ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

შიმშილისთვის განწირული ბავშვები

calendar თებერვალი 27, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ისინი დედის რძით იკვებებიან, ესე იგი მათ ახლა არ შიათ, მაგრამ რა იქნება 2-3 თვის ან თუნდაც 1 წლის შემდეგ?

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ეს პატარა ანგელოზები ტყუპი გოგონები, პოლინა და ელენე არიან, შეხედეთ, რა საყვარლები არიან! ღმერთის წყალობით, ისინი დედის რძით იკვებებიან, ესე იგი მათ ახლა არ შიათ, მაგრამ რა იქნება 2-3 თვის ან თუნდაც 1 წლის შემდეგ? ოჯახი ხომ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს!     
დიახ, ეს 6 სულიანი ოჯახი  საშინელმა სიდუხჭირემ მოიცვა:  საცხოვრებელი, რომელიც ადრე ბოსელი იყო, ავარიულ მდგომარეობაშია; რკინის საწოლები  ისე ყანყალებენ, რომ სადაცაა დაიშლებიან; ტყუპებს ხელნაკეთ ყუთში სძინავთ; სახლში არც წყალია, არც გაზი და არც ტუალეტი. 
სოფელში, სადაც ეს ოჯახი ცხოვრობს, არ არის სკოლა, საბავშვო ბაღი, პროდუქტების მაღაზია, სამედიცინო პუნქტი…
ნუთუ ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობენ ასეთი საცხოვრებელი ადგილები? სამწუხაროდ, დიახ! საგარეჯოდან 26 კილომეტრში მდებარეობს სოფელი სათაფლე, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 50 ადამიანს შეადგენს. აქ გამეფებულია შიმშილი და სიღარიბე, უიმედობა და  სასოწარკვეთა. ხალხმა არც კი იცის თუ როგორ უნდა გამოვიდეს ამ მძიმე მდგომარეობიდან და სასწრაფო შველას ითხოვს. ჩვენ ვესაუბრეთ ქსენიას, 4 შვილის დედას, და ვთხოვეთ მოეყოლა იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა ოჯახის შექმნა ამ მიყრუებულ სოფელში და როგორ აპირებს  გადარჩენას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით: 
– ქსენია, როგორ მოხვდით ამ სოფელში?
–  ეს იყო 10 წლის წინ. საგარეჯოში, სადაც ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი, ჩამოვიდა ახალგაზრდა ყმაწვილი და… შეგვიყვარდა ერთმანეთი. მაშინ დაახლოებით 20 წლისანი ვიყავით. ხომ გსმენიათ, სიყვარული ბრმა არისო, ხოდა ერთმანეთის გარდა არაფერზე ვფიქრობდით და არც დავფიქრებულვარ ისე გავყევი ჩემს შეყვარებულს ამ სოფელში.  გარდა ამისა, ძალიან ამიჩუყდა გული, როდესაც გავიგე რომ იგორი ობოლი იყო, არ ყავდა არც ნათესავები და არც მეგობრები. თქვენ წარმოიდგინეთ, მას პირადობის მოწმობაც კი არ აღმოაჩნდა. 
– რას საქმიანობს იგი? 
– მწყემსია და აქვს სეზონური სამუშაო. შემოსავალი იმდენად მწირია, რომ  ელემენტარულ საკვებზე არ გვყოფნის. ხშირად ფულის ნაცვლად საჭმელს აძლევენ და ამით ისტუმრებენ მას. ვცხოვრობთ ამ გაუბედურებულ შენობაში, რომელიც ადრე ბოსელი იყო. 
– უფროსი ქალიშვილები სად არინ?   
– სნეჟანა რვა წლის არის, ხოლო ვიქტორია ხუთის. ისინი დედაჩემთან ცხოვრობენ საგარეჯოში. დედას ბავშვები ჩვენთან შაბათ- კვირას ჩამოჰყავს. აბა რა ვქნა? საჭმელი ჩვენ არ გვაქვს და საცხოვრებელი პირობები, სკოლა და საბავშვო ბაღი?! 
-დედის გარდა ვინმე გეხმარებათ? 
-არავისთვის მიმიმართავს დახმარებისთვის, ისე მგონია, რომ ყველა უარს მეტყვის…
– ნუთუ არ გიფიქრიათ იმაზე, რომ როგორც მშობლები, პირველ რიგში სწორედ თქვენ აგებთ პასუხის შვილების კეთილდღეობაზე და ასეთმა პასიურობამ ხომ შეიძლება რომ გამოიწვიოს სავალალო შედეგი ბავშვებისთვის? 
– ბოდიში, რომ ვერ ვიკავებ ცრემლებს… ეს ჩვენთვის სერიოზული გაკვეთილია! დიდი მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს, რომ მოგვძებნეთ, ჩამოხვედით ამ სოფელში და მზად ხართ დახმარებისთვის. 
-ასეთ პირობებში როგორ უმკლავდებით ტყუპების მოვლას?
– ძალიან რთულია. დავაძინებ ტყუპებს და წყლის მოსატანად გავიქცევი, ოთახს დავალაგებ, წყალწყალა სუპს გავაკეთებ. ტყუპები ერთდროულად იღვიძებენ და მერე უკვე სხვას ვერაფერს ვაკეთებ. ხანდახან ისე ტირიან, რომ ვერ ვაჩერებ, ალბათ  რაღაცა აწუხებთ, მაგრამ სადაა წამლის ფული?
– სახლი, ავეჯი, ჭურჭელი…. გასაგებია, რომ ეს არის თქვენი მატერიალური სახის ოცნება, მაგრამ ხომ ვერ გაგვიმხელთ – თქვენი სული რაზე ოცნებობს? 
– მიუხედავად ასეთი მოუწყობელი ცხოვრებისა, ჩემი და იგორის სიყვარულმა გაუძლო დროს, უძლებს სიძნელეებს და ვოცნებობ, რომ  სიყვარულში გავატაროთ ჩვენი ცხოვრება. სწორედ სიყვარულმა გაგვაძლებინა აქამდე. ღამით, როდესაც ტყუპებს სძინავთ და ქმარი მთებში ნახირს უვლის, შიშის გრძნობა შემიპყრობს, დავანთებ სანთელს და ვლოცულობ: „უფალო, იესო ქრისტეო, შეგვიწყალენ ჩვენ ცოდვილნი” … 
   მეგობრებო, ამ ოჯახის ისტორია, როგორც ხედავთ, ძალიან ჩახლართულია. პრობლემა ის კი არ არის, რომ ვიღაცას შეგნებულად არ უნდა თავი დააღწიოს სიდუხჭირეს, არამედ ის, რომ ამ ადამიანებს არ შესწევთ უნარი საკუთარი ძალებით მოაგვარონ თავიანთი პრობლემები. სწორედ ამიტომ სჭირდებათ მათ დახმარება და  თანადგომა, რამეთუ პირველ რიგში, როგორც ეს ხდება ამგვარ სიტუაციებში, სწორედ ბავშვები  იჩაგრებიან! 
ეს ოჯახი საჭიროებს საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, თეთრეულს, ჭურჭელს, ავეჯს, ჰიგიენურ საშუალებებს. 
დახმარების თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: პოლინასა და ელენესთვის). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც.   
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo.gl/GY2Gus). 
კეთილ ადამიანს ქველმოქმედება სიხარულს ანიჭებს!
„ყველა კაცმა რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურნი აღარ იქნებიან“ (ილია ჭავჭავაძე).

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2019 აგვ 22
პროდუქტები
225.00₾
2019 აგვ 22
ავეჯი
600.00₾
2019 აგვ 22
პროდუქტები
190.00₾
2019 აგვ 22
პამპერსები
137.80₾

სულ ხარჯები:

1152.80₾

დარჩა:

0.70₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.07.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.05.2019 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.05.2019 21:13:21
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.04.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.04.2019 16:55:41
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.04.2019 08:37:05
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.04.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.03.2019 09:09:39
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.03.2019 14:22:15
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.03.2019 19:55:55
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.03.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.03.2019 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.03.2019 15:58:31
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.03.2019 13:12:53
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.03.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.03.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.03.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.03.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.03.2019 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.03.2019 20:00:00
₾20.00

შემოწირულია:

₾1,153.50

91 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,153.50

91 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება