ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ბავშვობის სიხარული ვაჩუქოთ ანგელოზებს!

calendar ოქტომბერი 30, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

მეგობრებო, გაიცანით! მარიამი (1 წლის), ბარბარე (2 წლის), ლიკა (3 წლის) და გიორგი (4 წლის) – ეს ბავშვები კანფეტებსა და სათამაშოებს მხოლოდ ოცნებებში ხედავენ. ისინი ჯერ მეტისმეტად პატარები არიან იმისთვის, რომ მათი მდგომარეობის სიმძიმე გააცნობიერონ, მაგრამ მათ უკვე უწევთ გაჭირვების დათმენა და იციან: „დედას ახლა ფული არ აქვს… მერე გვიყიდის, ოდესმე…“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„ღმერთო, არაფერია იმაზე უფრო მტკივნეული, ვიდრე შენი შვილისთვის ელემენტარულზე უარის თქმა… ეს ძალიან მტკივნეულია, – მოსთქვამს ამ მშვენიერი ბავშვების დედა, გვანცა (23 წლის). – სანამ პატარები არიან, ვუხსნი: ახლა არა, მერე გიყიდით, მაგრამ როდის „მერე“? – მე თვითონაც არ ვიცი. ყოველდღე, უფრო და უფრო გვიჭირს…“

ეგიკაშვილების მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი პაწაწინა, ნაქირავებ სახლში ცხოვრობს, ყოველგვარი კომფორტის გარეშე. შიშველი კედლები, იატაკზე – ამძვრალი ლინოლეუმი… მათი მთავარი და ნამდვილი სიმდიდრე – ოთხი შესანიშნავი შვილია.

კარგად დააკვირდით! ამ ბავშვების მშვენიერ თვალებში თქვენ ჩვენი საყვარელი სამშობლოს – საქართველოს მომავალს დაინახავთ… მეგობრებო, ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ, ქრისტიანული წყალობა გამოვიჩინოთ და ყველაფერი გავაკეთოთ მათი კეთილდღეობისთვის, რომ მათი მძიმე ცხოვრება როგორმე მაინც გავამარტივოთ.

გვანცა, თუ შეიძლება, მოგვიყევით, რა არის ამჟამად თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?

გვანცა: საშინელ სიღარიბეში ვცხოვრობთ… ოთხი შვილი მყავს და ზოგჯერ, არც კი ვიცი, მათ რა ვაჭამო. არ გვაქვს არც პროდუქტების, არც უმცროსი გოგონას საფენების ფული.  

მიმოიხედეთ გარშემო! ჩვენ არაფერი გვაქვს! შეხედეთ, რაზე სძინავთ ჩემს პატარებს! სახლიც ისეთ მდგომარეობაშია, რომ სადაცაა, დაიშლება; მაგრამ იმის ფული არ გვაქვს, რომ უკეთესი საცხოვრებელი ვიქირაოთ. მაცივარი და ტელევიზორი საბჭოთა კავშირის დროინდელია; ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ სარეცხი მანქანა გაფუჭდა! წარმოიდგინეთ, რამდენი სარეცხია, როდესაც სახლში ოთხი, ერთი მეორეზე პატარა ბავშვია და ორი ზრდასრული. ხელებში უკვე ძალა მერთმევა…

თქვენი მდგომარეობა ყოველთვის ასეთი საშინელი იყო?

გვანცა:იცით, ყოველთვის მოკრძალებულად ვცხოვრობდით. ვიცოდი, რომ ჩემი მეუღლე მდიდარი არ იყო. დიდი და ნამდვილი სიყვარულით გავთხოვდი. მე და ლერი ერთმანეთს თითქმის 10 წელია, ვიცნობთ; მაგრამ როდესაც, ერთი მეორის მიყოლებით, ბავშვები გაჩნდნენ, ძალიან გაგვიჭირდა. მათ იმდენი რამ სჭირდებათ… ქმრის მშობლების სახლშიც ვეღარ ვეტეოდით. იქ ჩვენ გარეშეც სივიწროვეა – 7 ადამიანი, ორი პატარა ბავშვი. ბინის დაქირავება მოგვიწია, თუკი შეიძლება, ამას ასე ეწოდოს. ოთახი და სამზარეულო, კეთილმოწყობა – ბაღის ბოლოში, ბავშვებს ტაშტში ვაბანავებ…

შეგიძლიათ, დეტალურად მოგვიყვეთ, როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?

გვანცა: მე წყალტუბოში დავიბადე და გავიზარდე; ჩემს მეუღლეს, ლერის კი იქ ნათესავები ჰყავს და სტუმრად ხშირად მოდიოდა ხოლმე. ასე გავიცანით ერთმანეთი. იმ დროს, მე-8 კლასში ვიყავი. რამდენიმე წლის შემდეგ კი – დავქორწინდით. პირველი შვილი დავკარგე, ეს ძალიან მტკივნეული დარტყმა იყო. მაშინ გადავწყვიტე, რომ იმდენი შვილი მეყოლება, რამდენსაც უფალი მომცემს…

– როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი, როდესაც ოჯახი შექმენით?

გვანცა: მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. გორში სწავლა მინდოდა, ინფორმატიკის ფაკულტეტზე. დედაჩემი ინფორმატიკის მასწავლებელი იყო და ეს პროფესია ამიტომაც ავირჩიე. ყველა საბუთი მზად იყო და მე და ლერი გორში ვაპირებდით ცხოვრებას, მაგრამ მერე დავფეხმძიმდი და სოფელში დაბრუნება მოგვიწია. აქ კი, თავადაც გესმით, ფულის შოვნა ძნელია. ჩემი ქმარი ნებისმიერ შესაძლებლობას ეჭიდება, მწყემსადაც დადის, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. ჩვენ არ ვცხოვრობთ, ჩვენ ვარსებობთ.

– არავინ გეხმარებათ? მშობლები, ან ნათესავები?

გვანცა: დედაჩემი, 9 წლის წინ, სიმსივნით გარდაიცვალა. მამა ადრე მეხმარებოდა, მაგრამ ახლა ის უმუშევარია. ჩემი ძმა კი სტუდენტია, თბილისში სწავლობს და ფულს შეძლებისდაგვარად შოულობს. მათ თვითონ სჭირდებათ დახმარება. რაც შეეხება ქმრის მშობლებს, ისინიც ასაკში არიან. როგორც შეუძლიათ, ისე გვეხმარებიან – ხან კარტოფილი მოაქვთ, ხან პური, ხან მაკარონი…

გვანცა, უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?

გვანცა:რა თქმა უნდა. სხვაგვარად, თქვენ არ მოგმართავდით. ვიცი, რომ ხანდახან, დახმარების ხელი შეიძლება სრულიად უცხო ადამიანმა გამოგიწოდოს. საქართველო ხომ ძალიან პატარა ქვეყანაა. ერთმანეთის მხარდაჭერას შეჩვეულები ვართ. თქვენს „ფეისბუქ“ გვერდს თვალყურს ყურადღებით ვადევნებ და ყოველ ჯერზე ვრწმუნდები, რომ ეს ნამდვილად ასეა…

ჩვენი ფონდის შესახებ სოციალური ქსელებიდან შეიტყვეთ?

გვანცა:დიახ. პირველი პოსტიცმახსოვს, რომელიც თვალში მომხვდა, მარტოხელა დედა-შვილის შესახებ… გული მტკივა, როდესაც ვკითხულობ, რამდენ ადამიანს უჭირს, რამდენია უკურნებელი სენით დაავადებული, რამდენს სჭირდება დახმარება… თქვენი ნამდვილად ღვთისმოსაწონ საქმეს აკეთებთ, ბევრს ეხმარებით, მათ ცხოვრებას უკეთესს ხდით. მე იმ იმედით მოგწერეთ, რომ თქვენ არც ჩემი შვილების მიმართ დარჩებით გულგრილნი. ისინი ყველაფერს არიან მოკლებულნი – სათამაშოებს, ტკბილეულს, ახალ ტანსაცმელს. რა თქმა უნდა, მე, როგორც დედას, ყველაზე მეტად ის მინდა, რომ მათ არაფერი აკლდეთ… მაგრამ რა ვქნა? მე და ჩემი ქმარი მარტო ვერ ვუმკლავდებით.

რისი გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?

გვანცა:რა თქმა უნდა, მხოლოდ რწმენაში. ადრე, ეკლესიაში თითქმის ყოველ კვირა დღეს დავდიოდი, მაგრამ ახლა, ბავშვებით, ბევრად რთულია. ვცდილობ, ისინი შეძლებისდაგვარად ვაზიარო. ჩემი შვილების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე სახლში მუდმივად ვლოცულობ… რომ მათ ყველაფერი კარგად ჰქონდეთ.

გულწრფელად თანაგიგრძნობთ!დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად?

გვანცა:დიახ, რა თმა უნდა. ჩვენ დახმარებას ვიღებთ, 560 ლარის ოდენობით. სხვა შეღავათებზე, სამწუხაროდ, უარი გვითხრეს…

ეს თანხა რაზე გყოფნით?

გვანცა:მხოლოდ ყველაზე აუცილებელზე: სახლის ქირა, კომუნალური მომსახურებები, ყველაზე იაფი საკვები…

– მაგალითად, რას ჭამენ ბავშვები? როგორია მათი ყოველდღიური კვება?

წვნიანი, ბურღულეული, მაკარონი… მეუღლემ ცოტაოდენი ფულის შოვნა თუ მოახერხა, ხორცის ნაჭერი მოაქვს, მე კი ბულიონს ვაკეთებ.

თუ შეიძლება, თქვენი შვილების შესახებ დეტალურად რომ მოგვიყვეთ.

გვანცა:მათ შორის სხვაობა თითო-თითო წელია. საბავშვო ბაღში სიარული მხოლოდ უფროსმა – გიორგიმ (4 წლის) მოასწრო.  ლიკა (3 წლის) ცდილობს, ყველაფერში მას მიბაძოს და მასაც ძალიან უნდა საბავშვო ბაღში სიარული. სათამაშოებზე ოცნებებითაც კი მას ბაძავს! გიორგის პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანები უნდა და რა თქმა უნდა, ლიკასაც. (იცინის). გიორგის დები ძალიან უყვარს, განსაკუთრებით უმცროსი – მარიამი (1 წლის). მუსიკას რომ ვრთავ, ყველანი ერთად ისე სასაცილოდ ცეკვავენ…

– თუ შეიძლება, ბავშვებსაც გავესაუბრები. გამარჯობა, გიორგი! აბა, გვითხარი, საბავშვო ბაღი გენატრება?

გიორგი (4 წლის):დიახ! იქ სახალისოა და ბევრი სათამაშოა. სახლში კი – ცოტა…

შენი საყვარელი სათამაშო რომელია?

გიორგი:დათუნია – რბილი და ფუმფულაა. მაჩუქეს და ძალიან მიყვარს!

ლიკა (3 წლის):მეც მყავს საყვარელი დათუნია! ვარდისფერია და ლამაზი!

რა სათამაშოებზე ოცნებობთ, ბავშვებო?

გიორგი:ძალიან მინდა პოლიციის მანქანა სასიგნალო ხმით და მოციმციმე შუქებით… ვიუ-ვიუ! ისეთი მაგარია! დედა დამპირდა, ფული რომ მექნება, გიყიდიო…

ლიკა: მეც მინდა მანქანა სასიგნალო ხმით!

და თოჯინა რატომ არ გინდა, ლიკა?

ლიკა: მე და გიორგი ყოველთვის ერთად ვთამაშობთ. ორივეს  ერთნაირი მანქანა რომ გვქონდეს, უფრო სახალისო იქნება.

ბარბარე და მარიამი რაზე ოცნებობენ?

ბარბარე (2 წლის):მე დათუნია მინდა… გიო თავისას მაძლევს ხოლმე სათამაშოდ, მაგრამ მე ჩემი მინდა, რომ ჩემთან ეძინოს… და კიდევ, ბევრზე-ბევრი კანფეტი!

გიორგი: კანფეტები ყველას გვიყვარს! (იცინის). დედა გვყიდულობს ხოლმე, მაგრამ იშვიათად…

გვანცა, რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

გვანცა: მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ ბავშვები კარგად დანაყრებულები და ჩაცმულები იყვნენ; რომ მათთვის მუდმივად ყველაფერზე უარის თქმა არ მიწევდეს და იმის ახსნა, რომ ფული ახლა არ გვაქვს და მერე ვუყიდი… როდის „მერე“? მე თვითონაც არ ვიცი.

ერთი სანუკვარი ოცნება მაქვს – სწავლის გაგრძელება; მაგრამ ამ წუთას, ეს შეუძლებელია. მე ჩემს ანგელოზებს ძალიან ვჭირდები, ისინი ჯერ კიდევ ძალიან პატარები არიან. მაგრამ უკეთესი მომავლის იმედს არ ვკარგავ.

თქვენი აზრით, პირველ რიგში, სახლში რა გჭირდებათ?

გვანცა: ჩვენ ნებისმიერი დახმარება გაგვახარებს. ძალიან გვჭირდება საკვები პროდუქტები, საფენები. ღმერთია მოწმე, დახმარებისთვის მხოლოდ ბავშვების გამო მოგმართეთ…

ახლა, ყველაზე მეტად სარეცხი მანქანა გვჭირდება. ბავშვები ისეთ ასაკში არიან, სულ თვალყურის დევნა სჭირდებათ. მიმხედავი არავინ მყავს, მე კი უკვე ფეხები დამაწყდა. თქვენც კარგად ხედავთ, რომ საერთოდ არაფერი გვაქვს. აქ რაც არის, ყველაფერი უსარგებლო ძველმანია. საწოლები იშლება. მაცივარი და ტელევიზორი იმდენად ძველია, მიკვირს, დღემდე, რომ ირთვება…

თხოვნას მიჩვეული არ ვარ და ძალიან მეუხერხულება, მაგრამ დედები გამიგებენ. როდესაც შვილისთვის ზედმეტი კანფეტის ყიდვის ფული არ გაქვს… ეს საშინელი გრძნობაა. ძალიან მტკივნეულია. თქვენ ამიტომაც მოგმართეთ. იმედი მაქვს, ჩვენი სავალალო მდგომარეობა თქვენს კეთილ მეგობრებს გულგრილს არ დატოვებს…  

***

მეგობრებო, როგორც ხედავთ, ეგიკაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მათ ნებისმიერი დახმარება ესაჭიროებათ! საკვები პროდუქტები, საფენები, ტანსაცმელი, საწოლები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

მოდით, მათ მხარი დავუჭიროთ, გამოვიჩინოთ წყალობა და მივცეთ ბავშვებს ნორმალურად განვითარებისა და ბედნიერი ბავშვობის ქონის შესაძლებლობა.

დაურეკეთ გვანცას, გაიგეთ ოჯახის საჭიროებების შესახებ, გაამხნევეთ იგი და მხარში დაუდექით მას. ტელ: 598 088 913

შეგიძლიათ, ამ ოჯახს პირადად ესტუმროთ და დაეხმაროთ. გვერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაუხარდებათ! მისამართი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი უფლისციხე (თბილისიდან 95კმ. მანძილზე).

მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს აქციას ეგიკაშვილების ოჯახისდასახმარებლად. როგორც იცით, ფონდის დახმარება ერთჯერადი არაა.ბავშვების გარეშე ქვეყანას და ერს მომავალი არ აქვს. იზრუნეთ ახალგაზრდა თაობაზე! დაეხმარეთ მათ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ახლობლების სიაში და დარწმუნებულები ვართ, უფალი აუცილებლად დაგლოცავთ!

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ეგიკაშვილების ოჯახის პრობლემებისშესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. სიკეთით ყველა არ გამოირჩევა. ნუ აუვლით გვერდს სხვის გაჭირვებას! უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ეგიკაშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

თქვენთან ერთად, ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით ეგიკაშვილების ოჯახსაცგავუმართოთ ხელი. უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

რა ღირს ბავშვის ღიმილი? ათასი, ასი ათასი თუ მილიონი?

გააჩნია ვისი! თუ იმ ბავშვების, ვისზეც ახლა ვისაუბრებთ, – ის ფასდაუდებელია!

აი, რა საუბარს შევესწარი, როდესაც მათთან სტუმრად მივედი და ბავშვებს და დედას საჩუქრები დავურიგე:

– დე, ვინ გირეკავს? მომასმენინე რა, გთხოვ! – ეხვეწება ოთხი წლის გიო.

– ერთი დეიდაა თბილისიდან.

– მოვა? დეიდა, მოხვალ? (ჩაჰყვირის ყურმილში.)

– მოვა, მაგრამ დღეს არა, გიო.

– მეც მინდა ლაპარაკი! – სამი წლის ლიკა სათამაშოებს ძირს ყრის და დედისკენ შურდულივით მიექანება. – მე ახალი სათამაშოები მაქვს! (ამბობს ყურმილში.)

გიო (ამბობს ყურმილში):

– მე პულტიანი მანქანა მაქვს, მაგრამ სათამაშო დათუნიებიც მინდა. ლიკა, გაიწიე! (მიმართავს დას.)

– ბავშვებო, აღარაფერი მესმის, – იცინის დედა, გვანცა. – ვაი, ბარბარეც მორბის! თქვენთან საუბარი მასაც უნდა…

ეგიკაშვილების ოჯახის შესახებ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ (https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/646-egikashvili ), მათთან რეკვა და მისვლა ჩვენმა უამრავმა მკითხველმა დაიწყო. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გვანცას სრულიად უცნობი ხალხი დაუკავშირდა და დახმარება შესთავაზა. და ეს ნაკადი (რა ბედნიერებაა!) ჯერ კიდევ არ შემწყდარა! ბავშვებისთვის, – ოთხი მშვენიერი ანგელოზისთვის, – ყველაფერი, რაც ახლა ხდება, მეტად ამაღელვებელი და უჩვეულოა. ისინი თავის სიხარულს მძაფრად გამოხატავენ და მზად არიან თითოეულ სტუმარს სირბილით შეეგებონ.   

– თქვენ, ფაქტობრივად, ყველაფრით უზრუნველგვყავით, – ამბობს გულაჩუყებული გვანცა, – სურსათით, წამლებით, ავეჯით, საყოფაცხოვრებო ტექნიკის სრული კომპლექტით. არ მახსოვს ვინმეს ასე ეზრუნოს ჩვენზე. ახლა ჩემს შვილებს ყველაფერი აქვთ! მინდა ჩერნოვეცკის ფონდს მადლობა ვუთხრა, ბრავო!

გვანცა, ვინც გამოგეხმაურათ, ყველას სახელის დამახსოვრება ადვილი არ არის, მაგრამ იქნებ თქვენს მონაყოლში მათ საკუთარი თავი ამოიცნონ… ეს მათ გულს გაუთბობდა.

გვანცა: მართალია! იმდენი ხალხი გამომეხმაურა, რომ სახელებს ნამდვილად ვერ დავასახელებ. მიუხედავად ამისა, მაინც მინდა ვთქვა – გულწრფელად მადლიერი ვარ თითოეული თქვენგანის თქვენი სიკეთისთვის. თქვენ არც კი იცით, წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამდენად მნიშვნელოვანია ახლა ეს ჩემთვის და რამხელა მხარდაჭერაა…

ბათუმელმა ბიჭებმა სარეცხი მანქანა და ტელევიზორი მოგვიტანეს! ამ საქციელმა ისე დამაბნია, შოკში ვიყავი – ამ სიტყვის კარგი მნიშვნელობით. მერე გორიდანაც გვესტუმრნენ, სოფლის ქათმები და კარტოფილით სავსე ტომრები მოგვიტანეს; გვითხრეს, რომ კიდევ გვინახულებდნენ…

ასევე, მინდა აღვნიშნო ორი ქალბატონი გორიდან, რომლებმაც საკუთარი ხელით გაკეთებული კონსერვებით და კომპოტებით მოგვამარაგეს. ბავშვებს განსაკუთრებით სტაფილოს სალათა მოეწონათ. სანამ არ გათავდა, სადილზეც და ვახშამზეც მაგას ითხოვდნენ… მაგრამ სტაფილოს მცირე მარაგი მაინც მაქვს, უბრალოდ ჯერ ვმალავ. ერთიანად ხომ არ შევჭამთ, არა? (იღიმის.)

ერთ-ერთი კომპანიის უცხოელმა თანამშრომელმა თავისი კოლეგები შეაგულიანა, რომ შეკრებილიყვნენ და ჩვენთან მოსულიყვნენ. 300 ლარით დაგვეხმარნენ; გვითხრეს, რომ ჩვენი დახმარება ყოველთვიურად სურთ და მოიფიქრებენ, ეს როგორ გააკეთონ.

პოსტის გამოქვეყნების შემდეგ უამრავი საჩუქარი მივიღეთ: საბავშვო ტანსაცმელი (როგორც ახალი, ისე ნახმარი, მაგრამ კარგ მდგომარეობაში), ფეხსაცმელი, საკვები, სათამაშოები, თოჯინები, ბურთები, პულტიანი და უპულტო მანქანები, მუსიკალური მიკროფონები. შესაძლებლობა მომეცა, რომ შვილები რამით გამერთო. სულ კუდში დამყვებიან… (იცინის.) მაგრამ ახლა, როცა საოჯახო საქმეები მაქვს, ბავშვებს შეუძლიათ თავი თამაშით გაირთონ და მშვენივრადაც ირთობენ! ოთხივენი სხდებიან, ყველა სათამაშოს ერთდროულად გადმოყრიან ხოლმე… მაგრამ ზარის ხმას გაიგებენ თუ არა, თავქუდმოგლეჯილები გამორბიან. აინტერესებთ, კიდევ ვინ მოვა, მათთან საუბარი თავადაც სურთ. რაღაცნაირი აზარტი გაუჩნდათ. ვის არ ესიამოვნება ყურადღება?

სტუმარს პირდაპირ ქუჩაში ეგებებიან, სახლში შემოჰყავთ და მათ გარშემო ტრიალებენ, ათვალიერებენ… როგორც ამბობენ, ყველა თავისკენ ექაჩება საბანს… სამი დღის წინ რუსთავიდან გოგონა გვეწვია. ტანსაცმელი, სათამაშოები მოგვიტანა, ბავშვებს მიეფერა, მათთან ერთად საერთო სურათი გადაიღო და მერე ცალ-ცალკე – ყველასთან. ბავშვები ყოველი ასეთი ვიზიტის შემდეგ ბედნიერები არიან.

მინდა გითხრათ, რომ ახლა ვაზიანში ვცხოვრობთ. ეს იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ჩვენთან სტუმრად მოსვლას დააპირებს.    

ვაზიანში თქვენი ამბავი იციან? მეზობლების გაცნობამ როგორ ჩაიარა?

გვანცა: დიახ! ახლა ბინაში ვცხოვრობთ, მაგრამ შესახლებამდე რემონტი იყო გასაკეთებელი. ადგილობრივმა ბიჭებმა ორი ოთახი სრულიად უფასოდ გაგვირემონტეს: შპალერი, თაბაშირ-მუყაოს ფილა და სხვა მასალა თავისივე ხარჯით გვიყიდეს, სახლში ელექტროგაყვანილობა გამოცვალეს… ახლა ბავშვებს საკუთარი საძინებელი და ფონდის ნაჩუქარი ახალი, დიდი საწოლი აქვთ. მხოლოდ ერთი წლის, პატარა მარის სძინავს ჩემთან.

ახალ მაცივარს უკვე ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ; მაგრამ, ჯერჯერობით, ხელით ვრეცხავ, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი სარეცხი მანქანა მაქვს. წყლის მისაყვანად მილები და შლანგებია საჭირო. არა უშავს, ეგეც დროის საკითხია. ბინის მეპატრონე საბუთებთან დაკავშირებულ საკითხებს აგვარებს, რომ გაზი შემოგვიყვანონ; მერე კი შევძლებ ახალ გაზქურაზე საჭმლის ცივილიზებულად კეთებით დავტკბე! მოლოდინში წვნიანებს და ფაფებს ღუმელზე ვაკეთებ. ბურღულეულის, მაკარონის და ლობიოს დიდი მარაგი გვაქვს.

გამოხმაურების და თქვენთვის რამე საჭირო და სასარგებლოს გაკეთების მოთხოვნილება ბევრს გაუჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლება როგორ მოიქცა?

გვანცა: ისინიც დაგვეხმარნენ. იმ დროს, ჯერ კიდევ უფლისციხეში ვცხოვრობდით და უფლისციხის და ქვახვრელის გამგებელი (ადმინისტრაციის უფროსი) პირადად გვეწვია და სურსათი მოგვიტანა. ჩვენთვის ბინის ყიდვაზეც ჩამოვარდა საუბარი, მაგრამ მერე უკან დაიხიეს – გაიგეს, რომ ჩემი ქმარი სვამს და დახმარება გადაიფიქრეს. მიზეზად დაასახელეს – მსმელმა კაცმა შეიძლება მთელი ქონება ქარს გაატანოსო.

კი მაგრამ, ბინა ხომ ბავშვებისთვისაა?

გვანცა: მგონია, რომ ამ საკითხისადმი მეტი დაჟინება უნდა გამოვიჩინო, ოფიციალურ პირებთან საუბარი კიდევ ერთხელ ვცადო. იქნებ და გამოვიდეს, ვინ იცის?! რადგან ასეთი აზრი ერთხელ უკვე გაჩნდა, ესე იგი, ჩემი შვილების ბედი მათ ნამდვილად აწუხებთ. რაც შეეხება მსმელ კაცს – ამაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის. ბავშვების წამოყვანა და ქმრის მიტოვება მომიწია, მაგრამ ის ვერც ამან დააფიქრა. ახლა ნათესავები მკიცხავენ და ჩემთან ურთიერთობა აღარ სურთ.

თქვენს გაკიცხვას ნამდვილად არ დავიწყებთ. ხომ იცით, ჩვენი მკითხველები მოსამართლეები კი არა, დამხმარეები არიან. კიდევ რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?

გვანცა: ფონდმა ჩემთვის ყველაფერი გააკეთა, რაც ვითხოვე და ისიც კი, რაზეც საუბარსაც კი ვერ ვბედავდი. ახლა ბავშვებს ყველაფერი აქვთ და ბევრად უკეთესად ვცხოვრობთ, ვიდრე მანამდე. დიდი მადლობა თქვენ! არეული პირადი ცხოვრების მიუხედავად, შემიძლია ვთქვა: თქვენი დახმარება წინ გადადგმული ათი ნაბიჯია. სტაბილურ, მშვიდ ხასიათზე ვარ და მხოლოდ შვილებზე ფიქრით ვარ დაკავებული. საბავშვო ბაღში რომ წავლენ, მუშაობასაც სიამოვნებით დავიწყებდი.

რას ეტყოდით ჩვენს მკითხველებს?

გვანცა: თქვენს სითბოს ვგრძნობ და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ მე ოპტიმიზმი მაჩუქეთ. დაე, ყველას ყველაფერი კარგად გქონოდეთ! თქვენი სიკეთე ორმაგად დაგიბრუნდებათ!

***

მეგობრებო, ყველამ ერთად შევძელით, რომ გვანცასთვის და მისი ანგელოზებისთვის იმედი მიგვეცა. თქვენი გამოხმაურება სიკეთის გრძელ ჯაჭვად იქცა. ყველას, ვინც მათ ეხმარება, სურს ამ ოჯახს ისეთი რამ შესთავაზოს, რაც სხვას ჯერ არ გაუკეთებია და ეს მშვენიერი, გულით მიღებული გადაწყვეტილებაა! ახალგაზრდა დედის, გვანცას ცხოვრებაში რთული პერიოდია და ქალი მრავალი განსაცდელის წინაშე დგას, ამიტომ დარჩით მის გვერდით!

თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ეღიკაშვილების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/646-egikashvili

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 ნოე 27
მაცივარი
550.00₾
2020 დეკ 09
საწოლი
430.00₾
2021 იან 04
ფონდის ზედნადები ხარჯები
665.00₾
2021 თებ 18
კომოდი
280.00₾
2021 თებ 25
თეთრეული
100.00₾
2021 თებ 25
მაგიდა
180.00₾
2021 მარ 17
სკამები
342.00₾
2021 მარ 25
გაზქურა
625.00₾
2021 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
95.00₾
2021 მარ 31
მედიკამენტები,პამპერსები
149.94₾
2021 მარ 31
პროდუქტები
399.55₾
2021 აგვ 16
პროდუქტები
95.05₾

სულ ხარჯები:

3911.54₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.07.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.07.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.07.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.07.2021 20:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.07.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.07.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.07.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.03.2021 20:00:00
₾3.97
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.03.2021 20:00:00
₾14.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.03.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.02.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.01.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.01.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.01.2021 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.01.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.01.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.01.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.01.2021 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾3,911.47

209 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,911.47

209 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება