ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

როცა წამლები ჰაერზე და წყალზე მნიშვნელოვანია!

calendar ნოემბერი 11, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

12 წლის ანზორი გაუთავებლად ტიროდა და ყვიროდა, დედას არ აცლიდა საუბარს. ხან ხელში აყვანას სთხოვდა, ხან ურტყამდა, ხან კბენდა..

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ფონდში მუშაობისას ძალიან ბევრი მძიმე ისტორია გვინახავს. მძიმე სენით დაავადებული ბავშვები, რომლებმაც მშობლების ხელში დალიეს სული… მშიერი პატარები, რომლებიც  შეშინებულ თვალებით გვიმზერდნენ… სიცოცხლით სავსე ენერგიული ახალგაზრდები – რომლებსაც თითსაც ვერ ამოძრავებდნენ, რომლებიც გრძნობდნენ რომ განწირულები იყვნენ უსუსურობისთვის და ტანჯვისთვის. მაგრამ ანზორი დავითურის და მისი გმირი დედის ამბავმა უბრალოდ გაგვანადგურა. ეს იყო ჩვენთვის ყველაზე მძიმე წუთები… 
მაია კი ასე ცხოვრობს უკვე 12 წელია! 100 ათასი საათი უყურებს შვილის წამებას… 400 მილიონი წამი – და თითო წამი მისთვის სიკვდილზე უარესია. 
მასთან საუბარი ძალიან რთული აღმოჩნდა. 12 წლის ანზორი გაუთავებლად ტიროდა და ყვიროდა, დედას არ აცლიდა საუბარს. ხან ხელში აყვანას სთხოვდა, ხან ურტყამდა, ხან კბენდა… ეს საშინელება იყო… 
– მაია, როდის შეიტყეთ ანზორის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ? 
მაია: ანზორი ჯანმრთელი დაიბადა. ბედნიერები ვიყავით. ავადმყოფობის არანაირი ნიშნები არ ეტყობოდა. ორი თვის შემდეგ შეტევები დაეწყო… მერე აგვისტოს ომის დროს სახლიდან გამოვიქეცით და ანზორის მდგომარეობა დამძიმდა. 
– რა რეაქცია გქონდათ ბავშვის მდგომარეობა  რომ დამძიმდა?
მაია: ერთი კლინიკიდან მეორეში დავრბოდით. ექიმებმა „გაგვახარეს“, გვითხრეს რომ ეპილეფსიის უმძიმესი ფორმა აქვს და რომ განკურნების არანაირი შანსი არ გვაქვს. არ დავიჯერეთ. სხვა ექიმებთან მივედით, მაგრამ პასუხი ყველგან ერთნაირი იყო. არ ვიცი ეს როგორ გადავიტანე. 
–მშობლებს რა რეაქცია ჰქონდათ?
მაია: ამის გახსენებაც არ მინდა. მითხრეს, ქმრის მშობლები ამბობდნენ, რომ ანზორი მათ გვარს არცხვენს, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია…  მეუღლემ კი ასე, ბედის ანაბარა დაგვტოვა… 
– როგორია თქვენი ერთი დღე.
მაია: 12 წელია ჩემი ყოველი დღე ერთმანეთს გავს. ეს ბრძოლაა გადარჩენისთვის. ხშირი გულყრები აქვს. ზოგჯერ რამეც ეღვიძება და საწოლიდან წამოხტება… იატაკზე ვარდება და თავს ურტყამს. თუ არ გავაჩერეთ, შეიძლება თავი გაიტეხოს… კრუნჩხვები შეიძლება ნებისმიერ დროს დაეწყოს, ამიტომ მისი ერთი წამით უყურადღებოდ დატოვებაც არ შემიძლია.  და ასე ყოველ დღე.
–ასეთი პრობლემების მქონე ბავშვების დედებს რას ეტყოდით?
მაია: ვეტყოდი, რომ ღმერთის იმედი არ დაკარგონ. გაუფრთხილდნენ ნერვებს და ჯანმრთელობას – თქვენს გარდა თქვენს შვილებს ვერავინ მიხედავს! არ იტიროთ – ეს საქმეს არ შველის და თქვენც ენერგიას წაგართმევთ. 
–ამ დანგრეულ შენობაში როგორ აღმოჩნდით? 
მაია: ეს ჩემი ნათესავების სახლია. ვიცი რომ მათ პრობლემებს ვუქმნი. თვითონაც ადგილი არ ყოფნით… თან ანზორის ტირილის და ყვირილის განუწყვეტელი მოსმენაც დამღლელია… ვიცი
– როგორ არსებობთ?
მაია: სოციალური უკვე სამი თვეა შეჩერებული მაქვს… გადამოწმებაზე ვარ. რას ამოწმებენ? რა შეიცვალა? წამლები, რომლებიც ყოველდღიურად გვჭირდება თვეში 700 ლარს ოდენობისაა. პამპერსზე და საკვებზე აღარაფერს ვამბობ. ეს წამლები ანზორისთვის ჰაერივითაა. მე კი ნახევარსაც ვერ ვყიდულობ…
–შესაძლებლობა რომ გქონდეთ, ვის დაეხმარებოდით?
მაია: ყველა დედას, ვისაც ბავშვი ავად ყავს, ვინც მარტო ზრდის შვილებს… ჩემზე უკედ არავინ იცის მათი პრობლემების შესახებ. 
– როგორი წარმოგედგინა შენი ცხოვრება სანამ ანზორი დაიბადებოდა? 
მაია: თავად ბავშვი ვიყავი ანზორი რომ შემეძინა. ორსულობისას წარმოვიდგენდი, როგორ ჩავეხუტებოდი, როგორ ვასწავლიდი ლაპარაკს, როგორ ვისეინებდით ერთად. ლექსებს როგორ იტყოდა, ერთად როგორ დავხატავდით… 
მეგობრებო,  თქვენი იმედი გვაქვს! დავუდგეთ გვერდში ამ ოჯახს. წამლები, პროდუქტები, საოჯახო ნივთები, პამპერსი, ტანსაცმელი… მათ ყველაფერი სჭირდებათ! ერთად ღვთის შეწევნით ხომ ყველაფერს შევძლებთ! 
თქვენ შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ეს ოჯახი და პირადად დაეხმაროთ ამ ადამიანებს. მათი მისამართია: ზაჰესი, ბარაკები. ტელ: 557 97 73 98
თუ თქვენ არ შეგიძლიათ ფინანსური დახმარება გაუწიოთ ამ ოჯახს, გააზიარეთ ეს პოსტი, რათა თქვენმა მეგობრებმაც გაიგონ მათ შესახებ. 
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე:
თიბისი ბანკი: GE15TB7194336080100003, 
ლიბერთი ბანკი: GE42LB0115113036665000 
საქართველოს ბანკი: GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: ანზორ დავითური) 
ჩვენი საიტიდანაც:
სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან: 
NovaTechnology, 
TBCpay 
ExpressPay
განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი 
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
        მეგობრებო, თუ თქვენ იცით თქვენი მეზობლის ან ნაცნობის გასაჭირის შესახებ, მოგვწერეთ ჩვენ, რათა გავუწიოთ მათ დახმარება. ჩვენი ელექტრონული მისამართია: office-fsp@fsp.ge.
        მეგობრებო, თქვენ ჩვენი „სამისამართო პროექტის“ მამოძრავებელი ძალა ხართ. თქვენი წყალობით, ჩვენ გვაქვს საშუალება გავუწიოთ დახმარება უფრო და უფრო მეტ ადამიანს!

«თითოეულმა
თქვენთაგანმა, ანზორის ცხოვრების კიდევ ერთი წელი აჩუქა»

როდესაც ანზორის
ოჯახს პირველად ვეწვიეთ, ძალიან განვიცადეთ მათი მდგომარეობა. 12 წლის ანზორი, რომელსაც
ეპილეფსიის მძიმე ფორმა აქვს, ისე ყვიროდა, რომ საუბარი შეუძლებელი იყო! ხან ხელში
აყვანას ითხოვდა, იმის მიუხედავად, რომ მისი წონით ბევრად დიდია დედაზე, ხან მას ლოგინზე
აგდებდა და მწარედ კბენდა, ხან კი ხელებს ირტყავდა, ერთი სიტყვით, მისი ქცევა ენით
აუღწერელი იყო. განუწყვეტელი საშინელება იყო, კიდევ ცოტაც, და იქიდან ყურებზე ხელებაფარებული
გამოვიქცეოდით, ოღონდ ამ უბედურებისთვის არ გვეცქირა! 

ანზორი ყოვეთვის
ასეთ მდგომარეობაში ვარდებოდა, როდესაც დედა საჭირო წამლებს ვერ ყიდულობდა! როგორ
უნდა ეყიდა? ბიჭის პენსია თვეში 200 ლარია, წამლებისთვის კი 700-ია საჭირო. ამის გარდა
სჭირდება პამპერსი და საკვები… რა უნდა ექნა საბრალო ქალს?

დედა, მაია
ყველგან ითხოვდა შველას, მაგრამ არავინ გამოეხმაურა! შემდეგ კი, ჩერნოვეცკის ფონდში
მოგვწერა. ერთი თვის წამალი მაინც მაყიდინეთ, თორემ ხელში ჩამაკვდებაო – ტიროდა! მეგობრებო,
ჩვენ ყველამ, ერთად, შევძელით კიდევ ერთი ოჯახის გდარჩენა! უკვე ექვსი თვეა, რაც ანზორი
ყველა საჭირო წამალს ღებულობს და ნორმალურად იკვებება… დამშვიდდა და უკეთესად გამოიყურება.

– გვითხარით,
როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ჩვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ?

მაია: ამას
სიტყვებით  ვერც კი გადმოვცემ, თქვენ ჩემს შვილს
კიდევ ერთი წლის სიცოცხლე აჩუქეთ. უიმედობის ცრემლები აღარ მახრჩობს, აღარ დავრბივარ
ერთი აფთიაქიდან მეორეში, აღარ ვიხვეწები, რომ ანზორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
წამლები ვალად მომცენ! ანზორი ყველაფერს საათობრივად ღებულობს და აი შედეგიც! მას ნამდვილად
აქვს უკეთესობა.

– ბედნიერი
ხართ? ყველა თქვენი სურვილი ახდა?

მაია: თქვენ
რომ არა, ამ ზამთარს ვერ გადავიტანდით. ჩემი ბიჭი კი, წამლების გარეშე, ხელში ჩამაკვდებოდა.
გეფიცებით, ყველას ვუყვები თქვენი ფონდის შესახებ. მართლა არ ვიცი, უთქვენოდ რა გვეშველებოდა. 

– ადგილობრივი
მმართველობა თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? დაინტერესდნენ თქვენი მდგომარეობით, გაგიწიეს
რაიმე სახის დახმარება?

მაია: სამწუხაროდ
არა, დახმარება გვერიცხება და ალბათ თვლიან, რომ უნდა ვიმყოფინოთ. ბავშვს ვერ ვტოვებ,
რომ სამუშაოდ გავიდე და 200 ლარით, 700 ლარის წამლები როგორ უნდა ვიყიდო, გამაგებინოს
ვინმემ…

– ახალი მეგობრები
თუ შეიძინეთ და გინდათ ვინმეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადოთ? გვითხარით მათი სახელები,
თუ შეიძლება.

მაია: არაჩვეულებრივი
ადამიანები გავიცანი. მივხვდი იმას, რომ ჩემი შვილის ტანჯვა გულთან ახლოს მიიტანეს!
უფალმა შეისმინა ჩემი ვედრება! ერთმა ქალბატონმა ანზორისთვის პამპერსი და კამფეტები
მომიტანა. თავის სახელი კი არაფრით არ მითხრა, ასე თქვა: მადლობად არ ღირსო. ერთმა
ბიჭმა, თორნიკემ, 200 ლარი გვაჩუქა. ცოლ-ქმარმა პროდუქტი მოგვიტანეს. მინდა მივმართო
მათ, და ყველას, ვინც დამირეკა და სიტყვიერად მაინც გამამხნევა, თუ კითხულობთ ამ სტრიქონებს,
მინდა იცოდეთ, რომ ყოველდღე გეუბნებით მადლობას 
და უფალს თქვენი კეთილდღეობისთვის ვევედრები.

– პირადად
თქვენთვის, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?

მაია: სიტყვებით
ჩემს გრძნობებს  ვერ აღვწერ…ეს ჩემს შვილთან
გატარებული სიცოცხლის ბედნიერი წამებია.

– კიდევ რაიმე
პრობლემა თუ გაქვთ, რომლის გადაჭრაშიც შეუძლიათ დაგეხმარონ ჩვენს მკითხველებს?

მაია: ერთადერთი
პრობლემა არის პამპერსი და წამლები. თუ კი შემდგომშიც დაგვეხმარებით, მართლა არ ვიცი
როგორ შევძლებ მადლობა  გადაგიხადოთ. უბრალოდ
ახლა, როდესაც თქვენგან დახმარება მივიღეთ, სულ ვფიქრობ იმაზე, რა გვეშველება მერე,
მე ხომ წამლებს ვერ ვყიდულობ. მუდმივად კეთილი ხალხის იმედზე ყოფნა კი, მერიდება…

– დიდი მადლობა,
ასეთი თბილი სიტყვებისთვის. ჩვენი მხრიდან კი, გპირდებით, რომ ჩვენი ფონდი შემდგომშიც
დაგეხმარებათ.

და თუ კი
გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, – რამდენიმე წამით
გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე…

  ან უბრალოდ  დაურეკეთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა
თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის
ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.

  ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი,
ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის,
რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ
გაჭირვებულებს.

  სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი
სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ  ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე.
ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრიფავთ, აუცილებლად დაგლოცავთ უფალი.
თქვენ ამას იგრძნობთ! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!

  თქვენი სიკეთე –  შანსია თქვენც ყოველთვის
და ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

  კიდევ ერთხელ, დიდი მალობა თითოეულ თქვენთაგანს!

  თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

GE15TB7194336080100003

GE42LB0115113036665000

GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:ანზორ
დავითური)

ვებ-გვერდიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/542-kepashvili/

სწრაფი ჩარიცხვის
ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay და ExpressPay.

ფონდის დამატებითი
ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

  ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით
და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 თებ 14
მედიკამენტები
102.92₾
2020 თებ 14
მედიკამენტები
1137.23₾
2020 თებ 14
პროდუქტები
521.52₾
2020 თებ 14
პროდუქტები
305.55₾
2020 თებ 14
გაზის გამათბობელი
399.00₾
2020 მარ 17
მედიკამენტები
160.14₾
2020 აპრ 02
მედიკამენტები
204.39₾
2020 აპრ 02
მედიკამენტები
47.47₾
2020 აპრ 02
მედიკამენტები
236.40₾
2020 აპრ 02
ფონდის ზედნადები ხარჯები
1080.00₾
2020 აპრ 22
პამპერსები
300.00₾
2020 აპრ 22
პროდუქტები
199.86₾
2020 მაი 29
მედიკამენტები
302.78₾
2020 ივლ 14
მედიკამენტები
399.85₾
2020 აგვ 25
მატრასი ჩიტეიშვილისთვის
90.00₾
2020 აგვ 27
პროდუქტები ჩიტეიშვილისთვის
150.00₾
2020 ოქტ 30
პამპერსები
220.00₾

სულ ხარჯები:

5857.11₾

დარჩა:

0.61₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.07.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.07.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.05.2020 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.04.2020 18:47:04
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.04.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.04.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.04.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.04.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.04.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.04.2020 18:23:56
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.02.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.02.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.02.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.02.2020 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.02.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.02.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.02.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.02.2020 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾5,857.72

378 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾5,857.72

378 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება