რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„როდესაც ჩემი შვილი ძირს ცოცხალმკვდარი ეცემა, მზად ვარ, მასთან ერთად მოვკვდე, – ამბობს 4 წლის ლუკას უბედური დედა, ნუნუ (28 წლის). – მისი ყოველი შეტევა – გამოცდაა და ყოველ ჯერზე, გული მიჩერდება… როდესაც ის ძირს ეცემა, მთლიანად ლურჯდება და ცივდება, მე ფეხქვეშ მიწა მეცლება.“
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270პატარა ლუკას დიაგნოზი ქრონიკული ეპილეფსიაა. სამი წლის განმავლობაში, უმძიმესი შეტევები მას დღეში სამჯერ ემართებოდა! ბავშვი ცნობიერებას კარგავდა, ლურჯდებოდა და ცივდებოდა, საბრალო დედას კი სხვა არაფერი რჩებოდა, გარდა იმისა, რომ მისი უსიცოცხლო სხეული გულზე მიეკრა და უიმედოს, საშველად ვინმესთვის მოეხმო…
დიახ! ამ ბავშვმა ჯოჯოხეთის ყველა წრე გამოიარა:მენინგიტი, ორი თიაქრის ოპერაცია, ეპილეფსიის მწვავე შეტევები… შედეგად – განვითარების შეფერხება და ნერვული აშლილობა. ლუკას (4 წლის) დაბადებიდან არაფერი ახსოვს, საავადმყოფოების, თეთრხალათიანი ადამიანების, ტკივილის და შიშის გარდა…
ლუკას ოჯახი, – დედამისი – ნუნუ (28 წლის), მამა – გია (45 წლის), მაია ბებია (49 წლის) და პატარა ნიკა (6 წლის) და იზოლდაც (1,6 თვის) კი, – დიდი ხანია, მიჩვეულები არიან ლუკას წესებით ცხოვრებას. მთელი ფული მის მკურნალობას ხმარდება, პატარა ნიკუშამ კი იცის: ლუკა ავადაა, ამიტომ მან უნდა დათმოს.
ეს კეთილი, ქართული ოჯახი საარსებო წყაროს გარეშე დარჩა. სასოწარკვეთილმა დედამ, ნუნუმ, ჩვენს ფონდს დახმარების თხოვნით იმ იმედით მომართა, რომ მისი გასაჭირი გულგრილს არ დატოვებდა კეთილ თანამემამულეებს- ჩვენ და თქვენ, მეგობრებო!
– ნუნუ, თუ შეიძლება, მოგვიყევით, რა დაავადება აქვს თქვენს შვილს?
ნუნუ: ჩემი საბრალო ბიჭი თითქმის დაბადების წუთიდან იტანჯება… დიაგნოზი – ეპილეფსია. არა, ეს თანდაყოლილი პათოლოგია არ არის. ორსულობის დროს პრობლემები იყო, ბავშვი განვითარებას ჩამორჩებოდა, მაგრამ დაავადების მიზეზი ეს კი არა, ის გახდა, რომ ის, ორი თვის ასაკში, რეანიმაციაში მოხვდა, მენინგიტის დიაგნოზით.
მაშინვე ვერ მივხვდით, რა მოხდა. ჯერ კიდევ სამშობიაროდან გამოწერისას შევამჩნიე, რომ ჩემი პატარა კანკალებდა, ჭამა და ყლაპვა უჭირდა… ექიმების პასუხი მარტივი იყო: „ჯერ ძალიან პატარა და სუსტია“; მაგრამ კარგად მახსოვდა, როგორი დაიბადა ჩემი უფროსი ბიჭი. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ორი კვირის შემდეგ, საშინელი გულყრით, ჩვენ თელავის საავადმყოფოში აღმოვჩნდით. მას სამი დღე გადასხმებს უკეთებდნენ, შემდეგ კი, სასწრაფო დახმარების მანქანით, თბილისში გაგზავნეს. იქ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მან 40 დღე გაატარა! დიაგნოზი – მენინგიტი. საშინლად მახსენდება, ქალაქში დასარჩენი ადგილი არ მქონდა და სოფლიდან მიწევდა წანწალი. არადა, მარტო გზას 2 საათზე მეტი დრო სჭირდება!
გამოწერა ვერ მოვასწარით და აღმოჩნდა, რომ ლუკას წინა მუცლის კედლის ორი თიაქარი ჰქონდა და ეს მას ძალიან აწუხებდა. მალე თიაქარი გარეთ გამოვიდა და ჩვენ ისევ თელავის საავადმყოფოში აღმოვჩნდით. სასწრაფოდ მოგვიწია ოპერაციის გაკეთება, მაგრამ მას მხოლოდ ერთი თიაქარი ამოაჭრეს. მეორე, ერთი წლის რომ გახდა, მერე ამოჰკვეთეს. ღმერთო, ჩემს ბიჭს საავადმყოფოებისა და ექიმების გარდა არაფერი ახსოვს! – ქვითინებს ნუნუ.
–თქვენ თქვით, რომ ლუკას ქრონიკული ეპილეფსიის დიაგნოზი დაუსვეს. როდის და რა ვითარებაში მოხდა ეს?
ნუნუ: მეორე თიაქრის ამოჭრისა და გამოწერის შემდეგ, ვიფიქრეთ, რომ ყველაფერი უკან მოვიტოვეთ, მაგრამ მას სწორედ მაშინ დაემართა პირველი ნერვული შეტევა. სიტყვებით ვერ აღგიწერთ, ეს რა საშინელებაა. მეგონა, შვილს სამუდამოდ ვკარგავდი. მან გონება დაკარგა, მთლიანად გალურჯდა და გაცივდა. ექიმების თქმით, ეს უბრალოდ სისუსტე იყო, გადატანილი ოპერაციის შედეგი. მაგრამ შეტევები განმეორდა. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩემი შვილი ცოცხალმკვდარი ეცემოდა ძირს, მზად ვიყავი, მასთან ერთად მოვმკვდარიყავი. ჩვენ ისევ თბილისში, ეპილეფსიის ცენტრში გაგვგზავნეს და იქ საშინელი დიაგნოზი მოვისმინეთ… სამი წლის განმავლობაში მას წარუმატებლად მკურნალობდნენ, სხვადასხვა წამლებს უნიშნავდნენ, მაგრამ ყველაფერი უშედეგო იყო. თვენახევრის წინ მისთვის „დიპაკინის“ მიცემა დავიწყეთ და მას შემდეგ, ჯერჯერობით, შეტევები აღარ ჰქონია. მადლობა ღმერთს! მისი გაჩენის მომენტიდან, სიმშვიდე ერთი წუთითაც კი არ მქონია! ძალიან რთული ბავშვია…
–უფრო ზუსტად, რას გულისხმობთ?
ნუნუ: ავადმყოფობის გამო, ის ძალიან ნერვიული, ემოციური და ხშირად აგრესიულია. მისი წამით დატოვებაც კი არ შეიძლება. მე და დედა სულ ერთმანეთს ვენაცვლებით, რადგან მას სიმაღლეზე ასვლა და იქიდან გადმოხტომა უყვარს, შეიძლება ცუდად დაეცეს; ან შეიძლება ჭიშკრიდან, მოულოდნელად, პირდაპირ საავტომობილო გზაზე გადახტეს… ღმერთმა ნუ ქნას! დღემდე საფენებით დადის. ღამის ქოთანს ვერაფრით მივაჩვიე, ეშინია! საკვების პრობლემაც გვაქვს. ერთ რაღაცას ირჩევს და დიდი ხნის განმავლობაში, მხოლოდ იმას ჭამს. სხვას არაფერს ეკარება. ახლა, მაგალითად, უკვე თითქმის ერთი წელია მხოლოდ შვრიის ბურღულს ჭამს! აქამდე მაწონს ჭამდა და შეუძლებელია, აიძულო, სხვა რამე თუნდაც გასინჯოს! განსაკუთრებით მაშინ ბრაზდება, როდესაც რამე აწუხებს და ახსნა არ შეუძლია, რადგან მან მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იცის: „დედა“, „მამა“, „ბებო“… ასევე, ძალიან მოუსვენარი ძილი აქვს, მუდმივად ფეხებს იქნევს. ეგ კიდევ არაფერი, მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ მას მთელი ცხოვრება წამლების სმა მოუწევს, უბრალოდ მკლავს!
–რა რჩევას მისცემდით დედებს, რომლებიც თქვენსავით საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან?
ნუნუ: უანგაროდ გიყვარდეთ თქვენი შვილი!გიყვარდეთ ყოველ წამს – ჯანმრთელი, ავადმყოფი, მოსიყვარულე და გაბრაზებული. მაშინაც კი, როდესაც ლუკა აგრესიულად მირტყამს, მე მას გულში ვიკრავ და ვკოცნი…
–ამ წუთას, რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?
ნუნუ: მას შემდეგ, რაც ჩემს მეუღლეს მანქანა დაეჯახა, ძალიან გაგვიჭირდა. ჩემს შვილებს საერთოდ არაფერი აქვთ. მთელი ფული ლუკას მკურნალობაზე იხარჯება. ჩვენ ის თბილისში ჩაგვყავს ექიმთან და ჯერ მარტო გზა 400 ლარამდე გვიჯდება. წამლებსაც ჩემი ხარჯით ვყიდულობ. ბავშვებს ტანსაცმელი, საჭმელი სჭირდებათ… ჩვენ საერთოდ არაფერი გვაქვს. თავადაც ხედავთ: სახლი ინგრევა, საწოლები იშლება, ელემენტარულ პირობებზე აღარ ვსაუბრობ…
–ეს თქვენი სახლია?
ნუნუ:ეს ჩემი მშობლების სახლია. მე აქ გავიზარდე, მაგრამ რადგან სარემონტო თანხები არ გვაქვს, ის საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა. სახურავი ჟონავს, იატაკი დალპა და ადგილ-ადგილ ჩავარდა, სამზარეულოში საერთოდ ცემენტია… ოღონდაც კედლები არ ჩამოიშალოს და… სხვა თუ არაფერი, თავზე ჭერი მაინც გვაქვს…
–თქვენს მეუღლეს რა დაემართა?
ნუნუ: მას მანქანა დაეჯახა. პირდაპირ გზაზე. ძვირადღირებული, უცხოური მანქანა იყო, როგორც თვითმხილველები ამბობენ. მძღოლი არც კი გაჩერებულა, გზის პირას დატოვა, რომ მომკვდარიყო. გონზე რომ მოვიდა, თვითონ გააჩერა გამვლელი მანქანა და სასწრაფოს გამოძახება სთხოვა. საავადმყოფოში მითხრეს, რომ ის ფაქტი, რომ ის გადარჩა, ნამდვილის სასწაულია! ახლა, მისთვის ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა უკუნაჩვენებია. ეს ორი წლის წინ მოხდა, მაგრამ მარჯვენა ხელ-ფეხი მას დღემდე სტკივა…
–ნუნუ, თუ შეიძლება, მოგვიყევით, როგორ გაიცანით მეუღლე?
ნუნუ: ჩვენ ერთმანეთს მრავალი წელი ვიცნობდით. ის მეზობელ ქუჩაზე ცხოვრობდა. ერთმანეთს უბრალოდ ვესალმებოდით ხოლმე. ერთხელ, როგორღაც, სტუმრად დაგვპატიჟეს და ჩვენ ერთ მაგიდასთან აღმოვჩნდით. მას შემდეგ აგვეწყო ურთიერთობა. აღმოჩნდა, რომ მე მას დიდი ხანია, მოვწონდი, მაგრამ ასაკში 17 წლიანი სხვაობის გამო, გამოტყდომას ვერ მიბედავდა. არადა, სულ ტყუილად! ჩვენ ერთად ბედნიერები ვართ! გია ძალიან მგრძნობიარე და ყურადღებიანი ადამიანია. ის ყველაფრის მცოდნეა! იმ ავბედით შემთხვევამდე, დაუღალავად მუშაობდა და ჩვენ არაფერი გვაკლდა. მდიდრულად არ ვცხოვრობდით, მაგრამ ყოველთვის შეგვეძლო ბავშვების რამე გემრიელით გახარება. მათ ნორმალური ტანსაცმელიც ჰქონდათ, საჭმელიც და სათამაშოებიც. ახლა კი, ლუკას სამკურნალო ფულიც კი არ გვაქვს… (სლუკუნებს.) ამ ვირუსის გამო, სამუშაოც აღარ არის და თან, ყველა სამუშაოს გიაც ვერ მოჰკიდებს ხელს.
–რა სახსრებით ცხოვრობთ?
ნუნუ: ამ დროისთვის, ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, 600 ლარის ოდენობით. ეს ფული სრულიად არაფერზე გვყოფნის. კიდევ კარგი, მაღაზიაში პროდუქტებს სესხად გვაძლევენ, რადგან ჩემი მდგომარეობა იციან.
–არავინ გეხმარებათ? მშობლები, ან ნათესავები?
ნუნუ: დამხმარე საერთოდ არავინ გვყავს. მეც და დედაც, ორივე ერთად ძლივს ვუმკლავდებით ლუკას. არც კი ვიცი, მისი მხარდაჭერის გარეშე როგორ ვიქნებოდი… მამაჩემმა 15 წლის წინ მიგვატოვა, ძმა კი უკვე სამი წელია, სამსახურის შოვნას და დედაქალაქში დამკვიდრებას ცდილობს. ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. დედამთილი ამ გაზაფხულს გარდაიცვალა, მას ავადმყოფი გული ჰქონდა… მამამთილმა კი ორი ოპერაცია, ორი ნარკოზი გადაიტანა და ამან მისი ფსიქიკა სერიოზულად დააზიანა… ჩვენ მხოლოდ საკუთრი თავისა და უფლის იმედი შეიძლება, რომ გვქონდეს.
–ნუნუ, დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად?
ნუნუ: დაუსრულებლად სხვადასხვა დაწესებულებების კარებთან ვარ ატუზული, მაგრამ უშედეგოდ. ლუკას შშმ პირთა პენსიასაც კი არ აძლევენ. ამბობენ, რომ ფსიქოლოგის დასკვნას უნდა დაველოდოთ, მაგრამ ფსიქოლოგთან მისვლაა საჭირო და მისთვის გაკვეთილების ფულის გადახდა. სარეაბილიტაციო პროგრამების დაფინანსების ლოდინი კიდევ დიდხანს მოგვიწევს…
–რისი გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?
ნუნუ: ადრე, ტაძარში ხშირად დავდიოდი. ახლა, ლუკას გამო უკვე აღარ გამომდის, თან, პატარაც მყავს ხელებში. მაგრამ როდესაც თბილისში ჩავდივართ, გზად ალავერდის ტაძართან ვჩერდებით. თბილისში კი წმინდა სამების ტაძარში ვიყავით. ვცდილობ, საეკლესიო ტრადიციებს ბავშვები შეძლებისდაგვარად ვაზიარო.
–უცხო ადამიანთა სიკეთის თუ გჯერათ?
ნუნუ: მჯერა. ჩვენს სოფელში ხალხი მდიდრულად არ ცხოვრობს, მაგრამ ჩემი გაჭირვებული მდგომარეობის შესახებ იციან და ცდილობენ, რამით მაინც დაგვეხმარონ. ზოგს საჭმელი მოაქვს, ზოგს – ტანსაცმელი ბავშვებისთვის.
–აი, მაგალითად, რას ჭამენ ბავშვები? როგორია მათი ყოველდღიური კვება?
ნუნუ: წყალწყალა წვნიანები, კარტოფილი… ხორცზე და რძის პროდუქტებზე საუბარიც კი ზედმეტია. აი, მაგალითად, ნიკას საგანგებო დიეტა სჭირდება, მაგრამ ასეთი ფუფუნების უფლება თავს როგორ მივცეთ?
–და რატომ?
ნუნუ: საბრალო, მანაც ბევრი გადაიტანა. იცის, რა არის საავადმყოფო, ამიტომ უმცროსი ძმა ძალიან ეცოდება. როდესაც ის 3 წლის იყო, მას კუჭის წყლული გაუსკდა. ღმერთო, რა გადავიტანეთ! შუაღამისას, მწვავე ტკივილით წამოხტა და ყვირილი დაიწყო… შემდეგ, სისხლდენა დაეწყო პირიდან…რა გადავიტანეთ! (ტირის.) მადლობა ღმერთს, მოვასწარით საავადმყოფოში მისვლა, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. კიდევ ცოტაც და – მე შვილს დავკარგავდი…
– ძალიან თანაგიგრძნობთ, ნუნუ… თუ შეიძლება, დაწვრილებით მოგვიყევით თქვენი შვილების შესახებ.
ნუნუ: ნიკა ძალიან მოაზროვნე და შეგნებული ბიჭია. სულ რაღაც ექვსი წლისაა, მაგრამ ძმის მდგომარეობას სრულად იაზრებს. შეგუებულია იმასთან, რომ ლუკამ შეიძლება მოულოდნელად დაარტყას, დაჩხაპნოს, თამაშითაც მხოლოდ მისი წესებით უნდა ითამაშონ, მან მას ყველაფერში უნდა დაუთმოს… მაგრამ ყველაზე მეტად მას მისი შეტევების ეშინია… ისინი მას თავზარს სცემს. ზოგჯერ, მოულოდნელად სახლში შემორბის და დასახმარებლად გვეძახის, როდესაც ჰგონია, რომ ლუკა შეიძლება ცუდად გახდეს. ნიკა მხოლოდ წელს მივიდა სკოლაში. და ძალიან მოსწონს! ყველაფერს წამში ითვისებს. წერა-კითხვას სწავლობს. ძალიან უნდოდა რაგბიზე სიარული, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს ამის საშუალებას, სამწუხაროდ, ძალიან სუსტია…
იზოლდა კი ჯერ პატარაა… მისთვის ჯერ ბაღში სიარულიც კი ადრეა. მას საერთოდ არ ესმის, რა ხდება, როდესაც ლუკას შეტევები აქვს და ჩვენ შფოთვას ვიწყებთ…
–თუ შეიძლება, თქვენს უფროს ვაჟს გავესაუბრები. გამარჯობა, ნიკა! რამეს მომიყვები? სკოლაში მოგწონს? რომელია შენი საყვარელი საგანი?
ნიკა (6 წლის):ძალიან მომწონს! ყველაზე მეტად, მათემატიკა მიყვარს. მიყვარს თვლა და ძალიან მინდა, მაგალითების ამოხსნა ვისწავლო!
–რომ გაიზრდები, ვინ გამოხვალ?
ნიკა: ცნობილი ფეხბურთელი! დედა ტელევიზორში მიყურებს და იამაყებს!
–ლუკასთან ფეხბურთს თამაშობლ?
ნიკა: არა, რა თქმა უნდა, ის ჯერ ძალიან პატარაა. თანაც, ავადაა. მასთან ფრთხილად უნდა იყო, თორემ ის, ცოცხალმკვდარი, ძირს ეცემა და მთლიანად ლურჯდება! ძალიან საშიშია!
–ფეხბურთის გარდა, კიდევ რა მოგწონს?
ნიკა: ძალიან მინდოდა რაგბიზე სიარული, მაგრამ არ ამიყვანენ. მეც ავად ვიყავი.. აი, მუცელი გამიჭრეს, ხედავთ?
–ნიკა, ყველაზე მეტად რა გიყვარს?
ნიკა: ტორტი! დიდი ხანია, არ მიჭამია, დედას კი მისი ყიდვა არ შეუძლია. ამბობს, ფული რომ გვექნება, გიყიდიო.. მაგრამ ჯერ არ გვაქვს. კიდევ, ველოსიპედზე ვოცნებობ. მეზობლის ბავშვებს – ყველას აქვთ, მე კი – არა. ვოცნებობ, რომ ოდესმე ველოსიპედი მეც მქონდეს და მათთან ერთად რბოლა შევძლო!
–ნუნუ, თქვენი ყველაზე დიდი ოცნება რა არის?
ნუნუ: ყველა ჩემი ფიქრი მხოლოდ ჩემი შვილების კეთილდღეობას ეხება. სხვა არაფერზე ვოცნებობ. ოღონდაც ისინი იყვნენ ჯანმრთელები და ბედნიერები. უფალს ვევედრები, რომ მომცეს ძალა და შესაძლებლობა, ისინი ფეხზე დავაყენო..
–თქვენი აზრით, პირველ რიგში, სახლში რა გჭირდებათ?
ნუნუ: მთავარი პრობლემა ლუკას მკურნალობა და თბილისში მუდმივი მგზავრობაა. რაიონში ასეთი სპეციალისტები არ არიან… ასევე, საფენები, საკვები…
სხვა დანარჩენში – კი ხედავთ, როგორ ვცხოვრობთ. ძალიან მინდა, სარეცხი მანქანა მქონდეს. ზამთარში, ეზოში, ცივ წყალში ხელით რეცხვა უბრალოდ საშინელებაა. ბავშვები პატარები არიან, მუდმივად ჭუჭყიანდებიან, ამიტომ სარეცხს დასასრული არ აქვს.
კიდევ, მაცივარი… წვნიანის რამდენიმე დღიან მარაგსაც ვერ ვაკეთებ, რომ არ ამჟავდეს! ჩვენ ნებისმიერი მხარდაჭერა გაგვახარებს…
თქვენი ფონდის შესახებ სოც. ქსელებიდან შევიტყვე. დიდხანს ვერ ვბედავდი მოწერას, მაგრამ როდესაც მდგომარეობა აუტანელი გახდა…
თქვენ ჩემი უკანასკნელი იმედი ხართ, ხავსი, რომელსაც წყალწაღებული ეჭიდება… დახმარებას სხვას ვერავის ვთხოვ. როდესაც დამირეკეთ, ჩემს გულში იმედის სხივი აკიაფდა, რომ უფალმა ჩემი ლოცვები შეისმინა და ჩემი გასაჭირი თქვენი კეთილი მეგობრების გულებში იპოვის ამოძახილს.
***
მეგობრებო, კბილცეცხლაშვილების ოჯახი უსაშინლეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ოჯახის თავმა ფულის შოვნის შესაძლებლობა ფაქტობრივად დაკარგა და ოჯახი იძულებულია, სოციალურ დახმარებაზე იცხოვროს. არადა, მათ ორი ავადმყოფი ბავშვი და წლინახევრის გოგონა ჰყავთ!
პატარა ლუკა (4 წლის) ქრონიკული ეპილეფსიით იტანჯება. მას მუდმივად სჭირდება სპეციალისტებთან კონსულტაცია, წამლები, გამოკვლევები, ამას კი არც ისე ცოტა ფული სჭირდება, რომელიც ოჯახს უბრალოდ არ აქვს.
ოჯახი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მათი სახლი ინგრევა, მათ არ აქვთ არც ტექნიკა, არც ნორმალური ავეჯი, არც საცხოვრებლად ასატანი პირობები. მათ ძალიან სჭირდებათ საკვები, საფენები და ტანსაცმელი ბავშვებისთვის.
კბილცეცხლაშვილების ოჯახის ცხოვრების შემსუბუქება ჩვენ შეგვიძლია, რადგან ისინი უკვე საკმარისად იტანჯნენ.
შეგიძლიათ, კბილცეცხლაშვილების ოჯახი თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ მათ. მათი მისამართია: ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზემო ალვანი.
ან დაურეკეთ ნუნუს და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით!
ტელეფონის ნომერი: 579 225 557.
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის უბედურებაზე შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: კბილცეცხლაშვილების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.
TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით კბილცეცხლაშვილების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.
თქვენ სიცოცხლე დაგვიბრუნეთ და იმედი მოგვეცით!
„ეს ჩვენს ოჯახში ყველაზე ტკბილი ახალი წელი იყო. ამდენი ნუგბარი და ტკბილეული ბავშვებს არასდროს ჰქონიათ. ნეტავ გენახათ, როგორ უხაროდათ! სიხარულისგან გული გასკდომას მქონდა!“ – გვიყვება ნუნუ.
ქალს ეღიმება, მოჭარბებული გრძნობებისგან ზოგჯერ ენა ებმის; გვიყვება, რომ მათი ოჯახის ცხოვრება ძალიან შეიცვალა პოსტის დაწერის შემდეგ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოვაქვეყნეთ:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/655-kbiltsetskhlashvili/.
ახლა, ბედნიერებისგან სახეანთებულ ნუნუში საერთოდ ვეღარ იცნობთ იმ საბრალო ქალს, რომელმაც ჩვენს ფონდს სრულიად სასოწარკვეთილმა მიმართა.
ოჯახის თავს დატეხილმა პრობლემებმა სამი შვილის დედა ძლიერ გატეხა. მისი შუათანა ბიჭი მძიმედ არის ავად: ბავშვი ქრონიკული ეპილეფსიით იტანჯება. ოთხი წლის ლუკას წამლები, გამოკვლევები და საგანგებო პროცედურები ესაჭიროება, ამას კი არც თუ ისე ცოტა ფული სჭირდება, რომელიც მათ უბრალოდ არ აქვთ.
ოჯახი ისედაც უკიდურეს გასაჭირში იმყოფებოდა: სახლი ინგრევა, მათ კი არც საჭირო ტექნიკა და არც ასატანი საცხოვრებელი პირობები აქვთ; არადა, სახლში კიდევ ორი პატარა ბავშვი ცხოვრობს: ნიკა (6 წლის) და იზოლდა (წლინახევრის). ყველას მშობლების ყურადღება სჭირდება. ნუნუს მეუღლემ მუშაობის შესაძლებლობა დაკარგა. ოჯახი მხოლოდ სოციალურ დახმარებაზე ცხოვრობს, რომელიც ბავშვების გამოსაკვებად და პატარა ლუკასთვის წამლების საყიდლად არ კმარა.
მაგრამ თქვენი წყალობით, ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ კბილცეცხლაშვილების დახმარება და მათთვის წამლების, სამედიცინო ნივთებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა შევძელით, რომელიც ოჯახს ასე სჭირდებოდა. ჩვენმა კეთილმა მეგობრებმა და დამხმარეებმა სიკეთე და დიდსულოვნება კიდევ ერთხელ გამოიჩინეს. თქვენი მონაწილეობის წყალობით, დღეს ნუნუ იღიმის! თქვენ მის ოჯახს თქვენი სიყვარული აჩუქეთ!
ჩვენი ფონდი მთელი გულით უხდის მადლობას ყველას, ვინც კბილცეცხლაშვილების ოჯახის გასაჭირის მიმართ გულგრილი არ დარჩა, ვინც მათ თუნდაც ერთხელ მაინც დაურეკა და დახმარების ხელი გაუწოდა! უღრმესი მადლობა ყველას!
– ნუნუ, შეგიძლიათ დაწვრილებით გვიამბოთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?
ნუნუ: ჩვენს ოჯახში ყველაფერი გარდაიქმნა. ჩვენ უკეთესი მომავლის იმედი გაგვიჩნდა; არადა, სულ ცოტა ხნის წინ გვეგონა, რომ ჩიხში ვართ; ჩვენს პრობლემებს დასასრული არ უჩანდა. თქვენი ფონდი და კეთილი ხალხი უზომოდ დაგვეხმარა. პოსტის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე რეკვა დაიწყეს; გვეკითხებოდნენ, აინტერესებდათ, როგორ ვცხოვრობთ… და იცით, დღემდე რეკავენ… რომ აღარაფერი ვთქვათ საჩუქრებზე – ეგ საერთოდ ცალკე თემაა. იმდენი საჩუქარი მივიღეთ, სიტყვები არ მყოფნის! ცრემლებიც კი წამომივიდა, როდესაც მაცივარი, სარეცხი მანქანა, პურის საცხობი ღუმელი, საწოლის თეთრეული და ბავშვებისთვის უამრავი ტკბილეული გვაჩუქეს. ბოლომდე ვერც კი ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის იყო!
მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ თქვენმა ფონდმა ლუკასთვის უზომოდ დიდი რაოდენობის წამლები და საფენები შეიძინა. სიტყვები არ მყოფნის! ახლა, მე და ჩემს მეუღლეს შეგვიძლია წამლებზე კარგა ხანს აღარ ვიდარდოთ!
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, ჩემს მეუღლეს თბილისში სამსახური შესთავაზეს და ეს ყველაფერი თქვენი ფონდის წყალობით მოხდა. დამრეკმა გვითხრა, რომ მან ჩვენ შესახებ სოციალურ ქსელში წაიკითხა და შეიტყო, რომ ჩემი ქმარი სამსახურის გარეშე დარჩა. და აი, ჩემს მეუღლეს სამსახური შესთავაზეს. იმედი მაქვს ყველაფერი გამოვა!
– გვჯერა, რომ ყველაფერი გამოგივათ! ნუნუ, უფრო დაწვრილებით გვიამბეთ, რა რეაქცია გქონდათ საჩუქრებზე?
ნუნუ: ძალიან გამიხარდა! სიხარულისგან ავტირდი კიდეც. სახლში მაცივარი არ გვქონდა, ახლა კი, თქვენი წყალობით, შემიძლია საჭმელი მოვიმარაგო და აღარ მეშინოდეს, რომ დამჟავდება… პურის საცხობი ღუმელიც გვაჩუქეს. პურის ყიდვა ყოველთვის არ გამოგვდის, რადგან ძვირი ღირს; მთელი ჩვენი შემოსავალი კი ლუკაზე იხარჯება. ახლა უკვე შემიძლია, რომ ახალი პური სახლში თავად გამოვაცხო. ბავშვისთვის ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს?
მაგრამ ყველზე მნიშვნელოვანი საჩუქარი ჩვენთვის მაინც სარეცხი მანქანა იყო. როდესაც სახლში სამი ბავშვია, სარეცხს ბოლო არ უჩანს. ადრე ხელით რეცხვა მიწევდა, თანაც გარეთ, ცივ წყალში. ეს საშინელებაა! ახლა კი სარეცხი მანქანა მაქვს, რომელმაც ცხოვრება მნიშვნელოვნად გამიმარტივა; სანამ მანქანა რეცხავს, მე შემიძლია ბავშვებს მეტი დრო დავუთმო… საწოლის თეთრეულიც გაცვეთილია. კეთილი ხალხი რომ არა, ჩვენ ახლის ყიდვას ვერ შევძლებდით. როგორც ხედავთ, სახლში ბევრი რამ გვაკლდა. ყველაფერს ვერც იყიდი – შესაძლებლობა არ გვაქვს. მაგრამ მადლობა თქვენს ფონდს და ყველა იმ კეთილ ადამიანს, რომლებიც დაგვეხმარნენ! თქვენ სიცოცხლე დაგვიბრუნეთ და იმედი მოგვეცით!
განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ ჩემს შვილებს უამრავი ტკბილეული აჩუქეთ და ისინი ასე გააბედნიერეთ!
–ბავშვებს ყველაზე მეტად რა ტკბილეული მოეწონათ?
ნუნუ:მათ ყველაფერი მოეწონათ! ეს ჩვენს ოჯახში ყველაზე ტკბილი ახალი წელი იყო. პატარებს ისე უხაროდათ, ისე იცინოდნენ… ჩვენ კი, მშობლებს, მათთან ერთად გვიხაროდა. ბავშვებს ამდენი ტკბილეული ჯერ არ უნახავთ. ნამდვილი სასწაულია! დღესასწაულმა წარმატებით ჩაიარა! (იცინის.) სხვათა შორის, ახალი წლის ღამეს თოვლის ბაბუა გვეწვია და ბავშვებს უამრავი საჩუქარი მოუტანა: სურსათი, სასკოლო ნივთები, ტკბილეული, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. გვითხრეს, რომ თოვლის ბაბუა ანუკი არეშიძემ გამოგზავნა… და ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა! თქვენი პოსტის შემდეგ ჩვენ ყურადღება მოგვაქციეს!
–ნუნუ, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ხელისუფლების მხრიდან თუ გამოგეხმაურათ ვინმე?
ნუნუ:სამწუხაროდ, არა. განსაკუთრებით აღსანიშნია ჩვენი ადგილობრივი ადმინისტრაცია, რომელსაც არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. მით უმეტეს, რომ მათ ჩვენი პრობლემების შესახებ იციან, რადგან მათთვის დახმარების სათხოვნელად არაერთხელ მიმიმართავს; მაგრამ ისინი სულ ერთსა და იმავეს მპასუხობენ: „ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის“. აბა, ვის კომპეტენციაში შედის? სათქმელი სხვა არაფერი მაქვს!
– ჩვენი პოსტის შემდეგ პირადად ვინ დაგირეკათ? იქნებ გახსოვთ მათი სახელები?
ნუნუ: სიმართლე გითხრათ, სახელები არ მიკითხავს. ჯერ ერთი, ძალიან ვიყავი დაბნეული, რადგან ამდენ ზარს არ ველოდი; ტელეფონი არ გაჩუმებულა… მეორეც, განა სახელები მნიშვნელოვანია? ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო თუნდაც იმის შეგრძნება და დანახვა, რომ ვიღაცას ჩვენი გასაჭირი აინტერესებს, რომ ჩვენს პატარა ქვეყანაში ამდენი კეთილი ადამიანი ცხოვრობს! იცით, ზოგჯერ, უბრალოდ დარეკვამ და მოკითხვამ შეიძლება ადამიანი გადაარჩინოს, მას მხარდაჭერის შეგრძნება გაუჩინოს. ყველაზე მთავარი სწორედ ეს არის!
– ვინმე სხვებზე მეტად თუ დაგამახსოვრდათ?
ნუნუ: დიახ, დამამახსოვრდა. ჩვენთან ერთი გოგონა მოვიდა, სახელად ანა; მითხრა, რომ ეკლესიასთან ერთად, ჩვენთვის დახმარება შეაგროვეს. სამწუხაროდ, არ ვიცი, რომელი ტაძრიდან იყვნენ; მხოლოდ ის ვიცი, რომ ადგილობრივი ეკლესიაა. სიმართლე გითხრათ, რაღაცნაირად დავიბენი კიდეც და არ მიკითხავს. იმდენი რამ მოგვიტანეს!.. ასევე, ახალი წლის წინა დღეებში, ვიღაცამ 200 ლარი გადმორიცხა; მერე დაგვირეკა და მითხრა, რომ ბავშვებისთვის დღესასწაული მომეწყო და მათთვის საჩუქრები მეყიდა. უდიდესი მადლობა ყველას! და მადლობა თქვენს ფონდს, რომ ახალი მეგობრები გვაჩუქეთ!
– რას ნიშნავს ეს მხარდაჭერა და დახმარება პირადად თქვენთვის?
ნუნუ: ჩვენი ოჯახისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს! თქვენი დახმარებისა და მხარდაჭერის, ყველა ამ კეთილი ადამიანის ყურადღების გარეშე არც კი ვიცი, რა გვეშველებოდა. თქვენ ძალიან დაგვეხმარეთ, იმედი მოგვეცით, მეგობრები გვაჩუქეთ და ჩვენ ახლა ვიცით, რომ მარტო აღარ ვართ. სამწუხაროდ, სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ყველაფერს, რისი თქმაც მინდა და რამდენად მადლიერი ვარ ყველასი!
– ნუნუ, შეიძლება თქვენს უფროს ვაჟს გავესაუბრო? ნიკა, საჩუქრები მოგეწონა?
ნიკა (6 წლის): მე ყველაფერი მომეწონა! თქვენ ბევრი კარგი ნივთი გვაჩუქეთ. ჩვენ ახლა მაცივარი და სარეცხი მანქანა გვაქვს და დედა პურს და ორცხობილებსაც გამოგვიცხობს ხოლმე. დედა ძალიან კმაყოფილია და სულ იღიმის. ახალ წელს იმდენი ტკბილეული გვქონდა! ისეთი გემრიელი!.. და თოვლის ბაბუაც მოვიდა. ის ადრე არასდროს მოსულა, ამჯერად კი მოვიდა და საჩუქრებიც მოგვიტანა.
– ნიკუშ, ძალიან გვიხარია, რომ ყველაფერი მოგეწონა! მოდი, ახლა დედას ვკითხოთ, კიდევ რა დახმარება სჭირდება? რით შეუძლიათ ჩვენს მკითხველებს თქვენი მხარდაჭერა?
ნუნუ: იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩემი ოჯახისთვის გააკეთეთ, განა გავბედავ, რომ კიდევ რამე გთხოვოთ?! თქვენი ფონდისა და კეთილი ხალხის წყალობით შემიძლია წამლებზე და საკვებზე კარგა ხანს აღარ ვიდარდო… დარჩენილ პრობლემებზე საუბარი ახლა ძალიან მრცხვენია, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი ჯერ კიდევ არსებობენ. რამდენიმე თვეში ერთხელ, მე და ლუკა თბილისში პროცედურებზე ჩავდივართ. ამისთვის არც ისე ცოტა ფულია საჭირო – მხოლოდ გზაზე 400 ლარამდე იხარჯება; ამას მკურნალობის ხარჯებიც ემატება. ჩვენ ამხელა თანხები არ გაგვაჩნია… მაგრამ ბავშვი ექიმთან არის სატარებელი, მას ყველა აუცილებელი პროცედურა უნდა ჩაუტარდეს, რომ მან ცხოვრების გაგრძელება შეძლოს. რა ვქნა, არ ვიცი.
ასევე, რადგან პრობლემებზე დავიწყეთ საუბარი – ლუკა ძალიან აქტიური ბავშვია, მას შიშის გრძნობა არ აქვს. საწოლზე, კარადებზე აძრომა და იქიდან გადმოხტომა უყვარს. ზოგჯერ ისე ვარდება, რომ მეშინია, თავს რამე არ ავნოს. ამიტომ მინდა, ლეიბის მსგავსი ნივთი შევიძინო, რომ ბავშვი რბილად დაეცეს და რამე არ მოიტეხოს.
– რას ეტყოდით ყველა იმ ადამიანს, ვინც თანხების შეგროვებაში დაგვეხმარა?
ნუნუ: მინდა, მათდამი მადლიერება გამოვხატო! დიდი მადლობა ის ყველაფრისთვის, რაც ჩვენი ოჯახისთვის გააკეთეთ! მადლობა სიხარულისა და ღიმილისთვის, საჩუქრებისა და იმედისთვის. ეს ყველაფერი ჩვენთვის ფასდაუდებელია! ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მინდა ჯანმრთელობა გისურვოთ! უფალმა დაგლოცოთ!
***
ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა ყველას, ვინც კბილცეცხლაშვილების ოჯახი გასაჭირში არ მიატოვა! ყოველ ჩვენგანს თავისი პრობლემები აქვს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ჩვენი გასაჭირი ზოგჯერ ისეთი საშინელი არ არის, როგორიც სხვების. ყველა ჩვენგანისთვის ასეთ რთულ დროს, ჩვენ გულგრილები არ უნდა დავრჩეთ. თუკი კბილცეცხლაშვილების ოჯახის მხარდაჭერა და მათთვის დახმარების ხელის გაწოდება შეგიძლიათ, გადადგით ეს ნაბიჯი – დაურეკეთ მათ, ჰკითხეთ, რამე ხომ არ სჭირდებათ. ოჯახში სამი ბავშვია, საბრალო ლუკას კი უფრო მეტი და განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ბავშვები – ჩვენი მომავალია, ჩვენი ქვეყნისა და ერის მომავალი! მოდით, გავაგრძელოთ კბილცეცხლაშვილების ოჯახის დახმარება!
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება:კბილცეცხლაშვილების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.
სულ ხარჯები:
2628.35₾დარჩა:
0.35₾