ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

მამა-შვილს სიკვდილისგან ერთი ნაბიჯი აშორებს!

calendar სექტემბერი 3, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაა შექმნილი გუჩაშვილების ოჯახში, სადაც ორი ავადმყოფი ადამიანია – 83 წლის მამა გიორგი და მისი 37 წლის შვილი ლარისა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
     თიანეთის მხარეში არის სოფელი ბოჭორმა. იქ ხალხი ძალიან შეჭირვებულად ცხოვრობს. განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაა შექმნილი გუჩაშვილების ოჯახში, სადაც ორი ავადმყოფი ადამიანია – 83 წლის მამა გიორგი და მისი 37 წლის შვილი ლარისა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა: მამამ გადაიტანა ინსულტი, დაქვეითებული აქვს მხედველობა, უჭირს გადაადგილება, მისი ქალიშვილი კი, უბრალოდ, იტანჯება შაქრის დიაბეტისგან. მას ეს დაავადება ბავშვობიდან აწუხებს, რომელმაც დროთა განმავლობაში უმძიმესი ხასიათი მიიღო. ლარისამ დაკარგა კბილები, არ შეუძლია სიარული, ღვიძლია აქვს გადიდებული, ხოლო თირკმელები – დაზიანებული. 
    მამა-შვილს უვლის 45 წლის მთვარისა გუჩაშვილი. იგი ძალღონეს არ იშურებს მამის და დის მოსავლელად, თუმცა მატერიალური სიდუხჭირე არ იძლევა სათანადო მოვლისა და მკურნალობის  საშუალებას. 
   დედა 8 წლის წინ გარდაიცვალა და ლარისას ახლა მარტო უხდება უამრავ სიძნელეებთან გამკლავება. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ იგი სასოწარკვეთაშია ჩავარდნილი, მითუმეტეს რომ მამისა და დის მდგომარეობა ამ ბოლო დროს კიდევ უფრო დამძიმდა, მისი ძალები კი უკვე გამოიფიტა. . 
 თუ ახლა არ დავეხმარეთ ამ ოჯახს, ხვალ უკვე გვიანი იქნება. ჩვენ რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ მთვარისა გუჩაშვილს: 
 -დიდი ხანია, რაც ლარისა ავადმყოფობს?
მთვარისა: ჩემი და, სავარაუდოდ, შაქრის დიაბეტით დაიბადა, თუმცა ეს 10 წლის შემდეგ გავიგეთ. მაშინ ლარისა მეხუთე კლასში იყო, უცებ შეუძლოდ გახდა, დაკარგა ძალა და მას მერე სკოლაში არ წასულა, უფრო სწორად – ვერ შესძლო წასვლა. 
 -ბავშვს არ მკურნალობდნენ?
მთვარისა: ვუმკურნალეთ, მაგრამ ჩვენს სოფელში არ იყო მკურნალობის ისეთი დონე, რომ დიაბეტი დაგვემარცხებინა. ამას დაემატა 90-იანი წლების საშინელი სიდუხჭირე, რომელმაც კიდევ უფრო გაურთულა ჩემს დას მდგომარეობა, რადგან ელემენტარული საჭმელი არ გვქონდა. 
-დღეს როგორია მისი მდგომარეობა?
მთვარისა: ფაქტიურად საწოლს არის მიჯაჭვული, ყველაფერი ტკივა – ღვიძლი, თირკმლები, გული, კბილები დასცვივდა, ჰაერი არ ჰყოფნის, ხშირად მისდის გული, ერთი სიტყვით – ძალიან ცუდათაა. 
 -მამის მდგომარეობა როგორია?
მთვარისა: გადატანილი ინსულტის შემდეგ, იგი  ვერ დადის, დაქვეითებული აქვს მხედველობა, გული ტკივა, ჰაერი არ ჰყოფნის. 37 წელი მეურნეობაში მუშაობდა, საქონელს უვლიდა. ეს სახლი 1967 წელს მან ააშენა, მაგრამ აქ რემონტი 30 წელია, რაც არ გაკეთებულა. სახურავიდან წყალი ჩამოდის, იატაკი ყანყალებს, ფანჯრებში მინის ნაცვლად ცელოფნის პარკები მაქვს გაკრული. ჩვენთან ოჯახში აუტანელი საცხოვრებელი პირობებია, მაგრამ რა ვქნათ? ვითმენთ, სხვა გზა არ არის…
-გეხმარებათ ვინმე?
მთვარისა: მეზობლები მეხმარებიან, ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს ჩვენთან, თუმცა მათაც უჭირთ. რაც შეეხება ხელისუფლებას, მხოლოდ ინსულინს გვაძლევენ უფასოდ, მეტს არაფერს. სოციალური შემწეობა და პენსიას გვეხარჯება წამლებში. უამრავი წამალია საჭირო, საჭმლის ფული არც კი გვრჩება. 
-საყოფაცხოვრებო ტექნიკა გაქვთ?
მთვარისა: არც გაზქურა გვაქვს და არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა და არც ავეჯი. ძველი რკინის საწოლები გვიდგას და „გაუბედურებული“ ავეჯი…
-რა წარმოადგენს ლარისასთვის გადაუდებელ საჭიროებას ამ ეტაპზე? 
მთვარისა: სისხლის გადასხმა  ესაჭიროება წელიწადში ორჯერ, გლუკომეტრი არ გვაქვს, ინსულინის გარდა, უამრავი წამალი ესაჭიროება… 
-რაზე ოცნებობთ?
მთვარისა: ოჯახის შექმნაზე ვოცნებობდი, მაგრამ მამას და დას ხომ მოვლა სჭირდება, მთელი ჩემი ცხოვრება მათ მივუძღვენი…ალბათ ეს არის ცემი ჯვარი და იგი ღირსეულად უნდა ვატარო! 
მეგობრებო, მოდით გულთან ახლოს მივიტანოთ გუჩაშვილების ოჯახის ტკივილი, არ დავტოვოთ ეს ადამიანები ყურადღების გარეშე და შეძლებისდაგვარად გავუწიოთ მათ დახმარება. ახლა გუჩაშვილებისთვის თქვენს თანადგომას ძალიან დიდი, ვიტყოდით სასიცოცხლო, მნიშვნელობა აქვს!
დაურეკეთ მთვარისას და ლარისას, გაესაუბრეთ საჭიროებების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ ისინი და პირადად გაუწიოთ მათ დახმარება! კარგი იქნება თუ გააზიარებთ ამ პოსტს, რადგან რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს გუჩაშვილების ოჯახის გასაჭირს, მით უფრო დიდი იქნება მათი დახმარების შანსი. 
აი, მათი მისამართი: თიანეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბოჭორმა, ტელ.: 591 97 46 86.
შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლარისა გუჩაშვილი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც. 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
 სიკეთის მეტი იმ ქვეყნად არაფერი გაგვყვება!

ქართველები დედამიწაზე ყველაზე კეთილი ადამიანები არიან!

C:\Users\User\Downloads\სარეცხ მანქანასთან და მაცივართან.jpg

შორს, მაღალ მთებში, თიანეთის რაიონში, სოფელი ბოჭორმა მდებარეობს, სადაც კარგად მხოლოდ ველური ცხოველები ცხოვრობენ… ხალხს კი უჭირს. გუჩაშვილების ოჯახში სამი საბრალო ადამიანი, – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, – საშინელი სიღარიბისგან კვდება! ისინი მოწყალებას ვერსად ითხოვენ! თუ არ ჩავთვლით ტყეს და ცხოველებს!

როდესაც ამ ოჯახის შესახებ მოგიყევით, ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ მათი დახმარების ძახილს ნამდვილი ადამიანები გამოეხმაურებოდნენ! ნამდვილი ქართველები! ისინი, ვისაც ესმით, რომ სწორედ ქართული სოფლებია ჩვენი კულტურის აკვანი.

C:\Users\User\Downloads\ბლენდერთან.jpg

გუჩაშვილების ოჯახიში ორი ავადმყოფია: 83 წლის მამა, გიორგი და მისი ქალიშვილი, 37 წლის ლარისა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტად სავალალოა: მამამ ინსულტი გადაიტანა, ძალიან ცუდად ხედავს, ძლივს მოძრაობს და ქოშინით იტანჯება, მისი ქალიშვილი კი უბრალოდ მის თვალწინ კვდება. მას ბავშვობიდან შაქრიანი დიაბეტი აწუხებს. ეს მზაკვრული დაავადება უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში უკიდურესად გართულდა და კატასტროფული ფორმა მიიღო. ლარისამ დაკარგა კბილები, ვერ დადის, ღვიძლი გადიდებული აქვს, თირკმლები კი – დაზიანებული. 

ეს საწყლები პირველყოფილი ადამიანებივით ცხოვრობდნენ. სახლში არ იყო არანაირი ტექნიკა, მაცივარი და სარეცხი მანქანა მხოლოდ მეზობლებთან თუ ჰქონდათ ნანახი. და აი, მოხდა სასწაული! თქვენი წყალობით, მეგობრებო! თქვენ მათთან უფალმა გაგგზავნათ! თქვენ კი სიკეთე არა მათთვის, არამედ საკუთარი თავისთვის გააკეთეთ! რადგან მხოლოდ ეს არის ჩვენი უფლისთვის მთავარი – როდესაც ჩვენ უცხო ადამიანებს ვეხმარებით!

„როგორც იქნა, ბედნიერება ჩვენს სახლშიც მოვიდა! არ მჯერა… არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ, – სიხარულით ატირდა მთვარისა, რომელიც ავადმყოფ მამასა და დას უვლის. – მაცივარი და სარეცხი მანქანა – ამაზე არც კი ვოცნებობდი, მათზე ფიქრსაც კი ვერ ვბედავდი! ჩემი საწყალი დისთვის კი ბლენდერი ნამდვილი ხსნაა, რადგან დიაბეტის გამო მან ყველა კბილი დაკარგა. და წამლები?.. ღმერთო! ისინი ჩემს საწყალ ავადმყოფებს რამდენიმე თვე ტკივილის გარეშე ცხოვრებაში დაეხმარებიან!“

 – გვითხარით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?

მთვარისა: პირველ რიგში, თქვენ ჩვენ იმედი გვაჩუქეთ. მეორეც, როგორც იქნა, თავი ცივილიზაციის ნაწილად ვიგრძენით! და მესამე – თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ სახურავს შეგვიკეთებდნენ! თითქოს მანამდე, სანამ თქვენ დაწერდით ჩვენზე, არ ვარსებობდით! ერთი სიტყვით, თქვენ ჩვენს სახლში ბედნიერება შემოიტანეთ.

C:\Users\User\Downloads\სარეცხ მანქანასთან.jpg

– შეგიძლიათ ჩვენს მკითხველებს მიმართოთ, ყველას, ვინც თქვენს დას ვინც ფული შესწირა?

მთვარისა: მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდა. მადლობა იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ. თქვენს ყურადღებას და თანაგრძნობას ძალიან ვაფასებ. გმადლობთ სასიამოვნო ემოციებისთვის, თქვენი დიდი, კეთილი გულისთვის, რომელიც დახმარებისა და თანადგომის ძახილს ყოველთვის ეხმაურება. განსაკუთრებული მადლობა ლეონიდ ჩერნოვეცკის იმისთვის, რომ საქართველო ასე უყვარს და ასე ზრუნავს ჩვენზე. 

მეგობრებო, ჩვენი ფონდის სახელით, გულწრფელ მადლობას გიხდით იმ ყველაფრისთვის, რასაც თქვენ ჩვენი ბენეფიციარებისთვის აკეთებთ. თქვენ ჩვენს საზოგადოებას სიკეთის დანახვას იქ ასწავლით, სადაც ის იმთავითვე არ არსებობს. თქვენ ხალხს იმედს აძლევთ, როდესაც ისინი თავდაჯერებას კარგავენ და მხარს უჭერთ მაშინ, როდესაც ეს მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ! 

თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge. საერთო ძალებით, ჩვენ მათ აუცილებლად დავეხმარებით! 

მეგობრებო, დიდი მადლობა ყველას! მაგრამ ამ ოჯახის პრობლემები კი არ მთავრდება, არამედ ახლა იწყება. გააგრძელეთ ამ ოჯახის დახმარება! თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

ჩვენი პოსტების გაზიარება არ დაგავიწყდეთ, რათა ჩვენი ასობით გაუბედურებული მოქალაქის შესახებ თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! 

ღმერთმა წარმატება და სიკეთე მოგცეთ! 

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003, 

#GE42LB0115113036665000

 #GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: გუჩაშვილების ოჯახი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/505-guchashvili/   

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus). 

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2019 დეკ 08
საოჯახო ტექნიკა
1405.00₾
2020 იან 10
მედიკამენტები
503.51₾
2020 იან 10
ფონდის ზედნადები ხარჯები
595.00₾
2020 თებ 11
კომოდი
300.00₾
2020 მარ 13
პროდუქტები
496.95₾
2020 მარ 13
ფონდის ზედნადები ხარჯები
235.00₾
2020 ივნ 24
მედიკამენტები
144.70₾
2020 ივნ 24
პროდუქტები
309.00₾
2020 ივლ 02
მედიკამენტები
171.30₾

სულ ხარჯები:

4160.46₾

დარჩა:

0.23₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.03.2020 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.01.2020 20:00:00
₾6.08
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.01.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.01.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.12.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.12.2019 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.12.2019 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.12.2019 20:00:00
₾500.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.12.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.12.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.12.2019 15:38:26
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.12.2019 11:08:43
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.12.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.12.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.12.2019 04:53:36
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.12.2019 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.12.2019 20:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.12.2019 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.12.2019 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.12.2019 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾4,160.69

297 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,160.69

297 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება