ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ნახე, ნახე, რა გემრიელი სუფრა გვაქვს სახლში!

calendar სექტემბერი 29, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ხუმრობით, თუ სერიოზულობით მეუბნება პატარა ლიზი, სახლში რომ შევდივარ. „რამდენი კანფეტი და ორცხობილა დევს! შემიძლია, საათობით ვათვალიერო! განსაკუთრებით, აი, ის შოკოლადი მიყვარს, პური თუ უგემური შემხვდა, – თან თითით სუფრაზე მიჩვენებს…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

  

ხუმრობით, თუ სერიოზულობით მეუბნება პატარა ლიზი, სახლში რომ შევდივარ. „რამდენი კანფეტი და ორცხობილა დევს! შემიძლია, საათობით ვათვალიერო! განსაკუთრებით, აი, ის შოკოლადი მიყვარს, პური თუ უგემური შემხვდა, – თან თითით სუფრაზე მიჩვენებს… 

ეს ხუმრობა უხერხულობას მიქმნის… 

 – სუფრის გარდა, კიდევ რისი თვალიერება გიყვარს? 

 ლიზი (9 წლის):სათვალიერებელი აქ რა არის? ვხუმრობ, დეიდა! შენ რა, ხუმრობა არ გესმის? – და მშვენიერი, 9 წლის ბავშვის ღიმილით მიღიმის. – წამოდით, სჯობს ჩვენს ეზოს განახებთ. ოღონდ ფრთხილად! – თითს მაღლა იშვერს, – იქ მავთულხლართებია და არ დაშავდე… თორემ, მე მთელი ფეხები იარებით მაქვს დაფარული. აი, შეხედე!..

დედა ამბობს, რომ მავთულს მიღმაც ხალხი ცხოვრობს და ბევრი ბავშვია… და ყველაფერი ძალიან ლამაზია… მე კი არ მინახავს… ქალაქში ჩვენ სულ რამდენიმეჯერ ვართ ნამყოფი. იცით, იქ რამდენი რამ არის? დიდი ავტობუსები გინახავთ? იქ კიდევ უამრავი სხვადასხვა მანქანაა… ბევრი მაღაზია! ყველგან რაღაცას ყიდიან… და დიდი ქუჩებია…

 – რომელ ქალაქში იყავით? თბილისში?

 ლიზი (9 წლის):თბილისი ჩვენი – ჩემი და დედიკოს ქვეყნის, საქართველოს დედაქალაქია, მაგრამ იქ არ ვყოფილვართ. მის მონახულებაზე ვოცნებობთ! დედა ამბობს, რომ იქ ზოოპარკიც არის და მასში უზარმაზარი, თეთრი სპილო და დათვიც ჰყავთ… აი, წარმოდგენაც კი არ მაქვს, როგორი შეიძლება იყოს ის… დედა მიხსნის, რომ იქ კიდევ ბევრი, სხვადასხვა ცხოველი ცხოვრობს. გალიებში ცხოვრობენ, გესმის?! როგორ შეიძლება სპილო გალიაში იჯდეს? ამის გჯერათ? თქვენ გინახავთ ზოოპარკი? 

 – დიახ და იმედი მაქვს, რომ თქვენც მალე მოინახულებთ! თამარ, მართალია, რომ ბავშვები ქალაქში სულ რამდენჯერმე იყვნენ? 

 თამარი: დიახ, სამწუხაროდ, ასეა! ახლა, ამაზე უარეს ისტორიებს მოგიყვებით, რომლის დაჯერებაც უბრალოდ წარმოუდგენელია. 

დავითის დაბადების დღეზე ბავშვები გორში წავიყვანეთ. ცოტა ხანს, ქუჩებში ვიარეთ, სამ ბავშვს ერთი „სნიკერსი“ ვუყიდეთ და ეგ იყო! ბავშვებმა ტორტის ნაჭრის ყიდვა მთხოვეს… მაგრამ არ შეგვეძლო, რადგან უკან დასაბრუნებლად ფული არ გვეყოფოდა. დაიჯერებთ, რომ შუქი არ გვაქვს? 3 წელია დენის გარეშე ვცხოვრობთ! როგორც კი მოღამდება, მაშინვე ნავთის ლამპარს ან სანთლებს ვანთებთ. და ასე, ყოველდღე…

ბავშვებს სიბნელის ეშინიათ. დავითს პანიკური შიში აქვს. სანთელი თუ ჩაქრა და გარშემო არავინაა, შეიძლება უბრალოდ გაიგუდოს… ყოველთვე, 200 ლარს მხოლოდ სანთლებზე ვხარჯავთ, დაიჯერებთ?

 – და სადაც ცხოვრობთ, ეს რა ადგილია? აქაურობა უბრალოდ შემზარავია… ყველგან მავთულხლართია, როგორც ფილმებში ომზე! 

 თამარი:დიახ, ნამდვილად შემზარავია… აქვე, ახლოს, სამხედრო ნაწილია. ამ შენობაში, სადაც ახლა ვიმყოფებით, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, გეოლოგები ცხოვრობდნენ. ჩემი დედამთილი მათთან მუშაობდა და როდესაც მათ ეს შენობა დატოვეს, იქ ჩემი დედამთილი შესახლდა. ეს 33 წლის წინ იყო. მას შემდეგ, არაფერი შეცვლილა. ყველაფერი მხოლოდ ინგრევა და ლპება… 

როგორც უკვე გითხარით, ტერიტორია მავთულხლართით არის შემოსაზღვრული და ბავშვები თავს ხშირად იზიანებენ… სწორედ ამ დილას, ლიზიმ ფეხი იტკინა, მე კი ტკივილგამაყუჩებელიც კი არ მაქვს, რომ მას რამენაირად მაინც დავეხმარო… სახვევი და იოდიც კი არ მაქვს… აბა, ეს ცხოვრებაა?

რა იოდი? სახლში წყალიც კი არ მაქვს! წყლის მოსატანად 1 კილომეტრის გავლა გვიწევს. ნებისმიერ ამინდში! რამდენის ზიდვაც შემიძლია, მომაქვს. ხანდახან ბავშვები მეხმარებიან… ზევით თუ ვინმე ადის მანქანით, დიდ მარაგს ვიკეთებ, რომ ბავშვები ვაბანაო, სახლი დავალაგო. ზოგჯერ, თვეში ერთი-ორჯერ, ნაცნობებთან დავდივართ საბანაოდ… ეს ცხოვრება არაა, ეს საშინელი სიზმარია.

 – თქვენ ოჯახზე მოგვიყევით

 თამარი: ჩემი მეუღლე, გიორგი 38 წლისაა. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მისთვის მძიმე ფიზიკური შრომა არ შეიძლება, მაგრამ რა უნდა ქნა, როდესაც სახლში ერთი ნაჭერი პურიც კი არ არის? ხან სათიბად მიდის, ხან ეზოებს ალაგებს… მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ხანდახან, როგორც დღეს, მაგალითად, ჩვენ მხოლოდ პური გვაქვს. აი, ველოდები მეუღლეს, იქნებ გამიმართლოს და წიწიბურა მოიტანოს.. ან რამე სხვა… 

 – საერთოდ, რით იკვებებით

 თამარი: იცით, სწრაფი მომზადების ერთჯერადი სუპები არსებობს. ერთი შეკვრით მთელი ოჯახისთვის ვამზადებ… ვამატებ ერთ ცალ კარტოფილს, მაკარონს… ბევრი წყალი და ის თავის არომატს აძლევს, ნამდვილი საკვებივით. ისე კი, ძირითადად – მაკარონით… დღეს, მაგალითად, მარტო პური გვაქვს… სულ ესაა! ზემოდან წასასმელიც კი არაფერი გვაქვს. კარაქი, ჯემი – ეს ჩვენთვის ფუფუნებაა! ნინოს შეხედეთ, ორივე ლოყა გუშინდელი პურით აქვს გამოტენილი… და მოსწონს კიდეც. საბრალო ბავშვი!

 ლიზი (9 წლის): გინდათ, პურისგან ტორტის გაკეთება გასწავლოთ? სახლში კარაქი და შაქარი თუ არის, პურს კარაქი უნდა წაუსვათ, ზემოდან შაქარი მოაყაროთ და ისეთი გემრიელი გამოდის…

 – და ნამდვილი ტორტი როგორ კეთდება, იცი

 ლიზი (9 წლის):ერთხელ, დაბადების დღეზე, დედამ ტორტი მაჩუქა! ნამდვილი! დაბადების დღე 29 მარტს მაქვს. ნამდვილი დღესასწაული იყო! წარმოიდგინეთ – დაბადების დღის ტორტი! მაგრამ სამწუხაროდ, დათუნას ტორტი არასდროს ჰქონია. ის ისე განიცდის… სანთლები გვაქვს, ტორტი კი არა. 

 – დათუნა, დაბადების დღეზე, ტორტის გარდა, კიდევ რას ისურვებდი? 

 დავითი (6 წლის):მართვის პულტიან მანქანაზე ვოცნებობ! აი, ძალიან, ძალიან მინდა! მეტი არაფერი! ასეთი მანქანა რომ მქონდეს, პირობას ვდებ, ლიზის სათამაშოებს აღარასდროს წავართმევ! მას ერთი საყვარელი სათამაშო აქვს – სპილო და როდესაც მეც მინდა ხოლმე თამაში, მაშინ ვართმევ. ის კიდევ, თითქოს დიდი გოგოა, მაგრამ ტირილს იწყებს! 

 – შენ რა, დას ჩაგრავ?

 დავითი (6 წლის):აბა რა ვქნა? სხვა არავინ მყავს, რომ დავჩაგრო და ნინო ჯერ პატარაა, არ შეიძლება. აქ ბავშვები საერთოდ არ არიან! კიდევ გამახსენდა, რა მინდა! სპაიდერმენის ფორმა! მაშინ მართლა აღარ წავართმევ ლიზის სპილოს! 

 – ლიზი, შენ რაზე ოცნებობ?

 ლიზი (9 წლის): მე ველოსიპედზე ვოცნებობ! და ფეხსაცმელებზე. როგორც დათუნამ თქვა, აქ ბავშვები არ არიან და მათ მხოლოდ სკოლაში ვხედავ. სკოლა კი ძალიან შორსაა. საათზე მეტი დრო გჭირდება მისასვლელად. როდესაც კარგი ამინდია, სკოლაში სიარული შემიძლია – ფეხსაცმელი არ სველდება. თუ წვიმს კი – არ გამოდის. ფეხშიშველი ხომ არ ვიცლი? კიდევ, ძალიან მიყვარს ხატვა, მაგრამ მარტო ერთი შავი ფანქარი მაქვს. ნახატებიც კი არ გამომდის ფერადი. როგორც მთელი ცხოვრება, ნახატებიც ნაცრისფერი მაქვს. 

 დავითი (6 წლის): ძალიან გთხოვთ, დამპირდით, რომ კვლავ გვესტუმრებით და თქვენს შვილებსაც მოიყვანთ! ბავშვები ძალიან მიყვარს! ძალიან, ძალიან! 

 თამარი: ისინი ძალიან კეთილები არიან, საწყლებს, ცხოვრების მანძილზე კარგი არაფერი უნახავთ. არ მინდა, ზედმეტად სადმე გავიყვანო, რადგან მერე ძალიან განიცდიან, რომ ხედავენ, სხვა ბავშვებს სათამაშოები და სხვა გოგონებს ლამაზი კაბები რომ აქვთ… სხვებს საჭმელი რომ აქვთ… გემრიელი საჭმელი… არ მინდა, ჩემი შვილები ველურებივით იქცეოდნენ, რომ ყველაფერი შოკში აგდებდეთ. აი, ნინო ჯერ კიდევ პატარაა, მაგრამ ჩვენი მდგომარების წყალობით, მასაც ნერვული აშლილობა აქვს. დამაწყნარებლების გარეშე, ვერ იძინებს. 

 – თამარ, შეგიძლიათ, ჩვენს მკითხველებს მიმართოთ. დარწმუნებული იყავით, ამ ინტერვიუს შემდეგ, თქვენი ოჯახი მთელი საქართველოსთვის მშობლიური და ახლობელი გახდება. 

 თამარი:ფონდს სწორედ იმიტომ მივმართე, რომ ჩვენ შესახებ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეეტყო. მივმართე იმიტომ, ყველას გაეგო – წინა საარჩევნო დაპირებების ფონზე არიან ბავშვები, რომლებმაც არ იციან, რა არის შუქი და წყალი! მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ჩემს შვილებს ძალიან დიდი ხანია, ნორმალური საკვები არ უჭამიათ, არ გაუსინჯავთ ტკბილეული… 

 — 

აი, კიდევ ერთი ისტორია დასრულდა, სავსე ტკივილითა და უსაშველობით. არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. კანდიდატები ერთმანეთს ადანაშაულებენ და დებენ პირობებს, მაგრამ ვინ დაინახავს ამ უბედურ ოჯახს? ვინ იზრუნებს მათზე? ახლა, თუ მერე? საკითხავი აი, ეს არის! 

 ოჯახს ყველაფერი სჭირდება: საკვები, ჰიგიენური საშუალებები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; მაგრამ ყველაზე მეტად მათ წყალი და დენი სჭირდებათ! აგვიხსენით, როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში დენის გარეშე ცხოვრება? 

ალბათ, ეს ისტორია საჭირო ადამიანებამდეც მიაღწევს. ჩვენ ამის იმედი გვაქვს! იქნებ, ვინმემ მათთვისაც თქვას: „დაე, იყოს ნათელი!“

ყოველთვის, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და იხარეთ იმით, რომ ღმერთი ვიღაცის ლოცვებს თქვენი საშუალებით პასუხობს!

მოდით, გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ პატარებს, რომ სასწაულები ხდება! მათ გულწრფელად სჯერათ თითოეული ჩვენგანის სულიერი სიკეთის. ნუ გაუცრუებთ იმედს ჩვენს პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!

ოჯახის მონახულება შეგიძლიათ მისამართზე: გორი, ცხინვალის გზატკეცილი №3მათ ძალიან გაუხარდებათ. მათ სტუმრები ძალიან უყვართ!

ან დაურეკეთ თამარს, გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით და დაუმტკიცეთ, რომ ის მარტო არ არის. თამარის ტელეფონის ნომერია:568 73 45 86

 აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ კირთაძეების ოჯახისშესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულებათამარ კირთაძე).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, თამარს და მის არაჩვეულებრივ ბავშვებსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს– 0901 200 270

დედაჩემი აღარ ტირის

„თოვლის ბაბუას წერილი მივწერე და პულტიანი მანქანა ვთხოვე“, – გვიყვება შვიდი წლის დავითი. – „დედამმითხრა, რომ არ დავლოდებოდი, ის შეიძლება არ მოსულიყო, რადგან მას რაღაც კორონა აქვს. მაგრამ ტყუილია! თოვლის ბაბუას კორონა არ აქვს. მას ამისთვის არ სცალია! ნახეთ, რა მომიტანა! მაგარია, არა? ეს ყველაზე მაგარი მანქანაა!“

„მე კი Bambino-ს ჩექმები მომიტანა“, – ლიზის ერთი სული აქვს, თავისი საჩუქარი გვაჩვენოს. – „ხომ მიხდება? სტუმრად რომ წავალ, ჩავიცვამ ხოლმე. დეიდა, ნინის თქვენთვის თავისი ახალი სპორტული ფეხსაცმელების ჩვენება უნდა. წამოდით, ვნახოთ, თორემ ეწყინება“.

„ბავშვებო, ბავშვებო, მოგვეცით საშუალება, რომ ვისაუბროთ“, – იღიმის მათი დედა, თამარი. – „ისინი იმდენად ბედნიერები არიან, რომ უნდათ დაუყოვნებლივ გაგიზიარონ… ჩვენ მარტო ვცხოვრობდით, ჩვენი პრობლემებით განსაკუთრებულად არავინ დაინტერესებულა და უცებ ამდენი ყურადღება, ზრუნვა, სითბო, სიყვარული… თქვენ მე ადამიანების მიმართ რწმენა დამიბრუნეთ!“

მას შემდეგ, რაც ჩერნოვეცკის ფონდმა კირთაძეების ოჯახზე პოსტი გამოაქვეყნა, ისინი მკითხველების აქტიური ყურადღების ობიექტებად იქცნენ. თამარმა გვიამბო, თუ რა მოხდა მათ ცხოვრებაში ბოლო თვეების განმავლობაში.  

„გულწრფელად ვამბობ, ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი“, – აღიარებს ის. – „მაპატიოს ღმერთმა, მაგრამ ხალხით იმედგაცრუებული ვიყავი. ხშირად ვტიროდი… თუმცა, ახლა ვხედავ, რომ მართალი არ ვიყავი, დასკვნების გამოტანა ვიჩქარე. როდესაც სრულიად უცხო ადამიანები გირეკავენ, გწერენ, სტუმრად მოდიან და გეკითხებიან, რა სჭირდება შენს ოჯახს, ბავშვებს, სინდისი გაწუხებს, რომ ასე ფიქრობდი. ისინი თან არამხოლოდ ინტერესდებიან, არამედ საქმესაც აკეთებენ. გადმორიცხული თანხებით სარეცხი მანქანა და ორი საწოლი გვიყიდეს, უამრავი სურსათი მოგვიტანეს. ზოგიერთი მათგანი წლებია არ მიყიდია: შოკოლადის კარაქი, შოკოლადის ფილები, შესქელებული რძე, დამუშავებული ქარსალა. სად შეგვეძლო?.. ბავშვებმა ნადიმობა გამართეს, ცხადია. მე კი, როგორც დიასახლისს, თვალები გამიბრწყინდა, როდესაც სასარგებლო მარაგი დავინახე: კვერცხი, კარაქი, რძე, კარტოფილი, ბრინჯი, შვრია, მაკარონი“.

დავითი: დე, ორცხობილებზე და ძეხვზე არაფერი გითქვამს. ჩვენ ერთი ქილა „ნუთელაც“ დაგვრჩა.

თამარი: მაცალე, დათუნა, ყველაფერს ვიტყვი. ჩვენ ხომ საუბარი ჯერ ახლა დავიწყეთ?! შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ სურსათი ასე დაწვრილებით ჩამოვთვალე, მაგრამ სასიამოვნოა, როდესაც საკვები საკმარისად, უხვად გაქვს, ბავშვები დაპურებულები არიან და ოჯახურ მყუდროებას გრძნობენ, ხომ ასეა? ეს ყველაფერი კი კეთილი გულების დამსახურებაა!

– გვიხარია იმის გაგება, რომ თქვენს გულში სიმშვიდემ დაისადგურა და ინტერესით მოვისმენდით მკითხველების კონკრეტული სტუმრობის შესახებ.  

თამარი: ბათუმიდან ერთი სასიამოვნო ქალი გვესტუმრა, სახელად გურო (სრული სახელი – გურანდა). ჩვენ გამო, მან ამხელა მანძილი გადალახა გორამდე და უკან. უბრალოდ დაფიქრდით! ჩვენი ამბავი ნაცნობისაგან შეიტყო და მეგობრებთან ერთად, დახმარება გადაწყვიტა. თავისი მანქანით გურომ 10კგ კარტოფილი, სტაფილო, ბანანი, ბრინჯი, მაკარონი, კარაქი, პური, საქონლის ხორცი და ნაირ-ნაირი ტკბილეული მოგვიტანა. ამასთან ერთად, 50 ლარიც გვაჩუქა. როდესაც მისი მანქანა ჩვენი სახლის წინ გაჩერდა, ბავშვები მის შესახვედრად გაიქცნენ. ისინი ძალიან გულღიები, სიკეთისადმი ძალიან მგრძნობიარენი არიან. ყველაფერი ესმით და უნდათ მადლიერება გამოხატონ, გარს სითბო შემოგახვიონ.

ბათუმიდან მარიკაც აპირებს ჩამოსვლას. გურომ ჩვენი ოჯახის შესახებ სწორედ მისგან შეიტყო. სოფელი ტინისხიდიდან მშვენიერი სოფოც გვესტუმრა დედასთან, იასთან ერთად. თან ორჯერ. პირველ ჯერზე ქათმის ფეხები (სამი კილოგრამი), ტოლმა, ხორცის კვერები (ნახევარფაბრიკატები),  მზესუმზირის ზეთი, მურაბები და კონსერვები მოგვიტანა ზამთრისთვის. მეორედ დეკემბერში გვეწვია, ჩემი პატარა გოგონას დაბადების დღის წინ. 1 იანვარს ნინი სამი წლის გახდა. სოფო ძალიან ყურადღებიანია – მას საჩუქარი მოუტანა, ჩვენ კი ტანსაცმელი და ნივთები: ათი წყვილი შარვალი, სამი „დუტის“ ქურთუკი, საბანი. ამბობს, რომ თავის თანამშრომლებსაც ჩართავს აქციაში და ჩვენთვის ლეიბებსაც იშოვის. 

მინდა თოვლის ბაბუას პირადი წარმომადგენლის შესახებ შევიტყო. მისი სახელით ვინ მოვიდა?

დავითი: დედა, მოდი, მე მოვყვები!

თამარი: კარგი, დათუნა.

დავითი: დეიდა, ჯერ „მთავარი არხის“ ჟურნალისტები მოვიდნენ. ისინი ისეთი კეთილები არიან! შეგიძლიათ მათ ჩემი სახელით მადლობა გადაუხადოთ? მკითხეს, თოვლის ბაბუამ რა მოგიტანაო. დავიჩივლე, არაფერი მოუტანია მეთქი. მათ ალბათ თოვლის ბაბუას ნომერი აქვთ. მიწერეს ან დაურეკეს და ჰკითხეს: „დათუნა საჩუქრის გარეშე რატომ დატოვე?“ მას შერცხვა და სასწრაფოდ სამი საჩუქარი გამოგვიგზავნა – მეც, ლიზისაც და ნინისაც. ისინი თბილისიდან ძალიან კეთილმა დეიდამ ჩამოგვიტანა.

ვფიქრობ, თოვლის ბაბუას აღარასოდეს შეეშლება. ხედავ? ყველაფერი მშვენივრად მოგვარდა!  

თამარი: სატელევიზიო სიუჟეტი თბილისელმა გოგონამ, მარიამ კახნიშვილმა ნახა, დამირეკა და მკითხა: „გოგოებს რა ვუყიდო?“ დათუნას ოცნების – პულტიანი მანქანის შესახებ მან უკვე იცოდა. გოგოებს ფეხსაცმელები სჭირდებოდათ და ასეც ვუთხარი. ლიზის ჩექმები მაღაზია „Bambino“-დან არის – ლამაზი, მაღალი ხარისხის და ძალიან ძვირია. მე ასეთების ყიდვას ვერ შევძლებდი. ნინის სპორტულ ფეხსაცმელებს კი მასაჟორი აქვს, შეამჩნიეთ?

ოჰ, უნდა გენახათ, რა ხდებოდა, როდესაც დათუნამ მანქანის ყუთი გახსნა! ველური აღტაცება! სიხარულისაგან კინაღამ ჭერამდე შეხტა. დაახლოებით იგივე რეაქცია ჰქონდა ლიზისაც. მარიამი კი იღიმოდა და ტიროდა. მომხდარმა ისე ააღელვა, თავი ვეღარ შეიკავა.

თქვენი პოსტები ისეთ გამოხმაურებას იწვევს, ჩვენ გარშემო ყველაფერი ამოძრავდა. ტელევიზიის თანამშრომლებმა გორის მერიც შეაწუხეს კითხვით – რატომ ვართ ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე?

– ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია: მოახერხეთ თუ არა პოსტის მეშვეობით სახელმწიფო მოხელეებზე ზეგავლენის მოხდენა?  ელექტროენერგია და წყალი გაქვთ? ან პრობლემების გადაჭრის გზა მაინც თუ გამოჩნდა?

თამარი: მინდა დეპუტატი ბადრი ბათიშვილი აღვნიშნო. მისთვის ხმა ტყუილად არ მიგვიცია. იგი პირადად გვეწვია და სურსათი მოგვიტანა: თითო-თითო ყუთი მანდარინი და ვაშლი, სამი შეკვრა ფანტა, კოკა-კოლა, „ზედაზენი“, რამდენიმე ქათამი, თაფლი და რძე. ამისთვის მას დიდი მადლობა!

დანარჩენები ჩუმად არიან! მათ ალბათ საკუთარი პრობლემები აქვთ… ჩვენნაირებთან რა ესაქმებათ?..

თუ შეგიძლიათ, ფონდიდან ჩვენს მერს, კოტე თავზარაშვილს მიწერეთ. მთელი სიძნელე იმაში მდგომარეობს, რომ ეს სახლი ჩვენზე გაფორმებული არ არის. ჩვენ ფაქტობრივად უსახლკაროები ვართ. ნუთუ მას ეს არ ესმის? ენერგოკომპანია „გორი“ დენს მანამდე არ მოგვაწვდის, სანამ მერი არ გასცემს ნებართვას! აქ ხომ ელემენტარულ ადამიანურ პირობებზეა საუბარი?! ყველაზე ძირითადზე და აუცილებელზე – ტელევიზორისა და სარეცხი მანქანის გამოყენებაზე. თმის საშრობი, მიქსერი, მტვერსასრუტი და მსგავსი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც ელექტროენერგიას მოიხმარს, ჩვენ არ გვაქვს.

– დეპუტატს რატომ არ სთხოვეთ?

თამარი: უხერხულია! ის ისეთი კარგი ადამიანია… მომერიდა!

  დიდხანს ვიცადეთ, მაგრამ ახლა, კი ხედავთ, რომ დროებით წმინდაწყლის უბანში, ნაქირავებ ბინაში გადმოვედით. სამი კვირაა, რაც აქ გადმოვსახლდით. სექტემბრიდან ჩემი შვილები ონლაინ გაკვეთილებს ვეღარ ესწრებიან. მათი სკოლიდან გარიცხვის საკითხიც კი დადგა. განა ეს ჩვენი ბრალია? მე თანამედროვე ტელეფონი არ მაქვს, რომ Teams-ში შევიდე. ბავშვებს, შეძლებისდაგვარად, მე თვითონ ვამეცადინებდი, მაგრამ მე ყველაფერი არ ვიცი, არც უნივერსალური მასწავლებელი ვარ. ბევრი რაღაცის დაძლევა თავადაც მიჭირს. ბავშვები ინგლისურში და მათემატიკაში ძალიან ჩამორჩნენ. კერძო მასწავლებლების ფული კი არ გვაქვს. მე და ჩემმა მეუღლემ ყველაფერი ავწონ-დავწონეთ და გადავწყვიტეთ, რომ მდგომარეობიდან გამოსავალი უნდა მოგვეძებნა. ჯერჯერობით აქ ვიცხოვრებთ. ბინის ქირაში 200 ლარს ვიხდით, მაგრამ ბავშვებს თავიანთი ნოუთბუქებიდან ინტერნეტში შესვლა მაინც შეუძლიათ. თან სარეცხი მანქანა და ერთი საწოლი წამოვიღეთ.

– ნაქირავებ ბინაში დენთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა, ანუ სარეცხი მანქანა უკვე შეაფასეთ?

თამარი: ვხუმრობ ხოლმე, რომ ახალი, ყველაზე დაუღალავი ოჯახის წევრი შემოგვემატა. როგორც იქნა, ამოვისუნთქე. მე ხომ გულის პრობლემები მაქვს. ხელით რეცხვა, თანაც ასეთი მოცულობით (ჩვენ ექვსნი ვართ: მე, მეუღლე, სამი შვილი და დედამთილი), ჩემთვის ძალიან დიდი დატვირთვა იყო. დედამთილიც ავად მყავს. მას წნევები და თავბრუსხვევა აქვს, მუდმივად წამლებზეა. ახლახან წაიქცა და ფეხი ძალიან იტკინა… ასე რომ, თქვენ ფასდაუდებელი მომსახურება გაგვიწიეთ! და ამას გარდა, სარეცხი ფხვნილითაც უზრუნველგვყავით.

ლიზი: როდესაც დედას არ სცალია, ის სარეცხი მანქანის გამორთვას მე მთხოვს. უკვე ვიცი, როგორ. ახლა ვთხოვ, ჩართვა და პროგრამის დაყენება მასწავლოს.

თამარი: ეს ჩემი ჭკვიანი გოგოა. ისე მიხარია, საოჯახო საქმეების მიმართ ინტერესს ადრეული ასაკიდანვე რომ ავლენს! ხვეწნა არ მჭირდება, თვითონვე უნდა, რომ ყველაფერი იცოდეს და შეეძლოს.

– თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, რომ მკითხველებს უშუალოდ მიმართოთ და თქვენი გრძნობები გაუზიაროთ.

თამარი: ჩემს მადლიერებას საზღვარი არ აქვს. თითოეული თქვენგანისთვის ვლოცულობ და უფალს თქვენს მფარველობას ვთხოვ. თქვენ მე იმედი დამიბრუნეთ მაშინ, როდესაც უიმედობით დაღლილმა, კინაღამ ხელი ჩავიქნიე. თქვენ ჩემი გულისტკივილი იგრძენით და ჩემს გვერდით აღმოჩნდით. მეტი შესაძლებლობა რომ მქონდეს, მეც იგივეს გავაკეთებდი. ახლა რთული დროა. ყველანი გამოცდას გავდივართ; მაგრამ საქართველოს სიყვარული და თანაგრძნობა გადაარჩენს!

– თქვენ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობთ და შესაბამისად, გარდაუვალი ხარჯებიც წარმოიქმნა. რა გჭირდებათ ახლა, რით შეგვიძლია დახმარება?

თამარი: საყოფაცხოვრებო პრობლემებზე მეტად ბავშვების ჯანმრთელობა მაწუხებს. ნინის ტომოგრაფია და მკურნალობა სჭირდება. ექიმები მისთვის აცრების გაკეთებაზე უარს აცხადებენ, სანამ ზუსტი დიაგნოზი არ გვექნება. მხოლოდ „ატარაქსი“ დაგვინიშნეს, რომელიც რეგულარულად უნდა მივიღოთ. ნინის მკურნალობა ჩემი და ჩემი მეუღლის მუდმივი სადარდებელია. ის ძალიან ცოტა ფულს შოულობს, მეც დალაგებით გამაქვს თავი, რაშიც 10-20 ლარს იხდიან. პურის ფულია. ტომოგრაფია (1800 ლარი) ჩვენთვის მიუწვდომელია. (ოხრავს.)

– მაგრამ პრობლემების ერთად გადაწყვეტა უფრო მარტივია, ხომ ასეა? იმედს ნუ დავკარგავთ და დაველოდოთ მდგომარეობის განვითარებას. ჩვენ ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანი გვკითხულობს. დარწმუნებული ვარ, გამოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა აუცილებლად გამოჩნდება.

ლიზი: დეიდა, უკვე მიდიხართ? შემდეგ ჯერზე მინდა ჩემს სახლში, ჩემს ლამაზ ოთახში მიგიღოთ.

ნინი: ჩამეხუტე რა!

დავითი (გვერდზე გავყავარ):ყველას მადლობა გადაუხადეთ, კარგი?

კი, რა თქმა უნდა, დათუნა.

დავითი:დედაჩემი ისე აღარ ტირის, როგორც უწინ. ეს მე ყველაზე მეტად მახარებს.

***

ამ პატარა ბიჭის სიტყვებმა, რომლებიც სულში ღრმად ჩამებეჭდა, ცრემლებამდე შემძრა. ბავშვის მადლიერება! განა ეს არ არის მადლიერების უმაღლესი ფორმა?

უნებლიეთ კითხვა გებადება, რატომ არის უბრალო ხალხი უფრო კეთილი და მეტად გულისხმიერი ვიდრე ისინი, ვისაც ძალაუფლება აქვს? ჩვენ და თქვენ არავითარი უფლებამოსილება არ გაგვაჩნია, მაგრამ გვაქვს გულის ძახილი, რომელიც უფლებას არ გვაძლევს გულგრილები დავრჩეთ. ჩვენო მკითხველებო, მადლობა იმისთვის, რომ დამკვირვებლის პოზიცია არასდროს გიკავიათ, არ ელოდებით, სიკეთეს სხვა როდის გააკეთებს და პრობლემებს როდის მოაგვარებს. დასახმარებლად თქვენ პირველები მოდიხართ და დარწმუნებული ვარ, რომ თამართან და მის შვილებთან ნაცნობობის გაგრძელებას ამ პოსტის წაკითხვის შემდეგაც მოინდომებთ – დაურეკავთ მათ ან ესტუმრებით. თქვენ თბილი და გულითადი მიღება გელოდებათ. ბავშვებს ურთიერთობა სწყურიათ და სტუმრები უხარიათ. პირადად გაესაუბრეთ თამარს და გადაწყვიტეთ, როგორ სჯობს მათი ოჯახის დახმარება.

ეწვიეთ ოჯახს მისამართზე:გორი, წმინდაწყლის უბანი, ტყვიავის ქუჩა №1; საკონტაქტო ტელეფონის ნომერი:577-92-40-45.

    თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე დროსდაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება – კირთაძეების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/633-kirtadze/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთსაკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 ოქტ 29
პროდუქტები
250.00₾
2020 ოქტ 29
საწოლი
600.00₾
2020 ნოე 27
სარეცხი მანქანა
635.00₾
2020 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
445.00₾
2020 დეკ 09
პროდუქტები
350.00₾
2021 თებ 08
პროდუქტები
67.00₾

სულ ხარჯები:

2347.00₾

დარჩა:

0.22₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.02.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.02.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.02.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.02.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.02.2021 20:00:00
₾0.02
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2021 20:00:00
₾6.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.02.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.02.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.02.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.02.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.02.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.12.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.12.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.12.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.12.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.12.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.12.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.12.2020 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾2,347.22

173 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,347.22

173 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება