ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„ხანდახან მინდა დავიძინო და არ გავიღვიძო…“

calendar სექტემბერი 23, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

მაია ყიფშიძე უკვე 30 წელია, რაც გაუსაძლის სიღარიბეში, გამუდმებულ დაძაბულობასა და ტანჯვაში ცხოვრობს.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
     მაია ყიფშიძე უკვე 30 წელია, რაც გაუსაძლის სიღარიბეში, გამუდმებულ დაძაბულობასა და ტანჯვაში ცხოვრობს. მეუღლემ იგი 17 წლის წინ მიატოვა სამ ცერებრული დამბლით დაავადებულ ქალიშვილთან ერთად: 
      – ნანა 30 წლისაა, მიჯაჭვულია ეტლს, მხედველობა არ აქვს, სძინავს 24 საათი, შეხებისას საშინლად კივის და ტირის;
    -ნონა 28 წლისაა, არ შეუძლია საუბარი, მიჯაჭვულია საწოლს, იწონის დაახლოებით 15 კილოგრამს, სძინავს გახელილი თვალებით;
      -ლელას ამასწინათ შეუსრულდა 25 წელი, გამოსცემს ცალკეულ ხმებს, არის ძალიან აქტიური და ღამით არასდროს იძინებს. 
      ყიფშიძეების სახლიდან გამუდმებით ისმის ტირილი. მათ სახლში დაისადგურა სასოწარკვეთამ, რადგან ერთ უბედურებას მეორე მოსდევს და ასეთი მდგომარეობა უკვე თითქმის 20 წელია, რაც გრძელდება.   
      გასული წლის დეკემბერში კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს ყიფშიძეების ოჯახს. უფროსი ქალიშვილი  ნინო, რომელიც საკუთარ ოჯახთან ერთად იმავე სოფელში ცხოვრობდა, მოკლული იპოვეს. ახლა მის სამ არასრულწლოვან შვილს ბებია მაია უვლის, რადგან ბავშვები  ზედამხედველობის გარეშე დარჩნენ.
     გასულ წელს, ჩერნოვეცკის ფონდმა ყიფშიძეების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია მოაწყო, რომელშიც სამასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა (ვიდეო ანგარიში:  https://www.youtube.com/watch?v=0Yj22v9OiMw).   
     ზუსტად ერთი წლის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ოჯახის მონახულება და  ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში ჩავედით, სადაც მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებული დაგვხვდა.   
      -მაია, მოგვიყევით როგორ ცხოვრობთ, რაიმე შეიცვალა უკეთესობისკენ?
      მაია ყიფშიძე: სამწუხაროდ, ყველაფერი უარესობისკენ მიდის. პირიქით, ახალ სირთულეებს ვაწყდები. ასე მაგალითად, ნანამ ფაფების ჭამაც მიატოვა; პური და წყალი – ეს არის მისი საჭმელი, სხვა რამეს პირს არ აკარებს. სამაგიეროდ ნონას შეუძლია მაწვნის ჭამა უზომო რაოდენობით, ვერ ჩერდება. მიკვირს, როგორ ეტევა ამ პატარა ორგანიზმში ამდენი მაწონი?! სხვას არაფერს ჭამს, თუმცა მაწვნის მიღება ერთ ჯერზე შეუძლია 2 ლიტრზე მეტი. რაც შეეხება ლელას, საერთოდ მიატოვა ძილი. ადრე 1-2 საათი მაინც იძინებდა, ახლა კი ღამეებს თეთრად ატარებს. ღამით კარებს ბოქლომს ვადებ, რომ არ გაიქცეს სახლიდან. 
         -გასულ წელს, სოციალური შემწეობა მიგიხსნეს. ხომ არ აღუდგენიათ? 
       მაია ყიფშიძე:  სოციალური შემწეობა მაშინ აღმიდგინეს, როდესაც მოკლული ქალიშვილის შვილები წამოვიყვანე ჩემთან. ზურაბი 14 წლისაა, ზაზა – 13 წლის, ხოლო გიორგი – 10 წლის.
       -რა ვითარებაში მოკლეს თქვენი ქალიშვილი? 
      მაია ყიფშიძე:  გამოძიება გრძელდება, დამნაშავე ჯერ არ არის დაკავებული… 
      -მამამ რატომ არ დაიტოვა ბავშვები? 
      მაია ყიფშიძე: მამა სადღაც წავიდა და არ დაბრუნებულა, არ  ვიცი სად არის, ბავშვებს მარტო ვერ დავტოვებდი… 
      -თქვენ, ალბათ, არაფერი გახარებთ…
      მაია ყიფშიძე: სასოწარკვეთაში ვარ. რაც დრო გადის, სულ უფრო მძიმდება მდგომარეობა. ყოველ ახალ დღეს ახალი გასაჭირი მოაქვს, ხანდახან მინდა დავიძინო და არ გავიღვიძო, მიშენია ყოველი ახალი დღის. ერთადერთი, რითაც კიდევ სული  მიდგას, ეს არის ლოცვა. ღმერთს მხოლოდ ერთ რამეს შევსთხოვ – ეს არის ჩემი შვილიშვილების ბედნიერება, რომ ჯანმრთელები იყვნენ და მომავალში არასდროს გადაიტანონ ის ტანჯვა, რაც ჩვენს ოჯახში დღეს სუფევს.   
      -მაია, თქვენ მრავალი გასაჭირი გადაიტანეთ ცხოვრების მანძილზე. გვითხარით, ოდესმე თუ გქონდათ ბედნიერი დრო? 
      მაია ყიფშიძე: მქონდა ასეთი პერიოდი. მე სოფელ აგარადან ვარ, სადაც გავიცანი ჩემი მეუღლე, მან ბოლაჯურში ჩამომიყვანა. შეგვეძინა ორი ქალიშვილი, ბედნიერი ვიყავი, ნორმალურად ვცხოვრობდით. ჩემი ცხოვრება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მესამე ქალიშვილი შეგვეძინა. ბავშვი ცერებრული დამბლით იყო დაავადებული, ქმარი არ აქცევდა ყურადღებას, დაიწყო სმა… შემდეგ ამავე დიაგნოზით კიდევ ორი შვილი შეგვეძინა და საბოლოოდ ჩემი მეუღლე წავიდა სახლიდან, მიგვატოვა …
        -როდესაც აჩენდით მეოთხე შვილს, ექიმთან კონსულტაცია არ გაგივლიათ? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ თქვენ უკვე გყავდათ ცერებრული დამბლით დაავადებული ერთი ქალიშვილი…
        მაია ყიფშიძე: ქმარი მაძალებდა ბავშვის გაჩენას, ვერ ვუმკლავდებოდი მას…
      -ადგილობრივი ხელისუფლება თუ გეხმარებათ? 
      მაია ყიფშიძე: არა, არ მეხმარება. ამასწინათ ძროხა გავყიდე, რომ შეშა მეყიდა. ზამთარი ჩვენთან ძალიან ცივია და ბავშვებს გათბობის გარეშე ვერ დავტოვებ…
     -რას საჭიროებს დღეს თქვენი ოჯახი ყველაზე მეტად? 
      მაია ყიფშიძე:  პამპერსი, მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები… 
       მეგობრებო,  ყიფშიძეების ოჯახს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი! ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, ტანსაცმელს, საყოფაცხოვრებო ნივთებს… 
        მოინახულეთ ეს ოჯახი, დაეხმარეთ შეძლებისდაგვარად. მისამართი: ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბოლაჯური, ტელ.: 557285167.
      თუ გსურთ დახმარება და დრო არ გაქვთ, რომ  მოინახულოთ, შეგიძლიათ დახმარების თანხა გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ყიფშიძეების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც. 
    თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).     
    არასდროს გადადო სიკეთის კეთება ხვალისთვის, ხვალ შეიძლება ძალიან გვიანი იყოს!       

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2019 ნოე 08
პროდუქტები
440.00₾
2019 ნოე 08
მედიკამენტები
318.45₾
2020 მარ 04
პამპერსები
200.20₾
2020 მარ 04
პროდუქტები
185.00₾
2020 მარ 05
ფონდის ზედნადები ხარჯები
265.00₾

სულ ხარჯები:

1408.65₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.01.2020 06:54:19
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.12.2019 20:00:00
₾18.70
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.12.2019 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.12.2019 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.12.2019 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.12.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.12.2019 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.12.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.12.2019 10:45:37
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.12.2019 15:14:26
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.12.2019 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2019 19:20:25
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.11.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.11.2019 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.11.2019 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.11.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.11.2019 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.11.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.11.2019 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.11.2019 06:42:54
₾50.00

შემოწირულია:

₾1,407.79

110 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,407.79

110 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება