თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!
78 წლის ლენა მუმლაძე ექვსი წელია ჟანგბადის აპარატზე არის მიერთებული, რომლის გათიშვა ერთი წუთითაც არ შეიძლება. ჩვენ ვესაუბრეთ ლენა მუმლაძეს შვილს მანანას.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
BAGAGE22
კოპირებულია
ნომერი:
GE64BG0000000470458000
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
TBCBGE22
კოპირებულია
ნომერი:
GE15TB7194336080100003
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
LBRTGE22
კოპირებულია
ნომერი:
GE42LB0115113036665000
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
უფროსი შვილის სიკვდილის შემდეგ ლენა მუმლაძემ სამი ინსულტი გადაიტანა. დედა ისე იყო გაუბედურებული ტრაგედიის შედეგად, რომ ლოგინად ჩავარდა.
და დღესდღეობით ლენა მუმლაძეს მუდმივად სჭირდება ძვირადღირებული მედიკამენტები, რომლის საყიდლად მას არ ჰყოფნის პენსია და სოციალური დახმარება.
ლენა მუმლაძეს უვლის მისი შვილი მანანა. ამისთვის მან ბაღში მუშაობას თავი დაანება. უფულობის გამო დედა-შვილს ყველაფრის გაყიდვა მოუწიათ. და ახლა ისინი პატარა სარდაფის ტიპის ერთოთახიან ბინაში უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ. მანანას იატაკზე სძინავს, მათ არ აქვთ სკამები, სავარძლის მაგივრად ავტომბილის სკამი აქვთ.
78 წლის ლენა მუმლაძე ექვსი წელია ჟანგბადის აპარატზე არის მიერთებული, რომლის გათიშვა ერთი წუთითაც არ შეიძლება. ჩვენ ვესაუბრეთ ლენა მუმლაძეს შვილს მანანას.
– როდესაც დედას წამლები უთავდება, მისი მდგომარეობა წამებში უარესდება. იწყება გულის შეტევები, ამას სუნთქვის პრობლემები ემატება. ასეთ დღეებში სასწრაფო დახმარების ბრიგადა ათჯერ დღეში მოდის ჩვენთან. და მინდა ავღნიშნო, რომ ექიმები დიდ თანაგრძნობას გვიწევენ.
ჩერნოვეცკის ფონდმა ლენა მუმლაძეზე ზრუნვა და დიდი წილი მისი პრობლემების მოგვარება თავის თავზე აიღო. ბენეფიციარი ჩვენი სოციალური და სამედიცინო მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ფონდის მხარდაჭერამ ქალებს იმედი და რწმენა დაუბრუნა.
– უზომოდ მადლობელი ვარ ფონდის! დედას ბევრი რამ სჭირდება – მათ შორის საფენები. საფენების უქონლობის გამო სახლში ხშირად უსიამოვნო სუნი დგება. მე შეძლებისდაგვარად ვზრუნავ სისუფთავეზე, მაგრამ ხშირად სარეცხი საშუალებაც არ გვაქვს. ფონდი ამაშიც გვეხმარება, გვაძლევენ საფენებს, წამლებს. დიდი მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს!
მიუხედავად ჩვენი დახმარებისა ავადმყოფ ქალს კიდევ ბევრი რამ სჭირდება.
– მანანა, გვითხარით, რა გჭირდებათ წამლების გარდა?
– დედას პირველ რიგში ახალი ჟანგბადის კონდენსატორი სჭირდება, ძველი ხშირად ფუჭდება, რაც შეტევებს იწვევს. ძილშიც კი ვაკონტროლებ დედის სუნთქვას და როცა სუნთქვა უჭირს მეღვიძება. აკანკალებული ხელით ვცდილობ ავკრიფო სასწრაფოს ნომერი და ვევედრები უფალს, ოღონდ მალე მოვიდნენ! ძალიან მეშინია, რომ ერთხელ დედა შეტევას ვერ გაუძლებს. დედა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია! ამ ქვეყნად არავინ არის მასზე ძვირფასი! დედას ასევე სჭირდება გამძლე საწოლი, კარგი იქნებოდა სამედიცინო საწოლი კრონშტეინით და ეტლი გადაადგილებისთვის. ძალიან მინდა დედა გარეთ გავიყვანო ჰაერზე ხანდახან!
სანამ მანანა გველაპარაკებოდა, დედამ სუსტი ხმით ჩასჩურჩულა: „მე არა! ჩემს გოგოს დაეხმარეთ! იატაკზე როდემდე უნდა ეძინოს! მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა!“ ამ სიტყვებში ჩანს თუ რამხელაა დედის სიყვარული შვილის მიმართ!
მანანა მუმლაძე მორწმუნე ადამიანია. მხოლოდ რწმენა აძლევს მას ძალას გაუმკლავდეს სირთულეებს. მათ სახლთან ახლო მდებარე ეკლესიის მრევლი ეხმარება დედა-შვილს – ტანსაცმლით, პროდუქტებით. მაგრამ ეს არ არის საკმარისი ლენა მუმლაძის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ყველა თქვენთაგანს შეუძლია გადაარჩინოს ლენა მუმლაძე!
ღმერთი ათმაგად გადაუხდის სიკეთეს ყველა მოწყალე ადამიანს!
თქვენი მცირედი დახმარებაც კი მნიშვნელოვანია ამ ოჯახისთვის!
ფონდის ანგარიში GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლენა მუმლაძე) გადარიცხვა შესაძლებელია ასევე ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/
გადახდა შესაძლებელია ასევე ტერმინალბით NovaTechnology, TBCpay и ExpressPay – აირჩიეთ „ქველმოქმედება“ და შემდეგ ჩვენი ფონდი.
(დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus).