს მათთვის ერთადერთი ხსნა, ასეთ უიმედო მდგომარეობაში.

 კორ.: ნინო

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფშაველი. 

რის შეძენას ვაპირებთ:

– საწოლები;
– პამპერსი;
– პროდუქტი;
– სარეცხი მანქანა;
– მაცივარი;
– ტელევიზორი;
– ანასთვის ექიმის კონსულტაციის საფასურის ანაზღაურება.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

(დანიშნულება: მოსიაშვილების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 

საქართველოს ყველა რეგიონიდან მივიღეთ დახმარება! ჩვენმა ხალხმა შეგვიძინა ტანსაცმელიც, საკვებიც და მაცივარიც!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

 

 

ლიკუნასა და დანიელის გულებში მზის სხივები თამაშობენ. მხოლოდ სათამაშოებზე ფიქრობენ ახლა!

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიცხოვრეთ სიღატაკეში, გათავისებული გვქონდა ეს გაჭირვება, — ამბობს 25 წლის მარი. — სახლში რომ მივდივარ, უკვე ჩვევად მაქვს ქცეული და მინდა, მძიმედ ამოვიოხრო. ისევ წარმოვიდგენ ხოლმე ძველი ფანჯრების ხის ჩარჩოებს, რომლებიც ქარის დროს ხმაურობდა, მძიმედ დაავადებულ, გაღიზიანებულ მამას, რომელსაც არაფერი აქვს გასართობი და წყლის გუბეებს სარეცხი მანქანის გარშემო…“

„მერე კი ჩემს თავს შევუძახებ ხოლმე: შეხედე, მარი, შეხედე! აღარც ის ძველი ხის ჩარჩოებია, აღარც ძველი სარეცხი მანქანა. მამაც აღარ ნერვიულობს და არ ჩხუბობს, წევს და უყურებს ტელევიზორს. მაღაზიიდან მოგვიტანეს ახალთახალი ტექნიკა, ბრწყინავს. ნელ-ნელა ვეჩვევით ახალ ცხოვრებას, რომელიც შეგვიქმნეს ფონდის მეგობრებმა. წარმოგიდგენიათ?! თურმე ბედნიერი ცხოვრება ჩვენთვისაც არსებობს!“

 

„მე და დედაჩემი ვამჩნევთ, რომ ვიღიმით და ვიცინით უფრო ხშირად. უჩვეულოა და ძალიან კარგი! ბედნიერ ცხოვრებას ვეჩვევით“

ხათუნა (დედა): რომელ პლაზმურ ტელევიზორზე შეიძლებოდა საუბარი — საერთოდ არ გვქონდა! არ ვიცოდი, ჩემი ავადმყოფი მეუღლე როგორ გამერთო. ძალიან გაღიზიანებულია იმის გამო, რომ ვერ დგება საწოლიდან. მინდა, ყველანი ჩაგიკრათ გულში! ეს ტელევიზორი კი უებარი წამალია ვალერიანისთვის.

მარი: მე და მამაჩემმა სერიალის ყურება დავიწყეთ — „არავინ იცის“. ისე მოგვეწონა, რომ გადავწყვიტეთ, არ დაგვეძინა. კინომარათონი გვქონდა ღამის სამ საათზე. ოჰ, რა მაგარი სერიალია! რამდენი ხანია, მე და მამას ერთად არ დაგვისვენია, არაფერზე გვისაუბრია, ავადმყოფობის გარდა! ეს თქვენი დამსახურებაა! ძალიან მიხარია.

 

 

ხათუნა: „ტელევიზორი უებარი წამალია ჩემი მეუღლის ნერვების სამკურნალოდ“

ხათუნა: დღის განმავლობაში ტელევიზორი ბავშვებს ეკუთვნის — დანიელი და ლიკა უყურებენ. სახლში უამრავი საქმე მაქვს, მაგრამ მეც ვუყურებ შუალედებში.

— ლიკა და ბექა თავს როგორ გრძნობენ?

ხათუნა: უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ისინი პამპერსით მოამარაგეთ, ასევე ჩემი შვილიშვილი დანიელიც და ლიკაც. ბექა პამპერსით უზრუნველყო ჩვენი რაიონის გამგეობამ.

ჩემს ლიკუნას ეპილეფსია ისევ სტანჯავს, გუშინაც შეტევა ჰქონდა. მაგრამ თქვენი საჩუქრები ახარებს და უქარწყლებს დარდს. ვაჩვენე, ახლა რამდენი ტანსაცმელი აქვს — მაისურები, შარვლები, კაბები. სახე უბრწყინავს! შეიძლება ითქვას, თქვენი დამსახურებით ლიკუნა და გაბრიელი დიდი ხნით უზრუნველყოფილები არიან ტანსაცმლით — იმ პერიოდისთვისაც კი, ბაღში სიარულს რომ დაიწყებენ.

 

 

მარი: „იმდენი ტანსაცმელია, რამდენიმე წელი რომ გვეყოფა! ყოველდღიურად შეგვიძლია ახალ-ახალი ნივთების მორგება“

მარი: ჩერნოვეცკის ფონდის მანქანით ჩამოტანილი პარკები რომ დაინახა, დანიელმა ის აარჩია, რომელშიც სათამაშოები იდო და ფერადი მანქანა ამოიღო თავისთვის. ლიკუნა კი ტკბილეულის პარკში ჩაძვრა მაშინვე.

 

 

დანიელი: „დე! აქ სათამაშოებს არიგებენ! რას უყურებ? ჩქარა მოდი, წამოღებაში მომეხმარე!“

 

დანიელი: „ციცხვიანო მანქანავ, სწორედ შენ მჭირდებოდი! ხედავ, კენჭების რამხელა გროვა მაქვს“

ხათუნა: ბედნიერებაა, ქართველები ერთმანეთს რომ ეხმარებიან! ჩვენმა  ხალხმა იმედი არ გაგვიცრუა. მინდა, ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო და ყველას მადლობა გადავცე. ვიცი, რომ საქართველოს ყველა რეგიონიდან მივიღეთ დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი გასაჭირი აქვს ჩვენს ოჯახს, ეს უდიდესი შვებაა და სიხარული, როდესაც ხალხთან კავშირს და თანადგომას გრძნობ!

26 წლის განმავლობაში ვოცნებობდი ფანჯრების გამოცვლაზე. 26 წელი, ხალხო! მეგონა, ისე დავბერდებოდი, რომ ეს ფანჯრები არ შეიცვლებოდა და სიცივისგან ვიკანკალებდით მუდამ. სხვა რა უნდა მეფიქრა, როდესაც ოჯახში ყველა ავად არის და არავის შეუძლია მუშაობა? სხვა რა უნდა მეფიქრა, როდესაც რაიონის გამგეობა თავიდან პამპულებივით გვიშორებდა? არ ვიცი, ფანჯრების შეცვლას, ტელევიზორს, მაცივარს და სარეცხ მანქანას რატომ დაგვპირდნენ! რისთვის დაგვაიმედეს? რამდენჯერ მივაკითხეთ და მოვისმინეთ: „არ დაფინანსდა“.

 

ხათუნა: „ფანჯრების გამოცვლაზე 26 წლის განმავლობაში ვოცნებობდი. იმედი მქონდა, რომ დაგვეხმარებოდა რაიონის გამგეობა. ახლა კი ვიცი, რომ უბრალო ადამიანების — ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრების საქმეა ოცნებების ახდენა!“

 

მარი: „სიღატაკე ძალიან მავნე რამ არის. წარმოსახვაში ჯერ კიდევ იმ ძველ, ხის ფანჯრის ჩარჩოებს ვხედავ. სინამდვილეში კი უკვე ახალი და თანამედროვე ფანჯრები გვაქვს!“

საბოლოოდ, ჩერნოვეცკის ფონდმა გვიყიდა ყველაფერი. ამ ყველაფერს უბრალო ხალხის, ფონდის მეგობრების დამსახურებით ვეღირსეთ. სულ ცოტა ხნის წინ გაგიცანით, თქვენ კი უკვე ჩვენი ამდენი პრობლემა გადაჭერით. დიდ და სერიოზულ საქმეს აკეთებთ. უიმე, ნეტავ, თავიდანვე თქვენთვის და არა ხელისუფლებისთვის გვეთხოვა დახმარება.

 

 

„სარეცხი მანქანა შეერთებულია და ახლა საცდელად ჩაირთვება“

 

 

ხათუნა: „ბედნიერებაა, ქართველები ერთმანეთს რომ ეხმარებიან! ჩვენს ხალხს შეუძლია უხვად გაცემა, თანადგომა და გაგება!“

— ახლა ხომ ზუსტად იცით, ვის უნდა მიმართოთ?

ხათუნა: დიახ, ჩემო ძვირფასებო! ჩემი ოჯახისთვის ეს თვე ძალიან ბედნიერია, ძალიან ბევრჯერ გაგვახარეთ. უფალს მადლობას ვწირავ, ამდენი მონათესავე სული რომ ვიპოვე, ვინც თანაგვიგრძნობს. მიხარია და იმისთვის, რომ არსებობთ, უფალს მადლობას ვწირავ.

 

„მაშინვე ტკბილეულის პარკში ჩაძვრა ლიკუნა“

მარი: დამავიწყდა, საწოლზე რომ მეთქვა. ისეთი ფართოა და მოსახერხებელი! ჩვილივით მძინავს. რამდენი ხანია, ასე არ მძინებია! ჩემი პატარაც გვერდით მყავს. დილამდე სძინავს და აღარ მაღვიძებს ხოლმე.

 

მარი: „დიდებული საწოლია! ჩვილივით მძინავს. ჩემი პატარაც  გვერდით მყავს“

— ფონდის მეგობრებმა ძალიან კარგად იციან ყველა ოჯახის გასაჭირი. და, რა თქმა უნდა, ჩვენც, ფონდის თანამშრომლებს, თითოეული შემთხვევა კარგად გვაქვს შესწავლილი. რამე თუ გამომრჩა, თქვენ დაამატეთ: რეგულარულად გჭირდებათ პამპერსი — როგორც პატარების, ასევე დიდების, წამლები, სველი ხელსახოცები, პროდუქტები და ბავშვთა კვება.

ხათუნა: თუ შეიძლება, „კარმას“ გთხოვთ კიდევ — სახლისთვის გაზის გამათბობელს. შეშა სულ უფრო ძვირდება. ათასჯერ გიხდით მადლობას ყველაფრისთვის!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

იმ ოჯახებშიც კი, ვინც კარგად იცის, რას ნიშნავს ტანჯვა, ხანდახან ბედნიერი დღეები დგება. ერთი ბედნიერი თვე აჩუქეთ მოსიაშვილების ოჯახს, მძიმედ დაავადებულებმაც კი გაიხარეს და უბრალო, ადამიანური ბედნიერებით ტკბებოდნენ. ოჯახის ოთხ წევრს: მამას — ვალერიანს, ბიჭებს — ზაქროს და ბექას, გოგონას — ლიკას, მზრუნველობა და სამედიცინო მომსახურება მუდმივად სჭირდებათ. ყოველთვის შეგიძლიათ დაეხმაროთ და შეუმსუბუქოთ მწარე ცხოვრება.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge  

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: მოსიაშვილების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

შესანიშნავი ამბავი: ფონდის მეგობრები დაეხმარნენ მოსიაშვილების მრავალშვილიან ოჯახს! ხათუნა, ხუთი შვილის დედა: „არ ვიცი, როგორ აღვწერო ჩემი ემოციები, სასიამოვნო შოკში ვარ!“

 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2024 აპრ 02
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1770.00₾
2024 აპრ 04
საწოლი
900.00₾
2024 აპრ 08
მეტალოპლასმასის კარ-ფანჯარა
1400.00₾
2024 აპრ 17
პროდუქტები
198.89₾
2024 მაი 22
გამოკვლევა
150.00₾
26.05.2024
მედიკამენტები
143.60₾
31.05.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
995.00₾

სულ ხარჯები:

5557.49₾

დარჩა:

0.07₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.05.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.05.2024 00:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.05.2024 00:00:00
₾521.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.05.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.05.2024 17:20:19
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.05.2024 03:25:19
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.04.2024 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.04.2024 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.04.2024 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.04.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.04.2024 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.04.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.04.2024 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.04.2024 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.03.2024 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.03.2024 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.03.2024 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.03.2024 20:00:00
₾70.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.03.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.03.2024 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾5,557.56

368 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾5,557.56

368 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება