ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ცხოვრება ჯოჯოხეთში

calendar მარტი 13, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

სოციალური შემწეობა და პენსია – ეს არის ჩვენი შემოსავალი. წამლებზე ფული არ გვყოფნის და ძალიან გვიჭირს.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ისტორია, რომელიც ახლა გვინდა გიამბოთ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაჭირვებაში მყოფი ადამიანისთვის დახმარების ხელის გაწვდენა, ნუგეში და თანადგომა! 
     38 წლის ხვიჩა ლაგვილავა ფსიქიკური აშლილობით არის დაავადებული. იგი ასეთი დაიბადა და მთელი ცხოვრება ერთ ოთახში ჩაკეტილმა გაატარა. ხვიჩა საწოლს არის მიჯაჭვული, იჩენს აგრესიულობას ადამიანების მიმართ,  როგორც ცხოველი ისე ყმუის და განუწყვეტლივ შფოთავს.
     ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ძალუძს ავადმყოფის დაშოშმინება, არის მისი დედა. მხოლოდ მას შეუძლია შვილთან მიახლოვება, მოფერება და მოვლა. 
     ჩვენ მოვინახულეთ ლაგვილავების ოჯახი და ვესაუბრეთ 65 წლის მიმოზას, ხვიჩას დედას: 
-ქალბატონო მიმოზა, უმკურნალია თუ არა ხვიჩას ბავშვობაში? 
მიმოზა:  დიახ. ორჯერ გვყავდა  წაყვანილი სამკურნალოდ თბილისის კლინიკაში, მაგრამ გვითხრეს, რომ მისი დაავადება არ იკურნება. აგრესიულობას პატარაობიდანვე იჩენდა, თუმცა მაშინ  იგი არ იყო საშიში. ახლა? თუ ოთახიდან გაიქცა, ვიღაცას დაკბენს ან ქვას ესვრის თავში… 
-მოგვიყევით, როგორ როგორ უვლით მას, როგორ უმკლავდებით? 
      მიმოზა: ჩემზე არ რეაგირებს აგრესიულად. ვბან, ვაჭმევ საჭმელს, ვუცვლი თეთრეულს, ვაძლევ წამალს, ვეფერები… ცრემლები გამიშრა, მაგრამ ჩემი გული უკვე 38 წელია, რაც დაჭრილია ჩემი შვილის შემხედვარე. დიახ, მიჭირს მისი მოვლა, განსაკუთრებით გადაბრუნება, რამეთუ ხვიჩა 80 კილოგრამს იწონის, ხოლო მე გულით ავადმყოფი ქალი ვარ. 
 -როგორია თქვენი ოჯახის შემოსავალი? გყოფნით წამლების ფული?
        მიმოზა:  სოციალური შემწეობა და პენსია – ეს არის ჩვენი შემოსავალი. წამლებზე ფული არ გვყოფნის და ძალიან გვიჭირს. ჩემი უფროსი შვილი უმუშევარია, სეზონური სამუშაოც კი ვერ იშოვა. მას ცოლიც არ ჰყავს! აბა რომელი რძალი შემოვა ჩვენს ოჯახში, აქ ხომ ნამდვილი ჯოჯოხეთია…
   
  – სად არის თქვენი მეუღლე? 
     მიმოზა: გადაშენდეს აქედან… ხვიჩა რომ დაიბადა, მან მიგვატოვა და მას შემდეგ არ მაქვს კავშირი. ვეძებდი ერთი პერიოდი, მაგრამ უშედეგოდ და მერე თავი დავანებე. 
      -შენობა, სადაც თქვენ ცხოვრობთ, არ ჰგავს ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლს. რა არის ეს? 
     მიმოზა: აქ ადრე იყო ციტრუსის სანერგე მეურნეობა, რომელიც გაუქმდა და დროთა განმავლობაში გაპარტახდა. აქ ვიპოვეთ თავშესაფარი და ვართ დღემდე. ეს ბარაკის ტიპის შენობა, როგორც ხედავთ, საშინელ მდგომარეობაშია, მაგრამ ქუჩაში ყოფნას ნამდვილად სჯობს. 
   
 – რა გესაჭიროებათ ყველაზე მეტად ამ ეტაპზე?
    მიმოზა: ღარიბები ვართ, ჩვენ არაფერი გაგვაჩნია. ყველაზე მეტად ხვიჩას წამლები სჭირდება. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ არის სახარბიელო: მტკივა ფეხი და დავდივარ ჯოხით… როდესაც მოვკვდები, რა ეშველება ჩემს შვილს – აი, სულ ამაზე ვფიქრობ და მწარედ განვიცდი. 
   
  -ვინმეს მიმართეთ დახმარებისთვის? 
      მიმოზა: ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მივმართე, მაგრამ ეს იყო დიდი ხნის წინ.
       – დეპუტატებისთვის თუ მიგიმართავთ? 
      მიმოზა: არა, არ მიმიმართავს. 
   
   -ქალბატონო მიმოზა, ხომ გესმით, რომ თუ არ მიმართავთ დახმარებისთვის, ვერავინ გაიგებს თქვენს სატკივარს. დეპუტატებსაც იმიტომ ირჩევენ, რომ ხალხს დაეხმარონ. ასე რომ, ამ მხრივ თქვენმა უფროსმა შვილმა უნდა იაქტიუროს.   
      მიმოზა: დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგვძებნეთ და გადაწყვიტეთ ჩვენი დახმარება! თქვენი გამოჩენა ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია! 
   
  -თქვენი სანუკვარი ოცნება შვილის ჯანმრთელობას უკავშირდება, არა?
     -მიმოზა: დიახ, ღამით ვლოცულობ, რომ უფალმა შეუმსუბუქოს ტკივილი და ტანჯვა, ხოლო მე მომცეს ძალა, რომ არ მივატოვო ჩემი შვილი…
      მეგობრებო, ასეთ უმძიმეს ვითარებაში ცხოვრობს ლაგვილავების ოჯახი. მოდით, გავუწოდოთ ამ ადამიანებს დახმარების ხელი, განსაკუთრებით ქალბატონ მიმოზას, რომელსაც ძალიან მძიმე „ტვირთი“ აწევს. აი, ამ ოჯახის მისამართი: ქ, ფოთი, ციტრუსები ყოფილი მეურნეობის ტერიტორია ტელ: 551 10 51 54 (იკითხეთ მიმოზა ლაგვილავა).   
      მათ ესაჭიროებათ მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, თეთრეული, საყოფაცხოვრებო ნივთები.   
        ვისაც არ გააჩნია დრო, რომ მოინახულოს ეს ოჯახი, შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს საქველმოქმედო აქციაში. 
      ჩვენი ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ხვიჩა ლაგვილავა). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც.   
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus). 
      სიკეთე აკეთეთ და დაგიბრუნდებათ!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2019 ივნ 27
ავეჯი
1390.00₾
2019 ივნ 27
პროდუქტები
242.65₾
2019 ივნ 27
ტექნიკა
460.00₾

სულ ხარჯები:

2092.65₾

დარჩა:

0.05₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.09.2019 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.09.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.05.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.05.2019 13:21:52
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.05.2019 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.05.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.04.2019 11:36:36
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.04.2019 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.04.2019 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.04.2019 20:33:01
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.04.2019 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.04.2019 17:24:20
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.04.2019 12:32:33
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.04.2019 20:05:27
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.04.2019 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.04.2019 15:23:11
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.04.2019 21:24:27
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.04.2019 05:04:23
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.04.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.04.2019 20:00:00
₾15.00

შემოწირულია:

₾2,092.70

212 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,092.70

212 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება