შეუძლებელია ამ უმწეო ხანდაზმული ქალბატონის უსინათლო თვალებს შეხედო და გული არ დაგეწვას. მას ხელები უცახცახებს, ტკივილისგან განძრევაც კი უჭირს, მთელი დღე ზის სკამზე და რადიოს უსმენს, ხანდახან საკუთარ თავს ესაუბრება, ლაპარაკი რომ არ დაავიწყდეს. … მისთვის კარაქიანი პური დიდი ფუფუნებაა, ხოლო ადამიანებთან ურთიერთობა – აუხდენელი ოცნება.
რა სამწუხაროა, როდესაც ადამიანი, რომელსაც დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება და ცოდნის კოლოსალური ბაგაჟი გააჩნია, სიცოცხლის უკანასკნელ წლებს სრულ მარტოობაში, სიცივესა და შიმშილში ატარებს. მას არასდროს ჰყოლია საკუთარი ოჯახი, ხოლო ახლობლები და ნათესავები არავინ დარჩა ცოცხალი.
ქალბატონი ადა პედაგოგების ოჯახში დაიბადა და ოცნებობდა მეცნიერი გამხდარიყო. 22 წლის ასაკში იგი უკვე ლექციებს კითხულობდა სამხედრო სასწავლებელში, ერთადერთი ქალი-მასწავლებელი იყო, თანაც ძალიან სიმპათიური.
«როდესაც მანქანას მივყავდი ჩემს პირველ ლექციაზე, გული ამოვარდნაზე მქონდა, მინდოდა მანქანა გადაბრუნებულიყო და არ მივსულიყავი აუდიტორიამდე, თუმცა მერე ყველაფერი კარგად აეწყო, დიდ პატივს მცემდნენ და მაფასებდნენ“, – ცრემლნარევი ღიმილით იხსენებს ქალბატონი ადა.
10 წლის შემდეგ მას სამსახურის შეცვლა მოუხდა, მიიწვიეს წამყვან სპეციალისტად დახურულ სამეცნიერო საწარმოში, სადაც მეცნიერები მუშაობდნენ მარსზე გასაფრენი კოსმოსური ხომალდის შექმნაზე! დიახ, ახლა რთულია ამის დაჯერება, როდესაც უყურებ ამ ხანშიშესულ უმწეო ქალბატონს!
მიუხედავად წარმატებული კარიერისა, ქალბატონ ადას პირადი ცხოვრება ვერ აეწყო. მის ცხოვრებაში ადგილი ჰქონდა ტრაგედიას, რომლის დავიწყება მას დღემდე არ შეუძლია.
„ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც ერთი სამხედრო ოფიცერი შემიყვარდა. უზომოდ ბედნიერი ვიყავი, ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა. ის კი ხელით მატარებდა… შეეძლო ზამთარში გაზაფხულის თაიგული ან ზაფხულის ხილი ეჩუქებინა. როგორ ახერხებდა ამას არ ვიცი, ვერ მოვასწარი მეკითხა…ის ჩემთვის იყო მთელი სამყარო! უსაზღვროდ გვიყვარდა ერთმანეთი, თუმცა ჩვენს სიყვარულს არ ეწერა ბედად მომავალი“, – იხსენებს ქალბატონი ადა.
ქორწილამდე ორი კვირით ადრე, ადას შეყვარებული გააგზავნეს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მივლინებით. მოვალეობის შესრულების დროს იგი ნაღმზე აფეთქდა. ახალგაზრდა ქალისთვის ეს შოკისმომგვრელი ტრაგედია იყო, დიდხანს გლოვობდა, მას შემდეგ გათხოვებაზე არც კი უფიქრია, თუმცა ბევრ მამაკაცს ჰქონდა მისი ცოლად მოყვანის სურვილი… როგორც ჭეშმარიტმა ქრისტიანმა, მან თავის გულში დღემდე შეინარჩუნა სიყვარული და ნათელი გრძნობები, მას სწამს, რომ იმ ქვეყნად აუცილებლად შეხვდება თავის შეყვარებულს.
ქალბატონი ადა დიდი ხანია, რაც ავადმყოფობს. უსინათლობა, უმოძრაობა, გულის უკმარისობა… ყველაფერი ეს უმოკლებს მას სიცოცხლის წლებს.
ბინაში ყველაფერი მწყობრიდანაა გამოსული: ავეჯი დამტვრეულია, ჭურჭელი – დაჟანგული, თეთრეული – დახეული… იქ სიღარიბე მეფობს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ქალბატონ ადას ერთადერთ შვებას რადიომიმღები წარმოადგენს, რომელსაც ისე ელაპარაკება, თითქოს მის წინ ადამიანი იდგეს!
რაოდენ გულქვა უნდა იყო, რომ ამ ქალბატონის მიმართ გულგრილი დარჩე. შეხედეთ მის თვალებს, დანაოჭებულ სახეს – დიახ, გული მოგიკვდებათ. ამიტომ, მოდით მეგობრებო, ერთად ვიფიქროთ იმაზე, თუ რით შეგვიძლია მას დავეხმაროთ, როგორ გავახაროთ და ვაგრძნობინოთ, რომ იგი მარტო არ არის?!
თუ გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა დაეხმაროთ ადა ტურიევას, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ადა ტურიევა) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
„და შენი არს, უფალო, წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით“ (ფსალმუნი, 61).