ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

სასწაული მოხდა! საბა აღარ დაკარგავს მხედველობას! ეს თქვენი შემოწირულობის დამსახურებით მოხდა, მეგობრებო, ამ ბიჭს კი სამუდამოდ ემახსოვრება! ათასობით წლის წინ უფალი თავად ახდენდა ასეთ სასწაულებს. ახლა კი ჩვენ დაგვავალა!

calendar ივნისი 12, 2024

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ორი წლის წინ საბა სარალიძის დედამ შემთხვევით შეამჩნია, რომ მისი შვილი მხედველობას კარგავდა. ავტობუსში აჩვენა მონიტორი სადგურების დასახელებებით, მან კი ვერაფერი დაინახა. საბას ეგონა, რომ ადამიანების სილუეტებისა და ნივთების ბუნდოვნად, თითქოსდა ბროლის ჭიქაში დანახვა ნორმალურია. კერატოკონუსი ვერაგი დაავადებაა, ის მხედველობას თანდათანობით „ართმევს“. საბას ძალიან ცუდი მდგომარეობა აღმოაჩნდა — მარჯვენა თვალში 5% მხედველობა, მარცხენაში კი — 30%! ბევრი დრო დაიკარგა — ბავშვს ვერცერთ ქართულ კლინიკაში ვერ დაეხმარნენ. სასოწარკვეთის ზღვარზე მყოფმა ოჯახმა სწორედ ამ მომენტში მიმართა ჩერნოვეცკის ფონდს. გვსურს, სიხარულით გაგიზიაროთ კარგი ახალი ამბავი! ფონდისა და მისი მეგობრების ძალისხმევით, საბას თურქეთში მარჯვენა თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა და მხედველობის აღდგენის შანსი მიეცა! საბას ვერცერთ ქართულ კლინიკაში ვერ დაეხმარნენ, მერე კი, ჩერნოვეცკის ფონდის ძალისხმევით, თურქეთში ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ მარჯვენა თვალის მხედველობა 5%-დან 70%-მდე ერთი წლის განმავლობაში უნდა აღდგეს.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ექიმებმა მითხრეს, რომ მალე სრულ წყვდიადში გავიღვიძებ! ღმერთო, ნუთუ საყვარელი დედიკოს სახის, ჩემი თანატოლებისა და ჩვენი ქართული მიწა-წყლის სილამაზის დანახვას ვერასდროს შევძლებ?!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

გაღვიძებისთანავე, უპირველეს ყოვლისა, საბა სინათლეს ანთებს და საკუთარ ხელებს უყურებს. „დღეს, – გვეუბნება მომხიბვლელი ღიმილით, რადგან არ სურს, არც კორესპონდენტს, ანუ მე, არც თავის საყვარელ დედიკოს გული რომ გვატკინოს, – ძალიან გამიმართლა, გავიღვიძე და ჯერ არ წამერთვა თვალის ჩინი. მხედველობის ოცდაათი პროცენტი მაქვს შენარჩუნებული ერთ თვალში. საკუთარ ხელებს ვხედავ და ეს ნიშნავს იმას, რომ უბედნიერესი ბიჭი ვარ ამქვეყნად! პირს ვიბან, მერე კი დედას ვეხუტები! რა ლამაზია მისი სახე! როგორი თბილი და მოსიყვარულე ხელები აქვს!“

 „მერე კი      სულმოუთქმელად ველი, როდის ჩავეხუტები ჩემს ძმას და დაიკოებს!“

 „ძალიან, ძალიან მეცოდებიან. იმის გამო, რომ დედაჩემი ფულს მთლიანად ჩემს მკურნალობაზე ხარჯავს“

„მეხსიერებაში კი წამოტივტივდება ხოლმე თეთრხალათიანი ადამიანების სახეები და მათი ნათქვამი, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება! თუ ოპერაცია არ ჩამიტარდა და რქოვანა არ გადამინერგეს, მხედველობას სრულიად დავკარგავ!“ რა საშინელებაა!!! ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ თავისი სიცოცხლის ბოლომდე საბა ვერაფერს დაინახავს წყვდიადის გარდა!

საბა (14 წლის): დღეს, ქუჩაში რომ გავდივარ, სამყაროს დაახლოებით ასე ვხედავ. მაინც ლამაზია, არა?! მხოლოდ 14 წლის ვარ, მაგრამ ნელ-ნელა ვკარგავ თვალში სინათლეს. დედა მეუბნება, რომ ჩემს სამედიცინო საბუთებში წერია ასე: ერთ თვალში შენარჩუნებულია მხედველობის 5%, მეორეში კი – 30%. ადამიანური ენით კი ასე ჟღერს: დედაჩემის, ჩემი ძმის და დაიკოების სახეებს ბუნდოვნად ვხედავ. მათი თბილი ღიმილის დანახვა არ შემიძლია, განსაკუთრებით დედის! ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ამქვეყნად!

დედა აცახცახებული ხელებით იკრავს გულში თავის შვილს. საბა კი      მის სითბოს გრძნობს და ხვდება, რომ ცრემლებს იკავებს, მოღალატურად კანკალებს მისი ხმა. განუწყვეტლივ ხუმრობს და იღიმის, დედიკოს გული რომ არ ატკინოს…

მანანა (საბას დედა): საბა, საყვარელო, რაიმე გზას აუცილებლად გამოვნახავთ. აუცილებლად რამეს მოვიფიქრებთ. აი, ჩერნოვეცკის ფონდიდან მოვიდნენ ჩვენთან, ერთად      ნამდვილად ვნახავთ გამოსავალს!

საბა თავს უქნევს და ცდილობს, თავისი მომხიბვლელი ღიმილით გაიღიმოს, მე კი, კორესპონდენტი, ვხედავ, რომ ამის დაჯერება ძალიან უჭირს. მას ეშინია მომავლის. ეშინია წყვდიადის, რომელიც უკვე გახდა მისი მუდმივი თანამგზავრი. ყველაზე მეტად კი      დედიკოს გამო დარდობს, ეშინია, რომ მას ვერასდროს დაინახავს, ვერ ამოუდგება მხარში.

მანანა: სოციალურად დაუცველია ჩვენი ოჯახი. ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, გავყიდეთ იმისთვის, რომ ქართველ ექიმებთან მკურნალობა გაგვეგრძელებინა, ერთი ოპერაციაც კი ჩაგვიტარდა! მაგრამ      ეს არაფრის მომცემი აღმოჩნდა ჩემი ბიჭისთვის, სულიერი და ფიზიკური ტკივილის გარდა!

მაგრამ… უფალი დიდია! თურქეთში არის ექიმი, რომელიც 15 000 დოლარის გადახდის შემთხვევაში, ჩემს შვილს რქოვანას გადანერგვისა და მხედველობის მეტწილად აღდგენის გარანტიას იძლევა! წარმოგიდგენიათ?! საბას დაუბრუნდება მხედველობა! ის ხომ ძალიან ჭკვიანი ბიჭია! თანაც, რა ღიმილი აქვს! მას მთელი ქვეყანა შეიყვარებს! საკუთარი შრომით შეძლებს ამ ვალის გადახდას, სადაც არ უნდა იმუშაოს! ის ხომ არაჩვეულებრივი ადამიანია!

საბა: „ყოველდღე მესმის, მშობლები როგორ საუბრობენ იმაზე, თუ რამხელა უბედურება შემემთხვა. ჰგონიათ, რომ მე მძინავს. სასოწარკვეთას ვამჩნევ მათ ხმაში და გული ძალიან მტკივა!“

საბა: მახსენდება ის დღეები, როდესაც მხედველობა ჯერ კიდევ მქონდა, ეზოში რომ დავრბოდი და სკოლაში დავდიოდი.

 ბარბარე (8 წლის): მე კი მახსენდება, ველოსიპედის ყიდვას რომ დამპირდნენ და ვეღარ მიყიდეს.

 ანიტა (5 წლის): ვერც მე მიყიდეს…

 – მანანა, სამი შვილი გყავთ საბას გარდა. მათზე გვიამბეთ.

 მანანა: ბარბარე რვა წლის არის, ანიტა – ხუთის. გიორგი უკვე დიდი ბიჭია. მისი ოცნებაა, მალე გაიზარდოს და მხარში ამოგვიდგეს, რადგან თავის გატანა ძალიან გვიჭირს. საბას ავადმყოფობის გამო  გოგონები ყველაფერს არიან მოკლებული.

 – თქვენი საარსებო წყარო რა არის?

 მანანა: მხოლოდ სოციალური შემწეობაა ჩვენი ოჯახის შემოსავალი. კიდევ კარგი, ქირის გადახდა მაინც არ გვიწევს. სახელმწიფო იხდის. 15 000 დოლარის შეგროვებას ცხოვრების ბოლომდე ვერ მოვახერხებთ. ხელ-ფეხი მაქვს შეკრული. ჩემი შვილების, განსაკუთრებით საბას წინაშე, დამნაშავედ ვგრძნობ თავს.

ბარბარე: მინდა, პრეზდენტი გამოვიდე და ყველა ღარიბ ბავშვს ფული ვაჩუქო, ყველაფერი რომ იყიდონ, რაც უნდათ, საბას ოპერაციისთვის მივცემდი ფულს. ჩემთვის კი      ველოსიპედს და პლანშეტს ვიყიდიდი.

– მანანა, თქვენ შეგიძლიათ, ჩვენს მკითხველს მიმართოთ, მთელს საქართველოს. ყველანი ერთად შევძლებთ, საბას მხედველობა რომ შევუნარჩუნოთ.

მანანა: ძალიან მერიდებოდა, წერილს რომ გწერდით! მაგრამ      თქვენ დამარწმუნეთ, რომ საქართველოში ასი ათასობით ადამიანია, ვისაც გულთან ახლოს მიაქვს სხვისი გასაჭირი და გულშემატკივრობს თქვენს ფონდს! და მაინც, კიდევ ერთხელ ბოდიში უნდა მოგიხადოთ! გადაწყვეტილება მივიღე, გულხელდაკრეფილი ვერ ვიჯდები. უნდა შევეცადო და ყველაფერი გავაკეთო ჩემი შვილის გადასარჩენად. ამიტომ გადავწყვიტე, თქვენთვის რომ მომეწერა.

– ფონდში, უამრავი ისეთი ისტორია გვსმენია, როდესაც ადამიანები კარგავენ რწმენას! მადლობა უფალს, თქვენ ასეთ მდგომარეობაში არ ხართ! რადგან აქ ვარ, ეს იმას ნიშნავს, რომ უფალი დაგეხმარებათ! რა სიტყვების გაგონება გსურთ თურქი ექიმებისგან ყველაზე მეტად?

მანანა: მაპატიეთ, რომ ცრემლები მომდის და ხელს მიშლის, ყველაფერი გითხრათ, რაც გულში მაქვს. ალბათ, ის სიზმარი… სულ უფრო ხშირად ვხედავ სიზმარში, როგორ გამოდის იმ პალატიდან, სადაც ჩემი ბიჭი წევს, ჭაღარათმიანი ექიმი, სანდომიანი სახით, სამედიცინო ხელთათმანს იხსნის, ოფლიან შუბლს იწმენდს და მეუბნება: „ოპერაციამ კარგად ჩაიარა. თქვენი შვილი სამყაროს დანახვას შეძლებს! ყველა სირთულე უკან დარჩა!“ ღმერთო, ღმერთო, ნეტა მოვესწრო ამ დღეს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ეს გახლავთ 14 წლის ბიჭის, საბას ისტორია, ნორჩი ასაკის მიუხედავად, ის უკვე შეეჩეხა მხედველობის სრული დაკარგვის საშინელ რეალობას. მისი ყოველი დღე იწყება იმით, რომ ამოწმებს, საერთოდ რამეს ხედავს თუ არა? ექიმები კი აფრთხილებენ, რომ რქოვანას გადანერგვის ოპერაცია სასწრაფოდ თუ არ ჩაუტარდა, შეიძლება სამუდამოდ დაკარგოს მხედველობა. წარმოიდგინეთ, როგორია ყოველდღე იმის შიშით გაღვიძება, რომ შესაძლოა, უკვე დადგა ის დღე, როდესაც სამუდამოდ წაერთვა თვალის ჩინი. საბა ბუნდოვნად ხედავს სამყაროს, საკუთარი დედის სახის ნაკვთებს ვერ არჩევს, შესაძლებლობა არ აქვს, გაერთოს სხვა ბავშვებივით და უბრალოდ დატკბეს ცხოვრებით.

ძვირფასო მეგობრებო, თქვენი თანადგომა საბასთვის იქნება სინათლის სხივი, მისი ცხოვრების ასეთ ბნელ პერიოდში. გავაკეთოთ ისე, რომ მისი სამყარო კვლავ გაფერადდეს, გული კი სიხარულით და იმედით აევსოს.

გახსოვდეთ იესოს სიტყვები: „ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ“ (მათე 5:16).

მოდით, გავერთიანდეთ საერთო კეთილი მიზნისთვის და დავუბრუნოთ საბას თვალის ჩინი!

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი, მე-5 კვარტალი, კორპუსი 10, ბინა 13.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ამ ოჯახის გადარჩენას ნამდვილად შევძლებთ!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: საბა სარალიძე)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

სასწაული მოხდა! საბა აღარ დაკარგავს მხედველობას! ეს თქვენი შემოწირულობის დამსახურებით მოხდა, მეგობრებო, ამ ბიჭს კი სამუდამოდ ემახსოვრება! ათასობით წლის წინ უფალი თავად ახდენდა ასეთ სასწაულებს. ახლა კი ჩვენ დაგვავალა!კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

მანანა, დედა:ფონდი რომ არა, მარტო ვერაფერს გავხდებოდი. ოპერატიული დახმარებისთვის მადლობას გიხდით“.
ორი წლის წინ საბა სარალიძის დედამ შემთხვევით შეამჩნია, რომ მისი შვილი მხედველობას კარგავდა. ავტობუსში აჩვენა მონიტორი სადგურების დასახელებებით, მან კი ვერაფერი დაინახა. საბას ეგონა, რომ ადამიანების სილუეტებისა და ნივთების ბუნდოვნად, თითქოსდა ბროლის ჭიქაში დანახვა ნორმალურია. კერატოკონუსი ვერაგი დაავადებაა, ის მხედველობას თანდათანობითართმევს“. საბას ძალიან ცუდი მდგომარეობა აღმოაჩნდამარჯვენა თვალში 5% მხედველობა, მარცხენაში კი — 30%!
ბევრი დრო დაიკარგაბავშვს ვერცერთ ქართულ კლინიკაში ვერ დაეხმარნენ. სასოწარკვეთის ზღვარზე მყოფმა ოჯახმა სწორედ ამ მომენტში მიმართა ჩერნოვეცკის ფონდს.
გვსურს, სიხარულით გაგიზიაროთ კარგი ახალი ამბავი! ფონდისა და მისი მეგობრების ძალისხმევით, საბას თურქეთში მარჯვენა თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა და მხედველობის აღდგენის შანსი მიეცა!

საბას ვერცერთ ქართულ კლინიკაში ვერ დაეხმარნენ, მერე კი, ჩერნოვეცკის ფონდის ძალისხმევით, თურქეთში ოპერაცია ჩაუტარდა.
საბა, ოპერაციის შემდეგ როგორ გრძნობ თავს, შენი განწყობა როგორია? ცვლილებებს გრძნობ?
საბა: შიში აღარ მაქვს. ადრე დაძინებისა და გაღვიძების მეშინოდა. მეშინოდა, რომ სრულ წყვდიადში გავიღვიძებდი. ნაკერები მოიხსნება ერთ წელიწადში. ექიმმა თქვა, რომ მარჯვენა თვალში მხედველობა ერთი წლის განმავლობაში უნდა აღდგეს. კარგი განწყობა მაქვს, მშვიდად ვარ!
მანანა: მხედველობა 5%-დან 70%-მდე უნდა აღდგეს. გამოჯანმრთელების გზას ვადგავართ. ღმერთო, დაგვეხმარე, ყველაფერი კარგად იყოს! ამის იმედი ნამდვილად გვაქვს. რა თქმა უნდა, ყველას გვსურს, რომ საბა უკვე ახლა კარგად და ნათლად ხედავდეს ყველაფერს, მაგრამ თვალის ოპერაციის შედეგების გამოჩენას დრო უნდა.

ოპერაციის შემდეგ მარჯვენა თვალის მხედველობა 5%-დან 70%-მდე ერთი წლის განმავლობაში უნდა აღდგეს.
სად ჩატარდა ოპერაცია და კონკრეტულად რა გაკეთდა? უამბეთ ფონდის მეგობრებს.
მანანა: საბას ოპერაცია თურქეთში, ქალაქ ადანაში გაუკეთეს. რქოვანას გადანერგვა დასჭირდა, იმდენად გართულებული იყო პროცესი. ოპერაცია სამ საათს გაგრძელდა. იქაური ექიმი კმაყოფილი დარჩაამ ეტაპზე ყველაფერი შესანიშნავად მიდის. სწორედ რქოვანას სრულ აღდგენას სჭირდება ერთი წელი. ასე რომ, რეაბილიტაციის პროცესში ვართ.
ამ ბოლო დროს ჩემი ყოველი დილა იწყებოდა იმით, რომ გულისფანცქალით ვაღვიძებდი ჩემს შვილს და ვამოწმებდი, მხედველობა ხომ არ დაკარგა! ეს ისეთი კოშმარი იყო, ღმერთმა აშოროს ყველას! საბას გამო ვნერვიულობდით და ვდარდობდით ყველა. თვითონაც ძალიან განიცდიდა!
ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრების დახმარების გარეშე, თანხა რომ არ შეეგროვებინათ, ფონდს ჯანდაცვის სამინისტროსთვის რომ არ მიემართა და არ დაეჩქარებინა მოვლენები, მარტო ვერაფერს გავხდებოდი. თქვენამდე ბევრ ორგანიზაციას მივმართე დახმარებისთვის, მაგრამ დავკარგე ძვირფასი დრო, რომელიც ისედაც ცოტა გვქონდა!
საბოლოოდ, სახელმწიფომ დროულად გამოყო თანხა, ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრები კი ყველანაირად დაგვიდგნენ გვერდში. ასე აღმოვჩნდით თურქეთში!

მანანა, დედა:რეაბილიტაციის პროცესში ვართ და ახლა, ექიმის თქმით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის
ახლა ამოვისუნთქავ და ფონდის ყველა მეგობარს დიდ მადლობას გადავუხდი! თქვენ დამეხმარეთ, ნაბიჯები გადამედგა ჩემი შვილის გადასარჩენად და არ გამეგრძელებინა ერთი ადგილის ტკეპნა. ოჰ, რამხელა ძალა და ენერგია ვიგრძენი თქვენგან, მჯერა, ჩვენი ამბავი წარმატებით დასრულდება. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია საბას ორგანიზმსა და უფლის ნებაზე.
საბა, გესმის, ჩვენც შენი გულშემატკივრები ვართ ყველა.
საბა: ახლა ლინზას ვიყენებ, მეხმარება. თქვენს სახეს ვხედავ, ღიმილს.

საბა:ახლა შიში და პანიკა აღარ მაქვს, დავმშვიდდი. ვცდილობ, ნორმალურად ვიცხოვრო, გარეთ გავდივარ“.
მანანა: იმ დროს, როდესაც საბა ცუდი მხედველობის გამო ცოტას მოძრაობდა, 15 კგ მოიმატა. ჭარბი წონის დაკლება სჭირდება. აკადემიური წელი ავიღეთ სკოლაში. ახლა საბასთვის თვალების დაძაბვა და კითხვა არ შეიძლება. ჯანმრთელობა უპირველესია.
ჩემს ძვირფას ფონდის მეგობრებს ვუსურვებ, რომ არცერთ თქვენგანს არასდროს მოუწიოს ჯანმრთელობისთვის ბრძოლა. ღმერთმა არ მოგაკლოთ! დროული და მობილური დახმარებისთვის მადლობას გიხდით, ასეთ რთულ სიტუაციაში რომ დაგვაიმედეთ.
ჩემი დედამთილი დოდოც, მძიმედ დაავადებული ქალი, ძალიან ღელავდა საბას გამო. მაგრამ ამ ბედნიერ ამბავს მოესწროოპერაციის გასაკეთებლად რომ გავემგზავრეთ, დამშვიდებული გულით წავიდა იმქვეყნად. სიცოცხლის ბოლო დღეებში კი ლოცავდა და მადლობას უხდიდა ყველას, ვინც ჩვენს საბას დაეხმარა.

დაიკოები, ანიტა და ბარბარე: მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს ჩვენი ძმის დახმარებისთვის! ძალიან გვიყვარხართ!“
ანიტა, და: ჩვენს ოჯახში საბაა მთავარი. ყველანი როგორც უფლისწულს, ისე ვექცევით და ვზრუნავთ მასზე. მაგრამ თურმე ფონდის მეგობრებმა ჩემ შესახებაც იციან! გაიგეს, ლამაზი ტანსაცმელი რომ მინდოდა და მაღაზიაში გაგვგზავნეს მე და დედა! იქ ყველაფერი მოვიზომე, ყველაზე ლამაზი ტანსაცმელი კი სახლში წამოვიღე!
რა კარგია, პატარავ, შენი სურვილი რომ ახდა! მანანა, ფონდის მეგობრების მხრიდან კიდევ რა დახმარება გჭირდებათ?
მანანა: ახლა რეაბილიტაციის პროცესში ვართ. საბა თურქეთში უნდა ვატაროთ ექიმთან შემოწმებაზე. შემდეგი შემოწმება დეკემბერშია ჩანიშნული. მგზავრობა და იქ ცხოვრება კვლავ სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გთხოვთ, დაგვეხმაროთ. იმიტომ რომ დიდი ოჯახი ვართ, საბას იქ წასაყვანად ყველაფერზე, ყველაზე აუცილებელ რამეებზეც კი უარი უნდა ვთქვათ.
მეგობრებო, გმადლობთ, რომ ერთად შევუდექით საბას გადაუდებელი პრობლემის მოგვარებას და ოპერაცია უკვე ჩატარებულია. მნიშვნელოვანია, რომ საბამ გამოკვლევები და ექიმთან კონსულტაცია დროულად გაიაროს. სარალიძეების ოჯახს დიდი იმედი აქვს, რომ ეტაპობრივად მიიღებს ჩვენს მხარდაჭერას.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენსფეისბუქისპოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთანთუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: საბა სარალიძე)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავშიქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლებამოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით ღმერთს!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100
სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ: მედეა

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
30.08.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
1190.00₾
02.09.2024
ოპერაცია
5382.20₾

სულ ხარჯები:

6572.20₾

დარჩა:

0.28₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.09.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.09.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.09.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.09.2024 00:00:00
₾9.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.09.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.09.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.09.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.09.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.09.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.09.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.09.2024 00:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.09.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.09.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.09.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.09.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.09.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.09.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.09.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.09.2024 00:00:00
₾6.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.09.2024 00:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾6,572.48

459 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾6,572.48

459 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება