დედა, მადონა, ბავშვობიდან ინვალიდია: „მე რომ მოვკვდე, ჩემს შვილებს ვინ მოუვლის? მათ არავინ ჰყავთ!“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედა, მადონა, ბავშვობიდან ინვალიდია: „მე რომ მოვკვდე, ჩემს შვილებს ვინ მოუვლის? მათ არავინ ჰყავთ!“

page info icon
2024 ივნისი 8
7 წლის გიორგის ლამაზ, ქართულ თვალებში მთელი ჩვენი მიწის ტკივილი ჩანს! მას ძალიან შია! მაგრამ მას და მის უფროს ძმას, ლაშას, მთელი დღის საკვებად ერთი ნატეხი პური აქვთ! გიორგის ძალიან ეშინია, რომ ლაშამ სულ არ მიითვისოს ის! ასე ცხოვრობენ ამ დანგრეულ ადგილას, რომელსაც ფარდულსაც ვერ უწოდებ. ფანჯარაც კი არ აქვთ. ოთახში სინათლე მხოლოდ კარიდან შემოდის. ჭერსა და კედლებს იმდენად დიდი ბზარები აქვს, რომ შიგნით ქათმების დაბინავებაც კი საშიში იქნებოდა! აქ ცხოვრობს, თუკი შეიძლება ამას ცხოვრება ეწოდოს, ორი მუდმივად მშიერი ბავშვი — გიორგი (7 წლის) და მისი უფროსი ძმა ლაშა (10 წლის) და მათთან ერთად მათი თითქმის უსინათლო და მძიმედ დაავადებული დედა, მადონა, რომელიც ბავშვობიდან ინვალიდია.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
14,732 ₾
( 704 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

დედა, მადონა, ბავშვობიდან ინვალიდია: „მე რომ მოვკვდე, ჩემს შვილებს ვინ მოუვლის? მათ არავინ ჰყავთ!“

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

7 წლის გიორგის ლამაზ, ქართულ თვალებში მთელი ჩვენი მიწის ტკივილი ჩანს! მას ძალიან შია! მაგრამ მას და მის უფროს ძმას, ლაშას, მთელი დღის საკვებად ერთი ნატეხი პური აქვთ! გიორგის ძალიან ეშინია, რომ ლაშამ სულ არ მიითვისოს ის!

ასე ცხოვრობენ ამ დანგრეულ ადგილას, რომელსაც ფარდულსაც ვერ უწოდებ. ფანჯარაც კი არ აქვთ. ოთახში სინათლე მხოლოდ კარიდან შემოდის. ჭერსა და კედლებს იმდენად დიდი ბზარები აქვს, რომ შიგნით ქათმების დაბინავებაც კი საშიში იქნებოდა! აქ ცხოვრობს, თუკი შეიძლება ამას ცხოვრება ეწოდოს, ორი მუდმივად მშიერი ბავშვი — გიორგი (7 წლის) და მისი უფროსი ძმა ლაშა (10 წლის) და მათთან ერთად მათი თითქმის უსინათლო და მძიმედ დაავადებული დედა, მადონა, რომელიც ბავშვობიდან ინვალიდია.

ამ სახლში, რომელიც მერცხლის ბუდეს უფრო ჰგავს, ცხოვრობს ყველაზე უბედური ხალხი: დედა, მადონა, და მისი ორი ვაჟი — 7 წლის გიორგი და 10 წლის ლაშა. ძნელი სათქმელია, ვინ იტანჯება უფრო მეტად, რადგან მათ მწუხარებას საზღვარი არა აქვს. ქმარი 7 წლის წინ გარდაეცვალა, როცა მადონა ორსულად იყო. ქმრის ოჯახში მისთვის ადგილი არ აღმოჩნდა — ის, უბრალოდ, გამოაგდეს და უთხრეს, რომ იმ სახლისკენ მიმავალი გზა დაევიწყებინა.

მადონა: 7 წელი გავიდა, მაგრამ ის კოშმარი, რომელიც ქმრის გარდაცვალების შემდეგ განვიცადე, გონებიდან არ ამომდის. გიორგი რომ დაიბადა, ჩემი ქმრის მშობლები დანითაც კი დამემუქრნენ, რომ ბავშვებთან ერთად მათი სახლიდან წავსულიყავი. მეგონა, შვილიშვილი გულს მოულბობდა მათ, მაგრამ ბავშვის გაჩენის შემდეგ სიტუაცია უფრო სახიფათო გახდა და ბავშვებთან ერთად იქიდან გაქცევა მომიწია. 

„ხანდახან ასე დავჯდები და ტკივილისგან ფეხზე ვეღარ ვდგები, მთელი ძვლები მტკივა“

– სად წახვედით თოთო ბავშვით?

მადონა: დედასთან ვერ წავიდოდი. ჩემს ძმასთან ცხოვრობს და ძალიან ვიწროდ არიან. იქაც არ იყო ჩემი ადგილი. ხუთი წელი ვცხოვრობდი თავშესაფარში. ეს რთული წლები იყო, მაგრამ თავზე ჭერი გვქონდა. იქ ყველა ჩემნაირი უბედური იყო და ეს როგორღაც მეხმარებოდა ყველაფრის ატანაში. შემდეგ კი ამ თავშესაფრის დატოვებაც მომიწია...

– და სად წახვედით?

მადონა: მამაჩემთან მოვედი. სხვაგან წასასვლელი არ მქონდა. მამამ, 9 თვის რომ ვიყავი, მაშინ მიმატოვა. მას სხვა ოჯახი ჰყავს და შვილებთან ერთად რომ გამოვეცხადე, რბილად რომ ვთქვათ, არ გაუხარდათ. ვერ გეტყვით, თუ რა სიტყვებით გვწყევლიან. მათთან ერთად კიდევ მომიწევს ცხოვრება.

„მე არასდროს მქონია მთელი სათამაშო. ჩემი ერთადერთი მეგობარი ეს ველოსიპედია“

— ჩვენ არ ჩავერევით თქვენს ოჯახურ საქმეებში. ამის გარეშეც, ალბათ, უამრავი პრობლემა გაქვთ.

მადონა: მართალი ხართ. ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს. პირველი ჯგუფის ინვალიდი ვარ. კარგად ვერ ვხედავ, მაქვს ლიმფოსტაზი, წითელი მგლურა... არც მახსოვს როდის დამისვეს ეს დიაგნოზი. მრავალი წლის წინ შევამჩნიე, რომ ფეხები გამუდმებით მიშუპდებოდა და მტკიოდა. თავიდან მეგონა, რომ ეს მხოლოდ დაღლილობა იყო. ფეხები ისე მისივდება, რომ ძლივს დავდივარ. ტკივილი აუტანელია ხოლმე და ზოგჯერ სკამიდან ადგომაც კი მიჭირს. ამიტომ ასე ვჯდები და ველოდები, როდის დამიყუჩდება ტკივილი. ხანდახან უბრალოდ ცივ წყალს ვისხამ ფეხებზე. სხვანაირად მკურნალობა არ შემიძლია.

– როგორ უმკლავდებით ამ დაავადებას სამედიცინო დახმარების გარეშე?

მადონა: სამწუხაროდ, ექიმთან მისვლის ფინანსური საშუალება არ მაქვს. კლინიკამდე რომ მივიდე, იმის ფულიც კი არ მაქვს, რომ აღარაფერი ვთქვა ვიზიტებისა და მედიკამენტების საფასურის გადახდაზე. უბრალოდ, ვცდილობ, არ ვიფიქრო საკუთარ თავზე, მაგრამ ბავშვები მადარდებს. მამის გარდაცვალების შემდეგ ლაშას ქცევითი პრობლემები აქვს, ფსიქიკური აშლილობა. ექიმთან არის წასაყვანი, მაგრამ ამის ფულიც არ მაქვს. მხოლოდ ობოლობის პენსიას ვიღებ. რაში უნდა გვეყოს ეს თანხა?

„მე და ჩემს ძმას ერთი ბურთი გვაქვს, დაჩუტულია, მაგრამ მაინც ვჩხუბობთ მის გამო“

ლაშა (10 წლის): არც ველოსიპედისთვის გვყოფნის, არც სკუტერისთვის და არც ბურთისთვის.

გიორგი (7 წლის): სკუტერი კი არა, ხანდახან პურისთვისაც არ გვყოფნის. და ყოველთვის ვჩხუბობთ ამის გამო. პურის ნაჭერს რომ ვიპოვი, ლაშა მართმევს და მეჩხუბება ხოლმე. თუ ბურთით ვთამაშობ, იმასაც ლაშა მართმევს. ხანდახან მკბენს კიდეც!

„აქ ჩვენი დათვი დაიმალა. თუ მას ლაშა იპოვის... ო-ჰო-ჰო... საწყალს კარგი დღე არ დაადგება. შეიძლება თათის გარეშე დარჩეს“

ლაშა: არ დაუჯეროთ! ყველაფერს იგონებს! ისევ რომ მას უყიდონ ყველაფერი და მე არაფერი შემხვდეს.

— რამდენი გჭირდებათ, რომ არ იჩხუბოთ და მეგობრულად იყოთ?

ლაშა: კარგი... ერთი ველოსიპედი ნამდვილად არ გვეყოფა. ორი გვჭირდება. ერთი ბურთითაც ვერ ვითამაშებთ.

გიორგი: მე ვოცნებობ ბორბლებიან სათამაშოზე. პულტიან მანქანაზე. და ბევრ საჭმელზე! ისე, რომ აქედან ღობემდე სულ საჭმელი იყოს! აი, მაშინ მართლა არ ვიჩხუბებთ!

„დროზე თუ არ შევჭამ, ლაშამ შეიძლება პურიც წამართვას...“

მადონა: ძალიან მრცხვენია. ბავშვები მხოლოდ საჭმელზე ლაპარაკობენ. ყოველთვის ვეუბნები, რომ პურის ნატეხზე ჩხუბი არ შეიძლება. მაგრამ როცა შიმშილი ყოველდღიური პრობლემაა, მესმის კიდეც მათი. თავი ისე გააქვთ, როგორც შეუძლიათ. ჩვენთვის ყოველი დღე ბრძოლაა. გადარჩენის ზღვარზე ვცხოვრობთ. ვცდილობ, შვილებს ცრემლები არ ვაჩვენო და გავმაგრდე მათი გულისთვის.

– რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა ამჟამად?

მადონა: ყველაზე დიდი პრობლემა სამედიცინო დახმარების ნაკლებობაა. ჩემი მხედველობა უარესდება და არც მუშაობა შემიძლია და არც შვილებზე სათანადოდ ზრუნვა. მეშინია, რომ მალე საერთოდ ვეღარ დავინახავ. ლაშას სკოლაში უჭირს. არ შეუძლია ერთ ადგილას ჯდომა და მასალას ვერ იგებს. სპეციალური მასწავლებელი ეხმარება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ბავშვები ყველაფერს განიცდიან. ვუხსნი, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად ცხოვრობს: ზოგს ყველაფერი აქვს, ზოგს კი არაფერი.

„აქ ტუალეტი გვაქვს… ოღონდ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ იქ“

ლაშა: ყველაზე მეტად ის არ მომწონს, რომ ჩვენი სახლი ჭუჭყიანი და ცივია; და საკუთარი საწოლიც რომ არ გვაქვს. ერთი ფანჯარაც კი არ გვაქვს.

– როგორ წარმოგიდგენია იდეალური სახლი?

გიორგი: იდეალური სახლი არის თბილი ადგილი ფანჯრებით, სადაც ყველას თავისი საწოლი აქვს და სადაც ჩხუბის გარეშე შეგვიძლია ვიცხოვროთ.

ლაშა: ჩვენი სახლი საშიში და ცივია. დაძინების მეშინია, რადგან ჭერიდან ქვიშა ცვივა და რაღაც ხმები ისმის იატაკის ქვემოდან.

– მადონა, როგორც თქვენი ნაამბობიდან მივხვდი, სასწრაფოდ გჭირდებათ დახმარება.

მადონა: მე უბრალო ქალი ვარ, ცხოვრებისგან დაჩაგრული. თხოვნა არ ვიცი. არც ის ვიცი, რა ვითხოვო. უბრალოდ, მინდა ბავშვებთან ერთად ვიცხოვრო და გავიხარო სიცოცხლით. თუ ერთ ფანჯარას მაინც გაგვიკეთებთ და ჭერს შეაკეთებთ, უზომოდ ბედნიერი ვიქნები.

„სახლში არც წყალი გვაქვს და არც გაზი. შეგიძლიათ შემოგვიყვანოთ? მერე ადამიანურად ვიცხოვრებთ“ 

„დედამ მასწავლა ლოცვა. ვლოცულობდი, ვლოცულობდი და უცებ თქვენ მოხვედით. თქვენ ღმერთმა გამოგგზავნათ?“

გიორგი: აუ! წარმოიდგინე, სახლში წყალი გვექნება და შემოტანა აღარ მოგვიწევს… 

ლაშა: და თუ გაზიც გვექნება, დათბება! არ მჯერა!

— ჰო, ფანჯრის გარეშე დილეგს ჰგავს. წარმომიდგენია, რა ხდებოდა აქ ზამთარში. ვფიქრობ, სამედიცინო გამოკვლევა დაგჭირდებათ.

მადონა: მე არ მინდა! ჩემი ვაჟისთვის გთხოვთ. მე როგორღაც მოვითმენ. თუ სარეცხი მანქანისა და საწოლების ჩუქებასაც შეძლებთ, უბრალოდ, ბედნიერი ვიქნები! ნახეთ რაზე გვძინავს. ქვეშ ყველაფერი ლპება და იშლება. 

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ამ ოჯახს ძალიან სჭირდება დახმარება. მათი სახლი ინგრევა, მადონას ჯანმრთელობა კი დღითი დღე უარესდება. ბავშვები ისეთ პირობებში იზრდებიან, ზრდასრულიც რომ ვერ გაუძლებს. თითოეულს შეგვიძლია წვლილის შეტანა, რომ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლოს. 

„ღარიბ-ღატაკის განმკითხავი სესხს აძლევს უფალს და ის მიუზღავს სამაგიეროს“ (იგავები 19:17). თქვენი გულმოწყალება და დახმარება შეიძლება გვირაბის ბოლოს გამოჩენილი სინათლე იყოს ამ ოჯახისთვის. გთხოვთ, ნუ დარჩებით გულგრილი.

ჩვენ ვერ გავდგებით განზე, როცა ბავშვები შიმშილობენ და იყინებიან საკუთარ სახლში. ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალს იმ ქალის პრობლემებზე, რომელიც საკუთარი ტანჯვის მიუხედავად, ვაჟების სიცოცხლისთვის იბრძვის. მოქმედების დრო დადგა. თქვენმა წყალობამ და მხარდაჭერამ შეიძლება გამოუვალი მდგომარეობიდან იხსნას ისინი.

გაუწოდეთ დახმარების ხელი. ჩვენ ერთად შეგვიძლია შევცვალოთ მათი ბედი. დაე, მათი სახლი ისეთი ადგილი გახდეს, სადაც სიხარული და სითბო იქნება და არა შიში და ტკივილი. თქვენი თითოეული შემოწირულობა, თითოეული დახმარება მადონას, გიორგისა და ლაშას ნათელი მომავლისკენ გადადგმული თითო ნაბიჯია.

თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და პირადად გაუწიოთ დახმარება, მათი მისამართია: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზემო ნიჩბისი.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ამ ოჯახის გადარჩენას ნამდვილად შევძლებთ!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: სარალაშვილების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100. 

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  კორ.: ნინო  

ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: