რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

სამყაროს ყველა დაავადება მე მხვდა წილად…!

calendar აგვისტო 7, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„ვერ გადარჩება… ყველა ასე ამბობდა… დაბადებიდან სამყაროს ყველა დაავადება მე დამატყდა თავს – ქონდრისკაცი ცერებრალური დამბლის დიაგნოზით – სასტიკი ხვედრია…“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„ვერ გადარჩება… ყველა ასე ამბობდა… დაბადებიდან სამყაროს ყველა დაავადება მე დამატყდა თავს – ქონდრისკაცი ცერებრალური დამბლის დიაგნოზით – სასტიკი ხვედრია…“ 


სრულიად ძალაგამოცლილი, 38 წლის გიორგი ტკივილისგან კბილს კბილზე აჭერს და ყავარჯნებით ხელში გვეგებება: „მალე, მალე მოდით აქ… უფლის სასწაული უნდა გაჩვენოთ! 6 წლის ჯანმრთელი და მშვენიერი ქართველი ვაჟკაცი ჰყავს მძიმედ ავადმყოფ მშობლებს. აი, ასეთი დიდია უფლის წყალობა!“

გიორგიმ ვეღარ შეძლო ფეხზე დიდხანს დგომა და საწოლზე დაეცა.  „მამიკო, მამიკო, გტკივა?..“ – ყვირილით მივარდა მამას 6 წლის ვაჟი, მირიანი. 
„იცით, მალე სკოლაში უნდა მივიდეს და ჩასაცმელიც კი არაფერი აქვს… ვოცნებობ, ჩემს შვილს ახალი ფეხსაცმელი ჰქონდეს, კიდევ ლამაზი რვეულები და წიგნები, თუნდაც ყველაზე მცირედი სკოლისთვის… მაგრამ ყავარჯნები… ეს წყეული ყავარჯნები…“ 

მჯერა, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ კეთილშობილი ადამიანები. თქვენმა ფონდმა უკვე ათი ათასჯერ დაამტკიცა ეს! მთელი საქართველო თქვენთანაა!»

„ჩემი ნამდვილი დედა დარდისგან გაგიჟდა და ბედის ანაბარა მიმატოვა; მაგრამ მერე ყველაზე კეთილმა მშობლებმა მიშვილეს – დედა, ჟუჟუნა ნემსაძე და მამა, მირიან მამაიაშვილი დიდებული ადამიანები იყვნენ – ღმერთმა აცხონოს მათი სულები! საკუთარი შვილები არ ჰყავდათ და მე რომ დამინახეს – წელში მოხრილი, პატარა, შეშინებული, მაშინვე უთქვამთ „ის ქართველია და ახლა უკვე ჩვენი შვილიც!“ მათ მე ადამიანად მაქციეს. მკურნალობის უამრავმა წელმა, უწყვეტი მუშაობის წლებმა შედეგი გამოიღო და მე სიარული, ლაპარაკი დავიწყე… და რაც არ უნდა უცნაური იყოს, ნიჭიც აღმომაჩნდა. ვგიჟდებოდი სწავლაზე. დედაჩემი სკოლის დირექტორი იყო 50 წელი, მამა – ქორეოგრაფი. ისინი რომ არა, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი! მართლა!

– გიორგი, მოგვიყევით, როდის დაგეწყოთ პრობლემები? 

გიორგი: სკოლა რომ დავამთავრე და უნივერსიტეტში ჩავაბარე, მაშინ. ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ მე უმაღლესი განათლება მაქვს და პროფესიით იურისტი ვარ. სწორედ ჩემი უმაღლესში ჩაბარების პერიოდში გარდაიცვალა მამა. ეს ჩემთვის და დედაჩემისთვის პირველი დარტყმა იყო. ნათესავები არ გვყავდა და დიდად არც არავის ვუყვარდით – ჩემს მშობლებს ყოველთვის ეუბნებოდნენ, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, მე რომ შვილად ამიყვანეს. „თქვენ ჯანმრთელი ბავშვი გჭირდებათ, რომ დაბერდებით, თქვენზე რომ იზრუნოს“ – ამბობდნენ „კეთილისმსურველები“. დედა და მამა ამაზე არასდროს პასუხობდნენ და მეც სულ იმას მასწავლიდნენ, რომ ადამიანებზე ბრაზი არ ჩამედო გულში. „ისინი კარგი ცხოვრებისგან არ არიან ასეთები“, ამბობდა დედა. „მხოლოდ უბედური ადამიანი შეიძლება იყოს ასეთი ბოროტი“.
მაპატიეთ, ჩემ მშობლებზე ბევრს ვსაუბრობ და თქვენ კითხვაზე ჯერაც არ მიპასუხია. უბრალოდ ისინი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან!
მამაჩემი 2000 წელს გარდაიცვალა და მე და დედა მარტონი დავრჩით, შემოსავლის გარეშე. ჩემ თავზე პასუხისმგებლობა ავიღე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, სამსახური უნდა მეშოვნა! 
– კი, მაგრამ როგორ, გიორგი? ჩვენ ქვეყანაში ჯანმრთელ ადამიანსაც კი უჭირს სამსახურის შოვნა…

გიორგი: მთავარი მონდომებაა. პასუხისმგებლობით სავსე კაცი ვერ უყურებს, როგორ შიმშილობს მისთვის საყვარელი ხალხი. მეუბნებოდნენ, რომ არაფერი გამომივიდოდა, რომ სჯობდა, დახმარება მეთხოვა… მაგრამ მე ახალგაზრდა ვიყავი და დედა მყავდა მისახედი! ჯერ ბაზარში დავიწყე ვაჭრობა, მეზობლებსაც ვეხმარებოდი მიწის მოვლაში. გროშებს ვშოულობდი და დედასთვის წამლებს ვყიდულობდი, მაგრამ არ გვყოფნიდა. წლების მანძილზე, რაც სახლში გვებადა, ყველა ძვირფასი ნივთი გავყიდეთ.
– როდის დაქორწინდით? თქვენს მეუღლეზე მოგვიყევით.

გიორგი: ვხედავდი, როგორ უყვარდათ ჩემს მშობლებს ერთმანეთი, როგორც ედგნენ ერთმანეთს მხარში და მეც ოჯახზე ვოცნებობდი. მისმინა უფალმა! 7 წლის წინ, შემთხვევით, მარიამი – ეს არაჩვეულებრივი გოგონა დავინახე. არ დაგიმალავთ, ჯანრმთელობის პრობლემები აქვს, გონებრივად ჩამორჩენილია, არც წერა იცის, არც კითხვა, მაგრამ ყველაზე კეთილი სული აქვს! მას სერიოზულად არავინ აღიქვამდა, სულ დასცინოდნენ და გადავწყვიტე, რომ მასზე ვიზრუნებდი, რომ მისი წყენის უფლებას არავის მივცემდი! დედას გავაცანი და დაგვლოცა! როცა 2018 წელს დედა გარდაიცვალა, მარიამი და მირიანი მედგნენ მხარში.  
– მირიანი ეს თქვენი შვილია, ხო? სახელი მამის საპატივსაცემოდ დაარქვით? 

გიორგი: დიახ. მინდა, რომ მას ჰგავდეს! ის ნამდვილი სასწაულია! ჩემი დამხმარეაა, ჩემი მეგობარი! ჩემი ყველაფერია! საოცარი ადამიანია! საქართველოს ნამდვილად ღირსეული შვილი!
– მასზე მოგვიყევით. 

მირიანი (6 წლის): შეიძლება, მე თვითონ მოგიყვეთ? მამა, შეიძლება? 
გიორგი: რა თქმა უნდა, შეიძლება. უკვე დიდი ბიჭი ხარ! მალე მეც მაჯობებ!  

მირიანი (6 წლის): დიახ, უკვე დიდი ვარ! წერა-კითხვაც კი ვიცი! მამამ მასწავლა! წელს სკოლაშიც წავალ და მამას კარგი ნიშნებით გავახარებ ხოლმე. ვიცი, გამომივა! ძალიან ვეცდები! 
გიორგი: ყოველთვის ვეუბნები, რომ ცოდნა – ეს არის საგზური ნათელი მომავლისკენ!
მირიანი (6 წლის): იცით, მინდა ექიმი გამოვიდე. ექიმები ყველაზე კეთილი და საჭირო ხალხია სამყაროში.
– სანამ ექიმი გახდები, მანამდე რისი კეთება გიყვარს? 

მირიანი (6 წლის): ველოსიპედის ტარება მიყვარს, მაგრამ არ მაქვს. ბურთის თამაში მიყვარს… მარტო თამაში საინტერესო არაა, მაგრამ შევეჩვიე. ბავშვებს ჩემთან მეგობრობა არ უნდათ. თითს ჩემსკენ იშვერენ ხოლმე და ჩურჩულებენ; მაგრამ ვფიქრობ, სკოლაში რომ მივალ, ნამდვილი მეგობრებიც გამომიჩნდებიან. მამა მეუბნება ხოლმე, რომ მათზე გაბრაზება არ ღირს. ვიცი, რომ კეთილი ხალხი უფრო ბევრია!
– საიდან იცი? 

მირიანი (6 წლის): ზღაპრებში ყოველთვის ასეა! 
– და ზღაპრებს ვინ გიკითხავს ხოლმე?

მირიანი (6 წლის): წიგნებს მამა გვიკითხავს მე და დედას. დედამ კითხვა არ იცის; მაგრამ ძალიან მოგვწონს, მამა რომ კითხულობს და ჩვენ ვუსმენთ. ისეთ საინტერესო ამბებს გვიყვება ხოლმე! ბებიაზე და ბაბუაზე – ისინი ძალიან კეთილები არიან! ძალიან გვიყვარს, ყველა ერთად ფოტო-ალბომს რომ ვათვალიერებთ ხოლმე და თან მათზე ისტორიებს ვისმენთ. იცით, მამა ლექსებსაც წერს! უფრო სწორედ, ადრე წერდა. 
– გიორგი, მართალია?

გიორგი: ჰო, რა ვიცი… ვწერდი რა, დედაჩემი იწერდა ხოლმე ჩემს ლექსებს და ერთხელ მოულოდნელი საჩუქარიც კი გამიკეთეს და ჩემი ლექსი ლიტერატურულ ბროშურაშიც დაბეჭდეს. დედას ისე უხაროდა! აი, შეინახა კიდეც ეგ ბროშურა! 
მირიანი (6 წლის): აი, ხედავთ, როგორი ყოჩაღი მამა მყავს?!
– მირიან, აბა ეხლა გვითხარი, რაზე ოცნებობ? 

მირიანი (6 წლის): კომპიუტერზე ვოცნებობ! მაგრამ ვიცი, რომ ძალიან ძვირია. ველოსიპედებიც ძალიან ძვირებია. აი, სპორტულ ფეხსაცმელებზე და ფორმაზე უარს არ ვიტყოდი! მაგრამ ველოსიპედი ყველა საახალწლო საჩუქარი იქნებოდა ჩემთვის, ყველა წლის ერთად! და თოვლის ბაბუას სხვას აღარაფერს ვთხოვდი!
– გიორგი, სიტყვები არ მყოფნის! საოცარი ბიჭია მირიანი! ახლა მოდით, თქვენ პრობლემებზე მოგვიყევით. თქვენ ხომ ფონდს კარგი ცხოვრების გამო არ მომართეთ, ხომ ასეა? 

გიორგი: მიჩვეული ვარ, ყველაფერს თვითონ ვაკეთებდე და სხვას არაფერს ვთხოვდე, მაგრამ ეხლა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, ფიზიკურად ვიშრომო. ერთი წლის წინ ფეხი ვიტკინე. ჩემი – ცერებრალური დამბლის დიაგნოზით ხალხი ამდენ ხანს არც კი ცოცხლობს. უკვე 38 წლის ვარ, მაგრამ თავს 80 წლისად ვგრძნობ. სიარული მიჭირს, მალე ვიღლები. ბოსტანშიც კი ვეღარ ვმუშაობ… მეშინია, რომ ჩემი პენსია არ გვეყოფა, სოციალური დახმარება კი ჩვენ არ გვაქვს. მინდა საკვები, შვილისთვის – ტანსაცმელი, კომპიუტერი და ტელევიზორი გთხოვოთ. ჩემს ცოლს ერთადერთი ბედნიერება აქვს ცხოვრებაში – ტელევიზორის ყურება. მათ წიგნებსაც კი ვეღარ ვუკითხავ ისეთი სიხშირით, უკვე თვალებიც მტკივა…  
– და გჯერათ, რომ თქვენი დახმარების თხოვნას ვინმე ყურად იღებს? გჯერათ, რომ ღმერთი კეთილ ადამიანებს გამოგიგზავნით? 

გიორგი: როგორ არ უნდა მჯეროდეს? ღმერთმა ჩემი მშობლები გამომიგზავნა! ჩემი მარიამი გამომიგზავნა, მირიანი მაჩუქა… როგორ ფიქრობთ, მაქვს კი უფლება, არ მჯეროდეს, რომ ამჯერადაც დამეხმარება? ვიცი, ფონდის ისტორიებს მთელი საქართველო კითხულობს. ვიცი, რომ ბევრ კეთილ ადამიანს მოუნდება ჩვენთან მეგობრობა!
—-
მეგობრებო, გიორგი – ეს არის პატარა ადამიანი უზარმაზარი, კეთილი გულით, რომელსაც ამ გულში სამყაროზე ბრაზს და წყენას არ ინახავს. ჩვენ ის თქვენთვის ვიპოვეთ! ღმერთმა იპოვა ის თქვენთვის, რომ თქვენი კეთილი გულების მეშვეობით სასწაული მოახდინოს! გიორგის დახმარებით, თქვენ კიდევ ერთ ქართულ ოჯახს გადაარჩენთ და კიდევ უფრო მიუახლოვდებით უფალს!  
ოჯახს უკიდურესად სჭირდება საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, ტელევიზორი და კომპიუტერი. ასევე, უბრალოდ არაჩვეულებრივი იქნებოდა, მირიანს ველოსიპედი რომ ვაჩუქოთ! 
 თქვენი დახმარების დიდი იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ ქართველი თავისიანს გაჭირვებაში არ დატოვებს! 
და კიდევ – დაურეკეთ გიორგის, დაელაპარაკეთ. ის ნამდვილად საინტერესო მოსაუბრეა. ტელეფონი: 595 17 83 19

ოჯახის მონახულება შეგიძლიათ მისამართზე: ყვარელის რაიონი, სოფელი ახალსოფელი.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ მამაიაშვილების ოჯახსა და მათ პრობლემებზე შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: მამაიაშვილების ოჯახი)
ასევე, თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობით.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ჩვენ, თქვენთან ერთად,  უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით გიორგის და მის პატარა ოჯახსაც გავუმართოთ ხელი. უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

არასდროს მიფიქრია, რომ ასეთი ლამაზი,პლაზმური ტელევიზორი მექნებოდა!

„დედი, მამი, ნახეთ, ეს ნამდვილი ტელევიზორია! ნამდვილი და ახალი! ჯერ კიდევ „სამოსი“ აცვია, მუყაოს „სამოსი“! შეიძლება, მე გავხადო? რა მაგარია! მაღაზიაში იყიდეთ? მულტფილმებს აჩვენებს? პლაზმურია, არა? როგორიც სხვებს აქვთ? მოდი რა, მამი, მოდი, გავხსნათ! გთხოვ, რა! შეიძლება, გავხსნათ, სანამ აქ ხართ? ერთად ვნახოთ, შეიძლება? – წუთით არ ჩერდებოდა პატარა მირიანი.

იმის თქმა, რომ თქვენ ეს ოჯახი გააბედნიერეთ – არაფრის თქმის ტოლფასია. პატარა მირიანს თვალები ბრილიანტებივით უციმციმებდა! ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. თითქოს ასეთი წვრილმანია, მაგრამ ეს დღე ამ პატარა ბიჭუნას მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრება! და ჩვენც დარწმუნებულები ვართ, რომ სწორედ ეს შეცვლის მის ცხოვრებას უკეთესობისკენ! რადგან ახლა, მან იცის, რომ ოცნებები პატარა ადამიანებსაც კი უხდებათ!

გიორგი სულს ითქვამს (ის ქოშინით საუბრობს) და ამბობს: „ყველა ადამიანს ვლოცავ, ვინც ჩვენი ამბავი გულთან ახლოს მიიტანა! ხედავთ, როგორ უხარია ჩემს შვილს?! ფონდის მეგობრებო, დაე, უფალმა ყველას ჯანმრთელობა, ბედნიერება, ძალა და კეთილდღეობა  მოგცეთ! დაე, მან სიკეთისთვის დაგაჯილდოვოთ! ათასჯერ, ორიათასჯერ მეტი გქონოდეთ, რომ გაჭირვებულებს ეხმარებოდეთ.“

გიორგი მეორე ჯგუფის ინვალიდია, ჯუჯა, ცერებრალური დამბლის დიაგნოზით. მას მოძრაობა და ფეხზე დიდხანს დგომა ძალიან უჭირს. ოჯახში კი არავინ მუშაობს – არც გიორგი, არც მისი მეუღლე – მარი (მას შშმ პირის სტატუსი აქვს). მაგრამ რეალური ცხოვრება თავისას მოითხოვს. მირიანი, მათი პატარა ბიჭი, ფეხზეა დასაყენებელი.

მამაიაშვილების ოჯახს დახმარება ძალიან სჭირდებოდა და მან ის მიიღო. ათობით ადამიანმა უყურადღებოდ ვერ დატოვა პატარა კაცის ამბავი და ამ კეთილშობილურ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა.

გიორგის იმის გასარკვევად ვესაუბრეთ, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი ახლა.

– გიორგი, გვითხარით, რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც თქვენი ამბავი მოვყევით?

გიორგი:ჩვენ იმედი, ზრუნვა ვიგრძენით. რომ ვთქვა, თავი მეცხრე ცაზე ვიგრძენი მეთქი, ესეც არ იქნება საკმარისი. პატარა ადამიანი ვარ, მაგრამ სიხარული დიდი მაქვს. ბედნიერებაა იმის ცოდნა, რომ მარტონი არ ვართ. არაგულგრილი ხალხის წყალობით, გავიგეთ, რა არის სიმყუდროვე. ვერც ტელევიზორის, ვერც გაზქურის ყიდვას მე ვერ შევძლებდი… და მეორადი ნივთებიც კი გამახარებდა. აქ კი ასეთი რამ მოხდა! ჩვენი ოჯახისთვის ეს მეტად საჭირო საჩუქრებია. ჩემი ბიჭი უბრალოდ აღფრთოვანებულია და მის გამო გული მითბება და მიხარია.

მარი ახალ გაზქურაზე რას გიმზადებთ?

გიორგი:ის ღუმელსაც იყენებს – პურს და ორცხობილებს აცხობს. პურის სახლში გამოცხობა გვირჩევნია, უფრო იაფი ჯდება. ნაყიდი 80 თეთრი ღირს. ძვირი გამოდის. მარი ისეთი კმაყოფილია! საოჯახო ნივთიც გაგვიჩნდა! ძველი გაზქურის ოთხი ქურატადან მხოლოდ ორი მუშაობდა და ისიც, ძლივს. ახლა მას,  როგორც ჯართს, სარდაფში ვინახავთ.

მარი, რომელიც მანამდე მხოლოდ მოკრძალებულად იღიმოდა, საუბარს შემოუერთდა.

მარი:ჩემგანაც დიდი მადლობა ყველას! საჩუქრები ძალიან მიხარია.

თავისი შთაბეჭდილებების გაზიარებამირიანსაც სურს.

მირიანი:მე ყველაფერს ვჭამ, რასაც დედა ამზადებს. იცით, არიან ისეთი ბავშვები, რომლებსაც უნდა ეხვეწო და ისინი ისეთი ჭირვეულები არიან!.. მე კი ყველაფერი მიყვარს, რასაც დედა აკეთებს. წვნიანები, ფლავი, ლობიო… დედა ჩვენზე ადრე დგება, გაზქურას ანთებს, მე გემრიელი სუნი მომდის და უკვე ძილიც აღარ მინდა. ვეკითხები: „უკვე მზად არის? მოვიდე თუ არა?“ მოგვიანებით, დედა გვეძახის.

მაგრამ შაურმას არ მიკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვ. ალბათ ეგ დღესასწაულზე გვექნება, არა?

ტელევიზორის მართვის პულტი ყველაზე ხშირად ვის აქვს ხოლმე?

– ოოო, ნამდვილად სწორად შენიშნეთ. (იცინის გიორგი). თითოეულს თავისი რაღაცის ყურება უნდა. მე, მაგალითად, ძალიან მიყვარს სიახლეების მოსმენა – როგორც დილის, ისე საღამოს გამოშვების. მარი თავის თურქულ სერიალებზე გიჟდება. სულ მირთავს ხოლმე. ტელეარხ „მარაო“-საც უყურებს. მირიანს მულტფილმები უნდა… თვალსაც უხარია, ყველაფერი ფერადია, ეკრანიც დიდია, ლამაზი. სახე და ნივთები მსხვილად და გარკვევით ჩანს. „კორონას“ დროს, ტელევიზორის ყურების გარდა, სხვა რა უნდა ვაკეთოთ? ისევ სახლებში გამოგვკეტეს, მაგრამ მოწყენილები არ ვართ. ჩვენ ხომ ასეთი გასართობი გაგვიჩნდა! მადლობა კეთილ ადამიანებს! ის ხალხი, ვინც ჩემსავით გაჭირვებულებს ეხმარება და სულიერად დაცემის უფლებას არ აძლევს, ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს. სხვების დახმარება რომ შემეძლოს, მათ მაგალითს მივბაძავდი. ეს ძალიან კეთილშობილური საქციელია და პატივისცემას იმსახურებს.

– პატარავ, შენ რას უყურებ ხოლმე?

მირიანი: „ტომი და ჯერის“, „მაშველ ლეკვებს“, ხანდახან ფილმებსაც; მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავალებებს შევასრულებ. მამას არ უნდა, მთელი დღე ტელევიზორის წინ ვიჯდე. „ტომი და ჯერი“ ნანახი გაქვთ?

– კი, ძალიან კარგი მულტფილმია. შენ ვის გულშემატკივრობ?

– ჯერის. მაგრამ თუ კატას ძალიან აწვალებს, მაშინ ტომს. მაგრამ არ მინდა, ჩემთან ნამდვილი ჯერი მოდიოდეს. არა, არა! (იცინის). ადრე, წყალარინების მხრიდან ვირთხა მოდიოდა და სახლში სადენები შეგვიჭამა. ახლა, ის ადგილი დაკეტილია.

– იცი, პატარავ, ამ მულტფილმის ყურება ისევ მომინდა და დღეს საღამოს ასეც ვიზამ.

გიორგი, ჩვენს პოსტს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან თუ მოჰყვა რაიმე გამოხმაურება?

– ეჰ, ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების წინ ვახსენდები. გამგებელმა ერთჯერადი დახმარება გამოგვიყო – 100 ლარი. მთლად ჩემი უგულვებელყოფაც არ შეუძლიათ.

სულ ვიბრძვი, მაგრამ სოციალური დახმარება ვერაფრით აღვადგინე. ვის აღარ მივმართე ამ საკითხზე, თავად პრემიერსაც კი! დროს წელავენ, თითქოს მპირდებიან, მაგრამ… დახმარება მხოლოდ იმიტომ შემიწყვიტეს, რომ თავს ზემოთ ჭერი მაქვს, საკუთარი სახლი. ეს სახლი ასი წლისაა და ჩემს მშობლებს ეკუთვნით. და რა, მშივრები როცა ვართ, სახლი გვაქვს? ჩვენი ყოველთვიური შემოსავალი 200 ლარია. აქედან 50 ლარი კომუნალურ გადასახადებზე მიდის – გაზი, ელექტროენერგია… დარჩენილით, მთელი თვე ვცხოვრობთ. ზოგჯერ, მარის წითელხორციანი ფორთოხლის ასაღებად ეძახიან.

– თქვენი სიტყვებიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ არის გადაუჭრელი საკითხები, რაშიც დახმარება გჭირდებათ. იქნებ დააზუსტოთ, რომელი?

გიორგი: ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, რაც ჩვენთვის გააკეთეთ. დაე, დახმარება ყველა გაჭირვებულ ოჯახამდე მივიდეს. ჩემი დახმარების ძახილი შესმენილ იქნა. საქართველოში ბევრი კარგი და გულითადი ადამიანია. აი, რისი თხოვნა მინდა…

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს ბიჭს, მირიანს, ყველა ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება შეეძლოს. სამწუხაროდ, ის წყვეტილად სწავლობს. სახლში ინტერნეტი არ გვაქვს, ორლარიანი სატელეფონო ინტერნეტის ფულის გადახდაც კი არ შემიძლია, ამიტომ მირიანი მასწავლებელთან, მარიკასთან კავშირზე ყოველთვის ვერ გადის. ძალიან განვიცდი. ის პირველი კლასის მოსწავლეა და დასაწყისზე ბევრი რამ არის დამოკიდებული: ექნება თუ არა სწავლის ინტერესი? როგორ აითვისებს მასალას? ვინმემ ნახმარი ლეპტოპი მაინც რომ აჩუქოს… ძალიან ჭკვიანი ბიჭუნა გვყავს, ის ჩემი იმედია. გაკვეთილების მომზადებაში დახმარება თუ სჭირდება, როგორც წესი, მე ვუჯდები. მათემატიკა, ქართული, ბუნებისმეტყველება… ჩემს მარის წერა-კითხვა არ შეუძლია.

ზამთარი იწყება, სახლში კი სიცივე შემოდის. ფანჯრებია შესაცვლელი. როდესაც წვიმს ან სველი თოვლია, მთელ აივანზე წყალია. ამ პრობლემას ლითონის ფილა გადაჭრიდა. მასალები რომ გვეშოვა, მეზობელი გაგვიკეთებდა, მეგობრულად. ასევე… თხოვნა მეუხერხულება, მაგრამ რადგან არც სახსრები გვაქვს და არც ფულის შოვნის საშუალება, თბილი, სპორტული ფორმა და ზამთრის ყელიანი ფეხსაცმელი მჭირდება, რომ არ გავცივდე.

ჩერნოვეცკის ფონდმა და მისმა მეგობრებმა ჩვენთვის იმდენი რამ გააკეთეს, რომ თქვენთვის მადლობის თქმით არ დავიღლები. თქვენ ჩვენი მფარველი ანგელოზები ხართ. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე საკუთარი თვალებით ვიხილავდი მფარველ ანგელოზებს. მაგრამ აი, ისინი – ამდენი კეთილი ადამიანი! და ყველანი ჩვენ გვერდით არიან! 

***

მეგობრებო, გიორგის, მარის და მათ პატარა ვაჟს პირადად რომ გაესაუბროთ, მათი ჩახუტება, გულში ჩაკვრა და მათთვის რამე კარგის გაკეთება მოგინდებათ. რთული ბედისა და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მიუხედავად, გიორგი და მარი ძალიან ნათელი და დადებითი ხალხია. ისინი ბავშვებივით გულწრფელები არიან და ასეთივე დაუცველები. მზრუნველობა და სიყვარული გაუზიარეთ ამ მშვენიერ ოჯახს, დაეხმარეთ მათ იმ განსაცდელის დაძლევაში, რაც მათ თავს დაატყდათ და უფალი ამ სიკეთეს აუცილებლად დაგიბრუნებთ. ახალი წელი ახლოვდება და შეგიძლიათ მათ ცოტაოდენი სასწაული აჩუქოთ.  ამ პატარა ოჯახში პატარა გულია, რომელიც ყველა სირთულის მიუხედავად, მოწიწებით ელის სასწაულს. პატარა მირიანი მათ უნდა მოესწროს!

ჩვენს პატარა საქართველოში უბრალოდ ვალდებულები ვართ, გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე, ან უმჯობესია, დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ,  ყველას დიდი მადლობა, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მამაიაშვილების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/609-mamaiashvili/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

 ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ საკუთარ სულზე ვზრუნავთ და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 სექ 09
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
750.00₾
2020 ოქტ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
160.00₾

სულ ხარჯები:

910.00₾

დარჩა:

0.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
კეთილი გული
02.02.2021 23:00:20
₾10.00
კეთილი გული
26.01.2021 07:31:54
₾30.00
კახნიაშვილი ზურაბ
19.10.2020 20:00:00
₾5.00
სს 'სილქნეტი
19.10.2020 20:00:00
₾4.00
ჩადუნელი დავით
03.09.2020 20:00:00
₾3.00
თამარ მაღლაფერიძე
01.09.2020 20:00:00
₾20.00
ხელაშვილი შალვა
30.08.2020 20:00:00
₾5.00
ნიკა ჯოხაძე
27.08.2020 20:00:00
₾30.00
ხინიკაძე-გირკელიძე თამარ
26.08.2020 20:00:00
₾10.00
ხუბიეროვი ვალერიან
23.08.2020 20:00:00
₾5.00
ელენე ტატიშვილი
22.08.2020 20:00:00
₾10.00
ნანა სულთანიშვილი
21.08.2020 20:00:00
₾5.00
სამხარაძე ანზორ
20.08.2020 20:00:00
₾10.00
ნინო აბესაძე
19.08.2020 20:00:00
₾15.00
კარლო რიჟამაძე
19.08.2020 20:00:00
₾10.00
ბეგალიშვილი მაკა
18.08.2020 20:00:00
₾3.00
გლურჯიძე ანა
18.08.2020 20:00:00
₾10.00
კეთილი გული
17.08.2020 10:49:11
₾50.00
ნოზაძე გიორგი
16.08.2020 20:00:00
₾1.00
წულუკიძე სალომე
16.08.2020 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾910.00

60 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾910.00

60 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება