ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

როდესაც სიკვდილი აკაკუნებს, სიღარიბე მას კარს უღებს

calendar აგვისტო 8, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

83 წლის მარიამ დემეტრაშვილი სიცოცხლის უკანასკნელ წლებს სიღარიბეში ატარებს. იგი ცხოვროს ერთოთახიან ნაქირავებ ბინაში, სადაც აუტანელი საყოფაცხოვრებო პირობებია

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
83 წლის მარიამ დემეტრაშვილი სიცოცხლის უკანასკნელ წლებს სიღარიბეში ატარებს. იგი ცხოვროს ერთოთახიან ნაქირავებ ბინაში, სადაც აუტანელი საყოფაცხოვრებო პირობებია.  ბოლო დროს, ამ ხანდაზმული ადამიანის ჯანმრთელობა განსაკუთრებით გაუარესდა: იგი ვერ გადაადგილდება, დაკარგა მხედველობა, დაუქვეითდა სმენა, აღენიშნება გონებრივი ჩამორჩენილობა, არ შეუძლია დღისა და ღამის ერთმანეთისგან გარჩევა. 
25 წლის წინ მარიამს გარდაეცვალა მეუღლე, ორი წლის შემდეგ – უფროსი ვაჟი, გავიდა კიდევ 8 წელი და მეორე ვაჟიც გარდაიცვალა. ოჯახის სამი წევრის უდროოდ წასვლამ დაღი დაასვა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას. განუწყვეტელი ნერვიულობა და სტრესი მძიმე ფსიქიკურ დაავადებაში გადაიზარდა.
ამ ხანდაზმულ ქალბატონს უვლის 60 წლის რძალი, გარდაცვლილი შვილის მეუღლე, რომელიც ამავდროულად ზრუნავს ფსიქიკურად დაავადებულ შვილზე. 
ეს ადამიანები სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობენ. მათ საცხოვრებელში საშინელი სიდუხჭირე სუფევს, შეყუჟულნი არიან ერთოთახიან ბინაში, სადაც აუტანელი პირობებია. ეს ოჯახი ხშირად შიმშილობს, რამეთუ პენსიისა და სოციალური შემწეობის დიდი ნაწილი ხმარდება მედიკამენტების ყიდვას და ბინის ქირას. 
„არაერთხელ მივმართე მერიას თხოვნით, რომ გამოგვიყოს სოციალური საცხოვრებელი ან მოგვცენ ქირის ფული, მაგრამ უარით მისტუმრებენ, – ამბობს დოდო დემეტრაშვილი. თუ სახელმწიფი ამ საკითხის მოგვარებაში დამეხმარება, ცოტათი მაინც მოვითქვამთ სულს, წამლებს ვიყიდი და საჭმელს“. 
-ქალბატონო დოდო, პროფესიით ვინ არის თქვენი დედამთილი?
დოდო: მთელი ცხოვრება პლასტმასის ქარხანაში მუშაობდა მუშად. სამწუხაროდ, მას არასდროს ჰქონია მშვიდი და დაწყნარებული ცხოვრება. მარიამი სულით ძლიერი ქალია, უამრავ ტრაგედიას გაუძლო, ბოლომდე ცდილობდა გამკლავებოდა სიძნელეებს. 
-ვინ გეხმარებათ? 
დოდო: მეზობლები გვეხმარებიან. ისინი რომ არ მყავდნენ, არ ვიცი რა მეშველებოდა. მეხმარებიან დედამთილის დაბანაში, ხანდახან საჭმელი შემოაქვთ, მამხნევებენ კეთილი სიტყვით. სამწუხაროდ, სახელმწიფო არ გვეხმარება, თუ არ ჩავთვლით სოციალური შემწეობის 150 ლარს. ნახეთ, როგორ გაძვირდა ყველაფერი?! წამლების და პროდუქტების ფასი დღითიდღე იზრდება. სასოწარკვეთაში ვარ, მიჭირს ელემენტარული საკვების ყიდვაც კი…
-ალბათ კარგი დედამთილია ქალბატონი მარიამი ასეთი რუდუნებით რომ უვლით, არა? 
დოდო: ქალბატონი მარიამი შესანიშნავი პიროვნებაა. მე მას ვერ მივატოვებ. ეს არასდროს მოხდება. დედამთილიც რომ არ იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში ხანდაზმულ ადამიანს მოვლა-პატრონობა სჭირდება, მითუმეტეს ავადმყოფს. 
-თქვენი შვილი ფსიქიკურად არის დაავადებული?
დოდო: დიახ. გარდა ამისა, მას С ჰეპატიტი სჭირს. აი, ასე ვარ ორ ავადმყოფ ადამიანს შორის, ხან ერთს უჭირს, ხან- მეორეს. დიდი მადლობა თქვენს ფონდ, რომ „შინ მოვლის“ პროგრამაში ვართ ჩართული. თქვენი ექიმი და ექთანი პერიოდულად მოდიან ჩვენთან. 
– რაზე შეიძლება იოცნებოს ადამიანმა, რომელიც ორ ავადმყოფს უვლის? 
დოდო: მე ვოცნებობ, რომ ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი, ეხმარებოდნენ და ერთმანეთისთვის ცხოვრობდნენ. 
მეგობრებო, მარიამ დემეტრაშვილს ჩვენი დახმარება ესაჭიროება. ამ ქალბატონს ცხოვრებამ უმძიმესი ბედი არგუნა. დღეს მას და მის ოჯახს ძალიან უჭირს. თქვენ დახმარებას დემეტრაშვილების ოჯახისტვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მოდით გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და ხელი შევუწყოთ ქალბატოს დოდოს ორი ადამიანის მოვლაში. გფარავდეთ უფალი! 
შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარიამ დემეტრაშვილი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც. 
კარგი იქნება, თუ გააზიარებთ პუბლიკაციას, რადგან რაც უფრო მეტი ადამიანი წაიკითავს ამ ისტორიას, მით უფრო იზდება დემეტრაშვილების ოჯახების დახმარების შანსი. 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus). 
სიკეთის მეტი იმ ქვეყნად არაფერი გაგვყვება! 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2019 ოქტ 18
პამპერსები
293.00₾
2019 ოქტ 18
პამპერსები
31.00₾
2019 ოქტ 18
მედიკამენტები
4.22₾
2019 ოქტ 18
პამპერსები
31.00₾
2019 ოქტ 18
პროდუქტები
16.90₾
2019 ოქტ 18
პროდუქტები
15.40₾
2019 ოქტ 18
მედიკამენტები
4.22₾

სულ ხარჯები:

395.74₾

დარჩა:

0.26₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.09.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.09.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.08.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.08.2019 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.08.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.08.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.08.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.08.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.08.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.08.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.08.2019 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.08.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.08.2019 18:57:05
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.08.2019 11:03:36
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.08.2019 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.08.2019 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.08.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.08.2019 04:05:45
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.08.2019 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.08.2019 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾396.00

37 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾396.00

37 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება