რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
შალვა აბულაძე – 5 მცირეწლოვანი ბავშვის მამაა. მისი ოჯახის ისტორიამ მთელი ფონდის კოლექტივი დაგვზაფრა!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
090120027021 საუკუნეში ადამიანს ერთი
წუთი თავისუფალი დრო არ აქვს, რომ თავისი საზრუნავის გარდა, სხვისი პრობლემები შეამჩნიოს.
ჩვენ ვწუხვართ, რომ ვერ მოვახერხეთ ახალი ფეხსაცმლის ყიდვა, ვნერვიულობთ, რომ ვერ წავედით
დასასვენებლად – ვიღაცას კი დაძინება ეშინია, გაუსაძლისმა ტკივილმა რომ არ გაანადგუროს,
ეშინია, რომ 30 წლისა სიმსივნისგან გარდაიცვლება, ვიღაც კი მთელი დღე ტირის, იმის გამო, რომ დედიკოს გარეშე
დარჩება.
თუ გაინტერესებთ, ჩვენ დაგანახებთ
სხვა სამყაროს, გაგაცნობთ ბავშვებს, რომლებსაც სრული ბედნიერებისთვის აიფონის ბოლო
მოდელი არ სჭირდებათ, მათ უბრალოდ უნდათ, რომ დედამ იცოცხლოს!
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო
ფონდში დახმარების თხოვნით შალვა აბულაძემ – 5 მცირეწლოვანი ბავშვის მამამ მოგვმართა.
მისი ოჯახის ისტორიამ მთელი ფონდის კოლექტივი დაგვზაფრა!
„ობლობაში გავიზარდე – გვიყვებოდა
შალვა – როდესაც ლალი გავიცანი და ოჯახი შევქმენით, ძალიან გვინდოდა, რომ ბევრი შვილი
გვყოლოდა. ღმერთმა 5 ვაჟკაცი გვაჩუქა, სრული ბედნიერებისთვის ვოცნებობდით გოგონებიც
გვყოლოდა. დღეს და ღამეს ვასწორებდი მუშაობაში, რომ ბავშვებისთვის არაფერი მომეკლო
და სამაგალითო ოჯახი მქონოდა“ – შალვამ საუბარი ვეღარ გააგრძელა და ატირდა.
2 წლის წინ, მის ორსულ მეუღლეს
უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს – მელანომა (კანის ავთვისებიანი სიმსივნე). ასეთი დარტყმის
გადატანას და სულის სიმტკიცის შენარჩუნებას, ალბათ ბევრი ვერც კი შეძლებდა! შალვამ
ბავშვების მოვლა და ცოლზე ზრუნვა საკუთარ თავზე აიღო, რის გამოც სამსახურისთვის თავის
დანებება მოუხდა. 2016 წელს ლალის პირველი ოპერაცია ჩაუტარდა, ერთი წლის თავზე – მეორე…
მკურნალობამ კარგი შედეგი გამოიღო, ლალიმ საწოლიდან წამოდგომა და რამოდენიმე ნაბიჯის
გადადგმა შეძლო. მაგრამ იმის გამო, რომ ოჯახს ძვირადღირებული მედიკამენტების ყიდვა
აღარ შეეძლო, მკურნალობა ვეღარ გააგრძელეს და ლალის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.
ამჟამად აბულაძეების ოჯახის
მდგომარეობა სავალალოა. სოციალური დახმარების ამარა არიან დარჩენილები, რაც არაფერში
ჰყოფნით. პროდუქტებით მეზობლები ეხმარებიან. შალვა ყველა ღონეს ხმარობს, რომ მეუღლეს
თავისი განსაცდელი არ დაანახოს. ის უვლის ბავშვებს, რეცხავს, ალაგებს, აბანავებს და
აძინებს პატარებს… სნეული მეუღლის მოვლაც არაა ადვილი, მაგრამ შალვა ამასაც უმკლავდება.
8 წლის ილია, 7 წლის თორნიკე,
5 წლის ლუკა, 3 წლის ანდრია და 1 წლის დემეტრე გვთხოვენ დედა გადავურჩინოთ, მათ მხოლოდ
ერთი ოცნება აქვსთ – რომ დედიკო დიდხანს ჰყავდეთ გვერდით. ბავშვები ერთი წუთითაც არ
ტოვებენ დედას, პატარა ანდრიას კი მასტან ერთად სძინავს. დედიკოს ძილს დარაჯობს, მის
გულისცემას უსმენს…
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო
ფონდი იწყებს აქციას აბულაძეების ოჯახის დასახმარებლად. ოჯახს სასწრაფოდ სჭირდება სამკურნალო
თანხა, საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები და ტანსაცმელი.
თუ გაქვთ საშუალება ფინანსური
დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003
ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: აბულაძეების ოჯახი) ან პირდაპირ ვებ გვერდიდან
https://chernovetskyifund.ge/ru/donate/185
მცირეოდენი თანხის შემოწირვითაც
კი, თქვენ მხოლოდ ერთი ადამიანის სიცოცხლეს კი არ იხსნით, არამედ 5 პატარა ბიჭს ყველაზე
დიდ ოცნებას აუსრულებთ – რომ დედიკომ იცოცხლოს!
ქველმოქმედება – ეს არის სიკეთის კეთების, უძლური ადამიანების დახმარებისა და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის შინაგანი, ამაღლებული სურვილი.
როდესაც გასაჭირში მყოფი აბულაძეების ოჯახის შესახებ პირველად გიამბეთ, მათმა სატკივარმა და მწუხარებამ ჩვენს უამრავ მკითხველს ატკინა გული. სწორედ თქვენი დახმარების წყალობით ჩაუტარდა ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის დედას – ლალი აბულაძეს, ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის კურსი. ამან ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე დროებით გაახანგრძლივა, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა… მისი სიკვდილის შემდეგ, ჩვენი ერთგული მკითხველები კვლავაც აგრძელებდნენ ამ ოჯახის, ხუთი პატარა ბიჭუნას დახმარებას, რომლებიც დედობრივი სიყვარულის, სითბოსა და მზრუნველობის გარეშე დარჩნენ.
რა თქმა უნდა, მშობელ დედას ვერავინ შეცვლის, მაგრამ თქვენი თანაგრძნობა და გულწრფელი ზრუნვა ამ ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. საერთო ჯამში, კეთილმა ადამიანებმა აბულაძეების ოჯახისთვის 16,000 ლარზე მეტი გაიღეს. ანგარიში აღნიშნული თანხის მიზნობრივი გამოყენების შესახებ ჩვენ უკვე არაერთხელ წარგიდგინეთ, თანხის ჩარიცხვის და ოჯახისთვის საჭირო დახმარების გაწევის შესაბამისად, რაც მოიცავდა: საკვებ პროდუქტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, ავეჯს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ჭურჭელს…
დიდი სიხარულით გვინდა აღვნიშნოთ, რომ თქვენ, – ჩვენო ძვირფასო ქველმოქმედებო, – დღემდე აგრძელებთ აბულაძეების ოჯახის დახმარებას და თქვენი წვლილი შეგაქვთ მცირეწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში. თქვენ მათთვის ძალიან ბევრი გააკეთე და დღემდე ეხმარებით მათ.
რამდენიმე დღის წინ, თქვენი შემოწირული თანხით (850 ლარი), აბულაძეების ოჯახს ჩვენ სრულიად ახალი სარეცხი მანქანა ვუყიდეთ. ეს ბავშვების მამას, შალვა აბულაძეს, შვილებზე ზრუნვას ბევრად გაუმარტივებს, რათა ისინი ყოველთვის სუფთად და მოწესრიგებულად იყვნენ ჩაცმულნი.
შალვა ქედს იხრის თქვენს წინაშე და გულწრფელ მადლობას გიხდით გაწეული ამაგისათვის!
მეგობრებო, თუკი გაქვთ აბულაძეების ოჯახის, ან ჩვენი სხვა ბენეფიციარების დახმარების საშუალება, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000 ან
#GE64BG0000000470458000
თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ჩვენი ფონდის ვებ-გვერდიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/185-abuladze/
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
სიკეთე, რომელიც გულიდან მოდის, აუცილებლად დაუბრუნდება ადამიანს, რომელიც კეთილ საქმეს აკეთებს!
სულ ხარჯები:
16900.31₾დარჩა:
0₾