რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„ჯარისკაცობაზე ვოცნებობდი. ჩემი სამშობლოს დაცვა ძალიან მინდოდა. ახლა კი ვიცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე საწოლს ვიქნები მიჯაჭვული“ – სწორედ ეს სიტყვები, უდიდესი გულის ტკივილით მითხრა პატარა გიორგიმ და მისი დარდიც, თითქოს, ჩაიღვარა ჩემს გულში. ამ გულის ტკივილმა მაშინვე დამავიწყა ყველა ის სიტყვა, რომელიც მომზადებული მქონდა ბიჭუნას სანუგეშოდ. 14 წლის გიორგის დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს (პროგრესირებადი). ბავშვს ეტლით გადაადგილებაც კი არ შეუძლია. მისი ყველა ორგანოს კუნთი განლეულია. მხოლოდ გულის კუნთს ჯერ არ შეეხო ეს დაავადება. თუმცა, არსებობს დიდი რისკი იმისა, იქაც რომ მიაღწიოს. „რა მოხდება? დაიღუპება ბავშვი,“ – მიპასუხა ნანამ, გიორგის დედამ და ცხარე ცრემლით ატირდა. – „საჭმელსაც კი მწოლიარე მდგომარეობაში ვაჭმევ… სპეციალური საწოლი რომ გვქონდეს, ჭამის დროს მაინც შეძლებდა წამოჯდომას.“
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270გიორგი: „მხოლოდ 14 წლის ვარ და ექიმების შეცდომის გამო, მთელი 7 წელია, გაუნძრევლად ვწევარ და სიკვდილს ველოდები!“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„ისე მოვკვდები, რომ ხელ-ფეხის განძრევასაც ვერასდროს შევძლებ! ჭამაც კი მწოლიარე მდგომარეობაში მიწევს“
„ჯარისკაცობაზე ვოცნებობდი. ჩემი სამშობლოს დაცვა ძალიან მინდოდა. ახლა კი ვიცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე საწოლს ვიქნები მიჯაჭვული“ – სწორედ ეს სიტყვები, უდიდესი გულის ტკივილით მითხრა პატარა გიორგიმ და მისი დარდიც, თითქოს, ჩაიღვარა ჩემს გულში. ამ გულის ტკივილმა მაშინვე დამავიწყა ყველა ის სიტყვა, რომელიც მომზადებული მქონდა ბიჭუნას სანუგეშოდ.
„მთელი ზურგი მტკივა. ხელებს და ფეხებს ვერ ვგრძნობ. საწოლში გადაბრუნებაც კი არ შემიძლია“
„ასე უნდა ვიწვე ცხოვრების ბოლომდე. ფეხზე ვერასდროს დავდგები“
14 წლის გიორგის დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს (პროგრესირებადი). ბავშვს ეტლით გადაადგილებაც კი არ შეუძლია. მისი ყველა ორგანოს კუნთი განლეულია. მხოლოდ გულის კუნთს ჯერ არ შეეხო ეს დაავადება. თუმცა, არსებობს დიდი რისკი იმისა, იქაც რომ მიაღწიოს.
„და რა მოხდება, თუ მიაღწია?“ – ატირებულმა ვკითხე საბრალო დედას.
„დისტანციური მართვის საწოლი რომ გვქონდეს, გიორგი ჭამის დროს მაინც შეძლებდა ჯდომას და ასე არ დაიტანჯებოდა“
„რა მოხდება? დაიღუპება ბავშვი,“ – მიპასუხა ნანამ, გიორგის დედამ და ცხარე ცრემლით ატირდა. – „საჭმელსაც კი მწოლიარე მდგომარეობაში ვაჭმევ… სპეციალური საწოლი რომ გვქონდეს, ჭამის დროს მაინც შეძლებდა წამოჯდომას.“
გიორგი (14 წლის): რატომ ვიტანჯები ასე? მითხარით, გთხოვთ. მხოლოდ პირველ კლასში ვიარე სკოლაში და ისიც, რამდენიმე თვე. სკოლის მეგობრებს აღარც ვახსოვარ. მართალია, ფრანგი ექიმებისგან ვიცი, რომ ვერასდროს შევძლებ სიარულს, მაგრამ მაინც ვკითხულობ სკოლის სახელმძღვანელოებს. მეცადინეობაში ჩემი ბიძაშვილი, მარი მეხმარება. 3 წლის დაიკო მყავს და 3 თვის ძამიკო. ყოველ დილით ვლოცულობ მათთვის. უფალს მხოლოდ იმას ვთხოვ, რომ ჯანმრთელი მიმყოფოს ისინი.
„ვოცნებობდი, უმცროსი დაიკო და ძამიკო მყოლოდა, მეზრუნა მათზე. სამწუხაროდ, მე მათ დაცვას ვერასდროს შევძლებ! ჯარისკაცი როგორღა გავხდები?!
– გონიერი და კეთილი ბიჭი ხარ, გიორგი. მაოცებ. შენთვის რას სთხოვ ხოლმე ღმერთს?
გიორგი (14 წლის): ჩემთვის არაფერს. ვიცი, რომ აღარაფერი მეშველება და რატომ შევაწუხო უფალი ტყუილად? ვიცი, მასაც გული სტკივა, ასეთ მდგომარეობაში რომ მხედავს. ვგრძნობ, რომ უფალიც იზიარებს ჩემს ტკივილს. ერთადერთი, რაც მდგომარეობას შემიმსუბუქებს და თავს ბევრად უკეთ მაგრძნობინებს, არის სპეციალური, დისტანციური მართვის საწოლი. ჭამის დროს წამოჯდომას შევძლებდი ასეთი საწოლის დახმარებით. მაგრამ, ჩემს ოჯახს მისი ყიდვის საშუალება კი არა, საკუთარი საცხოვრებელიც კი არ აქვს! სადაცაა, ქუჩაში გაგვყრიან!ასევე ლეიბი მასაჟორით შემიმსუბუქებდა მდგომარეობას. ეს ექიმებმა უთხრეს დედაჩემს. ისეთი ლეიბი რომ მქონდეს, ზურგი აღარ მეტკინება. მაგრამ, ლეიბის საყიდელი ფულიც არ გვაქვს. ისიც მერიდება, ხალხს დახმარება რომ ვთხოვო. რას წარმოვიდგენდი, ჯარისკაცობის ნაცვლად, მასაჟორიან ლეიბზე თუ ვიოცნებებდი?კიდევ ერთ რამეზე ვოცნებობ. მინდა, ტელეფონი რომ მქონდეს. ის დამაკავშირებდა სამყაროსთან და იქნებოდა ჩემი ერთადერთი გასართობი. ხანდახან, ნათესავები რომ მოდიან ჩვენთან, ტელეფონს მაძლევენ დროებით. მაგრამ ისინი ძალიან მალე მიდიან ხოლმე და ისევ მარტო ვრჩები მთელი დღე და ვუყურებ ჭერს!
– გიორგი, შენს ასაკთან შედარებით ნაადრევად დაბრძენებული ბიჭი ხარ. მიხარია შენი გაცნობა. რაღაც მინდა გკითხო და გულწრფელად თუ მიპასუხებ?
გიორგი (14 წლის): დიახ. თუ არ მენდომება ამაზე საუბარი, უბრალოდ გთხოვთ, რომ შევცვალოთ თემა, მაგრამ არ მოგატყუებთ.
– რა საოცარი ბიჭი ხარ შენ! ასეთ პასუხს, უფროსიც კი ვერ მოიფიქრებდა. კარგი, მაშინ პირდაპირ გკითხავ: შენი დედიკოსგან გავიგე, რომ იცი, არასწორი მკურნალობის გამო რომ დამძიმდა შენი მდგომარეობა. ახლა კი მითხარი, როდესაც მარტო რჩები საკუთარ თავთან, არ ბრაზობ ხოლმე იმ ექიმებზე?
გიორგი (14 წლის): პირობა მოგეცით, რომ ტყუილს არ გეტყოდით. იმ ექიმებზე არ ვბრაზობ. პირიქით, ზოგჯერ მეცოდებიან კიდეც. და იცით, რატომ? ისინი ხომ მიხვდნენ, არასწორად რომ მიმკურნალეს და განიცდიან. ამიტომ მეცოდებიან. მაგრამ, ჩემი დედიკო უფრო მეცოდება. ვხედავ ხოლმე, ჩუმად როგორ ტირის. არ უნდა, მე დამანახოს ცრემლები, მაგრამ მე ყველაფერს ვგრძნობ!მე თუ არა, მას მაინც დაეხმარეთ! ძალიან იტანჯება ამ ძვირადღირებული საწოლისა და სპეციალური ლეიბის არქონის გამო და იმის გამოც, რომ ბინიდან გვაგდებენ! არ მადარდებს, სად უნდა დავწვე! მაგრამ, დედა… და ჩემი პატარა და-ძმა.. მათ თავზე ჭერი სჭირდებათ! ჩემზე არ იფიქროთ… ყველა უბედურებას გავუმკლავდები!კორესპონდენტი ნინო: ცხოვრებაში გავიცანი ასეთი გმირი ბიჭი! ბედნიერი ვარ, რომ ეს შეხვედრა გაგიზიარეთ! გიორგი არასოდეს დამავიწყდება! თქვენც ნუ დაივიწყებთ, ფონდის მეგობრებო! რა თქმა უნდა, დავეხმარებით ამ ოჯახს! ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი! უფალს მადლობას ვწირავ, ასეთი შესაძლებლობა რომ მომცა!და მართლაც, გიორგიმ მითხრა ისეთი სიტყვები, რომელიც გახდებოდა ამ შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზა. მაგრამ, მე სიტყვა მივეცი და პირობას შევასრულებ.
„მეპატრონე 8 თვეში ყიდის ამ ბინას. საწოლს მიჯაჭვული ბავშვი დ კიდევ 2 მცირეწლოვანი დარჩება ღია ცის ქვეშ“
ნანა (გიორგის დედა): მხოლოდ 24 წლის ვიყავი, დედობით ვტკბებოდი. მყავდა გონიერი, მხიარული და ენერგიული ბიჭი. ჩემი პირველი შვილი, ჩემი პირველი მერცხალი. ერთ დღეს კი, ცა თავზე ჩამომენგრა და ჩემი ბედნიერი დედობაც ქვესკნელში ჩაიტანა ახალგაზრდა ბედნიერი დედა, მოულოდნელად, ყველაზე უბედურ დედად ვიქეცი.
ჩემი ჯოჯოხეთი კი ასე დაიწყო: 6 წლის იყო გიორგი, როდესაც ერთ დღეს შევნიშნე, რომ კიბეებზე ასვლა უჭირდა. თანდათან, გადაადგილება სულ უფრო უძნელდებოდა. ჯერ ქუთაისის საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში წავიყვანეთ ბავშვი სადაც ექიმებმა გვითხრეს, რომ „შხამიანი“ გლანდების ოპერაცია იყო საჭირო. რა თქმა უნდა, ვენდე ექიმებს და დავთანხმდი. სწორედ მაშინ გამოვუტანე საბედისწერო განაჩენი ჩემს შვილს.ოპერაციის შემდეგ, ბავშვის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი ვეღარ შეძლო. ვხედავდი, როგორ მეცლებოდა ხელიდან შვილი და ვერაფერს ვშველოდი. რაც კი რამ გაგვაჩნდა, გავყიდეთ ყველაფერი და ბავშვი საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში წავიყვანეთ. სწორედ იქ დაადგინეს ზუსტი დიაგნოზი – დიუშენის კუნთოვანი დისტროფია, რომელიც სამწუხაროდ, არ ექვემდებარება მკურნალობას. როდესაც ექიმებმა მითხრეს, რომ მსოფლიო ჯანდაცვაში დღემდე ვერაფერი გამოიგონეს, რაც ამ დაავადებისგან ბავშვს განკურნავდა, ამ სიტყვების გაგონებას, მერჩივნა, იქვე მოვმკვდარიყავი.მაგრამ, კიდევ უფრო დიდი შოკი იცით, რა გახდა ჩემთვის? როდესაც ექიმებმა, სტრასბურგის კლინიკაში მითხრეს, ბავშვის მდგომარეობა საქართველოში არასწორი მკურნალობით რომ დაამძიმეს. ეს სიტყვები რომ მოვისმინე, სიმწრისგან ბოლო ხმაზე ღრიალი მინდოდა. სხეულის ყველა ნაწილი მეწვოდა, მაგრამ რისი შეცვლა შემეძლო, უბედურ დედას? უკან ხომ ვერ დავაბრუნებდი დროს. საფრანგეთიდან საქართველოში გამოგვიშვეს, რადგან იქ დარჩენას აზრი არ ჰქონდა. ექიმებს მკურნალობის პროცესი შეცდომით რომ არ წარემართათ, დღეს, ჩემი შვილი, ეტლით მაინც შეძლებდა გადაადგილებას და ასე, გაუნძრევლად, საწოლში არ იწვებოდა. ელემენტარულად, ფეხზე დგომას მაინც შეძლებდა, საპირფარეშომდე მაინც რომ მიგვეყვანა. ახლა კი, ესეც შეუძლებელია. საწოლიდან ოდნავ მაინც სხეულის წამოწევაც კი არ შეუძლია ჭამის დროს. უკვე რამდენი წელია, ბავშვი მწოლიარე მდგომარეობაში იღებს საკვებს. ამის გამო, ჟანგბადი არ მიეწოდება გულს, განუვითარდა კუჭის სპაზმიც, ტემპერატურა 34 გრადუსამდე ეცემა, მერე კი, გონებას კარგავს. გამწარებული დედა, ჩემი შვილის ენით აღუწერელ ტანჯვას ვუყურებ ყოველდღე და იცით, რა არის ყველაზე რთული? როდესაც დედას არ შეუძლია, საკუთარ შვილს ტანჯვა ოდნავ მაინც რომ შეუმსუბუქოს. ღმერთო, სად ხარ ხოლმე, ასეთ დროს, სად? ღმერთო, არაფერს გსაყვედურობ, მაგრამ გზა მაინც დამანახე, ცოცხალმკვდარმა დედამ რა მოვიმოქმედო?
„ჩემი შვილი ნელი სიკვდილით კვდება ყოველდღე. გამწარებული დედა კი, ვერაფერს ვშველი“
– რაშია გამოსავალი? რით შეიძლება ოდნავ მაინც შემსუბუქდეს გიორგის მდგომარეობა. რის გაკეთება შეუძლია ბავშვისთვის ჩერნოვეცკის ფონდს?
ნანა: ვიცი, რომ ფონდის დახმარებით, ათასობით ბავშვი გადაურჩა სიკვდილს. ათასობით ქალს აარიდეთ „შვილმკვდარი დედის“ სახელის დარქმევა. ათასობით მოხუცს, მარტოხელა დედას მიეცით ძალა, ცხოვრების გასაგრძელებლად. მე კი მხოლოდ ერთს გთხოვთ: ხალხს მიაწვდინეთ ჩემი, გამწარებული დედის ხმა. იქნებ, სპეციალური, დისტანციური მართვის საწოლით და მასაჟორიანი ლეიბით დაგვეხმაროს ვინმე. იმ ადამიანებმა, ვისაც ეს ნივთები აღარ სჭირდება, ნაგავში არ გადააგდონ. ასეთი საწოლი თუ ექნება ჩემს ბიჭს, მაშინ გულის და კუჭის პრობლემა არ შეაწუხებს, ისეთ დონეზე მაინც, რომ სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ახლა კი, ყოველდღე იზრდება რისკი იმისა, რომ სამუდამოდ დავკარგავ შვილს. ამიტომაც, ბავშვისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ლეიბი მასაჟორით, რომელიც დაახლოებით 2 ათასი ლარი ღირს და „პულტიანი საწოლი“, რომლის ღირებულებაც 4 ათასი ლარია. ჩემი შემოსავალი კი, მხოლოდ 340 ლარია, ჩემი შვილის პირველი ჯგუფის შშმ პირის პენსია. ეს თანხა მედიკამენტებსა და საჭმელზე ძლივს გვყოფნის. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ვინც უკვე აღარ იყენებთ ასეთ საწოლს და ლეიბს, გემუდარებით, არ დაინანოთ ჩემი ნატანჯი შვილისთვის.
„გემუდარებით, კეთილო ადამიანებო, იქნებ ვინმეს გქონდეთ „პულტიანი საწოლი“, რომელიც აღარ გჭირდებათ?“
– ეს ბინა, სადაც ამჟამად ცხოვრობთ, დროებით დაგითმოთ ერთმა ადამიანმა. 8 თვეში გიწევთ ამ ბინის დაცლა. ბავშვი სად უნდა წაიყვანოთ? გიორგის გარდა, 3 წლის და 3 თვის შვილები გყავთ.
ნანა: ღია ცის ქვეშ ვრჩებით. მადლობის მეტი რა მეთქმის იმ ადამიანისთვის, ვინც ბინა დაგვითმო? მაგრამ, მართალს ამბობთ, 8 თვეში ეს ბინა 8 ათას დოლარად გაიყიდება. ნეტავ, სასწაული მოხდეს და შევძლო ამ სახლის ყიდვა. საწოლს მიჯაჭვული ბავშვით ქუჩაში ვრჩები. ამის წარმოდგენაც კი მიყინავს სისხლს. ღმერთო, სასწაული მოხდეს, რა იქნება?.. უფულობის გამო, ბავშვები რომ დამეღუპოს, ამას ვერ ვაპატიებ საკუთარ თავს და მეც მოვკვდები. დედის გული ხომ, შვილებით ცოცხლობს. შვილი რომ კვდება, მაშინვე კვდება დედაც ….
ჩვენო ძვირფასო მკითხველო, ვფიქრობ, სიტყვები აქ უბრალოდ ზედმეტია. დარწმუნებული ვარ, ახლა, უკვე ემზადებით პატარა გიორგის, ამ გონიერი და კეთილი ბიჭის სიცოცხლის გადასარჩენად. ეს დამოკიდებულია მხოლოდ ერთ ზარზე. დიახ, მხოლოდ ერთი ზარით შეგვიძლია, ეს საშინელი ტანჯვა შევუმსუბუქოთ ბავშვს. პატარა გიორგი გულისფანცქალით ელოდებოდა ამ სტატიის გამოქვეყნებას. ის დარწმუნებულია, რომ თქვენი დახმარებით, შეუმსუბუქდება ტკივილი. ნუთუ, იმედს გავუცრუებთ ბავშვს, რომელიც ისედაც ასე იტანჯება?
მეგობრებო, მოდით, მოვახდინოთ ეს სასწაული და ბედისწერისგან განწირულ პატარა გიორგის ბედნიერი დღე გავუთენოთ!არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, თქვენმა მეგობრებმაც რომ შეიტყონ ეს ისტორია!თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და გიორგის დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: ქ. სენაკი, ცერცვაძის ქუჩა.
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: გიორგი გოროზია).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავი
გიორგი: „ახლა ავადმყოფობაზე კი არა, კეთილ ადამიანებზე არის დამოკიდებული ჩემი განწყობა. ბევრი მათგანი მირეკავს, მწერს, მამხიარულებს და ყურადღების გადატანაში მეხმარება“
„ოთხი თვე გვქონდა დარჩენილი, საცხოვრებლის საკითხი სასწრაფოდ უნდა მოგვეგვარებინა და ყოველდღიურად არ მასვენებდა იმაზე ფიქრი, თუ სად უნდა წავსულიყავი მძიმედ დაავადებულ, საწოლს მიჯაჭვულ შვილთან ერთად? — ამბობს ნანა, გიორგის დედა, რომელიც მთელმა საქართველომ გაიცნო უკვე. — ისევ უნდა გვეწანწალა და დავტანჯულიყავით! ამ დროს წარმოუდგენელი რამ მოხდა, ათასობით ადამიანი გაერთიანდა, ჩვენთვის სახლი რომ შეეძინათ!“
„ჩვენია ახლა ეს ყველაფერი, ეს სახლიც და ეზოც! შეგვიძლია მშვიდად ვიცხოვროთ, აღარაფრის გვეშინოდეს და აღარაფერზე ვიდარდოთ. შვებით ამოვისუნთქეთ მთელმა ოჯახმა. თანატოლებიც და უფროსებიც ყოველდღე ურეკავენ ჩემს გიოს. ჩერნოვეცკის ფონდისგან საჩუქრად მხოლოდ საკუთარი კერა არ მიგვიღია. ყველაზე მთავარი ის არის, რომ უდიდესი ადამიანური თანადგომა გვაჩუქა თქვენმა ფონდმა. ამხელა ძალას რომ ვგრძნობთ, ვეღარაფერი შეგვაშინებს.
აი, ასეთი კარგი სახლი, დიდი ეზოთი, აჩუქეს ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებმა გიოს და მის ოჯახს
ნანა: ოქროს ადამიანები გვირეკავენ! მეუბნებიან: „ნანა, დღეს ტაძარში ვიყავი, შენი გიოს ჯანმრთელობისთვის ვილოცე და სანთელი ავანთე“, ან კიდევ: „შენი გიო რით შემიძლია გავახარო?“ საქმე იმაშიც არ არის, რომ იმხელა თანხა შეგროვდა, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა სახლისა და ნაკვეთის საყიდლად! მთავარი მიდგომაა. სწორედ ეს ოქროს ადამიანები არიან ჩემი იმედი! ისინი არიან ჩემი ნუგეში, ჩემი საყრდენი, ჩემი შვილის მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში ძალას მმატებენ. დიაგნოზი შეუბრალებელია — „დიუშენის კუნთოვანი დისტროფია“. იმის ცოდნა, რომ გიოს მეგობრებისა და გულშემატკივრების ამხელა არმია მიმაგრებს ზურგს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ფასდაუდებელი.
— ახლა როგორია შენი განწყობა, გიო?
გიო (14 წლის): ადრე სულ მოწყენილი ვიყავი, ცუდ ხასიათზე, ახლა კი ბედნიერი ვარ, ბევრი რამ მახარებს. ავადმყოფობა არსად წასულა, უკვე მიჩვეული ვარ, 33 გრადუსამდე რომ ეცემა ჩემი ტემპერატურა, ვითიშები და გონებას ვკარგავ. ზურგის ტკივილებსაც შევეგუე. შეიძლება თავს ცუდად ვგრძნობდე, მაგრამ განწყობა მაინც კარგი მაქვს. იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი მწერს, მირეკავს, მამხიარულებს და ყურადღების გადატანაში მეხმარება. ყველაზე მეტად კი ახალი ამბავი გამიხარდა, რომელიც თქვენმა თანამშრომელმა, ძია დავითმა გვახარა. დედა და დაიკო მეხუტებოდნენ. სულ ამაზე ვფიქრობდი, ვერ დავიძინე, ისეთი გახარებული ვიყავი. მთელი ჩვენი ოჯახის სახელით დიდ მადლობას გიხდით!
ახლა გიოს დაიკო დაგვათვალიერებინებს სახლს. წამოდით, შევიდეთ შიგნით
ახლა ჩვენს გიორგის დისტანციური მართვის საწოლი აქვს, რომელიც თავისა და ფეხების აწევის შესაძლებლობას იძლევა
ნია: „გიოს გორგოლაჭებიანი და პულტიანი საწოლი აქვს, ჩვენ კი — ფეხებიანი საწოლები“
ყველა ოთახი გარემონტებულია და ავეჯით გაწყობილი: სამზარეულოც, საძინებელიც და მისაღებიც
გიო: უამრავი სახლი გამოვიცვალეთ, ნოსირში ვიყავით ჩაწერილი… მიხარია, რომ ადამიანებმა სპეციალურად ჩემი ოჯახისთვის გააკეთეს ეს. მიხარია, რომ პირადად ჩემთვის ორი საწოლი გამოგვიგზავნეს. სულ უნდა ვიწვე, ეს გარდაუვალია. მაგრამ ახლა ახალი პულტიანი საწოლი მაქვს და შემიძლია თავის და ფეხების აწევა, თუ დავიღლები. ისეთ სიმაღლეზე ვწევ, როგორც მომინდება.
ნანა: ჩემი გიოს სანახავად სახლშიც გვსტუმრობენ ხოლმე. ალეკო იმერლიშვილი მეუღლესთან, იასთან ერთად თბილისიდან ჩამოვიდა, ტელევიზორი და ახალი სათამაშო აპარატურა playstation აჩუქეს გიოს. მთელმა სამეგობრომ შეაგროვა ეს თანხა. ყოველთვის, როდესაც ჩემი შვილის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას ვხედავ, მეტირება და უდიდეს სითბოს ვგრძნობ ამ ძვირფასი ადამიანების მიმართ! რამდენი არიან! გმადლობ, უფალო! ალეკომ და მისმა მეუღლემ დიდი გზა გამოიარეს, ჩვენთან რომ მოსულიყვნენ და კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში ისხდნენ და სხვადასხვა თამაშს თამაშობდნენ გიოსთან ერთად. რამხელა სტიმულია ეს ჩემი შვილისთვის!
ორი გიო დამამახსოვრდა კარგად. ერთი დაოჯახებულია, მეორე – არა. ისე დავიმახსოვრე, ჩემთვის. ეს მათი საჩუქარია — აიფონ 14. გაკოტრდნენ, იმხელა ხარჯი გასწიეს… საჭმელი, სათამაშოები… ჩემს ბიჭს ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან აკლდა, საშინლად იტანჯებოდა. ახლა კი წარმოუდგენლად ბევრ ადამიანს ესაუბრება, მათ შორის ტელეფონითაც.
გული მაქვს აჩუყებული იმით, რომ ჩემი შვილის გამხნევების, გახარების და მასზე ზრუნვის სურვილი ამდენმა ადამიანმა გამოიჩინა. არკვევდნენ, რა უყვარს და რა გაახარებდა. რამდენჯერმე კურიერმა შაურმაც კი მოგვიტანა! (იცინის)
— გიო, შენთვის შეიძლება ასეთი საკვების ჭამა? მაგრამ ფაქტია, შესანიშნავია, ყველა ნატვრას რომ გისრულებენ.
გიო: ზოგადად არ შეიძლება. მაგრამ იმდენად ცოტა რამ მახარებს ცხოვრებაში, რომ შევძელი დედიკოს დარწმუნება. მე ხომ გარეთ გასვლაც კი არ შემიძლია. მადლობას გიხდით, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფსაც კი შემიძლია გავიხარო და გავიღიმო.
ცნობილმა ადამიანებმაც ტიკ-ტოკში ლაივები მოაწყვეს ჩემთვის (პირდაპირი ეთერი). გენადი კვიკვინიას სახელი გსმენიათ? ყველასთვის ცნობილია საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც, არმრესტლინგის ვარსკვლავი არის. გენადი ძია მესაუბრება ხოლმე და ძალიან ვამაყობ ამით. ჩემ შესახებ ჩერნოვეცკის ფონდის სიუჟეტი ნახა და ჩაატარა ტიკ-ტოკში ლაივი, რომელშიც მონაწილეობა მეც მივიღე, ხალხი რომ დამეხმაროს.
ხუჭუჭამაც, რომელიც ტიკ-ტოკში ძალიან ცნობილია, ჩემი მონაწილეობით ლაივი მოაწყო. ადამიანები დილის ოთხ საათამდე მირეკავდნენ და მესაუბრებოდნენ. ეს უბედნიერესი ღამე იყო!
გიო: ყველა ჩემს მეგობარს აღდგომა მიულოცეთ და უთხარით, რომ მათ ეს შეძლეს და ბედნიერება მაჩუქეს. მუდამ ბედნიერები ყოფილიყვნენ!
ნანა: ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებისგან ასეთი ყოველმხრივი დახმარებით გაოგნებული ვარ! ჩემს შვილს დაეხმარნენ მედიკამენტებით, გამოგვიგზავნეს საკვები პროდუქტი, პლანშეტი, საწოლები. კულმინაციური მომენტი კი სახლის შეძენა გახდა! ჩვენთვის შოკი და უდიდესი ბედნიერება არის, ამხელა ძალა რომ გვიმაგრებს ზურგს! ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ვერავინ შეედრება ერთიანობასა და სიკეთის კეთებაში. ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როდესაც ყველას უჭირს და ყველას თავისი პრობლემა აქვს. თქვენ ყველანი ჩემს გულში ხართ!
ხეხილით და ყვავილებით სავსეა ეზო, სიმწვანე და სუფთა ჰაერი არის
პატარა ნიას ძალიან უხარია, რომ ახლა მისი საკუთრებაა ეს ყვავილებით მოფენილი ეზო. მას აქ ძალიან მოსწონს
ნანა: სხვათა შორის, რაიონის გამგეობიდან საწოლები შემოგვთავაზეს მაშინ, როდესაც ზუსტად იცოდნენ, რომ უკვე გადმოგვცა ფონდმა. მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, რომ აღარ გვჭირდებოდა, რადგან უკვე ჩერნოვეცკის ფონდისგან მივიღეთ. „მეტი საშუალება აქვთ ფონდებს“, — ასე გვითხრეს. როგორ მოგწონთ?
ფანჯრიდან ყურებაც ძალიან მოსწონს…
მეგობრებო, თითოეული თქვენგანი იმსახურებს იმას, რომ ფეხზე ავდგეთ და ისე დაგიკრათ ტაში! გიოს ოჯახი იხსენით იმისგან, რომ საცხოვრებელი ადგილი მუდმივად შეეცვალათ. ახლა, გიოს, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით იტანჯება, საკუთარი სახლი და საკუთარი მოსახერხებელი საწოლი აქვს. მადლობას გიხდით, თქვენი მზრუნველობით ტკბობის შესაძლებლობა რომ აჩუქეთ! ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელია!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სულ ხარჯები:
39914.19₾დარჩა:
21.59₾