ადიგენის რაიონის სოფელ ბოლაჯურში სახლობს ყიფშიძეების ოჯახი, რომელთა საცხოვრებლიდან გამუდმებით ისმის ტირილი და სასოწარკვეთილი ყვირილი. აქ სიღარიბე, უმწეობა და უიმედობაა გამეფებული.
მარტოხელა დედა, რომელიც მეუღლემ 16 წლის წინ მიატოვა, ზრდის 3 ქალიშვილს – სამივე მათგანი ცერებრალური დამბლით არის დაავადებული. შეუძლებელია, ამ ტრაგედიამ არ დათრგუნოს ყველაზე „შეუვალი“ ადამიანის გულიც კი, რამეთუ მათი ყოფა ძალიან მძიმე სანახავია…
ნანა – ასაკით დებს შორის ყველაზე უფროსია. იგი 29 წლისაა, არ აქვს მხედველობა და სმენა, ვერ ლაპარაკობს, არ შეუძლია გადაადგილება, მთელი დღე იმყოფება ეტლში და ტირის, მხოლოდ ხანდახან თუ ჩაეძინება.
ნონა – 27 წლისაა. მხედველობა გააჩნია, თუმცა სმენა პრაქტიკულად არ აქვს, მიჯაჭვულია საწოლს, გამოსცემს ცალკეულ ბგერებს და ისიც ხშირად ტირის.
ყველაზე უმცროსი ქალიშვილი, ლელა, 16 წლისაა. იგი ცალკეულ ბგერებს გამოსცმეს, თუმცა გადაადგილება შეუძლია. მას ხშირად მოსდის შეტევები, რომლის დროსაც ხდება აბსოლუტურად უმართავი და აგრესიული, პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. ასე რომ, იგი ერთი წუთითაც არ დაიტოვება მარტო.
„ხშირად ვფიქრობ, რატომ დამსაჯა ღმერთმა ასე, თუმცა ამავე დროს სწორედ ღმერთი მაძლევს იმის ძალას, რომ გავუძლო ამ ტრაგედიას და მოვუარო ჩემს შვილებს… 2015 წელს შემიჩერეს სოციალური დახმარება. ჯერ მითხრეს – ძროხა გყავსო და სოციალური დახმარება არ გეკუთვნისო, მერე მითხრეს – ქათმები გყავს და 4 ქათამი ერთ ძროხას უდრისო, ახლა მეუბნებიან მიწები გაქვს და ფულს ვერ მოგცემთო. დიახ, მაქვს ნაკვეთები, ისევე როგორც სოფლის ყველა მცხოვრებს, მაგრამ შემიძლია მე ისინი დავამუშავო ან რამეში გამოვიყენო? მთელი დღე ვუვლი ავადმყოფ შვილებს, ერთი წუთითაც ვერ ვტოვებ მარტო, სულ დაძაბული ვარ…“, – ამბობს მაია ყიფშიძე.
ეს ოჯახი მწირი პენსიის ამარა არის დარჩენილი, რომელიც არ ჰყოფნით წამლების, სპეციალური კვების, ჰიგიენური საშუალებების საყიდლად, რომ არაფერი ვთქვათ მასაჟის სეანსებზე ან რეაბილიტაციის კურსზე. მათ საკუთარი სახლიც კი არ გააჩნიათ. „ჩვენი საცხოვრებელი ჩამოინგრა, იქ ცხოვრება უკვე საშიში კი იყო. შევსახლდი ვეტერინალური ლაბორატორიის მიგდებულ შენობაში და დღემდე აქ ვიმყოფები ჩემს შვილებთან ერთად“, – გვითხრა მაია ყიფშიძემ.
მეგობრებო, ყიფშიძეების ოჯახს ძალიან უჭირს, ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა და დახმარება ესაჭიროება. მოდით, სანამ გვიანი არ არის, ამოვუდგეთ მათ გვერდში და გავუწოდოთ დახმარების ხელი.
შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ყიფშიძეების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/350-kipshidze/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ, ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით (ილია II).