ჩვენს დროში ცხოვრება ძალზე გართულებულია. ჯანმრთელ, განათლებულ და აქტიურ პიროვნებასაც კი უჭირს სამსახურის შოვნა და ოჯახის გამოკვება, რომ არაფერი ვთქვათ მარტოხელა, სნეულ ადამიანზე, რომელსაც ავადმყოფობის გამო არ ძალუძს მიხედოს საკუთარ თავს , ხოლო ახლობლებმა და ნაცნობებმა ზურგი შეაქციეს.
ჩვენი ბენეფიციარი, 64 – წლის ნუგზარ ნესტეროვი, შრომისუუნარო პირია. მას სერიოზული სენი სჭირს – ფსიქიკური აშლილობა, მომვლელი კი არავინ ჰყავს.
რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა მისი დედა, რომელიც მიუხედავად ხნიერი ასაკისა მაინც ახერხებდა სნეული შვილის მოვლა – პატრონობას.
ჯანმრთელობის პრობლემების გამო ნუგზარმა ვერ შესძლო ოჯახის შექმნა. დღეს ის სრულიად მარტოხელაა და ცხოვრობს უკიდურეს გასაჭირში.
მის ერთოთახიან ბინაში ანტისანიტარია სუფევს, კედლები დაბზარულია, საპირფარეშო და აბაზანა გამოსულია მწყობრიდან, ორი დამტვრეული სკამისა და სამზარეულოს მაგიდის გარდა, ბინაში სხვა ავეჯს ვერ იპოვით,
შერყეული ჯანმრთელობა ხელს უშლის ნუგზარს გარე სამყაროსთან კონტაქტის დამყარებაში. მეზობლებს მასთან ურთიერთობა არა აქვთ, თავად კი ვერ ამყარებს მათთან კვაშირს.
როგორც კი ჩვენ გავიგეთ ნუგზარის შესახებ, დაუყონებლივ ვესტუმრეთ მას, მივუტანეთ მედიკამენტები და პროდუქტები. რაც შეეხება სანიატულ–ჰიგიენურ მდგომარეობას, იგი იმდენად მძიმეა მის ბინაში, რომ მარტო ჩვენი ძალებით გამკლავება შეუძლებელია.
ჩერნოვეცკის ფონდი მოგმართავთ თხოვნით, გულთან ახლოს მიიტანოთ ნუგზარ ნესტეროვის გასაჭირი და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ მას, იქნება ეს ელემენტარული ავეჯი, თეთრეული თუ ჰიგიენური საშუალება.
თუ თქვენ გაქვთ ფინანსური საშუალება, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნუგზარ ნესტეროვი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/
გახსოვდეთ, როდესაც ეხმარებით მოყვასს, თქენ აკეთებთ ღვთისმოსაწონ საქმეს! არავინაა დაზღვეული გასაჭირისგან და დახმარება ოდესმე შეიძლება თქვენც დაგჭირდეთ!