რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„სხვა ბავშვები ამბობდნენ, რომ მამამ მათ ახალი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი უყიდა და მათ ახალი სათამაშოები აქვთ. მერე რა? მეც მექნება! იცით, გუშინ დამესიზმრა, რომ მამამ ნაყინი მიყიდა! ძააააალიან ბევრი ნაყინი! მთელი 100 კილო! გაღვიძება არ მინდოდა!“ – გვეტრაბახება 3 წლის მარიანა. – „თეთრებიც იყო, ვარდისფერებიც – ალბათ მარწყვის…“
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270„სხვა ბავშვები ამბობდნენ, რომ მამამ მათ ახალი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი უყიდა და მათ ახალი სათამაშოები აქვთ. მერე რა? მეც მექნება! იცით, გუშინ დამესიზმრა, რომ მამამ ნაყინი მიყიდა! ძააააალიან ბევრი ნაყინი! მთელი 100 კილო! გაღვიძება არ მინდოდა!“ – გვეტრაბახება 3 წლის მარიანა. – „თეთრებიც იყო, ვარდისფერებიც – ალბათ მარწყვის…“
რა სამწუხაროა, როდესაც ბავშვი ისეთ რაღაცებზე ოცნებობს, რაც სხვა ბავშვებს ხელთ აქვთ. ის ხომ ამას ხედავს?!.
– კიდევ მესიზმრება, – რატრატს აგრძელებს გოგონა, – ბევრი სათამაშო, „პრინცესას“ ლამაზი კაბები, შემწვარი ხორცი და წვნიანი, ხორცის „ბურთულებით“…
კორ.: – „ბურთულები“ და ხორცი როდის ჭამე, მშვენიერო?
მარიანა: – რა იყო, არ გჯერათ? „ყოველთვის“, – პასუხობს ის და კეკლუცად ბერავს ტუჩებს, თითქოს ბრაზდება, რომ მატყუარა დაუძახეს. აი, როდის ჭამა – მაგაზე პასუხი ვერ გაგვცა. არ ახსოვს…
ოჯახში 6 ბავშვია. 3 წლის მარიანა ყველაზე ლაქლაქაა და სიღარიბესა და შემზარავ საცხოვრებელ პირობებზეც რაღაცნაირად ძალდაუტანებლად, ბავშვურად გვიყვება…
დედა – მაია ყვება, რომ ბავშვებს ძველი, რკინის საწოლებისგან ძვლები სტკივათ, რომლებიც უკვე ჩაიზნიქა და მალე დაიშლება, მარიანა კი ამბობს, რომ საწოლზე თავის დათუნიასთან ერთად ხტუნაობა ძალიან მოსწონს!
მაია ჯავრით იხსენებს, რომ უკვე მე-5 დღეა, ბავშვებს მარტო მოხარშულ კარტოფილს აჭმევს, მარიანა კი ცელქობს – „ვაშა! კარტოფილი! მე ის დამესიზმრა!“
ბავშვებო, გვაპატიეთ უფროსებს, რომ კარგი ცხოვრება თქვენ მხოლოდ გესიზმრებათ… ეს ჩვენი ბრალია – „ჭკვიანი“ ხალხის ბრალი, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ წლინახევრის ანდრიას, 3 წლის მარიანას, 7 წლის ლიკას, 10 წლის შოთიკოს, 12 წლის მარიამს, 15 წლის ნინოს და ასევე, მათ მშობლებს, თვეში 780 ლარი უნდა ეყოთ! არა მხოლოდ საკვებზე, არამედ კომუნალურ გადასახადებზე, საფენებზე… ღმერთმა ნუ ქნას, ვინმე ავად გახდეს და წამალი დასჭირდეს… ჰოდა, ჰყოფნით კიდეც – კარგ სიზმრებზე!
– მაია, მოდით თავიდან დავიწყოთ. ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით?
მაია: მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ძალიან ვგავართ… „სად შეიყარეთ ასეთი ერთნაირები?“ – ხანდახან ხუმრობენ მეზობლები… საკუთარი საცხოვრებელი არ გაგვაჩნია. 15 წლის ვიყავი, დედაჩემი რომ გარდაიცვალა. მამა ხელმეორედ დაქორწინდა. წამოვიზარდე, ვიგრძენი, რომ საკუთარ სახლში ზედმეტი ვიყავი და წამოვედი. ჩემი ქმარიც „უსახლკაროა“. სულ პატარა იყო, მისი მშობლები რომ გარდაიცვალნენ. ის უფროსმა დამ გაზარდა, რომელიც 13 წლის წინ დაიკარგა – დილით სამსახურში წავიდა და მას შემდეგ ის არც ცოცხალი უნახავთ, არც მკვდარი…
საკუთარი სახლი არ გვაქვს და ნაქირავებ ბინებში დავყიალობთ, მაგრამ მშვიდად და შეთანხმებულად ვცხოვრობთ… ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობა – ბინის ქირას გვიხდიან და ეს ნამდვილი ხსნაა ჩვენი ოჯახისთვის! მიუხედავად იმისა, რომ სახლი ავარიულ მდგომარეობაშია, აქ ცხოვრება იმაზე უსაფრთხოა, ვიდრე ქუჩაში…
– დღეს სადილად რა გაქვთ?
მაია: იგივე,რაც გუშინ და გუშინწინ… უკვე მე-5 დღეა – კარტოფილი. ვხარშავ. კარაქი არ მაქვს, რომ შევწვა. გუშინ ოხრახუშით ვჭამეთ, დღეს – ალბათ ხახვით… არ ვიცი.
მარიანა (3 წლის): ვაშააა! კარტოფილი! კარტოფილი მინდა! და პური!
მაია: ოჰ, როგორი პოზიტიური გვყავს!.. მასთან ერთად არ მოიწყენ! მისთვის ყველაფერი „ვაშა!“ და „რა კარგია!“… მაგრამ მე ის ასეთი ცხოვრებისთვის არ გამიჩენია… იმედი მაქვს, შევძლებთ ფეხზე დადგომას. ყოველთვის ცუდად ხომ არ ვიქნებით?
– რაზე ოცნებობთ?
მაია: აი, ხანდახან ჩამოვჯდები და ვოცნებობ, როგორ გემრიელ ღვეზელებს დავუცხობდი ბავშვებს, როგორ წვნიანს გავუკეთებდი… გამოვაცხობდი რამეს… ალბათ ჯერ არ დამვიწყებია, როგორ… მაგრამ წერილ არს: „ადამიანი არა მარტო პურითა ერთითა ცოცხალ არს“, უფლის შემწეობას კი ყოველთვის ვგრძნობთ. ხანდახან ხდება, რომ ვფიქრობ – ხვალ ყველაფერი დასრულდება! ერთი გრამი ფქვილიც არ მაქვს, არც ბურღულეული ან კარტოფილი… და უცებ მეუღლეს დამატებით გამომუშავებაზე ეძახიან… ხან ვიღაცას ეზოს უსუფთავებს, ხან ბალახს თიბავს… დღეში 10-20 ლარს აძლევენ. ჩვენთვის ეს დღესასწაულია! ბავშვებიელიან, ნეტავ რას მოიტანს მათთვის მამა…
მარიანა (3 წლის): 100 კილონაყინს! და ნამცხვრებს! მორჩა, გეყოთ დედასთან საუბარი! აგერ, რამდენი ვართ რიგში!
– ვისგან დავიწყოთ?
მარიანა (3 წლის): რა თქმა უნდა, ჩემგან! მე ყველაზე პატარა ვარ! ანდრია კიდევ არ ითვლება, მტირალაა! ცოტა ხნის წინ დაიწვა და ტიროდა…
– შენ არ იტირებდი?
მარიანა (3 წლის):ასე – არა! მაგრამ ჩემთვის შეიძლება, მე ხომ პატარა ვარ? თან გოგო! მამა ამბობს, რომ ჩემთვის ყველაფერი შეიძლება! მე „პრინცესა“ ვარ!
– ნანა და მარიამიც „პრინცესები“ არიან?
მარიანა (3 წლის):არა! ისინი უკვე დიდები არიან! ამ სახლში „პრინცესა“ მარტო მე ვარ! ნანა ლამაზად ცეკვავს, მაგრამ „პრინცესა“ არ არის!
– მარიანა „არა-პრინცესებთან“ საუბრის ნებას თუ დამრთავს, მათაც დავუსვამ შეკითხვას, შეიძლება?
მარიანა (3 წლის):ძალიან თუ გჭირდებათ – ისაუბრეთ!
– ნანუკა, შენზე მოგვიყევი. „პრინცესა“ რომ არ ხარ, ეგ უკვე ვიცი.
ნანა (15 წლის):როგორც მარიანამ უკვე გითხრათ, მე ვცეკვავ. სამეჯლისო ცეკვებით ვარ დაკავებული… ეს მთელი ჩემი ცხოვრების საქმეა! ვოცნებობ, პროფესიონალი მოცეკვავე გავხდე, ერთხელ მაინც გავემგზავრო შეჯიბრზე და გავიმარჯვო! დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო შეჯიბრებებზე წასვლის შესაძლებლობა რომ მქონდეს, ყველას ვაჩვენებდი, რომ საქართველო ყველაზე კარგად ცეკვავს!
– ასეთ ლამაზ გოგონაზე ალბათ ბევრი ბიჭია შეყვარებული. მომავალ ოჯახზე თუ გიფიქრია?
ნანა (15 წლის):არა, არა, არა… რას ამბობთ?! ამაზე ფიქრი ჯერ ადრეა. ჯერ ცნობილი მინდა გავხდე, მერე – ვნახოთ…
– სანამ შენ ვარჯიშზე ხარ, დედას ვინ ეხმარება?
ნანა (15 წლის):მარიამი – ჩვენი მეორე დედა! სახლში ყველაფერს ის აკეთებს! ალაგებს, ჭურჭელს რეცხავს… სულ ანდრიასთან და მარიანასთან ერთად თამაშობს, ყველაფერს ასწავლის. თვითონაც ძალიან ჭკვიანია!
მარიამი (12 წლის): დიახ, დედიკო ასეც მეძახის – ჩემი დამხმარე! მიყვარს მარიანასთან ფუსფუსი, მისთვის ლაპარაკის სწავლება. ის ისეთი სასაცილოა! ჭკვიანი გოგო გაიზრდება, ჩემსავით! (იცინის).
– სკოლაში კარგად სწავლობ?
მარიამი (12 წლის): რა ვიციიიი, უფრო უკეთესადაც შეიძლება, მაგრამ იმედი მაქვს, ყველაფერი გამოვა!
– ვინ გინდა გამოხვიდე მომავალში?
მარიამი (12 წლის): ჯერ არ გადამიწყვეტია. ზუსტად ვიცი, რომ მინდა ბევრი ფული ვიშოვო და ჩვენთვის დიდი სახლი ვიყიდო! ყველანი ერთად იქ რომ ვცხოვრობდეთ! და საკუთარი ოთახი რომ მქონდეს, ოღონდ ისეთი არა, ახლა როგორიც მაქვს, არამედ ლამაზი! საწოლით და კარადით, რომელშიც უამრავი კაბა იქნება. ლამაზები – როგორებიც ჩემს მეგობრებს აქვთ!
შოთიკო (10 წლის):მე კიდევ პოლიციელი გავხდები და კარგ ადამიანებს ცუდებისგან დავიცავ! ახლაც მზად ვარ, პოლიციაში ვიმუშაო, მაგრამ ვიღაცამ ისეთი წესი მოიგონა, რომ ჯერ სკოლა უნდა დაამთავრო, მერე უნივერსიტეტი… და სანამ სკოლას დავამთავრებ, რომ გადავიფიქრო? აი, გავხდები პოლიციელი და ყოველთვის გემრიელ საჭმელს ვიყიდი ხოლმე!
– შოთიკო, ოცნება თუ გაქვს?
შოთიკო (10 წლის): იცით, რამდენი მაქვს? აი, ისეთი მაცივარი რომ არსებობდეს, რომელშიც მუდამ იქნებოდა სოსისები და ძეხვეული… ჩემი ყველაზე დიდი ოცნება კი – კომპიუტერია, ონლაინ გაკვეთილები რომ არ გამოვტოვო ხოლმე. თან, ცოტას თუ ვითამაშებ, ეგეც ხომ შეიძლება?
ლიკა (7 წლის):მე კიდევ სათამაშოები მინდა, მომიტანთ? თუნდაც ერთი, საყვარელი! თორემ ჩვენ მხოლოდ ძველი დათუნია გვაქვს! და მარიანასთვის – ნაყინი, თორემ უკვე ყურები წაიღო! ამბობდა, რომ თქვენ ყველაფერს მოიტანთ, იმიტომ რომ მას ასე დაესიზმრა…
მაია: მე სრულიად შემთხვევით ვნახე თქვენი გვერდი ფეისბუქზე. ყველა თქვენი პუბლიკაცია წავიკითხე და თითოეულ მათგანში ჩვენს ოჯახს ვხედავდი… ჩვენი უკანასკნელი იმედი ჩერნოვეცკის ფონდი და ჩვენი კეთილი თანამემამულეებია. მათ თქვენი ისეთი იმედი აქვთ, ისე უხარიხართ! რამდენი კეთილი ადამიანია ჩვენს საქართველოში!
– რა სჭირდება თქვენს ოჯახს ყველაზე მეტად, რით შეგვიძლია ჩვენ და ფონდის მეგობრებს თქვენი დახმარება?
მაია: ძალიან გვჭირდება პროდუქტები… ჩვენი მწირი შემოსავალი ყველაზე იაფზეც კი არ არის გვყოფნის… დიდად მადლობელი ვიქნები, ფქვილს თუ მოგვიტანთ – შვილებს პურებს დავუცხობდი…
ბავშვებს საწოლები და კომპიუტერი სჭირდებათ, სახლში არც ტექნიკა გვაქვს… კარგი იქნებოდა, ანდრიასთვის საფენებითაც თუ დაგვეხმარებოდით… თორემ საწყალს ერთი პამპერსი იმაზე დიდხანს უკეთია, ვიდრე საჭიროა… მაპატიეთ, რომ დახმარების თხოვნა მიწევს, მაგრამ როგორც ხედავთ, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვაქვს…
მჯერა, რომ უფალი თითოეული თქვენგანის სიკეთეს დაინახავს და დაგლოცავთ! გპირდებით, მე ფონდის ყველა მეგობრისთვის ვილოცებ! ჩვენ, ყველანი ვილოცებთ… და თქვენს შვილებს მფარველი ანგელოზი, ნიკოლოზი დაიცავს!
—
მეგობრებო, თუკი ეს ამბავი ბოლომდე წაიკითხეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის ამ პატარების ბედ-იღბალი სულ ერთი არ არის; ესე იგი, თქვენ ერთხელ მაინც გაიხსენებთ მათ, მოუყვებით თქვენს მეგობრებს, რომ ჩვენ გვერდით იმყოფებიან ბავშვები, რომლებსაც კარგი ცხოვრება მხოლოდ ესიზმრებათ! სწორედ ამას ელის ჩვენგან უფალი! ჩვენ ეს ოჯახი გაგაცანით, დანარჩენი – თქვენი საქმეა!
ოჯახს მწვავედ ესაჭიროება საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, ანდრიასთვის – საფენები, საწოლები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ბავშვებს ძალიან სჭირდებათ კომპიუტერი! მოდით, გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ ბავშვებს, რომ სასწაულები ხდება! მათ თითოეული ჩვენგანის სულიერი სიკეთის გულწრფელად სჯერათ. ნუ გაუცრუებთ იმედებს ჩვენ პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
ნაცვლიშვილების ოჯახის მონახულება შეგიძლიათ მისამართზე: ყვარელი, წერეთლის ქუჩა №3.
ან დაურეკეთ მაიას, კეთილი სიტყვებით გაამხნევეთ იგი და უთხარით, რომ ის მარტო არ არის. მაიას ტელეფონის ნომერია: 574 77 33 65
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ნაცვლიშვილებისოჯახის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ნაცვლიშვილების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus )
ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, მაიას და მის არაჩვეულებრივ შვილებსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270
სულ ხარჯები:
2066.00₾დარჩა:
0.80₾