ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დეიდა, რატომ არ უნდა ჩემს ძმას ჩემთან საუბარი?

calendar სექტემბერი 30, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

– საგონებელშია პატარა ლილე (3 წლის) და კითხვებით: რატომ? რატომ არ შეუძლია მას ჩემთან თამაში? – დაუსრულებლად გულს უფლეთს დედას, მარიკას (22 წლის).
პატარა დენისი 1 წლის და 3 თვისაა, მაგრამ მას არც ჯდომა შეუძლია, არც სიარული, არც საუბარი, ჭამითაც – ბოთლით ჭამს. მის საბრალო დედას – მარიკას, მანანის ფაფის გარდა, მისთვის სხვა საჭმელი არაფერი აქვს. არადა, საკვების გარდა, მის ვაჟს მუდმივად სჭირდება სამედიცინო დახმარება! დაუსრულებელი ანალიზები, გამოკვლევები, პროცედურები – ეს ყველაფერი ძვირი ჯდება!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
– საგონებელშია პატარა ლილე (3 წლის) და კითხვებით: რატომ? რატომ არ შეუძლია მას ჩემთან თამაში? –  დაუსრულებლად გულს უფლეთს დედას, მარიკას (22 წლის).
პატარა დენიზი 1 წლის და 3 თვისაა, მაგრამ მას არც ჯდომა შეუძლია, არც სიარული, არც საუბარი, ჭამითაც –  ბოთლით ჭამს. მის საბრალო დედას – მარიკას, მანანის ფაფის გარდა, მისთვის სხვა საჭმელი არაფერი აქვს. არადა, საკვების გარდა, მის ვაჟს მუდმივად სჭირდება სამედიცინო დახმარება! დაუსრულებელი ანალიზები, გამოკვლევები, პროცედურები – ეს ყველაფერი  ძვირი ჯდება! 
         – ღმერთო, მომეცი ძალა, რომ ჩემი შვილის ჯანმრთელობისთვის ვიბრძოლო! – ცხარე ცრემლებით ტირის საბრალო, მარტოხელა დედა, მარიკა (22 წლის). – მადლობა ღმერთს, დედამთილი მაინც მყავს გვერდით, თორემ არც კი ვიცი, როგორ გავართმევდი თავს… პატარა ანგელოზების – ლილესა (3 წლის) და დენიზის (1,3 წლის) ბებია – მერი (43 წლის) შეძლებისდაგვარად ცდილობს, რძალს გვერდში დაუდგეს, მაგრამ არც მან იცის, სად იშოვოს საყვარელი შვილიშვილის სამკურნალოდ საჭირო ზღაპრული თანხები. 
         მეგობრებო, ჩვენი მზიანი საქართველო მსოფლიოში ყველაზე კეთილი ადამიანების სამშობლოა, რომლებიც ახლობელს გასაჭირში არასოდეს ტოვებენ და ყოველთვის გაუხსნიან გულს თანაგრძნობას. 
დღეს, პატარა დენიზს ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება და დარწმუნებულები ვართ, მისი ლამის სასოწარკვეთილი ოჯახი სწორედ უფალმა მოიყვანა ჩვენ ფონდში. 
     – მარიკა, დაწვრილებით მოგვიყევით, რა დაავადება აქვს თქვენს შვილს?

მარიკა: ჯერ კიდევ ორსულობის დროს, ექიმებმა შემატყობინეს, რომ ნაყოფმა ზრდა და განვითარება შეწყვიტა… ჩემი დენიზი სულ მთლად პაწაწინა  დაიბადა, კნუტივით – 2,600კგ. საშინელი სეფსისით… მთელი 25 დღე რეანიმაციაში გავატარეთ… მეგონა, გავგიჟდებოდი! მაგრამ უფალი მოწყალეა! ჩემი პატარა გამოწერეს და გამომშვიდობებისას, გვითხრეს, რომ 3 თვეში აუცილებლად უნდა გადაგვეღო თავის ტვინის სურათი. გადავიღეთ კიდეც… ვიცოდი, რომ სისხლჩაქცევები და ტვინის პარკუჭებში ჭარბი რაოდენობის სითხე ჰქონდა, მაგრამ არ მეგონა, პრობლემები ასეთი სერიოზული თუ აღმოჩნდებოდა. სურათი გადავიღეთ და დავადგინეთ, რომ ჩემი ბიჭი გონებრივად ჩამორჩენილია და გაურკვეველია, საერთოდ შეიძლება თუ არა მისი დახმარება. ახლა ის 1 წლის და 3 თვისაა. მას არც სიარული შეუძლია, არც ჯდომა, არც საუბარი, არც ხელში კოვზის ჭერა. საბრალო, მხოლოდ ტირის… 
– როგორია პროგნოზი და რის გაკეთება შეიძლება პატარას დასახმარებლად?

მარიკა: ჯერჯერობით, მკურნალობა გამორიცხულია. ახლახან, სახელმწიფომ დენიზის სამკურნალო მასაჟები დააფინანსა, მაგრამ სხვა მხრივ, ექიმებს „შეხების“ ეშინიათ. ზუსტი დიაგნოზი ჯერ კიდევ არ გვაქვს და ერთი პრობლემის მკურნალობისას, მნიშვნელოვანია, მას სხვა მხრივ არ ვავნოთ. 
ჩვენ მუდმივად ვიტარებთ კვლევებს. სამ თვეში ერთხელ აუცილებელია თავის ტვინის სურათის გადაღება, მუდმივად ვაბარებთ ანალიზებს… ეს ყველაფერი ზღაპრული თანხები ჯდება და ყოველ ჯერზე, სულ უფრო და უფრო მიჭირს გადახდა. უკვე ყველასგან ვისესხეთ, ვისგანაც შეიძლებოდა. ახლა,  ჩემი შვილისთვის გარკვეული რაოდენობის ანალიზების ჩატარებაა საჭირო, რომელთა საერთო ღირებულებაც დაახლოებით 300 ლარია. საიდან მოვიტანო? მეუღლე მაინც რომ მყავდეს გვერდით… 
– რა მოხდა, მარიკა? რა მიზეზით არ არის თქვენი მეუღლე თქვენ გვერდით?
 
მარიკა: ეს სამწუხარო ამბავია და ამაზე საუბარი არ მსურს… საშინელ გარემოებათა დამთხვევით, იგი ციხეში აღმოჩნდა. მე ფული არ მქონდა, რომ მისთვის ნორმალური იურისტი ამეყვანა. ზუსტად ვიცი, ის დამნაშავე არ არის და ამას არ იმსახურებს. ისეთი შრომისმოყვარე მყავს! ისეთი მზრუნველი მამაა!
 
– თუ საიდუმლო არ არის, ერთმანეთი როგორ გაიცანით?

მარიკა: მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, ჩემი მეუღლე კი საზღვარგარეთ მუშაობდა – ჯერ ესპანეთში, შემდეგ ანტალიაში. ზოგადად, ძალიან მშრომელია. ყველაფერი, რასაც ჩვენს სახლში ხედავთ, მან გამოიმუშავა მძიმე შრომით! ისეთი მყავს: „ყველაფერი – სახლში!“. მდიდრულად არასოდეს გვიცხოვრია, მაგრამ არც გვიჭირდა. ბავშვებისთვის საჭმელი და ჩასაცმელი ყოველთვის გვქონდა.  ერთმანეთი „ადნაკლასნიკებში“ გავიცანით (იცინის). დიდხანს ვწერდით ერთმანეთს, მერე – შევხვდით. არაჩვეულებრივ საჩუქრებს და სიურპრიზებს მიკეთებდა. ჩვენი ქორწინების დღე ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში! ახლა კი, მარტო დავრჩი, ავადმყოფი შვილით ხელში და შესაძლოა იგი მთელი 5 წელი ვეღარ ვნახო. წარმოდგენაც კი არ მაქვს, როგორ მოვახერხებ ჩვენი შვილების მარტო აღზრდას. 
– ავადმყოფი ბავშვის აღზრდაში ყველაზე რთული რა არის? 

მარიკა: ჩემ შემთხვევაში, ყველაზე რთული გაურკვევლობაა. არ ვიცი, რას ველოდო. საერთოდ, არის თუ არა შესაძლებელი ჩემი შვილის ფეხზე დაყენება და გახდება თუ არა იგი ოდესმე სრულფასოვანი ბავშვი? ასევე, მუდმივი შიში… შიში, რომ ფინანსურად თავს ვერ გავართმევთ და ვერ შევძლებთ ჩემი ბიჭის დახმარებას… 
– რა რჩევას მისცემდით დედებს, რომლებიც თქვენსავით საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან?

მარიკა: სიმტკიცე შეინარჩუნეთ და ნუ დაკარგავთ სულიერებას, რადგან წინ რთული ბრძოლა გველის, ჩვენი შვილების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის და ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ, მათთვის ძლიერები ვიყოთ!
– ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ ასეთი უბედურება დაგატყდებოდათ თავს?

მარიკა: იცით, სიმდიდრეზე არასოდეს მიოცნებია. ერთადერთი, რაც ყოველთვის მინდოდა – მშვიდი, ოჯახური ცხოვრებაა, რომ ჩემს შვილებს არაფერი აკლდეთ, დანაყრებულები და ჩაცმულები იყვნენ. ასეც იყო! ჩემს მეუღლეს ჩვენი უზრუნველყოფა, ასე თუ ისე, შეეძლო. შემდეგ კი, რაღაცნაირად, ყველაფერი ერთად დაგვატყდა თავს… ბავშვის ავადმყოფობა, ყველა ეს საშინელება… თავს ვიმაგრებ, რადგან ვიცი, რომ ჩემს შვილებს ვჭირდები. 
– არავინ გეხმარებათ? მშობლები ან ნათესავები? 

მარიკა: ჩემი მშობლები ქობულეთში ცხოვრობენ და ერთადერთი, რითიც დახმარება შეუძლიათ, ნატურალური, ძროხის რძეა – ბავშვებისთვის. სხვა მხრივ, ისინი თავადაც სოციალურად დაუცველები არიან და დახმარებას საჭიროებენ. 
ჩვენ ჩემს დედამთილთან ვცხოვრობთ. იგი საოცარი ქალია. მე და დენიზი სულ ექიმებთან დავდივართ, ის კი ჩემს უფროს გოგონასთან რჩება. ჩემი ლილე ძალიან ჭირვეული და თავისებური ბავშვია. ადრე, ჩემი დედამთილი ჩაის კრეფდა პლანტაციებზე და ასე შოულობდა ცოტაოდენ ფულს, რაც ძალიან რთულია; მაგრამ ახლა, პანდემიის გამო, ესეც აღარ არის. მამამთილი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ზოგჯერ, ნათესავები კარტოფილს და ხილს გვიგზავნიან სოფლიდან. თავადაც გესმით, იქ უმუშევრობაა და ცხოვრება ძალიან რთულია. სულ ესაა, რისი გაკეთებაც ჩვენთვის შეუძლიათ, მაგრამ არ ვწუწუნებ. უბრალოდ, ჩემს ბიჭს დიდი თანხები სჭირდება გამოკვლევებისთვის, ფული კი არ გვაქვს და მინდა, მოვკვდე, რადგან მისი დახმარება არ შემიძლია…
  
– ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას. დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად?

მარიკა: მე მარტო იმას ვაკეთებ, რომ ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოში დავდივარ და განცხადებებს ვწერ. ბავშვს ბევრი რამ სჭირდება: საკვები, საფენები, წამლები, გამოკვლევები, ანალიზები… მე ხომ უფროსი გოგონა მყავს და მასაც სჭირდება კვება, ჩაცმა…
ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლება არ მეხმარება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს დახმარება ცოტაა. ჩვენ ნაწილობრივ დაგვიფინანსეს MRT, მასაჟის კურსი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის… ანალიზებს საერთოდ არ აფინანსებენ, ჩვენ კი გენეტიკური ანალიზი გვაქვს გასაგზავნი ამერიკაში. 2000 ევრო იმისთვის, რომ პასუხი 2 თვეში მივიღოთ. უფასოდ გაკეთების შემთხვევაში პასუხი 1,6 წელიწადში მოგვივა, არადა, ჩვენთვის ყოველი წამი ძვირფასია!
– რაში ხედავთ ხსნას? 

მარიკა: სახლში სულ ვლოცულობ. ჩვენ ძალიან მორწმუნე ოჯახი ვართ, ჩემი ქმარიც, დედამთილიც… სხვაგვარად, როგორ? ზეციური ძალების და სასწაულის თუ არ გჯერა, როგორ უნდა გაუმკლავდე ყველა იმ განსაცდელს, რასაც ბედი გვიგზავნის?
– უცხო ადამიანების სიკეთის თუ გჯერათ? 

მარიკა: რა თქმა უნდა, მჯერა! თვალებით ყოველთვის ხვდები, როგორია ადამიანი – კეთილი თუ ბოროტი, თანაგიგრძნობს თუ არა… მახსოვს, როდესაც მაღაზიაში ვმუშაობდი, გამყიდველად, ერთი სრულიად უცნობი ქალი ჩემდამი იმდენად კარგად განეწყო, რომ ყელსახვევი მოიტანა და მაჩუქა. ისე მესიამოვნა! ყურადღება და ადამიანური სითბო – ეს არის ყველაზე მთავარი ცხოვრებაში!
– მარიკა, ამ შენობაში როგორ აღმოჩნდით? 

მარიკა: ეს ოთახები, თვითნებურად, სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა დაიკავეს. ჩვენ აქ 6 წლის წინ დავსახლდით. ახლობელმა გვითხრა, ერთი თავისუფალი ოთახი არისო. ძალიან ვიწროდ ვართ, მაგრამ წასასვლელი არსად გვაქვს. ისიც, მუდმივად იმის შიშში ვართ, რომ გაგვასახლებენ… სხვა რა გზაა? საკუთარი საცხოვრებელი არ გაგვაჩნია…
– რა შემოსავალი აქვს თქვენს ოჯახს? რაზე გყოფნით? 

მარიკა: გვყოფნის? ძალიან ხმამაღალი ნათქვამია! ჩვენ სოციალურ შემწეობას ვიღებთ, 280 ლარის ოდენობით. პროდუქტები, საფენები, წამლები, კომუნალური მომსახურებების გადასახადები… ასე რომ, გამოდის, მხოლოდ კარტოფილით ვიკვებებით.
– აი, მაგალითად, რას ჭამენ ბავშვები? როგორია მათი ყოველდღიური კვება? 

მარიკა: უფროს გოგონას შემწვარი კარტოფილი უყვარს. ხორცის კვერები ენატრება… პატარას კი ძროხის რძეზე დამზადებულ მანანის ფაფას ვაჭმევ… ბოთლით. ხელოვნური კვების ფული უკვე აღარ გვქონდა, ამიტომ ამ შენაძენზე უარის თქმა მოგვიწია.  ლილე საბავშვო ბაღში რომ დადიოდა, უფრო იოლი იყო – იქ ნორმალურად აჭმევდნენ ხორცსაც, თევზსაც; სახლისთვის კი მარცვლეულს და მაკარონს იძლევიან. 
– თუ შეიძლება, თქვენს პატარას გავესაუბრები. ლილე, რა ლამაზი გოგო ხარ! აბა, მოგვიყევი, საბავშვო ბაღში დადიხარ? 

ლილე (3 წლის): ადრე დავდიოდი, ახლა – აღარ! დედა ამბობს, რომ ბაღი დაიხურა. მე კიდევ, ისე მიყვარს ბავშვებთან თამაში. იქ მხიარულებაა, ბევრი სათამაშო! 
– საყვარელი სათამაშო თუ გაქვს?

ლილე (3 წლის): თოჯინა მაქვს, რომელიც მამიკომ მაჩუქა! ნახეთ, რა ლამაზია! მას ჩემთან ერთად სძინავს… მაგრამ ყველაზე მეტად, ბავშვებთან ერთად, ეზოში თამაში მიყვარს – ქვიშით, დაჭერობანა… აი, თვითმგორავი რომ მქონდეს, უფრო გავერთობოდი! თითქმის ყველას აქვს, ჩემ გარდა… (მძიმედ ამოიოხრა გოგონამ). მე მასზე ისე ვოცნებობ… დედას ვეხვეწები, რომ დაბადების დღეზე მაჩუქოს… ის მეუბნება, რომ ჯერ მაგის ფული არ გვაქვს, მაგრამ როდესაც გვექნება, აუცილებლად მიყიდის! 
– დაბადების დღე როდის გაქვს, ლილე?

ლილე (3 წლის): დედა ამბობს, რომ ძალიან მალე!..
მარიკა: 6 ოქტომბერს… მაგრამ თვითმგორავს რაც შეეხება, ეჭვი მეპარება. ნეტავ, ანალიზებისთვის მაშოვნინა ფული… – მძიმედ ოხრავს ახალგაზრდა ქალი. 
– ნუ დარდობ, პატარავ, ოცნებები ყოველთვის ხდება! თმა ასე ლამაზად ვინ დაგიწნა? 

ლილე (3 წლის): დედიკომ! ის მთელ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და კეთილია! ერთი ეგაა, ჩემი ძმა ხშირად ტირის. მას თავი სტკივა და დედაც,  მასთან ერთად, მუდმივად ექიმთან დადის! მინდა, მეც ექიმი გავხდე. ჩემს ძმას მე თვითონ მოვარჩენ და დედასაც აღარ მოუწევს მისი სადმე წაყვანა! მე ისე ძალიან მინდა მასთან ერთად თამაში, მაგრამ მას არ სურს… იგი არ დადის, არ საუბრობს! დედა ამბობს, რომ ის ავადაა. დეიდა, თქვენ შეგიძლიათ მისი დახმარება?  
– გვერწმუნე, შენი ძმა აუცილებლად გამოჯანმრთელდება! მარიკა, თქვენი გოგონა თვითმგორავზე ოცნებობს. აი, თქვენ რაზე ოცნებობთ? 

მარიკა: ყველაზე ფარულ ოცნებებში მე ჩემს შვილს ჯანმრთელს ვხედავ… და მეუღლეც გვერდით მყავს… ვოცნებობ წყნარ, მშვიდ ცხოვრებაზე, ჩემი შვილების ჯანმრთელობაზე… მე არც ფული მჭირდება, არც ფუფუნება, ოღონდაც ჩვენს ოჯახში ყველაფერი კარგად იყოს. 
– ამ წუთას, პირველ რიგში, კონკრეტულად, რა დახმარება გჭირდებათ?

მარიკა: მე ახლა მხოლოდ ჩემს ვაჟზე ვფიქრობ. ანალიზები დიდი ხნის წინ უნდა გაგვეკეთებინა, მე კი ვერაფრით ვშოულობ ფულს – 300 ლარს… და ასეა მუდმივად: საკვები, საფენები, წამლები, ანალიზები! უკვე თავს ვეღარ ვართმევთ… 
ჩვენ კიდევ ერთი, დიდი პრობლემა გვაქვს – გაზქურა არ გვაქვს! ზამთარში შეშის ღუმელს ვანთებთ, ზაფხულში კი გაზის ბალონზე ვამზადებთ საჭმელს. ეს ძალიან საშიშია. ღამღამობით არ მძინავს, სულ გაზის სუნი მელანდება. ამ საკითხში დახმარება რომ შეძლოთ, ბავშვებს აღარ მოუწევდათ ამ საშინელების სუნთქვა.  
ჩვენ ნებისმიერი დახმარება გაგვიხარდება. ვიცი, თქვენს ფონდს ბევრი კეთილი მეგობარი ჰყავს. თქვენ უკვე იმდენს დაეხმარეთ! 
ხედავს უფალი, მე მხოლოდ დენიზისთვის ვითხოვ. მარტო თავს ვერ გავართმევ. ჩემს პატარა ბიჭუნას ძალიან, ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება! 
————        
მეგობრებო, მელაძეების ოჯახი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. დედას – მარიკას, მარტო უწევს შვილის, დენიზის (1,3 წლის) სენთან გამკლავება. ბავშვის ავადმყოფობა, თავისთავად, უმძიმესი გამოცდაა ოჯახისთვის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ფინანსურად ისინი ასეთი შეზღუდულები არიან.
         პატარა დენიზი 1 წლის და 3 თვისაა. მას არც ჯდომა შეუძლია, არც ხოხვა, სიტყვასაც კი არ ამბობს და მხოლოდ ბოთლიდან ჭამს. მას უბრალოდ ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება, მეგობრებო! მისი გამოკვლევა და ანალიზები ძვირი ჯდება. ოჯახს ძალიან სჭირდება: საფენები, საკვები პროდუქტები და წამლები. 
შეგიძლიათ დაურეკოთ მარიკას და გაამხნეოთ იგი კეთილი სიტყვებით! მას ძალიან გაუხარდება! ტელეფონის ნომერი:  571 33 22 22.
          მელაძეების ოჯახის მონახულება შეგიძლიათ მისამართზე: ბათუმი, ტბეთის ქუჩა, კორპ. 12, ბ.16 

           და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის უბედურების შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: მელაძეების ოჯახი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).
ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, მელაძეების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს! 
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

თქვენ ჩემი შვილები ჩაიხუტეთ და გულში ჩაიკარით

–დე, დღეს ყველაფრის ყიდვა შეგვიძლია? – კითხულობს პატარა ლილე.

–ჰო, ჩემო გოგოვ, – იღიმის მარიკა.

–და ურიკა გვჭირდება?

–ორი ან სამი ურიკაც კი!

–დე, წამო, იქ წავიდეთ, სადაც შოკოლადის კანფეტებია.

–კარგი, საყვარელო.

– მე მომყევი, დედა. ვიცი, სადაც არის. აი, ესენი მინდა, ბევრი წავიღოთ სახლში და დენიც შეჭამს. კანფეტები დენისაც ხომ უნდა? არა, დე? ორცხობილაც გვინდა. ვიცი, სადაც არის. წამო, დე!

ლილეს დიდი საყიდლების დღე ძალიან მოეწონა. იმ დღეს მელაძეების ოჯახმა ბათუმის „სმარტი“ საფენების ხუთი შეკვრით, ჰიგიენური და სარეცხი საშუალებების გვარიანი მარაგით და საკვებით დატოვა. ეს ყველაფერი კი – თქვენი წყალობით, ჩვენო ძვირფასო მკითხველებო!

წელიწადზე მეტია, რაც მარიკა მცირეწლოვან შვილებს – ლილეს და დენიზს მარტო ზრდის. გარემოებათა დამთხვევით, მისი მეუღლე გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ ოჯახმა შემოსავალი და საარსებო წყარო მთლიანად დაკარგა, ერთი წლის დენის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს (იხილეთ ჩვენი წინა პოსტი: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/634-meladze/)

საგონებელში ჩავარდნილმა მარიკამ დახმარებისთვის ჩერნოვეცკის ფონდს მიმართა. თუ რა მოხდა შემდეგ – ამის შესახებ ოჯახთან საუბრისას შევიტყვეთ.  

მარიკა: ახლა ისეთი რთული დროა, პანდემიაა, ბევრი სამსახურის გარეშე დარჩა. ერთი სიტყვით, ყველა ოჯახს თავისი პრობლემებიც ჰყოფნის. ასეთ ყურადღებას, სითბოს და თანაგრძნობას ნამდვილად არ ველოდი… არ ველოდი, რომ ჩვენი პრობლემები სხვა ადამიანებისთვისაც საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნებოდა. ადრე ყველა პრობლემას ჩემი მეუღლე აგვარებდა, ის უზრუნველგვყოფდა. მაგრამ სხვებისთვის ამის თხოვნა როგორ უნდა გაბედო? თუმცა როდესაც ადამიანი მარტო რჩება, მას მხარდაჭერა სჭირდება. ცხოვრებაში არის წუთები, როდესაც სუსტი, დაუცველი და განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხარ. ზრუნვა, ყურადღება და გაფრთხილება ყველას გვჭირდება. ასეთ დროს განსაკუთრებით. მე და ჩემს შვილებს ეს განცდა ფონდის მკითხველების წყალობით გაგვიჩნდა. თითქოს ჩაგვიხუტეს და გულში ჩაგვიკრეს.

  თქვენი მადლობელი ვარ იმისთვის, რომ გარკვეული დროით ფულზე დარდი აღარ მიწევს, აღარ ვფიქრობ, რა ვაჭამო შვილებს. აღარ ვნერვიულობ, რომ საფენები მითავდება. საფენებთან დაკავშირებული ეს პრობლემა ყოველი კვირის დასასრულს მიჩნდებოდა. დენიზს დღეში სამი ცალი სჭირდება, ლილეს კი ერთი – ძილის წინ. კარგი იქნებოდა, საერთოდ რომ გადამეჩვია, მაგრამ ჯერჯერობით არ გამომდის. ორი დიდი შეკვრა კიდევ დამრჩა და ჯერ შემიძლია არ ვიდარდო.   

ლილესთვის მთელი წლის განმავლობაში ტკბილი არაფერი მიყიდია – მხოლოდ ყველაზე აუცილებელ სურსათს ვყიდულობდი. რას ვიზამთ?.. და უცებ მას ატყობინებენ, რომ საყიდლებზე „სმარტში“ მივდივართ. ლილე ადრე ადგა, ერთი სული ჰქონდა, ჩემთან ერთად წამოსულიყო. ოჯახის მეგობარი მოვიდა – მთელი ნავაჭრი შემდეგ მისი მანქანით მოვიტანეთ. ძალიან გრძელი სია გვქონდა, სხვადასხვა განყოფილებაში გავიარ-გამოვიარეთ. ბავშვისთვის ეს ისეთი დღესასწაული იყო! ისეთი სიხარული! ცხადია, ყველაზე მეტად მას საკონდიტრო განყოფილება აინტერესებდა. და მიუხედავად იმისა, რომ მერე კანფეტებს გვთავაზობდა, მე და ჩემმა დედამთილმა ერთიც არ გამოვართვით. დაე, ბავშვმა მთელი გულით გაიხაროს! მას ხომ ეს ყველაფერი ძალიან დიდხანს ჰქონდა მოკლებული?! დენი კი კანფეტებს არ ჭამს.

პოსტის შემდეგ ახალი ნაცნობები და მეგობრები თუ შეიძინეთ?

მარიკა:მათმა უმეტესობამ, ვინც ჩვენ დაგეხმარა, სიკეთის გაკეთება ჩუმად ამჯობინა. ყველას იმ ადამიანის მადლობელი ვარ, ვინც გამოგვეხმაურა და დიდი სიხარულით გამოვხატავდი ჩემს მადლიერებას პირადად. დაე, ჩვენი სიხარული თქვენ ორმაგად და სამმაგად დაგბრუნებოდეთ!  

პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ერთი ქალი გავიცანი, სახელად მაია, რომელმაც ძალიან ბრძნული რჩევა მომცა, რომ თბილისის დავით ტატიშვილის კლინიკისთვის მიმემართა. მოგეხსენებათ, რომ ჩემს შვილს, დენიზს ცერებრული დამბლა აქვს. უფასო რეაბილიტაციის კურსები სამჯერ გავიარეთ, მაგრამ ამაოდ. ტატიშვილის კლინიკაში წამლები გამოგვიწერეს და მასაჟები დაგვინიშნეს, რაც ჩემს პატარაზე აშკარად სასიკეთოდ მოქმედებს. ამ რეკომენდაციების დაცვას ვაგრძელებთ და მასაჟებზე ოზურგეთში დავდივართ.

 ლილეს დენიზზე ზრუნვას თუ ასწავლით?

მარიკა: ჩემი გოგონა ისეთი სასაცილოა. ძმას თავისი სამი წლის გადმოსახედიდან ესაუბრება, თითქოს თვითონ უკვე დიდი იყოს. მე თუ მას აბაზანაში ვაბანავებ, ლილე ეუბნება: „არ იტირო, პატარაც“. მის ტანსაცმელს და პირსახოცს მაწვდის. სანამ რაღაცას ვამზადებ, ის მას სატელეფონო თამაშებით ართობს,

ლილე, შეიძლება ერთი წუთით რომ მოხვიდე?

(მოდის და ცნობისმოყვარეობით მიყურებს).

მითხარი, დენისთვის საფენის გაკეთება შეგიძლია?

ლილე: არა, დეიდა; მაგრამვიცი, საფენი სავსე როდის აქვს ან რაღაც უკვე რომ მოისაქმა…

ახალი გაზქურა როგორ მოგწონს? დედას საჭმლის კეთებაში ეხმარები?

ლილე: მე იქ სათამაშოებს ვაწყობდი, ახლა კი დედა უფლებას აღარ მაძლევს.

მარიკა: აჰ, დიახ, მართალია! გაზქურა ახალი მოტანილი იყო და დენზე შეერთებული ჯერ კიდევ არ გვქონდა, ლილე კი ღუმელს სათამაშოების სათავსოდ იყენებდა. ცხადია, ახლა ეს სიამოვნება მას მოაკლდა (იცინის.)

სამაგიეროდ, საჭმლის კეთების პროცესი უფრო სწრაფად მიდის. ცხადია, რომ ჩვენი მწირი ბიუჯეტით კულინარიულ შედევრებს ვერ გავწვდებით. მარტივ, ხელმისაწვდომ და შეძლებისდაგვარად სასარგებლო კერძებს ვამზადებ – შემწვარ ან მოხარშულ კარტოფილს, ყვავილოვან კომბოსტოს, წვნიანებს, ფაფებს. „სმარტში“ რამდენჯერმე წასვლის შემდეგ თავს ხორცის უფლებაც მივეცით.

ლილეს ძალიან უყვარს ჩემი სამზარეულოში ყურება. სკამი მოაქვს, თოჯინასთან ერთად ჯდება და ჩემს ქმედებებს კომენტარებს უკეთებს: „ხედავ, ქვაბს როგორი ოხშივარი ასდის? მალე მზად იქნება და ჩვენც შევჭამთ. შენ რა, უმი მაკარონი გინდა? რა ჩერჩეტი ხარ!“  

გაზის ბალონით აღარ ვიტანჯები. თქვენ მე უაზრო ნერვების წყვეტისგან და ფუსფუსისაგან მიხსენით.

– ჩვენი პოსტი განგაშის ზარს ჰყავს – ის ყველა ადამიანს ესმის. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის ინიციატივა ხომ არ წამოსულა?

მარიკა: ჯერჯერობით, ჩვენთვის კონკრეტული არაფერია. როგორც სოციალურად დაუცველები, ოჯახის თითოეული წევრისთვის საკვების გარკვეულ ულუფას ვიღებთ – ბრინჯს, პომიდორს, მზესუმზირის ზეთს და ა.შ. ადრე უკეთესი მდგომარეობა იყო. შეგვეძლო, ყოველდღიურად სადილი მიგვეღო. ერთ კაცზე წილი – 250 გრამი. ლილეს ის საკვები მოსწონდა: პიურე, ხორცის კვერები, ლობიო, ფლავი, ბარდის წვნიანი….ახლა კი, კორონავირუსის გამო, ულუფებზე გადაგვიყვანეს.

ერთი კარგი ამბავი მაქვს: ერთი თვის წინ დანის პენსია დაუნიშნეს. დიდი ხანია დროა. მართალია, ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ ეს დროს საკითხია.

– ამჟამად ყველაზე მეტად რა გჭირდებათ? პროექტი გრძელდება. მკითხველებს შეუძლიათ შეუერთდნენ და მასში თავისი წვლილი შეიტანონ.

მარიკა: ტექნიკასთან დაკავშირებით ახლა ყველაფერი რიგზე მაქვს. ძალიან გამიხარდება და დიდად მადლობელი ვიქნები,  თუკი საკვებით, საფენებით, სველი ხელსახოცებით და წამლებით დახმარების შესაძლებლობა გექნებათ. საჭმელში უპრეტენზიოები ვართ. ბურღულეული, ორცხობილა… ლილეს ძალიან გაუხარდება.

ჯერჯერობით სამსახურში გასვლა არ შემიძლია. ჩემი ბიჭი გამოკვლევებზე და მასაჟებზე უნდა ვატარო, დავეხმარო, მისი და ჩვენი ტანჯვა შევამსუბუქო. ის ძირითადად სულ ხელში მიჭირავს.

ჩემმა მეუღლემ ჩვენს ცხოვრებაში განვითარებული მოვლენების შესახებ იცის და ძალიან განიცდის, რომ ვერაფრით გვეხმარება. ძალიან ააღელვა იმ ფაქტმა, რომ თანაგრძნობა ამდენმა ხალხმა გამოიჩინა და გასაჭირში არ მიგვატოვა. ლილემ არ იცის, რომ მამამისი სასჯელს იხდის. ჰგონია, რომ ის თბილისში საქმეებზეა წასული. ასე ვუთხარით, ბავშვისთვის ზიანი რომ არ მიგვეყენებინა. ის ჩემთან საუბარში სულ ერთსა და იმავეს კითხულობს: „მამა როდის მოვა?“

***

მარიკა მხოლოდ 22 წლისაა, მაგრამ მან უკვე მოასწრო უამრავ პრობლემასთან შეჯახება – ოჯახის გამოკვებაზე ფიქრი, შვილის ჯანმრთელობისთვის ბრძოლა… ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და არავინ იცის, რა ელის მას ცხოვრების შემდგომ ეტაპზე. ზოგიერთ ჩვენგანს ცხოვრებაში მძიმე ტვირთი ეძლევა. დღეს ასეთი გამოცდა მარიკას ხვდა წილად. ჩვენი მხარდაჭერის წყალობით მას სულის სიმხნევე მიეცა და ძალები შეემატა იმისთვის, რომ გააგრძელოს ყოველდღიური ბრძოლა და შეასრულოს თავისი მისია – იყოს დედა. ეს მშვენიერი, ახალგაზრდა ქალბატონი ბედის დარტყმებს მარტო უმკლავდება, ის არის თავის ორ პატარა ანგელოზზე პასუხისმგებელი. მოდით, მხარი დავუჭიროთ მას – თბილი სიტყვით, საქმით… და ჩვენ აუცილებლად ვიგრძნობთ, როგორ ივსება ჩვენი გული სიხარულით. განა შესანიშნავი არ არის, როდესაც სხვა ადამიანის ცხოვრების სასიხარულო ცვლილების მიზეზი და წყარო ხარ?! ეს არის უბრალო ადამიანური სასწაული. ის თითოეული ჩვენგანისთვის არის ხელმისაწვდომი. სცადეთ. დაურეკეთ მარიკას. მელაძეების ოჯახის ნომერი მოცემულია ქვემოთ, ჩვენს გვერდზე.

***

და თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე, ან უმჯობესია, დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათ პრობლემებთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მელაძეების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:https://chernovetskyifund.ge/ge/projects/634-meladze/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

დავფიქრდეთიმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 ნოე 17
გაზქურა
470.00₾
2020 დეკ 16
პროდუქტები
199.91₾
2020 დეკ 16
პამპერსები
200.01₾
2021 იან 04
ფონდის ზედნადები ხარჯები
230.00₾
2021 მარ 19
მედიკამენტები,პამპერსები
99.97₾

სულ ხარჯები:

1199.89₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.03.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.02.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.02.2021 11:29:16
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.02.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.02.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.02.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.01.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.01.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.12.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.11.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.11.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.11.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.11.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.11.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.11.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.10.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.10.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.10.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.10.2020 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾1,199.50

108 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,199.50

108 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება