რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„ძალიან მეშინია, ისე არ მოვკვდე, რომ მეგობრები და შვილები არ მყავდეს“

calendar აპრილი 22, 2024

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ეტლს მიჯაჭვული ახალგაზრდა გოგონა, სოფიკო ყოველდღე ევედრება ღმერთს, ტკივილისგან იხსნას, მეგობრები და შვილები გამოუგზავნოს, ვისთანაც ლაპარაკს შეძლებს და არ დასცინებენ თავისი დაავადების გამო. მუდამ მოწყენილია და ტირის. ხმის გამცემიც არავინ ჰყავს, არადა ძალიან უნდა, რომ ჰყავდეს. სკოლაში სწავლაზე ოცნებობდა, დედას კი სულ ექიმებთან დაჰყავდა. ამიტომაც ვერ დაუმეგობრდა გოგონებს. ისინი დარბოდნენ, სეირნობდნენ, რაც არ შეეძლო სოფიკოს. ცხოვრების სილამაზით ტკბობა მხოლოდ ფანჯრიდან შეეძლო…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„ძალიან მეშინია, ისე არ მოვკვდე, რომ მეგობრები და შვილები არ მყავდეს“

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 

ეტლს მიჯაჭვული ახალგაზრდა გოგონა, სოფიკო ყოველდღე ევედრება ღმერთს, ტკივილისგან იხსნას, მეგობრები და შვილები გამოუგზავნოს, ვისთანაც ლაპარაკს შეძლებს და არ დასცინებენ თავისი დაავადების გამო. მუდამ მოწყენილია და ტირის. ხმის გამცემიც არავინ ჰყავს, არადა ძალიან უნდა, რომ ჰყავდეს. სკოლაში სწავლაზე ოცნებობდა, დედას კი სულ ექიმებთან დაჰყავდა. ამიტომაც ვერ დაუმეგობრდა გოგონებს. ისინი დარბოდნენ, სეირნობდნენ, რაც არ შეეძლო სოფიკოს. ცხოვრების სილამაზით ტკბობა მხოლოდ ფანჯრიდან შეეძლო…

მისი ყოველდღიურობა სასოწარკვეთილებითა და დამცირებებით არის აღსავსე. იმის ნაცვლად, რომ დატკბეს ახალგაზრდობის წლებით და ცხოვრება უხაროდეს, იძულებულია, გადარჩენისთვის იბრძოლოს და საშინელ გაჭირვებაში იცხოვროს. დედამისი კი, მარგალიტა, საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე ცდილობს, შვილს უბრალო საარსებო პირობები მაინც რომ შეუქმნას. მაგრამ ესეც არ არის საკმარისი, საბრალო სოფიკოს ტკივილი და ტანჯვა რომ შეუმსუბუქოს. დედა-შვილს ძალიან უჭირთ, საკუთარი არაფერი გააჩნიათ. ყველაფერი მკურნალობისთვის გაყიდეს. სოფიკოს გამოსაცვლელი ტანსაცმელიც კი არ აქვს და ამიტომ, დედა ტანსაცმელს რომ გაურეცხავს, საბრალო გოგონა საბანში გახვეული ზის, სანამ გაშრება.

 „ეს ჩემი შვილია, ის არასდროს არავის აწყენინებს. მე იავნანას ვუმღერი ხოლმე. ძალიან მინდა, მყავდეს ნამდვილი შვილი, რომელსაც მე თვითონ გავაჩენ!“

 სოფიკო: ძალიან მეშინია, ისე არ მოვკვდე, რომ მეგობრები და შვილები არ მყავდეს. მხოლოდ ამის მეშინია, მართლა. ჩემი ერთადერთი ახლობელი ადამიანი დედაჩემია. მხოლოდ ის მესაუბრება. სხვები კი თავს მარიდებენ. 

 მარგალიტა: სოფიკო დღენაკლული დაიბადა. ინკუბატორში იწვა. ერთ თვეში მითხრეს, რომ ჩემი შვილი საავადმყოფოში უნდა გადამეყვანა, რადგან მისი მდგომარეობა დამძიმდა. ბავშვი სამშობიაროდან კლინიკაში რომ გადავიყვანე, მითხრეს, რომ კომაშია. წარმოგიდგენიათ? ბავშვი კომაში იყო და სამშობიაროდან გამომატანეს! ნაძირლები! ალბათ, არ სურდათ, მათთან რომ მომკვდარიყო. 

ნუთუ ამ საბრალო გოგონას ადამიანურად ცხოვრების უფლება არა აქვს?!

— ღმერთო, რა კოშმარია! 

მარგალიტა: არ თქვათ! ისეთი ლამაზი იყო, ისეთი კოხტა… სიკვდილს მისი წაყვანა უნდოდა. მაგრამ არ გავატანე! სახლი გავყიდე, ვალები დავიდე. სად არ მყავდა, რომელ ექიმს არ ვაჩვენე, არც ძალისხმევა დამიშურებია, არც ნერვები, არც ფული… მაგრამ სოფიკოს ფეხზე დაყენება ვერაფრით მოვახერხე. უამრავ გადაულახავ დაბრკოლებას შევეჩეხე. იქნებ, ჩემი გოგონას გადარჩენა და ფეხზე დაყენება შეიძლებოდა კიდეც… ვინ იცის?

 „დედაჩემი ჩემი მზეა! მუდამ ჩემ გვერდით არის და ჩემთვის ყველაფერს აკეთებს“

— რა დაბრკოლებებს გულისხმობთ?

მარგალიტა: 2003 წელს სახლის გაყიდვა მომიწია, უფრო პატარა ბინის ყიდვა მინდოდა, დარჩენილი თანხით კი შვილის მკურნალობის ხარჯების დაფარვა. მაგრამ აფერისტების მსხვერპლი გავხდი და უარაფროდ დავრჩი. მერე ჩემი ბიჭი ტყუილი ბრალდებით ციხეში აღმოჩნდა. სიმწრით აღსავსე წლები მაქვს გამოვლილი!.. ნაქირავებ ბინებშიც ვიწანწალეთ. ხან ერთიდან გამოგვაგდებდნენ, ხან მეორედან… ამის გამო კი ჩემი სოფიკოს მკურნალობა ბოლომდე ვერ მივიყვანე! ალბათ, ჩემი ბრალიც არის, ეტლიდან რომ ვერ დგება ახლა.

 „დედაჩემი ჩემი მზეა“

სოფიკო: ასეთ რამეებს ნუ ამბობ, დედა! საუკეთესო დედა ხარ! შენ ჩემი მზე ხარ, დედიკო! ფეხზე დავდგები, მეც მეყოლება შვილი… არა, დე?

— შენ შესახებ გვიამბე, სოფიკო. რის კეთება გიყვარს?

სოფიკო: მე მქვია სოფიკო. 27 წლის ვარ. ფეხები და ხელები მტკივა. არ შემიძლია სიარული. ლაპარაკიც მიჭირს. მაგრამ ყველაფერი მესმის. გაჭირვებაში ვცხოვრობთ. ხანდახან საჭმელიც არ გვაქვს. თავის გატანა ძალიან გვიჭირს. ხანდახან საჭმლის საყიდელი ფულიც კი არ გვრჩება. დედას რაღაც საჭმელი მოაქვს, არ ვიცი, საიდან, მაგრამ არ მომწონს. ხანდახან რომ შევჭამ, მუცელიც მტკივა.

 „ეს სათამაშოებია ჩემი ცხოვრება… ჩემი მეგობრები არიან, მათ ვესაუბრები ხოლმე“

მარგალიტა: დიახ, სოციალური სასადილოს საჭმლით ვიკვებებით. მაგრამ ხანდახან სოფიკო ამ სალაფავის გემოს კი არა, სუნსაც ვერ იტანს. ძალიან მეცოდება! ისედაც მოკლებულია ყოველგვარ სიხარულს ამ ცხოვრებაში.

სოფიკო: ჩემი ერთადერთი სიხარულია ტელევიზორი! ხანდახან დედა თავის ტელეფონს მაძლევს. მაგრამ იქ არაფერი ჩანს. როგორ მინდა, პლანშეტი მქონდეს! იქ ჩემი საყვარელი მულტფილმების ყურებას შევძლებდი, კატა გარფილდზე. ნახე, რამდენი სათამაშო მაქვს… ხანდახან მწკრივში დავსვამ ხოლმე და ვესაუბრები, ჩემი მეგობრები არიან ვითომ. ზოგჯერ ისე მეცოდება ჩემი თავი…

— კიდევ რა გრძნობები გაწუხებს?

სოფიკო: საკუთარი თავის სიბრალული. კიდევ, შური. მეშინია, რომ ვერასდროს დავემსგავსები სხვებს. დედიკოც ძალიან მეცოდება. მხოლოდ ჩემ გამო გაყიდა და დაკარგა ყველაფერი. ალბათ, უფრო ბედნიერი იქნებოდა, სხვებისგან განსხვავებული რომ არაფრით ვიყო. იმის წარმოდგენაც კი მეშინია, რა მელის, დედა გვერდით თუ არ მეყოლება. ხანდახან ვფიქრობ, რომ უბრალოდ ჩავიძირები ასეთი ფიქრების საშინელ მორევში.

 გული მტკივა, როდესაც ჩემკენ თითს იშვერენ და ამბობენ: „ფუ-უ-უ…“

— სოფიკო, ჩემი აზრით, შენ შესახებ ჩვენი მეგობრები რომ შეიტყობენ, შენთან მეგობრობა ძალიან ბევრ ადამიანს მოუნდება. შენი სოციალურ ქსელში პოვნა თუა შესაძლებელი?

სოფიკო: კი, მაქვს ფეისბუქის გვერდი, მაგრამ იქ ჩემს სურათებს ვერ ნახავთ. მხოლოდ ჩემი თოჯინების სურათებია. ლამაზები არიან და ადამიანებს არ ეშინიათ მათი. ჩემი კი ეშინიათ. არ მინდა, ჩემი სურათი ვინმემ რომ ნახოს, მეშინია, რომ გამკიცხავენ.

მეგობრებო! აუცილებლად მისწერეთ სოფიკოს! ის ჭკვიანია და ემოციური! მასთან მიმოწერა მეტად საინტერესო და შემეცნებითი იქნება!

— რას ეტყოდი სხვა ადამიანებს, ვინც ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა? 

სოფიკო: არ ვიცი. ყველას ვუსურვებ, გვერდით დედები ჰყავდეთ. და ბევრი მეგობარი! მათი არავის ეშინოდეს და არავინ დასცინოს. აი, რას ვუსურვებდი. რა ვურჩიო, მართლა არ ვიცი…

— რით შეგვიძლია თქვენი ცხოვრების შემსუბუქება?

მარგალიტა: თუ შეიძლება, ელექტრო ეტლი მინდა გთხოვოთ სოფიკოსთვის. კიდევ, ძალიან უნდა პლანშეტი. ტანსაცმელიც საერთოდ არა აქვს.

სოფიკო: კი-ი-ი, დედიკო ტანსაცმელს რომ გამირეცხავს, სანამ არ გაშრება, საბანში გახვეულს მიწევს ჯდომა… ძალიან სასაცილოა…

სოფიკოს ერთადერთი სიხარულია ტელევიზორი. მისი ერთადერთი კავშირი სამყაროსთან

შესაძლოა, სოფიკოსთვის ეს სასაცილო იყოს, რადგან თავისი კეთილი თვალებით უყურებს სამყაროს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრება ბრძოლისა და სიმტკიცის სევდიანი ისტორია გახლავთ.

მას თანდაყოლილი ცერებრული დამბლა აქვს. უნარშეზღუდულია იმდენად, რომ ზოგიერთი ჩვენგანი ვერც კი წარმოიდგენს. მისი მდგომარეობის სასტიკი რეალობა დაბრკოლებას უქმნის მის სურვილებსა და ოცნებებს.

სოფიკოს ოცნებაა, იყოს ჩვეულებრივი გოგო. უნდა, მეგობრები რომ ჰყავდეს, რომლებიც გაუგებენ და მიიღებენ. მაგრამ, საკუთარი უნარშეზღუდულობის გამო, საზოგადოების მხრიდან ყოველდღიურად აწყდება შეზღუდვებს. ყველაზე მარტივი საქმეც კი რთული ამოცანაა მისთვის.

მისი მთავარი საყრდენი დედამისია, რომელმაც ყველაფერი გაყიდა, რაც კი გააჩნდა, სოფიკოსთვის მეტ-ნაკლებად ღირსეული პირობები რომ შეექმნა.

დაავადება არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ ტვირთად აწევს, რომელიც სულიერად თრგუნავს და უკეთესი მომავლის იმედს ართმევს. მუდმივად იზოლირებულია სოციუმისგან. ეშინია ქუჩაში გასვლის, გაკიცხვის და მიუღებლობის გარშემომყოფთა მხრიდან. სოციალურ ქსელშიც კი არ აქვეყნებს თავის ფოტოებს, რადგან ეშინია, რომ მისი ავადმყოფობა იმ ადამიანებსაც ჩამოაშორებს, ვინც შეიძლება, მისი მეგობრები გახდნენ.

მისი ერთადერთი სიხარული და იმედი დედამისია, რომელიც საკუთარი დაავადებების მიუხედავად, მუდამ მის გვერდით არის, მხარში უდგას და თავისი შვილისთვის იბრძვის. ახლა ჩვენც შეგვიძლია გავხდეთ მისი საყრდენი, მეგობრებო!

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქუთაისი, აბაშიძის ქ. ბინა № 31.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: სოფიკო წაქაძე).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 კორ.: ნინო  

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2024 მაი 07
პროდუქტები
299.97₾
2024 მაი 07
მაცივარი,პლანშეტი
1449.00₾
2024 მაი 15
პროდუქტები
150.76₾
2024 მაი 15
ტელევიზორი,ღუმელი
634.00₾
26.05.2024
მედიკამენტები
119.38₾
30.05.2024
პროდუქტები
146.75₾
19.06.2024
პროდუქტები
197.12₾
19.06.2024
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
300.00₾
30.06.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
890.00₾
04.07.2024
პროდუქტები
264.51₾

სულ ხარჯები:

4451.49₾

დარჩა:

0.31₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
დავითაშვილი ნინო
27.06.2024 00:00:00
₾1.00
მანუჩარ მეგრელიშვილი
27.05.2024 11:38:04
₾10.00
აბაშიძე ნონა
19.05.2024 20:00:00
₾4.00
კეთილი გული
17.05.2024 18:49:26
₾100.00
ლევან დათუკიშვილი
14.05.2024 20:00:00
₾10.00
ილია იგონკინ
10.05.2024 20:00:00
₾50.00
ილია იგონკინ
10.05.2024 20:00:00
₾50.00
რამინი პაქსაძე
10.05.2024 20:00:00
₾10.00
ცუცქირიძე თამარ
09.05.2024 20:00:00
₾5.00
ნიკოლოზ გაფრინდაშვილი
08.05.2024 20:00:00
₾20.00
ანა რახრახაძე-გერლიანი
06.05.2024 20:00:00
₾10.00
გიორგი ჯოხაძე
04.05.2024 20:00:00
₾10.00
ალექსანდრე მელიაშვილი
04.05.2024 20:00:00
₾10.00
ძირკვაძე ნოდარ
04.05.2024 20:00:00
₾10.00
კიკალიშვილი აკაკი
04.05.2024 20:00:00
₾10.00
გამეზარდაშვილი ბაჩანა
04.05.2024 20:00:00
₾10.00
კეთილი გული
04.05.2024 15:23:03
₾5.00
კეთილი გული
03.05.2024 21:08:47
₾10.00
ნინო სურგულაძე
03.05.2024 20:00:00
₾3.00
სანდრო დიდებაშვილი
03.05.2024 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾4,451.80

439 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,451.80

439 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება