ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

7 ბავშვი სასწაულის მოლოდინში!

calendar მარტი 30, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

მათ არასდროს უცხოვრიათ თბილ და მყუდრო სახლში, არ გააჩნიათ ახალი ტანსაცმელი, ვერ იღებენ კალორიულ კვებას, ხშირად ავადმყოფობენ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ტორუების ოჯახში 7 ბავშვი იზრდება! მეგობრებო, კარგად დააკვირდით ამ ფოტოს, ამ პატარა ანგელოზების მოწყენილ სახეებს და ნაღვლიან თვალებს. განგებამ მათ მძიმე ბავშვობა არგუნა და ნორმალური ცხოვრების პერსპექტივა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. 
ახლა ტორუების მრავალშვილიან ოჯახს საზოგადოების თანადგომა სჭირდება და სწორედ ამ მიზნით ვეწვიეთ მათ ამასწინათ.  ჩვენ მეტად დამთრგუნველი სურათი დაგვხვდა:  ოთახში ბნელა, კედლები ობით არის დაფარული, დგას კანალიზაციის სუნი, ხოლო ბეტონის იატაკზე პატარა ბავშვები დარბიან, ზოგი ფეხშიშველი…
მათ არასდროს უცხოვრიათ თბილ და მყუდრო სახლში, არ გააჩნიათ ახალი ტანსაცმელი, ვერ იღებენ კალორიულ კვებას,  ხშირად ავადმყოფობენ. 
როდესაც ჩვენ ვწერთ მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებზე,  ზოგი ვაი-კომენტატორი არ იშურებს „პრეტენზიებს“ მათ მიმართ. „თუ არ გაქვთ მატერიალური საშუალება, რატომ აჩენთ შვილებსო“,- წერენ ისინი. ჩვენ ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ვიზიარებთ და ვთვლით, რომ ასეთი საუბარი არ არის ჰუმანური და ღვთის ნებას ეჭვის ქვეშ აყენებს. ბიბლიის თანახმად, უფალმა ხალხს უთხრა: “ინაყოფიერეთ, და გამრავლდით და აღავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას!“. 
ჩვენი ამოცანა ის არის, რომ დავეხმაროთ ასეთ ოჯახებს ცხოვრებისეული პრობლემების გადალახვაში, გავიღოთ მოწყალება და ვაკეთოთ სიკეთე! მნიშვნელოვანია, ახლოდან დავინახოთ ქრისტე, ხოლო თუ ჩვენ ვერ ვხედავთ მათ, ვისაც ჩვენი დახმარე სჭირდება, ჩვენ ვერ ვხედავთ ღმერთს!
ჩვენ რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ 7 შვილის დედას გურანდა ტორუას:
-როგორ უმკლავდებით მარტო ბავშვების მოვლას?
გურანდა: ღმერთის წყალობით, კეთილი ადამიანების დახმარებით, თუმცა არ ვიცი რა იქნება ხვალ… 
-საიდან ხართ წარმოშობით და როდის შექმენით ოჯახი?
 გურანდა: მე აფხაზეთიდან დევნილი ვარ. მშობლიური კუთხე დავტოვე 1993 წელს. მაშინ 12 წლის ვიყავი. 20 წლის ასაკში გავთხოვდი, შეგვეძინა 4 შვილი, მეუღლე მუშაობდა, მე ვზრდიდი ბავშვებს…. მოგვიანებით, ქმარი წავიდა რუსეთში სამუშაოდ და მას მერე არ გამოჩენილა. მერე მითხრეს, რომ მიგვატოვა. 
-მეორე ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა, არა? 
გურანდა: დიახ, სამწუხაროდ… თუმცა მეორე ქმარი ხანდახან ჩამოდის კახეთიდან და ბავშვებს მოინახულებს ხოლმე… მატერიალურად ვერ გვეხმარება, რადგან უმუშევარია…
-ვინ გეხმარებათ? მიმართეთ თუ არა დახმარებისთვის ხელისუფლებას ან დეპუტატებს? 
         გურანდა: მოხუცი დედაჩემი მეხმარება, მეხმარებიან მეზობლები, ზოგი საჭმელს შემოგვიტანს, ზოგიც ტანსაცმელს… ერთმა კეთილმა ადამიანმა ტელევიზორი გვაჩუქა…მერიამ წელსაც  შეშა გამოგვიყო. რამდენჯერმე დავწერე განცხადება დევნილთა სამინისტროში საცხოვრებლის რემონტის თაობაზე, მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოდ. 
     – რატომ არ მიმართავთ დახმარებისთვის დეპუტატებს? მათ შეუძლიათ შუამდგომლობა გაგიწიონ. თქვენ მიმართეთ და თუ უარით გამოგისტუმრეს, ჩვენ დავწერთ ამის შესახებ. ჩვენ ნახევარ მილონზე მეტი მკითხველი გვყავს. გაგიგიათ ამის თაობაზე? 
        გურანდა: რა თქმა უნდა. მე ვლოცულობ თქვენს ფონდზე. შარშან სწორედ თქვენი ფონდის დახმარებით კეთილმა ადამიანებმა გამომიწოდეს დახმარების ხელი. დალოცვილი ყოფილიყავით! 
       -ეს რა შენობაა, სადაც თქვენ ცხოვრობთ? 
       გურანდა: ადრე აქ ფინანსთა სამინისტროს აგარაკი იყო, სადაც 1994 წელს  აფხაზეთიდან დევნილები შეასახლეს. 8 სული ვცხოვრობთ ამ ოთახში, რომლის ფართი 47 კვ. მეტრია. ვცხოვრობთ სოციალური შემწეობის და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის განკუთვნილი დახმარების წყალობით.  თანხა იხარჯება საკვებზე და მედიკამენტებზე, სხვა რამისთვის არაფერი მრჩება. 
        -ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ? 
       გურანდა: დავიწყებ იქიდან, რომ ანანოს თვალის ოპერაცია სჭირდება, 3 წლის ანდრიას კი წითელა სჭირს. ჩვენთან ასეა: ერთი თუ ავად გახდა, მერე ყველა „დავირუსდება“. 
      – 7 შვილის დედის ოცნება რა არის?
        გურანდა: შვილების ბედნიერება. ჩემი ოცნებაა, რომ მქონდეს მყუდრო სახლი, რომ ბავშვებს შევუქმნა ნორმალური პირობები. 
      ჩვენ შეკითხვებით ბავშვებსაც მივმართეთ. 
      -ბავშვებო, აბა მითხარით, ყველაზე მეტად რაზე ოცნებობთ?
      გურამი: მე ვოცნებობ ნოუთბუქზე და  კიდევ ქურთუკზე, რადგან არ მაქვს და წვიმის დროს სკოლაში ვერ დავდივარ. 
      ბარბარე: მე ვოცნებობ  ლამაზ სახლზე, სადაც მეგობრებს მოვიწვევ… კიდევ ვოცნებობ ლამაზ კაბაზე. 
     გოგი: ძალიან მინდა „ჰოვერბორდი“  – ეს არის ჩემი უპირველესი ოცნება.
     ანანო: მე მობილური ტელეფონი მინდა, რომ სკოლიდან დედიკოს დავურეკო და პატარა ძამიკოები მოვიკითხო.
    ანამარია: მე კი თოჯინა მინდა. საბავშვო ბაღში არის, მაგრამ მე მინდა რომ  სახლში მყავდეს კიდევ ერთი პატარა „დაიკო“.   
     მეგობრებო, ტორუების შვიდ-შვილიანი ოჯახი სასწრაფო დახმარებას საჭიროებს. მოდით გავუწოდოთ ამ ოჯახს დახმარების ხელი! ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი განვითარების პერსპექტივა ახლა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიმოქმედებთ გაერთიანებული ძალებით. ჩვენ შეგვიძლია შევუქმნათ მათ მომავლის პლაცდარმი. თქვენ შორის უამრავი ქველმოქმედი ადამიანია და ჩვენ ვიცით, რომ თქვენ არ დატოვებთ მათ ყურადღების გარეშე!  გფარავდეთ  უფალი!
    ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს. 
    მათვის, ვისაც სურს დახმარება, მაგრამ ვერ იცლის ამ ოჯახის მოსანახულებლად, ვაქვეყნებთ ჩვენი ფონდის ანგარიშს: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ტორუების ოჯახი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც.   
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus). 
სიკეთე უსასრულოა, როგორც კაშკაშა მზე და მისი სხივები! 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2019 ნოე 08
სარეცხი მანქანა
650.00₾
2019 ნოე 08
მედიკამენტები შინმოვლის პროგრამისთვის
220.00₾
2019 ნოე 21
პროდუქტები
212.00₾

სულ ხარჯები:

1082.00₾

დარჩა:

0.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.06.2019 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.05.2019 16:26:50
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.05.2019 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.05.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.05.2019 17:49:43
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.05.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.05.2019 18:52:18
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.05.2019 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.05.2019 12:16:54
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.05.2019 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.05.2019 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.05.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.05.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.05.2019 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.05.2019 20:00:00
₾16.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.05.2019 11:22:53
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.05.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.05.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.05.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.05.2019 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾1,082.00

51 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,082.00

51 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება