რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
გიორგი, ხელმეორედ დაიბადა. ბედნიერი ბავშვი ასე ეხუტებოდა ფონდის კორესპონდენტს. ამ ფოტოს შეხედეთ! ეს ხომ, ნამდვილი სასწაულია! ბავშვის სახიდან სადღაც გაქრა ჯოჯოხეთური ტკივილი. ღმერთო, როგორი მშვიდია ახლა. როგორ ბედნიერებას ასხივებენ მისი ზღვისფერი თვალები. ამხელა გარდასახვა… ეს ხომ, დაუჯერებელია, ღმერთო! კეთილო ადამიანებო, თქვენი გულისხმიერების შედეგად, მძიმედ დაავადებული ბიჭუნასთვის, მოკლე დროში, 27 ათასი ლარი შეგროვდა. ეს თანხა კი, ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობას მოხმარდა. შედეგი სახეზეა! ჯოჯოხეთური ტკივილის ნაცვლად, ბავშვის თვალებში ვარსკვლავები ბრწყინავს. გამოჯანმრთელებული ბიჭუნა, თავის დაიკოსთან ერთად, ამ ულამაზეს სახლში იცხოვრებს. ასეთ ბედნიერებას ყველა ბავშვი იმსახურებს. პატარა ანგელოზების გული ხომ, ყველაზე სუფთა და წრფელია.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270მაია (დედა): გიორგის შიდა ქალის წნევა ჰქონდა, რომ დაიბადა. სიარულიც კი არ შეეძლო ოთხ წლამდე. ახლა, 13 წლის არის და უკვე ამბობს რამდენიმე სიტყვას. ყველაფერი, რაც ჩვენს ოჯახს გააჩნდა, გავყიდეთ ბავშვის მკურნალობისთვის და თურქეთში მედიკამენტების შესაძენად (თვეში 1 400 ლარი). მაგრამ, უკვე დიდი ხანია ვეღარ ვყიდულობთ წამლებს, რადგან ხანდახან, საჭმელიც არ გვაქვს, ჩვენ კი არა, რაც მთავარია, ნინის და გიორგის. მათ ხომ, ტანსაცმელიც სჭირდებათ, განსაკუთრებით გოგონას! გული მტკივა იმის გამო, რომ მყავს ასეთი ლამაზი გოგო და ამავდროულად, ასეთი უბედური! მაგრამ, ჩვენთვის მთავარია გიორგის მდგომარეობა! კატასტროფული სისწრაფით მძიმდება!
ერთხელ ვნახე, როგორ იდგა გზის პირას და ხელს უქნევდა გამვლელ მანქანებს, რომ წაეყვანათ თუნდაც, სამყაროს დასალიერზე, ოღონდ ამ ტანჯვისგან ეხსნათ! მაშინ, სახლში ძლივს დავაბრუნე! ისეთი საშინელება იყო, თითქოს, მის აზრებს ვკითხულობდი და მისი ქცევის მიზეზი მესმოდა. მე ხომ, დედა ვარ. დედებმა კი კარგად იციან, რომ შვილი მათი განუყოფელი ნაწილი არის!ამ „ჟეშტისგან“ აწყობილ სახლში ვცხოვრობთ, ოთახში, რომლის ფართიც 8 კვადრატული მეტრია. დიდი ხანია გავყიდეთ ყველაფერი! ამ სახლსაც გავყიდიდი და ღია ცის ქვეშ დავიძინებდი ჩემს გოგოსთან ერთად. მაგრამ ეს „ჟეშტის“ სახლიც არ არის ჩვენი. საცხოვრებელი არ გვაქვს, არ გვაქვს არც საჭმლის, არც ნინისთვის ტანსაცმლის, არც გიორგის გამოკვლევების ჩატარებისა და წამლების შეძენის საშუალება.ყველაზე დიდი საშინელება, რომელიც მოსვენებას არ მაძლევს დღედაღამ არის ის, რომ როგორც გვითხრეს თურქეთის კლინიკაში, ბავშვის განკურნება და მისი ტანჯვის შემსუბუქება შეიძლება! და აი, თქვენს წინაშეა დედა, რომელმაც უფულობის გამო, ტანჯვისთვის გაწირა თავისი შვილი! ჩემი დანაშაულია?! დიახ, ჩემი დანაშაულია!!! თავს დამნაშავედ ვგრძნობ, როდესაც გიორგის ვუყურებ!ღმერთო, მაპატიე, რომ ადრე, ბევრად უფრო ადრე დაჩოქილმა არ გთხოვეთ დახმარება და მომერიდა უცხო ადამიანების შეწუხება! მაგრამ, ასე ცხოვრება აღარ შემიძლია! მაპატიეთ, მაპატიეთ, თხოვნით რომ მოგმართავთ! დედა ვარ! და სხვაგვარად არ შემიძლია!
„არაფერი გაგვაჩნია ამ „ჟეშტით“ შეკრული სახლის გარდა“
ამ სამკაულებს 12 წლის ნინი ამზადებს იმისთვის, რომ თავის ძმას შეუგროვოს წამლების ფული
ვაშა! ვაშა! ოცნებები ხდება!!! უბედური და–ძმის, გიორგის და ნინის ჯოჯოხეთური ცხოვრება დამთავრდა! ამიერიდან, ბავშვებს ახალი ცხოვრება ექნებათ. ეს ხომ დაუჯერებელია, ღმერთო! დიდება უფალო, შენს ძალას! კეთილო ადამიანებო, თქვენი გულისხმიერება რომ არა, ვინ იცის, საბრალო ბიჭუნა დღეს ისევ ცოცხალი იქნებოდა თუ არა.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მახარაძეების ოჯახი დანგრეული ქოხიდან აი, ასეთ ულამაზეს სახლში გადავა საცხოვრებლად.
ამ ულამაზეს სახლს შეხედეთ. ეს ფოტო მილანში გადაღებული არ გეგონოთ. ეს სახლი ცოტა ხნის წინ აშენდა ჩვენს ლამაზ აჭარაში და ძალიან მალე, აქ იცხოვრებს და–ძმა, 12 წლის ნინი და 13 წლის გიორგი მახარაძეები. სანამ ბავშვების უსაზღვრო ბედნიერების ამსახველ ფოტოებს გაგიზიარებთ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რაოდენ საშინელ პირობებში ცხოვრობდა მძიმედ ავადმყოფი ბიჭი და მისი დაიკო.
ჟანგიანი „ჟეშტით“ (თუნუქით) შეკრული კოლოფი იყო მძიმედ დაავადებული ბიჭის თავშესაფარი.
მძიმედ დაავადებული ბიჭუნას საცხოვრებელთან ისეთი საშინელება ხდებოდა, რომ კატაც კი არ კადრულობდა, ფეხი დაედგა ძირს. მახარაძეების ოჯახში კი, საბრალო და–ძმა ასეთ ჯოჯოხეთურ პირობებში იტანჯებოდა და მათი მშველელი არავინ იყო.
შეხედეთ საბრალო ბავშვს, რა ჯოჯოხეთური ტანჯვა ჩანს მის თვალებში
ღმერთო, ეს რა საშინელებაა. ნაგავსაყრელთანაც კი, უკეთესი ვითარებაა.
12 წლის ნინიც ცხოვრობდა ამ ჯოჯოხეთში. დარდით და სევდით სავსე იყო გოგონას გული. ბავშვის სახეზე ღიმილს ვერასდროს დაინახავდით. ნინი ძალიან განიცდიდა საყვარელი ძამიკოს ავადმყოფობას. ამ ყველაფერს, კიდევ უფრო ამძიმებდა ის, რომ ნაგვის ბუნკერიც კი უკეთესი იყო იმ „ყუთზე“, სადაც ბავშვები ცხოვრობდნენ.
ეს კი „ახალი“ ნინია. დიახ, ბავშვი ფაქტობრივად მეორედ დაიბადა.
ჩვენო ძვირფასო მკითხველო, არ მოგჩვენებიათ, ამ ფოტოებზე ერთი და იგივე გოგონაა გამოსახული. 12 წლის განმავლობაში, ბავშვმა პირველად გაიღიმა. ამის უმთავრესი მიზეზი კი, მძიმედ დაავადებული ძამიკოს გამოჯანმრთელებაა. გიორგის თავის ტვინი ჰქონდა დაზიანებული. საშინელი ტკივილები სტანჯავდა ბავშვს. ნერვული შეტევების დროს, ზოგჯერ, საკუთარ თავს იზიანებდა საბრალო ბავშვი. ბიჭუნას განწირული ყვირილის ხმა, მთელ ხელვაჩაურს ესმოდა. ყველა იწვოდა მისი ცოდვით, მაგრამ ვერაფერს შველოდნენ. რადგან ბავშვს ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდებოდა საზღვარგარეთ. ამის საშუალება კი, ოჯახს არ გააჩნდა.
ბიჭუნას თავის ტვინი ჰქონდა დაზიანებული.
ნერვული შეტევების დროს, ზოგჯერ საკუთარ თავს იზიანებდა საბრალო ბავშვი.
იტანჯებოდა ბავშვი და იტანჯებოდა მისი საბრალო დედაც.
გიორგი, ხელმეორედ დაიბადა. ბედნიერი ბავშვი ასე ეხუტებოდა ფონდის კორესპონდენტს.
ამ ფოტოს შეხედეთ! ეს ხომ, ნამდვილი სასწაულია! ბავშვის სახიდან სადღაც გაქრა ჯოჯოხეთური ტკივილი. ღმერთო, როგორი მშვიდია ახლა. როგორ ბედნიერებას ასხივებენ მისი ზღვისფერი თვალები. ამხელა გარდასახვა… ეს ხომ, დაუჯერებელია, ღმერთო! კეთილო ადამიანებო, თქვენი გულისხმიერების შედეგად, მძიმედ დაავადებული ბიჭუნასთვის, მოკლე დროში, 27 ათასი ლარი შეგროვდა. ეს თანხა კი, ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობას მოხმარდა. შედეგი სახეზეა! ჯოჯოხეთური ტკივილის ნაცვლად, ბავშვის თვალებში ვარსკვლავები ბრწყინავს.
მადლიერი და ბედნიერი ბავშვი, ასე ჰკოცნიდა ფონდის კორესპონდენტს
ახალი სახლი – ახალი ცხოვრების დასაწყისი.
საზღვარგარეთ წარმატებული მკურნალობის გარდა, მახარაძეების ოჯახში კიდევ ერთი უმაგრესი სიახლეა. ბავშვებმა სამუდამოდ დააღწიეს თავი საშინელ ქოხს, რომელსაც არც სახურავი ჰქონდა, არც იატაკი, კედლები კი ნესტისგან სველი იყო. დღეიდან, ისინი ადამიანურად იცხოვრობენ. ღმერთო, სასწაულები მართლა ხდება!
12 წლის ნინიმ, ახალი სახლი აჩვენა ფონდის კორესპონდენტს
„სამზარეულო ჩემი ოცნება იყო. ეს ოცნება პირველად ამიხდა.“
ნინი (12 წლის): ყველა გოგონას განსაკუთრებულად უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი. მე კი, არასდროს მქონია სამზარეულო, რადგან ისეთ პატარა ქოხში ცხოვრობდით, რომ საწოლიც კი არ ეტეოდა. მხოლოდ დასატუმბი გაზის პატარა ბალონი გვქონდა, რომლის გამოყენებაც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში არის, მაგრამ სხვა საშუალება არ გვქონდა. ახალ სახლსა და დიდ სამზარეულოზე რამდენჯერ მიოცნებია, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს ოცნება არასდროს ამიხდებოდა. ახლა კი, ისეთი ბედნიერი ვარ, ისეთი… ჩემი აუხდენელი ოცნება ახდა! ეს სამზარეულო ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილი იქნება. ტექნიკა და ავეჯი, რასაც აქ, ამ სახლში ხედავთ, ჩერნოვეცკის ფონდის დამსახურება არის ეს ყველაფერი. თქვენი ფონდი რომ არა, ჩემი და ჩემი ძამიკოს ტანჯვა კეთილი ადამიანების ყურამდე ვერ მიაღწევდა. კეთილი ადამიანების გულისხმიერების შედეგად, ჩემი ძამიკო ხელმეორედ დაიბადა. ეს დიდი ბედნიერება ჯერ ბოლომდე გაანალიზებული არ მქონდა, ახალი სახლიც რომ დაემატა, ახალი რემონტით და ახალი ავეჯით. თავი სიზმარში მგონია. თუ ეს მართლა სიზმარია, მაშინ გთხოვთ, ნუ გამაღვიძებთ!’“
გამოჯანმრთელებული ბიჭუნა, თავის დაიკოსთან ერთად, ამ ულამაზეს სახლში იცხოვრებს. ასეთ ბედნიერებას ყველა ბავშვი იმსახურებს. პატარა ანგელოზების გული ხომ, ყველაზე სუფთა და წრფელია.
საღამო ჟამს, როდესაც ფონდის კორესპონდენტი მახარაძეების ახალ სახლს ტოვებდა, უცებ, ეს ორი მტრედი შენიშნა აივანზე. ძალიან ამაღელვებელი იყო ეს ყოველივე... ალბათ, ერთი მტრედი ბიჭუნასთან მოფრინდა, მეორე კი – მის დაიკოსთან. ახლა კი, ნამდვილად დასრულდა უბედური და–ძმის ჯოჯოხეთური ცხოვრება. მტრედები ხომ, მშვიდობის სიმბოლოა. დაე, ამ პატარა ანგელოზებს, მშვიდობიან საქართველოში ეცხოვროთ მუდამ!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც მუდამ ბედნიერი რომ იყოთ! მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას! ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: მახარაძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus).
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით ღმერთს!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
22571.77₾დარჩა:
4258.75₾