რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ეს 3 წლის საბაა. კარგად დააკვირდით ბავშვის მაისურს. ნაგავსაყრელზეც კი უკეთესს ნახავთ. მაგრამ ყველაზე უარესი ისაა, რომ საბას მაღალი ტემპერატურა აქვს. სამწუხაროდ, საბრალო მარტოხელა დედას აფთიაქში მედიკამენტების ყიდვაც კი არ შეუძლია უფულობის გამო. შეხედეთ, პატარა ბიჭუნა ცხელ წყალს სვამს შაქრისა და მურაბის გარეშე. სამწუხაროდ, არ მოგეჩვენათ: ფინჯანში მხოლოდ ცხელი წყალია. მეორე ხელში კი ამ ანგელოზს პურის ხმელი ნატეხი უჭირავს. ერთი ნატეხი ყველიც კი არ არის სახლში. ხუბაშვილების ოჯახში 5 მცირეწლოვანია. ბავშვების სახეზე ღიმილს თითქმის ვერასდროს ნახავთ. ღმერთო, ღმერთო! ეს ხომ საშინელებაა! კეთილო ადამიანებო, ეს პატარა ანგელოზები ახლა მხოლოდ ბედის ანაბარა არიან დარჩენილი. ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ ისინი დღითი დღე კარგავენ რწმენას. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს! კეთილო ადამიანებო, მოდი ნუ მივატოვებთ მამისგან ისედაც მიტოვებულ ბავშვებს. წინ გრძელი ზამთარია პირქუში დღეებით… მაგრამ სიკეთეს, მზრუნველობასა და სიყვარულს შეუძლია, ყველაზე ღრუბლიანი დღეც კი გააფერადოს ამ პატარებისთვის.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270სამი წლის საბას მაღალი ტემპერატურა აქვს. გაციებულ ბავშვს თვალცრემლიანი დედა მხოლოდ თბილი წყლით მკურნალობს. არც წამლების ფული აქვთ და არც ტანსაცმლის. ღმერთო, რა ბედი ელის მამისგან მიტოვებულ ხუთ მცირეწლოვანს ამ ცივ ზამთარში?
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
გაციებული სამი წლის საბა ცხელ წყალს სვამს, რადგან უფულობის გამო დედამ მედიკამენტები ვერ უყიდა
ეს 3 წლის საბაა. კარგად დააკვირდით ბავშვის მაისურს. ნაგავსაყრელზეც კი უკეთესს ნახავთ. მაგრამ ყველაზე უარესი ისაა, რომ საბას მაღალი ტემპერატურა აქვს. სამწუხაროდ, საბრალო მარტოხელა დედას აფთიაქში მედიკამენტების ყიდვაც კი არ შეუძლია უფულობის გამო.
შეხედეთ, პატარა ბიჭუნა ცხელ წყალს სვამს შაქრისა და მურაბის გარეშე. სამწუხაროდ, არ მოგეჩვენათ: ფინჯანში მხოლოდ ცხელი წყალია. მეორე ხელში კი ამ ანგელოზს პურის ხმელი ნატეხი უჭირავს. ერთი ნატეხი ყველიც კი არ არის სახლში. ხუბაშვილების ოჯახში 5 მცირეწლოვანია. ბავშვების სახეზე ღიმილს თითქმის ვერასდროს ნახავთ. ღმერთო, ღმერთო! ეს ხომ საშინელებაა!
რვა წლის ნინო. მამისგან მიტოვებული პატარა ანგელოზი
ამ პატარა ანგელოზმა ფონდის კორესპონდენტს გული გადაუშალა. გოგონა განიცდის, რომ სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, მამა მის გვერდით არ არის. გგონიათ, გარდაიცვალა? არა! გგონიათ, ავად არის! არა! უბრალოდ, აი ასე მიატოვა საკუთარი სისხლი და ხორცი და ერთხელაც არ დაინტერესებულა, ბავშვებს შიოდათ თუ სციოდათ.
სამი წლის საბას სევდიანი თვალები
შვიდი წლის დაჩის გული საშინლად აქვს ნატკენი. გაჭირვებაზე მეტად ბავშვი უმამობას განიცდის
სამყაროში ხომ არცერთი ენერგია იკარგება უკვალოდ. ადრე თუ გვიან, ადამიანს ბუმერანგივით უბრუნდება უკან ყველაფერი… მით უფრო, უდანაშაულო, პატარა ანგელოზების გულისტკენას, სამყარო არავის პატიობს. არა, ამას სამაგიეროდ გადახდა არ ჰქვია! ეს სამყაროს კანონზომიერებაა! ბავშვების მიტოვების შემდეგ სამყარომ კიდევ მისცა შანსი მამას, რომ თავის შეცდომას მიმხვდარიყო და ოდნავი მზრუნველობა მაინც გამოეჩინა. ფულით? არა! ფულით მზრუნველობას ვერავინ იყიდის! ფულით მხოლოდ უსულო ნივთების ყიდვაა შესაძლებელი. ბავშვების გულის გასახარებლად კი მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო — ყოველთვის გვერდით ჰყავდეს მშობელი, ჭირშიც და ლხინშიც. ამ პატარა ანგელოზებმა მამას აპატიეს ყველაფერი, თუმცა სამყარომ ასე ადვილად არ აპატია — ის ამჟამად საპატიმროში სასჯელს იხდის.
დაჩი (7 წლის): სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, თავს დაჩაგრულად ვგრძნობ. ჯერ კიდევ დედიკოს მუცელში ვიყავი, როცა დედიკო და მამიკო დაცილდნენ. ახლა მე შვიდი წლის ვარ და მამიკო საერთოდ არ მინახავს. ხუთი ბავშვი ვართ სახლში. ხშირად მშივრები ვიძინებთ. ძალიან მიყვარს ხორციანი საჭმელები, მაგრამ არ გვაქვს ხოლმე. მე რომ დიდი ბიჭი გავიზრდები, ჩემსავით გაჭირვებულ ბავშვებს დავეხმარები. იმიტომ რომ მე ვიცი, მათ გულში რა ხდება.
რამდენი გაჭირვება და დამცირება გადაიტანა საბრალო დედამ
გაყინულ პატარა ხელებში საბას პური უჭირავს, თვალებით კი წვნიანს ეძებს
სამი წლის საბა დედამ დასაძინებლად უნდა დააწვინოს. ბავშვს თბილი პიჟამოც კი არ აქვს
საბა მალე დაიძინებს. ლოგინში კი ისევ ეს თხელი და ძველი მაისური ეცმევა. ბავშვს ერთი წყვილი თბილი პიჟამოც კი არ აქვს, რომ ძილის დროს მაინც იყოს მოსვენებული. რატომ, ღმერთო, რატომ??? როგორ უძლებს ამდენს ეს პატარა ანგელოზი? კარგად დააკვირდით ბავშვის თვალებს. იმდენი სევდაა მათში, რომ ეს მხოლოდ ცხოვრებაგამოვლილი, ზრდასრული ადამიანის თვალებში შეიძლება იყოს. ღმერთო, ღმერთო…
შეხედეთ, ამ ჟანგიან გამათბობელს. გაყინული ბავშვები „ეხუტებიან“, მაგრამ მაინც ვერ თბებიან. ეს სახლი ნაქირავებია. საბრალო დედა წვალებით აკოწიწებს თვიდან თვემდე ფულს, რათა ხუთი პატარა ბავშვით ღია ცის ქვეშ არ დარჩეს ყინვიან ზამთარში.
ქალი ცხოველთა თავშესაფარში ვოლიერებს ასუფთავებს, რომ მცირეოდენი თანხა გამოიმუშაოს და ქირის ფული გადაიხადოს. ყოველ საღამოს სახლში დაბრუნებულ დაღლილ დედას პატარა დაჩი ასე ეხუტება და ეფერება: „დედიკო, როცა დიდი გავიზრდები, ვიმუშავებ და ლამაზ კაბებს გიყიდი. შენს თვალებზე ცრემლები არ უნდა იყოს, დედიკო“. სწორედ ეს სიტყვები უთხრა ამ საოცარმა ბიჭუნამ დედიკოს და ძლიერად შემოხვია კისერზე ხელები.
დაჩიმ ფონდის კორესპონდენტს გაანდო, რომ მას და მის დედმამიშვილებს ერთ საწოლზე სძინავთ და ზოგჯერ მძინარე ბავშვებიდან რომელიმე იატაკზე ვარდება ხოლმე. ღმერთო, ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია!
მარტოხელა დედა ყოველდღე ხატების წინ სანთელს ანთებს და შვილებს ავედრებს უფალს. არადა, თავად ქალს საკმაოდ შერყეული აქვს ჯანმრთელობა. კორონავირუსის შედეგ საბრალო ქალს გულზე პრობლემები დაეწყო, სუნთქვაც უჭირს, მაგრამ ექიმთან მისასვლელად ფული არ აქვს. უფრო სწორად, ყველა კაპიკს მხოლოდ შვილებისთვის აგროვებს საბრალო დედა. ღმერთო, მხოლოდ შენ იცი, რა ცეცხლი ტრიალებს მარტოხელა, საბრალო დედის გულში.
ხუბაშვილების ოჯახში და–ძმების გულები უფლის სიყვარულით ძგერს. ბავშვების სევდიანი თვალების მიღმა დიდ კეთილშობილებას დაინახავთ.
უკვე აცივდა. მალე ზამთარიც დადგება. პატარა ნინოს კი, სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, ახალი წლის მოსვლა არ უხარია, რადგან სკოლაში საახალწლო ზეიმზე ლამაზ კაბას ვერ ჩაიცვამს სხვა გოგოებივით. გოგონა ზოგჯერ სხვა ბავშვებისგან დაცინვასაც გრძნობს, მაგრამ ეს პატარა ანგელოზი ისეთი კეთილია, რომ დაცინვას სიკეთით პასუხობს. ღმერთო, რამხელა მადლია ამ პატარა გოგონაში, რომელიც წმინდა ნინოს მოსახელეა!
კეთილო ადამიანებო, ეს პატარა ანგელოზები ახლა მხოლოდ ბედის ანაბარა არიან დარჩენილი. ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ ისინი დღითი დღე კარგავენ რწმენას. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს! კეთილო ადამიანებო, მოდი ნუ მივატოვებთ მამისგან ისედაც მიტოვებულ ბავშვებს. წინ გრძელი ზამთარია პირქუში დღეებით… მაგრამ სიკეთეს, მზრუნველობასა და სიყვარულს შეუძლია, ყველაზე ღრუბლიანი დღეც კი გააფერადოს ამ პატარებისთვის.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქ. გორი, ანწუხელიძის ქუჩა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ხუბაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
ჩემს ოჯახს ვავედრებდი ღმერთს, ჩემი შვილები ოდესმე მაინც ბედნიერები რომ ყოფილიყვნენ. უფალმა კი, ჩემი ვედრების საპასუხოდ, თქვენი თავი მომივლინა, კეთილო ადამიანებო! ამიერიდან, თქვენთვისაც ვილოცებ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ხუბაშვილების ოჯახში ახლა დადგა ნამდვილი ახალი წელი. უდიდესი სიამოვნებაა, ხუთი მცირეწლოვანის სახეზე ამხელა სიხარულისა და ბედნიერების დანახვა. დიახ, კეთილო ადამიანო, შენ ხარ ამის შემოქმედი, შენ მიეცი უსიცოცხლო ბავშვებს ამ ცხოვრებაში იმედი, შენ წამოაყენე ისინი ფეხზე. მადლიერებით სავსეა ეს ქართული ოჯახი ყველა იმ ადამიანის, ვინც თითო ლარობით ამ დედისთვის შეუძლებელი შეძლო და ეს წარმოუდგენელი ტექნიკა, ტანსაცმელი, პროდუქტები და სხვა საჭირო ნივთები შეიძინა.
წარმოიდგინეთ, საბრალო დედისთვის და ხუთი მცირეწლოვანი ბავშვისთვის რას ნიშნავს თქვენ მიერ მთელი გულით გაღებული ტექნიკა, რომელიც ამ ოჯახის ქართველ დედას გაუმარტივებს მის, ისედაც დატანჯული ცხოვრების ყოველ დღეს!
დაჩი: „ჩემი დედიკო ძვირფას ტექნიკაზე ოცნებასაც კი ვერ ბედავდა. დღეიდან კი ამ ახალთახალ გაზქურაზე თავის კულინარიულ ექსპერიმენტებს ჩაატარებს და გემრიელ რამეებს მოგვიმზადებს ბავშვებს. აღარც კი მახსოვს, ბოლოს გემრიელად როდის ვჭამეთ“.
კორესპონდენტი: კეთილმა ადამიანებმა უამრავი პროდუქტიც გამოგიგზავნეს, რას ეტყოდით მათ?
დაჩი: „არასდროს მინახავს ამდენი საჭმელი ერთად. რომ ვუყურებ, ისიც მაძღებს! (მორიდებულად იცინის.) ყველაზე მეტად ხორცი გაგვიხარდა. ვერც კი ვიხსენებ, ხორცი ბოლოს როდის ვჭამეთ“.
ფიქრია (დედა): „ეს ახალი გაზქურა და ღუმელი შესანიშნავი საჩუქარია ჩვენთვის, თქვენი მოტანილი პროდუქტებით ბავშვებისთვის სანატრელი კერძების მომზადებას დავიწყებ. უფალმა დალოცოს ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი გაჭირვება გულთან ახლოს მიიტანა!“
ბაჩუკი: „ღმერთო, რა უცებ გააცხელა ამ რაღაცამ, რა ჰქვია-ა-ა… ტოსტერი… ეს ჩვენი ძველი პური, ამ ტოსტერში ჩადების მერე ისეთი გახდა, თითქოს სულ ახალი გამომცხვარია. ანუ გამოდის, რომ ჩვენს სახლში ძველი პური აღარ იარსებებს, არ მჯერა!“
ამ გამათბობლით მკაცრი ზამთრის გადატანა ამ ოჯახისთვის აღარ იქნება ისეთი რთული, როგორიც აქამდე იყო
ფიქრია (დედა): ეს ძალიან კარგად გაათბობს ჩვენს პატარა სახლს, თანაც ახალია და ცოტა გაზსაც მოიხმარს, მგონი. ადამიანების სიკეთისა და სითბოს სიმბოლოსავით იქნება ეს „კარმა“ ჩვენს სახლში… რა უნდა მოხდეს, ქართველების ამხელა თანადგომა ოდესმე რომ დაგვავიწყდეს!
საბა: რა მაგარი ელექტრო ჩაიდანია, დედიკო, დავჯდები და დავითვლი, სანამ ადუღდება. თან ვისწავლი, თან ცხელ ჩაის დავლევ, ჰა-ჰა-ჰა! (იცინის.)
საბა: რამხელა ტელევიზორი მოგვიტანეთ. ეზოში ვიტყვი, რომ სახლში კინოთეატრზე უფრო დიდი ეკრანი მაქვს და მულტფილმების საყურებლად ბავშვებს მოვიყვან ჩემთან!
ბაჩუკი: ერთი სული მაქვს, ტელევიზორში, რომელიც თქვენ მოგვიტანეთ, ჩვენი ნაკრების თამაშს ვუყურო. ეს ჩემი ოცნება იყო. თითქოს სტადიონზე ვარ, ისეთი შეგრძნება მექნება.
სანამ უდიდესი საწოლი აეწყობა ბავშვები „ჯეირანს“ თამაშობენ – ამ ურბილეს და უახლეს ლეიბებზე პირველი ვინ შედგამს ფეხს.
რა წამსაც ჩვენმა ერთგულმა ხელოსნებმა ბოლო ჭანჭიკი დაამაგრეს, ბავშვებმა ერთხმად შესძახეს: „ვაშა-ა-ა, გავეშურეთ!“ და კისკისით დაიწყეს საოცნებო დიდ ლოგინზე ხალისობა.
ამ ახალ, დიდ კარადებში ჩვენი ფონდის მეგობრების შემოწირული ტანსაცმელი შეინახება, მათი ახალი პატრონები კი ყოველდღე დალოცავენ ამ დაუზარელ, გულკეთილ და სხვის ბედნიერებაზე მოფიქრალ ადამიანებს!
საბა: „ასეთ პულტიან მანქანაზე ვოცნებობდი. მითხრეს, რომ კეთილმა ანგელოზებმა გამოგიგზავნეს, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობენო. ძალიან დიდი მადლობა, ანგელოზებო! თქვენ ჩემი ოცნება აასრულეთ“.
საბა: ვაშა-ა-ა, ჩემი ბურთიც მაქვს უკვე. ამიერიდან ჩემს თანატოლებთან ერთად მეც ვითამაშებ ფეხბურთს!
ამ ბიჭებისთვის ეს ტელეფონი და პლანშეტი იმდენად სასიხარულო აღმოჩნდა, რომ ბედნიერებისგან ცაში დაფრინავდნენ ბავშვები. ყუთები რომ გადავეცით, თავიდან დაბნეულები უყურებდნენ. არ სჯეროდათ, რომ ყუთებში ნამდვილი ტელეფონი და პლანშეტი იყო.
ქართველებო, თქვენ შეძელით და შეცვალეთ ამ შეჭირვებული ოჯახის ცხოვრება. დაბეჩავებული და საწყალი ხალხი, განა ცოტაა ამქვეყნად? ნეტარებაა იყო ადამიანი, ვინც სხვისთვის გაკეთებული მადლით ხარობს ამ ქვეყანაზე. გულკეთილი ადამიანების ფიქრისა და ქცევის შედეგია კიდევ ერთი გახარებული და გაბედნიერებული ქართული ოჯახი. ისინი გულმხურვალედ ილოცებენ თქვენთვის და თქვენისთანა ადამიანებისთვის!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ხუბაშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით ღმერთს!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
6696.80₾დარჩა:
0₾